imedi /  13 სექტემბერი 2017, 16:43 / სანდო წყარო

NASA-ს პროექტის ფარგლებში თბილისში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს

კონფერენცია

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენცია NASA-ს (The National Aeronautics and Space Administration) ტყის და მიწის დაფარულობის და გლობალური დაკვირვების სისტემის პროექტის ფარგლებში ტარდება. 

პროგრამა  ხელოვნური თანამგზავრებიდან მიღებულ ინფორმაციებს ეფუძნება, რომლებიც დეგრადირებული ნიადაგების, პრობლემური ადგილების ფართომასშტაბიანი ცვლილებების შესწავლის, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და, ზოგიერთი კულტურის (მაგ., ხორბალი, ქერი) შემთხვევაში, მოსავლის პროგნოზირების მონიტორინგის, მრავალწლოვანი კულტურებით დაკავებული ფართობის განსაზღვრა-დაკვირვების, სატყეო ხანძრების მონიტორინგის, მიწის დაფარულობის კვლევა-ანალიზის პროცესში ფართოდ გამოიყენება.

კონფერენცია დღეს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში გაიხსნა და 16 სექტემბრამდე გაგრძელდება. კონფერენციის მიზანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მონაცემთა გაცვლა. 

 

კომენტარები ()