imedi /  24 მაისი 2023, 21:22 / სანდო წყარო

ორმა ელექტრონულმა იმპლანტმა პარალიზებულ კაცს გავლის საშუალება მისცა

გერტ-იან ოსკამი იმპლანტი პარალიზება ტვინის იმპლანტი

გერტ-იან ოსკამი

ელექტრონული იმპლანტების დამონტაჟების შემდეგ, პარალიზებულმა კაცმა სიარული დაიწყო. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 40 წლის ნიდერლანდელი გერტ-იან ოსკამი 12 წლის მომხდარი ავარიის შემდეგ ვერ დადიოდა. მან შვეიცარიელი მეცნიერების ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა, რასაც საოცარი შედეგი მოჰყვა.

პაციენტს ორი იმპლანტი ჩაუდგეს - ერთი თავის ტვინში, მეორე კი ხერხემალზე. როდესაც ოსკამს გავლა უნდა, ის ამაზე ფიქრობს და მის ტვინში მომუშავე იმპლანტი შესაბამის სიგნალს აწვდის ხერხემალზე დამონტაჟებულ მოწყობილობას, ნერვულ უჯრედებს კი ეს სიგნალი ფეხებში გადააქვთ. შედეგად, კაცი ნაბიჯს დგამს.

„თავს ჩვილად ვგრძნობ, რომელიც სიარულს ხელახლა სწავლობს. ეს ხანგრძლივი გზა იყო, მაგრამ ახლა შემიძლია ავდგე და ჩემს მეგობრებთან ერთად ლუდი დავლიო. ბევრი ადამიანი ვერ იაზრებს რამხელა სიამოვნებაა ეს“, - განაცხადა ოსკამმა.

სპეციალისტები ამ მიღწევას შთამბეჭდავს უწოდებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ კვლევა ჯერ საწყის ეტაპზეა და მრავალი წელია საჭირო, სანამ ეს ტექნოლოგია პარალიზებული პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

ყველა სიახლე

რატი იონათამიშვილი

05 ივნისი 2023, 14:52

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: როგორც ჩანს, რუსეთის მხარემ დაუფასა ხოშტარიას, რომ ის ეწევა ჰიბრიდულ ომს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და სწორედ ამას უკავშირდება ჰონორარების ასეთი მნიშვნელოვანი გაზრდა

ეს აღარ არის უკვე ორმაგი სტანდარტი. ეს გაცილებით უფრო მძიმე შემთხვევა არის და ჩვენს მოქალაქეებს აქვთ გონივრულად საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს თანხები სინამდვილეში არის ჰონორარი ზუსტად ხოშტარიას რადიკალური ქმედებებისთვის, - ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათამიშვილმა ინფორმაცია ელენე ხოშტარიას ოჯახისთვის რუსეთის ბიუჯეტიდან მორიგი ტრანზაქციის შესახებ.

ბაჩო დოლიძე

05 ივნისი 2023, 14:52

პოლიტიკა

ბაჩო დოლიძე: ლევან ხაბეიშვილის შეთავაზება ძალიან არაკორექტული და არაეთიკურია - როდესაც შენ პირადად არაფერს წარმოადგენ

ლევან ხაბეიშვილის შეთავაზება ძალიან არაკორექტულია და არაეთიკური. პოლიტიკურად წამგებიანი პოზიციაა ასეთი ბაქიბუქი, როდესაც შენ პირადად ნამდვილად არაფერს წარმოადგენ, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე.

ირაკლი ღარიბაშვილი

05 ივნისი 2023, 14:50

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მაისში 1.5% არის ინფლაციის დონე, რაც ძალიან კარგია და ეს პირდაპირ არის დადასტურება იმისა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა მთავრობამ სწორი პოლიტიკა გაატარა

ინფლაციის დონემ მაისში შეადგინა 1.5%, რაც ძალიან კარგია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მაღალი ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მოკლე ვადით მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირებული ინფლაცია, გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დამატებით ნორმალიზებას შეუწყობს ხელს.

ირაკლი ღარიბაშვილი

05 ივნისი 2023, 14:46

პოლიტიკა

პრემიერი: დასაქმება არის ისტორიულ მაქსიმუმზე, შეიძლება ასე ითქვას, უმუშევრობა არის შემცირებული ისტორიულ მინიმუმზე, ისევე როგორც სიღარიბე არის შემცირებული და არის ჩამოსული ისტორიულ მინიმუმზე

პირველ კვარტალში სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა, 42 000-ით მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა პირველ კვარტალში და შეადგინა 716 000, რაც პირველ კვარტლებში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელია. მათ შორის, 2020 წელს ჩვენ გვქონდა პირველი კვარტლის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო პანდემია ასახული და პანდემიის ეფექტი არ იყო ასახული და მაშინ იყო 31 000 და ეს მაშინ ითვლებოდა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი. ახლა, რამდენიმე, სულ ორი წლის შემდეგ, გვაქვს 42 000 პირველ კვარტალში მატება დასაქმების მიმართულებით, ასე რომ ეს ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

რომან გოცირიძე

05 ივნისი 2023, 14:45

პოლიტიკა

რომან გოცირიძე ელენე ხოშტარიას რუსულ ფულზე: რა ქნას? წინაპარზე თქვას უარი?

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახის მიერ რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებულ მორიგ ტრანშს გამოეხმაურა.

ირაკლი ღარიბაშვილი

05 ივნისი 2023, 14:44

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: იანვარ-აპრილში ჩვენი ეკონომიკური ზრდა გამოდის 7.3 %, რაც ერთ-ერთი სამაგალითოა მთელ მსოფლიოში; წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლების ზრდამ 100%-ს გადააჭარბა

ეკონომიკური ზრდა გვაქვს საკმაოდ მაღალი, ჩვენ აპრილში გვქონდა 7.5 % ეკონომიკური ზრდა, რაც მიმდინარე ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე არის ძალიან დამაიმედებელი, ძალიან კარგი და ძალიან პოზიტიური. იანვარ-აპრილში ჩვენი ეკონომიკური ზრდა გამოდის 7.3 %, რაც ერთ-ერთი სამაგალითოა მთელ მსოფლიოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

დავით ქართველიშვილი

05 ივნისი 2023, 14:42

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საინტერესოა, რა კომბინაცია აქვს ჩაფიქრებული კეზერაშვილს და რეალურად, რა მიზნებს მოხმარდება ევროპელი პენსიონერების გაძარცვის გზით მოპოვებული თანხა

"კოლექტივში, სადაც ფინანსური და სახელფასო პრობლემებია, ალბათ დიდი "სიხარულით" შეხვდებოდნენ ინფორმაციას, რომ ლობისტურ კომპანია Cornerstone-ს გადაუხდიან 420 ათას აშშ დოლარს", - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი დავით კეზერაშვილის შესახებ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად მან საკმაოდ სოლიდურ თანხად ლობისტური კომპანია დაიქირავა.

მიხეილ სარჯველაძე

05 ივნისი 2023, 14:41

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: კეზერაშვილის სახელი ფართოდ დემონსტრირდებოდა ევროპულ წრეებში, როგორც დევნილი მედიამენეჯერის. ამ მოტივაციას ყოველგვარი არგუმენტაცია გამოეცალა

„კეზერაშვილის სახელი ფართოდ დემონსტრირდებოდა ევროპულ წრეებში, როგორც დევნილი მედიამენეჯერის. ამ მოტივაციას ყოველგვარი არგუმენტაცია გამოეცალა და ეს არის მცდელობები წარმოადგინოს საკუთარი თავი, როგორც დევნილი მედიამენეჯერი“, - აცხადებს სარჯველაძე.

05 ივნისი 2023, 14:39

პოლიტიკა

ელენე ხოშტარია მისი ოჯახისთვის რუსეთიდან ჩარიცხულ ფულთან დაკავშირებით განმარტებას არ აკეთებს

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია მისი ოჯახისთვის რუსეთიდან ჩარიცხულ ფულთან დაკავშირებით განმარტებას არ აკეთებს.

გიორგი ვოლსკი

05 ივნისი 2023, 14:33

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: კეზერაშვილი თანხებს უკეთებს მობილიზებას, რათა თავისი ტელევიზია წამოწიოს რევოლუციური ბრძოლის ველის წინა პლანზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ კეზერაშვილი, რომელიც ქოლცენტრების საქმის და ქართული ჯარის ძარცვის საქმის მთავარი გმირია, თანხებს უკეთებს მობილიზებას, რათა თავისი ტელევიზია წამოწიოს რევოლუციური ბრძოლის ველის წინა პლანზე.

ირაკლი ღარიბაშვილი

05 ივნისი 2023, 14:25

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს, რასაც სჭირდება შენარჩუნება

ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შენარჩუნება. მთავარი, განმაპირობებელი არის ის მშვიდობიანი პერიოდი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

05 ივნისი 2023, 14:22

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: გადავწყვიტეთ ISUZU-ს მარკის 154 ახალი ავტობუსის შეძენა, რომლებიც რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება

ჩვენ გადავწყვიტეთ 154 ახალი ავტობუსის შეძენა, რაშიც გადავიხდით 53 მილიონ ლარს. ეს იქნება ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი, თანამედროვე სტანდარტის ავტობუსები, რომლებიც რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

05 ივნისი 2023, 14:09

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ვმუშაობთ თანამედროვე, საერთაშორისო კლასის ახალი აეროპორტის მშენებლობაზე, რომელიც რეალურად შეიძლება გახდეს ჰაბი, ამ მიზნით თბილისში იდეალური ადგილია ვაზიანის ყოფილი აეროდრომი

ვმუშაობთ თანამედროვე, საერთაშორისო კლასის ახალი აეროპორტის მშენებლობაზე, რომელიც რეალურად შეიძლება გახდეს ჰაბი, ამ მიზნით თბილისში იდეალური ადგილია ვაზიანის ყოფილი აეროდრომი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

05 ივნისი 2023, 14:03

პოლიტიკა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეები ეწვივნენ

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით სლავკოვის სამეულის: სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეები ეწვივნენ. სტუმრებს, შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დახვდა.

05 ივნისი 2023, 14:00

პოლიტიკა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა თემატური მოკვლევის შედეგებზე დეტალური ინფორმაცია მიიღო

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული თემატური მოკვლევა მიზნად ისახავდა საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე არსებული გამოწვევების გამოვლენითა და მათი გადაჭრის გზების იდენტიფიცირებით, კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებას.

ნინო ფოჩხუა

05 ივნისი 2023, 13:59

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: უკრაინაში რომ ვერ არის საქმე ისე, როგორც წარმოადგენს ოფიციალური, გაფილტრული მედია, დიდი ხანია ნათელია, საკმარისია მმართველი ელიტისთვის არასასურველმა ინფორმაციამ გაჟონოს, რომ უმალ მის ავტორს აკრედიტაცია უჩერდება

გარდა იმისა, რომ უკრაინაში ყველა ოპოზიციური პარტია თუ მედია დახურულია, ზეწოლას ვერც ჟურნალისტები გადაურჩნენ, რა თქმა უნდა უკრაინელ ჟურნალისტებზე შეტევა მეტია, ვიდრე უცხოელებზე, მაგრამ მათზეც უპრეცედენტო ზეწოლა ხორციელდება, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა გამოცემა Semafor-ის სტატიას, რომელშიც ამერიკელი ჟურნალისტი ბენჯამინ სმიტი წერს, რომ ჟურნალისტები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას აშუქებენ, უკრაინის ხელისუფლებასთან კონფლიქტში იმყოფებიან, ვინაიდან, ჟურნალისტური მასალების ფორმირებისთვის, უკრაინის საზედამხედველო ორგანოები მათ აკრედიტაციებს იყენებენ.

გიორგი ვოლსკი

05 ივნისი 2023, 13:41

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: რუსეთთან ფრენების აღდგენაზე უარის თქმა, ვიზების შეჩერება ეს ის სცენარია, რომელიც ქართველების მიმართ საპასუხო ზომების მიღებით განვითარდებ

რუსეთთან ფრენების აღდგენაზე უარის თქმა, ვიზების შეჩერება ეს ის სცენარია, რომელიც ქართველების მიმართ საპასუხო ზომების მიღებით განვითარდება. ანალიზი აჩვენებს, რომ ორმხრივ ურთიერთობაში დაპირისპირების ახალი მექანიზმების შემოტანა იმგვარ პროცესებს გამოიწვევს, რაც საქართველოსთვის წამგებიანი აღმოჩნდება, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკის რუსეთთან სავიზო პოლიტიკაზე საუბრისას.

გიორგი ვოლსკი

05 ივნისი 2023, 13:39

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ბოლო პერიოდში რუსეთისგან ხოშტარიას ოჯახის ანგარიშზე 70 ათას დოლარზე მეტია ჩარიცხული, არავინ იფიქროს, რომ რომელიმე ქვეყანა, მით უმეტეს, რუსეთი თავისი ინტერესის გარეშე რამეს აკეთებს

„ასეთი რა სისტემა მუშაობს რუსეთში, რომ რუსეთის ფედერაციას მუდმივად ელენე ხოშტარიას ოჯახის ვალი აქვს და ამ დროს რუსეთის ფედერაციას ებრძვის ასე გამწარებული. თითქოს ებრძვის ელენე ხოშტარია, თორემ ყველა ასპექტში გავაანალიზოთ სიტუაცია, რუსეთის ფედერაციას დღეს აწყობს გარკვეული ბარიერების შექმნა საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ბარიერების მშენებლობაში ერთ-ერთი გამორჩეული არის ელენე ხოშტარია და ზუსტად იმ ჩარიცხვებს, იმ თანხების ოდენობას ემთხვევა, რამდენადაც აქტიურია ელენე თავის დესტრუქციულ საქმიანობაში, რამდენით მეტ საღებავს მიასხამს კედლებზე, იმდენი ემატება და ინტენსიური ხდება რუსეთის ბიუჯეტიდან დახმარება. ამიტომ არავინ იფიქროს, რომ ქვეყნები თავიანთი ინტერესის გარეშე აკეთებენ რამეს, მით უმეტეს, რუსეთის ფედერაცია. ჯერჯერობით ეს მექანიზმები სწორედ იმ საეჭვო სურათს ქმნის, რომელზეც შეგვიძლია, რომ ვილაპარაკოთ. მეტი კომენტარი მოვისმინოთ ოჯახისგანაც“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ლევან ნიკოლეიშვილი

05 ივნისი 2023, 13:25

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი დავით კეზერაშვილს: გიული ალასანიამაც მიხეილ სააკაშვილზე მილიონები დახარჯა, რაც კრახით დასრულდა. კრახით მათთვის, თორემ ლობისტებმა მშვენივრად შეირგეს ის ფული. შენც ეს ფული ვერ გაგათეთრებს

ტელეკომპანია „ფორმულამ“ ამერიკული ლობისტური კომპანია დაიქირავა! კაცმა რომ თქვას, რა მოხდა მერე, მაგრამ მოხდა: ამ ინფორმაციას ვიგებთ FARA-ს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან, სწორედ ისეთი კანონის მიხედვით, რომელიც აშშ-ში მოქმედებს, ჩვენთან კი იმიტომ დაიბლოკა, რომ რუსული კანონი შეარქვეს - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

05 ივნისი 2023, 13:20

ეკონომიკა

მთაწმინდის პარკში ყველის ფესტივალი ჩატარდა

„სახელმწიფო მხარს უჭერს მერძევეობის დარგის განვითარებას, როგორც პირველადი წარმოების, ასევე, გადამუშავების და საერთაშორისო სტანდარტებისა და სისტემების დანერგვის მიმართულებებით. აღნიშნული ფესტივალიც, რომელიც უკვე წლებია სამინისტროს მხარდაჭერით იმართება, ემსახურება მწარმოებლების აქტიურ მხარდაჭერას და ქართული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზაციას“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ.