ილონ მასკის მიერ Twitter-ის შეძენის შემდეგ კომპანია თანამშრომელთა 80%-მა დატოვა

ილონ მასკი
ფოტო: slate.com
ბიზნესმენ ილონ მასკის მიერ Twitter-ის შეძენის შემდეგ კომპანია თანამშრომელთა 80%-მა დატოვა. ამის შესახებ შიდა დოკუმენტაციაზე დაყრდნობით CNBC იტყობინება.
მათი ცნობით, კომპანიაში ილონ მასკის მოსვლამდე Twitter-ში 7,5 ათასი ადამიანი მუშაობდა, ახლა კი პერსონალი დაახლოებით 1,3 ათას ადამიანს შეადგენს.
არსებული ინფორმაციით, მასკმა ნებართვა გასცა, Twitter-ის თანამშრომლებს დახმარება გაუწიოს 130-მა სპეციალისტმა მისი სხვა კომპანიებიდან, როგორებიცაა Tesla, SpaceX და The Boring Co.
CNBC-ის ინფორმაციით, Twitter-ში 550-ზე ნაკლები ინჟინერი დარჩა.
ყველა სიახლე

28 იანვარი 2023, 23:16
ეკონომიკა
ირაკლი ლექვინაძე: საწვავის შესახებ კვლევა დასკვნით ეტაპზეა და ვვარაუდობთ, რომ პირველადი შედეგები შეიძლება გავასაჯაროვოთ თებერვლის თვეში
კონკურენციის სააგენტოს მიერ მოკვლევა 5 მსხვილი რეალიზატორის მიმართ გასული წლის აგვისტოდან დაიწყო და ამას საფუძვლად დაედო 2022 წლის 7 თვის მონიტორინგის ანგარიშის შედეგები. ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ლექვინაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

28 იანვარი 2023, 22:17
პოლიტიკა
მთავრობის სტრატკომი: პარტიული ტელევიზიები სხვადასხვა ფეიკნიუსების გავრცელებით ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ პერიოდულად ახორციელებენ, რაც პრემიერ-მინისტრის დისკრედიტაციის მორიგ წარუმატებელ მცდელობას წარმოადგენს
ეს არის აბსურდული, უსაფუძვლო, ვარაუდებზე დაფუძნებული ბრალდებები, რომლებიც დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნულ კამპანიას პარტიული ტელევიზიები სხვადასხვა ფეიკნიუსების გავრცელებით ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ პერიოდულად ახორციელებენ, რაც პრემიერ-მინისტრის დისკრედიტაციის მორიგ წარუმატებელ მცდელობას წარმოადგენს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

28 იანვარი 2023, 22:14
საზოგადოება
ირაკლი ლექვინაძე Usa2georgia-ზე: კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია მომხმარებლის სასარგებლოდ
„ყველა მომხმარებელს, ვინც აღნიშნული პრობლემის წინაშე დადგა, სხვაობის საზღაური აუნაზღაურდება. ეს უნდა მოხდეს 3 თვის ვადაში. ამისთვის მომხმარებელმა, ვინც თავს დაზარალებულად თვლის უნდა შეავსოს შესაბამისი აპლიკაცია“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

28 იანვარი 2023, 21:51
სამართალი
ვიქტორ ყიფიანი: ბერმუდას აპელაციამდე გარკვეული კომუნიკაცია შედგა ივანიშვილის მხარესა და ბანკის ახალ ხელმძღვანელობას შორის - ეს იყო თითქოსდა იმის ჩვენება ბანკის მხრიდან, რომ ისინი მზად იყვნენ მოსარიგებლად
ბერმუადას აპელაციამდე ბგარკვეული კომუნიკაცია შედგა ივანიშვილის მხარესა და ბანკის ახალ ხელმძღვანელობას შორის. ეს იყო თითქოსდა იმის ჩვენება ბანკის მხრიდან, რომ ისინი მზად იყვნენ სამომრიგებლოდ. გარკვეული ნაბიჯებიც გადაიდა, შემდეგ ეს პროცესი შენელდა ბანკის მოსაზრებით, რომ ჯერ შედგეს ბერმუდაზე აპელაცია და შემდეგ დავუბრუნდეთ ამ საკითხსო, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

28 იანვარი 2023, 21:50
სამართალი
ვიქტორ ყიფიანი Credit Suisse-ის საქმეზე: ჩვენი არცერთი განცხადება არ იყო ფარატინა ქაღალდი, აზრს, ფაქტს ან არგუმენტს მოკლებული - შემდგომი განცხადებებიც კონკრეტული ფაქტებითა და არგუმენტებით გაჯერებული იქნება
ვინაიდან, ჩვენი მხარე თანხმდება, რომ ბანკის მხრიდან გარკვეული მოქმედებები არის სამართლის სფეროდან პოლიტიკაში გადასული, ჩვენ შეგვიძლია გავაიგივოთ, რომ ბანკის მოქმედებებთან დაკავშირებულია გარკვეული პოლიტიკური ინტერესები, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ Credit Suisse-ის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

28 იანვარი 2023, 21:36
სამართალი
პროკურატურამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
როგორც გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 იანვარს, ბათუმში, ბრალდებულმა პნევმატური იარაღით დაზიანებები მიაყენა მიუსაფარ ძაღლს, რის შედეგადაც ცხოველი დაიღუპა.

28 იანვარი 2023, 21:14
სამართალი
ვიქტორ ყიფიანი Credit Suisse-ზე: ერთადერთი შემთხვევა, სადაც ბანკი იჩენს ისეთ პრინციპულობას, რომელიც ბანკისადმი ნდობის უნივერსალური სტანდარტის საწინააღმდეგოა, ეს არის ბიძინა ივანიშვილი - ბანკი ცდილობს დავას ხანგრძლივი ხასიათი მისცეს
„სწორედ აქ, ბანკი არ თაკილობს არც რესურს, არც დროს, არც თავის მოთმინებას და არც იმ აკრძალულ ილეთებს, როდესაც ყველაფერი შეაქვს ყულაბაში, რომ ამ დავას მისცეს რაც შეიძლება ხანგრძლივი ხასიათი. აქ თანხის რაოდენობა პრინციპული არ არის, აქ პრინციპულია, რომ კლიენტს უჩვენოს მე ვარ დიდი, რესურსებით აღჭურვილი, მამოძრავებს გარკვეული მოტივაცია“, - აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.

28 იანვარი 2023, 21:09
სამართალი
ვიქტორ ყიფიანი: ბანკმა არც მეტი და არც ნაკლები, გადაგვიყვანა ისეთ პროცედურულ ხლართებში, რომლებიც თავისი სირთულით, ვადიანობითა და კომპლექსურობით უტოლდება სინგაპურსა და ბერმუდაზე სასამართლო დავებს
როდესაც მთავარმა ბენეფიციარმა მიმართა ბანკს წინადადებით, რომ ტრასტები დახურულიყო და შესაბამისად, ეს დახურვის პროცედურა მას აძლევს აქტივებზე წვდომის პირდაპირ საშუალებას, ბანკმა არც მეტი და არც ნაკლები, გადაგვიყვანა ისეთ პროცედურულ ხლართებში, რომლებიც თავისი სირთულით, ვადიანობითა და კომპლექსურობით უტოლდება სინგაპურსა და ბერმუდაზე სასამართლო დავებს. მიუხედავად იმისა, რომ ტრასტების დახურვა, როგორც ასეთი, ადმინისტრაციული პროცედურაა, რომელსაც 1-2 დღის მეტი არ სჭირდება, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

28 იანვარი 2023, 20:44
სამართალი
ვიქტორ ყიფიანი Credit Suisse-ის საქმეზე: ფაქტია, კლიენტს შეეზღუდა თავისი უფლებების განხორციელება, საკუთარ აქტივებზე წვდომა და ეს რა არის, თუ არა დასჯა - სანქცირება?!
ის, რაც დღეს ხდება ტრასტებთან მიმართებაში, როდესაც კლიენტმა საკუთარი სახსრები განათავსა და ამ სახსრებზე წვდომა მას აეკრძალა, ჩვენ ამას კვალიფიცირებას ვაძლევთ როგორც არაფორმალური სანქცირებისა, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

28 იანვარი 2023, 20:38
სამართალი
ვიქტორ ყიფიანი: ბიძინა ივანიშვილის დამაჯერებელმა გამოსვლამ მთელ რიგ საკითხებზე პრინციპული და ობიექტური პასუხი გასცა სასამართლოს და ფაქტობრივად რამდენიმე გარემოებას სინგაპურის მართლმსაჯულებისთვის ფარდა ახადა
ჩვენ 2 მნიშვნელოვანი სასამართლო განხილვა გვქონდა და ეს განხილვები ერთგვარი ფონია იმისა, რაც ახლა ხდება - ერთი განხილვა გვქონდა სინგაპურში, გასული წლის სექტემბერში და მეორე ბერმუდაზე, დეკემბერში, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

28 იანვარი 2023, 20:14
პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მეორე ტური არ იქნება, პარტიას დასაკარგი დრო არ აქვს
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მეორე ტური არ იქნება, რადგან პარტიას დასაკარგი დრო არ აქვს.

28 იანვარი 2023, 20:03
პოლიტიკა
პრეზიდენტი: შოკირებული ვარ იერუსალიმში სინაგოგასთან სროლით, ვგმობ ამ საზარელ თავდასხმას მშვიდობიანი მომლოცველების წინააღმდეგ
„შოკირებული ვარ იერუსალიმში სინაგოგასთან სროლით. ვგმობ ამ საზარელ თავდასხმას მშვიდობიანი მომლოცველების წინააღმდეგ. ძალადობის გამართლება არ შეიძლება. ვლოცულობ დაშავებულთა და დაღუპულთა ახლობლებისთვის" - წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.

28 იანვარი 2023, 19:42
სპორტი
ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონი გახდა
მოკლე პროგრამაში პირველი ადგილის დაკავების შემდეგ, დღეს საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ თავისუფალ პროგრამაში – 130.10, საერთო ჯამში კი 199.91 ქულა მოაგროვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

28 იანვარი 2023, 19:33
ეკონომიკა
საერთაშორისო გამოფენის ,,მწვანე კვირეული 2023” Facebook- გვერდზე (Grüne Woche) გამოფენის დამთვალიერებლებს ურჩევენ, ქართული პროდუქციის გასაცნობად საქართველოს სტენდს ესტუმრონ
საერთაშორისო გამოფენის ,,მწვანე კვირეული 2023” ოფიციალურ Facebook გვერდზე (Grüne Woche) გამოფენის დამთვალიერებლებს ურჩევენ, ქართული პროდუქციის გასაცნობად საქართველოს სტენდს ესტუმრონ.

28 იანვარი 2023, 18:23
ეკონომიკა
კობა გვენეტაძე: Fitch-ის შეფასება მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ლოგიკური იმის, თუ როგორი მაკრო-ეკონომიკური პოლიტიკა გაატარა საქართველოს ეკონომიკურმა გუნდმა
„Fitch-ის მიერ მნიშვნელოვანი შეფასებაა და ვფიქრობ, ლოგიკური იმის, თუ როგორი მაკრო-ეკონომიკური პოლიტიკა გაატარა საქართველოს ეკონომიკურმა გუნდმა. შეფასებაში სწორადაა აღნიშნული ფისკალური კონსოლიდაცია, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ მდგრადი იყოს ქვეყნის ფინანსები და ამავე დროს დაეხმაროს ეს ინფლაციის შემცირებას“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

28 იანვარი 2023, 18:16
ეკონომიკა
გიორგი ცუცქირიძე: კარგი პერსპექტივა გვაქვს, რომ უკვე 2024 წლისთვის საინვესტიციო რეიტინგი მივიღოთ
„ეს ნიშნავს, რომ რეგიონში გავხდეთ ერთი მხრივ ყველაზე მაღალი რეიტინგული ქვეყანა და მეორე, ეს იქნება ინვესტიციების შემოსვლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა“, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.

28 იანვარი 2023, 17:38
საზოგადოება
ამ სემესტრში მოსწავლეები საგაზაფხულო და სააღდგომო არდადეგების გარდა, კიდევ 6 დღეს დაისვენებენ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ სემესტრში 6 ოფიციალური დასვენების დღე იქნება. ესენია: 3 მარტი, 8 მარტი, 9 აპრილი, 9 მაისი, 12 მაისი, 26 მაისი. გარდა ამისა, სკოლებში იქნება საგაზაფხულო და სააღდგომო არდადეგებიც.

28 იანვარი 2023, 17:38
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა „ნაციონალურ მოძრაობაზე“: თითქოს განახლება მოხდა, თითქოს დაივიწყეს თავიანთი ხელწერა - ეს ხომ ტყუილი აღმოჩნდა, ახლა ერთმანეთის წინააღმდეგ უარეს აკეთებენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა „ნაციონალური მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნების საკითხს ეხმიანება.

28 იანვარი 2023, 17:38
პოლიტიკა
ბექა დავითულიანი: ამ არჩევნებითა და „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არსებული დაპირისპირებით, ზიანდება ქვეყანაში პოლიტიკურ დღის წესრიგში დესტრუქციის შემომტანი მთავარი ძალა
„ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, არ ვიცი და სულ ერთია, სიმართლე რომ გითხრათ ჩვენთვის და ალბათ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის, გარდა მათი ამომრჩევლებისა. ნებისმიერ შემთხვევაში გაიმარჯვებს საქართველო, რადგან ამ არჩევნებითა და „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არსებული დაპირისპირებით, ზიანდება ქვეყანაში პოლიტიკურ დღის წესრიგში დესტრუქციის შემომტანი მთავარი ძალა“, - განაცხადა დავითულიანმა.

28 იანვარი 2023, 17:26
პოლიტიკა
ლევან ბეჟაშვილი: ჩვენი წინასწარი, სტატისტიკური მონაცემებით, სავარაუდოდ პირველივე ტურში მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა
პარტიის აქტივსა და პარტიის ხელმძღვანელობას სურს პარტიაში ცვლილებები, ამიტომ ეს აქტივობა ამით არის განპირობებული, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.