imedi /  13 ნოემბერი 2017, 23:34 / სანდო წყარო

კვლევა: სოციალური მედია მოზარდებში და ზრდასრულებში დეპრესიას იწვევს

აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტისა და დაავადებათა პრევენციის ცენტრის მონაცემებით, 2010 წლიდან 2016 წლამდე ამერიკელ თინეიჯერებში დეპრესია 60%-ით გაიზარდა. 10-დან 19 წლამდე ახალგაზრდებში გაიზარდა თვითმკვლელობის შემთხვევები. ყველაზე დიდი რისკის ჯგუფად თინეიჯერი გოგოები ითვლებიან. ამის შესახებ ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.

პროფესორ  ჯინ ტვენჯის თქმით, აშშ-ში ნახევარ მილიონზე მეტი ოზარდი გამოკითხეს. კვლევამ დაადგინა, რომ იმ მოზარდებს შორის, ვინც სოციალურ ქსელებს ყოველდღიურად იყენებს, დეპრესიის შანსი 13%-ით მაღალია, ვიდრე თინეიჯერებში, რომლებიც მას შედარებით იშვიათად ხმარობენ. კვლევის მიხედვით ასევე მაღალია თვითმკვლელობის შანსი ისეთ მოზარდებში, რომლებიც გაჯეტებთან დღეში სამ ან მეტ საათს ატარებენ (34%). ხოლო ვინც ამაზე მეტ დროს უთმობს ელექტრონულ მოწყობილობებს და სოციალურ ქსელებს თვითმკვლელობის შანსი საშუალოდ 48%-ს აღწევს.

მსოფლიოს მასშტაბით ადამიანებში დეპრესიის ერთ-ერთი მიზეზი სოციალური ქსელია. გამოცემა წერს, რომ კვლევის მიხედვით დიდ ბრიტანეთში 14 წლის ასაკის ყოველი ოთხი გოგოდან ერთს და ყოველ მეათე ბიჭს დეპრესია აქვს. გამოკითხული გოგოების 24% ამბობს, რომ თავს უბედურად და უმწეოდ გრძნობს, მარტოობას და საკუთარი თავის სიძულვილს განიცდის. ამას გამოკითხული მშობლების მხოლოდ 18 % აცნობიერებს. კვლევა სექტემბრის ბოლოს დიდ ბრიტანეთში ჩატარდა და მასში 10 ათასამდე თინეიჯერი მონაწილეობდა. კვლევის ავტორები ლივერპულის უნივერსიტეტი და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი არიან.

გამოცემის ცნობით, მოზარდები ამბობენ, რომ სოციალური მედიის მხრიდან უზარმაზარი წნეხის ქვეშ არიან. სკოლაში გავრცელებულ ფიზიკურ, ან ფსიქოლოგიურ დევნას, დაცინვას, ჩაგვრას და ტერორს, რასაც ბულინგს ეძახიან, დაემატა სოციალურ ქსელებში გავრცელებული კიბერ-ჩაგვრა.

1 წლის განმავლობაში 5 208 ადამიანზე დაკვირვების შემდეგ დადგინდა, რომ ზრდასრულები რაც უფრო მეტად იყენებენ Facebook-ს, მით უფრო ცუდად არიან - ამ ქსელთან ურთიერთობა უარყოფით გავლენას ახდენს მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ სიჯანსაღეზე და ცხოვრებით კმაყოფილების განცდაზე. 

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ელინ ერსონი

20 ოქტომბერი 2018, 14:26

მსოფლიო

შვედ სტუდენტს ავღანელი კაცის დეპორტაციის ჩაშლისთვის გაასამართლებენ

შვედეთის ქალაქ გეტებორგის უნივერსიტეტის სტუდენტს, ელინ ერსონს, რომელმაც სამი თვის წინ თვითმფრინავში ავღანელი კაცის დეპორტაციის შეჩერება შეძლო, სასამართლოს წინაშე წარდგენა მოუწევს.

ჯაბა კანკავა

20 ოქტომბერი 2018, 14:18

სპორტი

ჯაბა კანკავას გოლი ერთა ლიგის 5 საუკეთესო გოლში მოხვდა

UEFA-ს მიერ დასახელებულ ერთა ლიგის 5 საუკეთესო გოლს შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის მიერ ლატვიის კარში გატანილი გოლიც მოხვდა. კანკავამ ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩში ლატვიის კარი შორეული დარტყმით მე-8 წუთზე აიღო.

20 ოქტომბერი 2018, 13:58

ძალოვნები

ბიზნესმენის შვილის გატაცების საქმეზე დაკავებული კიდევ 2 პირი გაათავისუფლეს

ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის გიორგი დეკანოიძის გატაცების საქმეზე დაკავებული 10 პირიდან კიდევ 2 გაათავისუფლეს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამი პირი მტკიცებულებების არ არსებობის გამო გაათავისუფლეს.

ვახო მეგრელიშვილი და
იაგო ხვიჩია

20 ოქტომბერი 2018, 13:43

ძალოვნები

გირჩის განცხადებით, ვახო მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია პოლიციაში წაიყვანეს

მოძრაობა გირჩის განცხადებით სამართალდამცველებმა მისი ორი წევრი - ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. დედა ენის ბაღში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ვიდეოგანცხადებას გირჩის ლიდერი ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, ბაღი სამართალდამცველებით სავსეა.

20 ოქტომბერი 2018, 13:36

ვიდეო

„ჩემი სირიელი თარჯიმანი მაჰმუდი“

ეგრისობა

20 ოქტომბერი 2018, 13:35

კულტურა

სენაკში ეგრისობის სახალხო დღესასწაული იმართება

სენაკში სახალხო დღესასწაულს ეგრისობას აღნიშნავენ. დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, - შეჯიბრება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შესულ სახეობებში - ისინდი, ცხენბურთი და მარულა.

სამხედროები

20 ოქტომბერი 2018, 13:33

მსოფლიო

ნორვეგიაში ნატოს სამხედრო სწავლება იწყება

წვრთნებში ალიანსის 30 წევრი ქვეყნის სამხედროები იღებენ მონაწილეობას. სწავლება 25 ოქტომბერს დაიწყება და 23 ნოემბერს დასრულდება. ნატოს წვრთნებში, საერთო ჯამში ჩართული იქნება 40 ათასი ჯარისკაცი, ასევე 70 საბრძოლო გემი და 150 სამხედრო თვითმფრინავი.

20 ოქტომბერი 2018, 13:32

ვიდეო

ინდოეთში სამგზავრო მატარებელი ხალხს დაეჯახა

20 ოქტომბერი 2018, 13:29

ვიდეო

აფეთქება სანკტ-პეტერბურგში

20 ოქტომბერი 2018, 13:25

ვიდეო

მაკედონიის პარლამენტის გადაწყვეტილება

მეტეორიტი

20 ოქტომბერი 2018, 13:24

კულტურა

აშშ-ში აუქციონზე მთვარის მეტეორიტი 612,500 დოლარად გაიყიდა

5 კილოგრამიანი იშვიათი ქვა „მთვარის პაზლით“ არის ცნობილი, რადგან ის 6 ფრაგმენტისგან შედგება და მთლიანობაში მეტეორიტის ფორმას ქმნის.

20 ოქტომბერი 2018, 13:21

ვიდეო

ევროსასამართლოს მოთხოვნა

დაკავება

20 ოქტომბერი 2018, 13:14

ტაბლოიდი

უკრაინაში მკვლელობაში ბრალდებული ციხეში ადგილების უქონლობის გამო გაუშვეს

უკრაინაში არასრულწლოვნის მკვლელობისთვის გასამართლებული კაცი ციხიდან მხოლოდ იმის გამო გამოუშვეს, რომ დაწესებულებაში ადგილები არ იყო. ამის შესახებ ქვეყნის გენერალური პროკურორის მოადგილე ევგენი ენინი იტყობინება.

20 ოქტომბერი 2018, 13:11

ვიდეო

აშშ-ს მორიგი გაფრთხილება

20 ოქტომბერი 2018, 13:08

ვიდეო

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი მოკლულია

ზვიგენი

20 ოქტომბერი 2018, 13:07

ტაბლოიდი

აშშ-ში გიგანტურმა თეთრმა ზვიგენმა მკვდარი ვეშაპი ტურისტების თვალწინ შეჭამა

აშშ-ში, მასაჩუსეტსის შტატში, კეიპ-კოდის ყურეში ტურისტებით სავსე ხომალდთან 6-მეტრიანმა თეთრმა ზვიგენმა მკვდარი ვეშაპი შეჭამა. ამას 170-მდე ტურისტი უყურებდა. ​დიდი თეთრი ზვიგენი განსაკუთრებით დიდი ზომის ზვიგენია, რომელიც ოკეანის სანაპირო რეგიონებში ბინადრობს.

20 ოქტომბერი 2018, 13:01

ვიდეო

ტურიზმის ადმინისტრაციამ საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა

20 ოქტომბერი 2018, 12:57

ვიდეო

დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 27%-ით გაიზარდა

პოლ ალენი

20 ოქტომბერი 2018, 12:54

მსოფლიო

Microsoft-ის თანადამფუძნებელის სიკვდილის მიზეზი დასახელდა

Microsoft-ის თანადამფუძნებელის პოლ ალენის სიკვდილის მიზეზი შესაძლოა სეპტიკური შოკი გახდა. ალენს იმუნიტეტის ლიმფომის ერთ-ერთი ფორმის შედეგად დაუქვეითდა. სხვა დეტალები უცნობია.

20 ოქტომბერი 2018, 12:50

ვიდეო

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ბარისახოს ესტუმრა