imedi /  13 სექტემბერი 2017, 15:37 / სანდო წყარო

ხანდაზმულ ასაკში სექსი გონებას ააქტიურებს

კოვენტრისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ხანდაზმულ ასაკში სექსის სიხშირესა და გონების აქტივობას შორის კავშირია და პირველი მეორეს უწყობს ხელს. ინფორმაცია Birmingham Mail-ში გამოქვეყნდა.

კვლევაში 28 კაცმა და 45-მა ქალმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა ასაკიც 50-იდან 83 წლამდე იყო. კვლევის საგანს წარმოადგენდა ის, თუ რამდენად ხშირად ჰქონდათ კვლევის მონაწილეებს სექსი ბოლო 12 თვის განმავლობაში. მეცნიერებმა კვლევის მონაწილეებს ასევე სთხოვეს დეტალურად მოეთხროთ მათი ცხოვრების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სუბიექტებმა ტესტირება გაიარეს სხვადასხვა შემეცნებითი უნარ-ჩვევის, მათ შორის მეხსიერების, ყურადღებისა და სიტყვების მარაგის შესაფასებლადაც.

აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომელთაც ხშირი სექსი აქვთ, უკეთ მეტყველებენ - ექსპერიმენტის მონაწილეებს ერთ წუთში უნდა დაესახელებინათ ცხოველთა სახელები ან მითითებულ ასოზე დაწყებული სიტყვები. ამ დავალებას თავი წარმატებით სწორედ იმ ადამიანებმა გაართვეს, რომელთაც ინტენსიური სექსი აქვთ.

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ხანდაზმულ ასაკში სექსი გონებას ააქტიურებს.

ხანდაზმულობის ასაკი ქალებისთვის 50 წლიდან 75 წლამდეა, ხოლო კაცებისთვის 60-იდან 75 წლამდე.

კომენტარები ()