30 ოქტომბერი 2024, 11:16 / სანდო წყარო

ჩინეთმა კოსმოსში თავის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ეკიპაჟი გაუშვა

ჩინეთის ყველაზე ახალგაზრდა ასტრონავტებისგან შემდგარი ეკიპაჟი მისია შენჩჟოუ 19-ის ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე გავიდა.

სამკაციანი ეკიპაჟის ყველაზე გამოცდილი წევრი ცაი სიუჩჟეა, რომელიც მისია „შენჩჟოუ 14“-შ მონაწილეობდა. გუნდის დანარჩენი წევრები სუნ ლინდუნი და ვან ხაოცზე 1990 წლის შემდეგ არიან დაბადებული. ამასთან, ვანი ერთადერთი ბორტ-ინჟინერია ჩინეთში.

ეკიპაჟის ამოცანები კოსმოსში სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტის ჩატარება და ღონისძიების ჩატარება იქნება. ჩინელი ასტრონავტები დედამიწაზე 2025 წლის გაზაფხულზე დაბრუნდებიან.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

09 დეკემბერი 2024, 11:33

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ამ შენიღბვების ფონზე რთულია დამნაშავეების იდენტიფიცირება და რთულია უკვე გაარჩიო ვინ არის მოძალადე, ვინ ჟურნალისტი, ვინ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და ვინ - დემონსტრანტი

დაახლოებით 30 პირზეა სისხლის სამართლის საქმე, სადაც იყო ძალადობა დემონსტრანტების მხრიდან, თუმცა ჩვენ ვნახეთ გაცილებით მეტი დარღვევა, იქნებოდა ეს პარლამენტის შენობაზე, პოლიციელებზე თავდასხმა, თუ სხვა, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტს, რომელიც დაინტერესდა, რა ეტაპზე გამოძიება, რომელიც აქციის მონაწილეების და ჟურნალისტების მიმართ ძალადობაზე დაიწყო.

შალვა პაპუაშვილი

09 დეკემბერი 2024, 11:31

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ძალადობის კერად იქცა რუსთაველის გამზირი

ძალადობის კერად იქცა რუსთაველის გამზირი. სამართალდამცავები, რისი აღკვეთაც შეუძლიათ, იმას აღკვეთენ თუმცა ვხედავთ, რომ ქაოსურ გარემოს ქმნიან რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის ცალკეული მონაწილეები, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც დაინტერესდა რატომ არ რეაგირებს დემონსტრაციების დროს პოლიცია ცალკეულ დანაშაულებზე.

შალვა პაპუაშვილი

09 დეკემბერი 2024, 11:25

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ნიღბების აკრძალვაზე: ასეთი რეგულაციები მოქმედებს როგორც ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში, ასევე აშშ-ში. იდეა მარტივია, რომ უნდა იყოს შესაძლებელი ადამიანების იდენტიფიცირება

ნიღბების აკრძალვის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ გვინახავს ბევრი დემონსტრაცია და ყველა აქციაზე შენიღბული დემონსტრანტები ყოველთვის იწვევდნენ კითხვის ნიშნებს თუ რა მოტივაცია არის ასეთი ადამიანების უკან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აქციაზე ნიღბის აკრძალვასთან დაკავშირებით საუბრისას.

შალვა პაპუაშვილი

09 დეკემბერი 2024, 11:20

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მოგვიწოდებდნენ ახალ წელს პიროტექნიკა არ გამოგვეყენებინა, წუხდნენ ფრინველებზე. როგორც ჩანს, მათთვის რუსთაველზე გულგახეთქილი ჩიტები ნაკლებმნიშვნელოვანი აღმოჩნდა, იმდენად მაღალ მატერიებს ემსახურებიან

მიმდინარე კვირაში განვიხილავთ მათ შორის პიროტექნიკის რეგულაციების საკითხებს, რაზეც დიდი ხანია მიდიოდა საუბარი მათ შორის წინა მოწვევის პარლამენტში და ამ მოვლენებმა გვაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს სფერო მოწესრიგებული იყოს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

09 დეკემბერი 2024, 11:09

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია სწორედ სოლიდარობის მაგალითის წახალისება და შექება და არა ის, როდესაც მედიაექსტრემისტებად ქცეული ფსევდო-ჟურნალისტები თავიანთი კოლეგების „დასახვრეტ“ სიებს აქვეყნებენ

„ყველაფერთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სვეტი, რაზეც საზოგადოების თანხმობა და ემპათია დგას, სოლიდარობაა. კარგია, რომ ვიხილეთ მედიის წარმომადგენლებისგან ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის მაგალითი, განსაკუთრებით კი მაუწყებლის ოპერატორის მიმართ გამოხატული აგრესიის შემთხვევაზე.

შალვა პაპუაშვილი

09 დეკემბერი 2024, 11:09

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მოგიწოდებთ შეწყდეს ძალადობა, შეწყდეს აგრესია. პროცესი უნდა დაბრუნდეს საჯარო სივრცეში, პარლამენტის კედლებში, სატელევიზიო სტუდიებში და თუნდაც ქუჩაში, ოღონდ შესაბამისი ფორმით, რომელიც არ გამოიწვევს არეულობას

ძალადობრივი ჯგუფებისგან ინიცირებულ და გამოწვეულ შეტაკებებს არაერთი დაზარალებული ჰყავს. მინდა თითოეულ მათგანს ვუსურვო ჯანმრთელობა. რაც მთავარია, მინდა კიდევ ერთხელ, როგორც წინა დღეებში, გავაკეთო მოწოდება, რომ შეწყდეს ძალადობა, შეწყდეს აგრესია და პოლიტიკური პროცესი დაბრუნდეს სამართლებრივ კალაპოტში. პროცესი უნდა დაბრუნდეს საჯარო სივრცეში, პარლამენტის კედლებში, სატელევიზიო სტუდიებში და თუნდაც ქუჩაში, ოღონდ შესაბამისი ფორმით, რომელიც არ გამოიწვევს არეულობას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

09 დეკემბერი 2024, 11:08

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მინდა გავამხნეო მთელი მოსახლეობა, რომ ყველაფერი იქნება კარგად, არავითარი ქაოსი, არეულობა თუ დღის წესრიგის შეცვლა არ მოხდება

მინდა გავამხნეო მთელი მოსახლეობა და პირველ რიგში ჩვენი, პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, ჩვენი ამომრჩევლები, მილიონ ასოცი ათასი ადამიანი, რომ ყველაფერი იქნება კარგად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

იუნ სოკ იოლი

09 დეკემბერი 2024, 11:07

მსოფლიო

Reuters: სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს

სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ საკუთარ პრეზიდენტს იუნ სოკ იოლს ქვეყნის დატოვება და საზღვარგარეთ გამგზავრება აუკრძალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პარლამენტის საკომიტეტოს მოსმენის დროს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

09 დეკემბერი 2024, 11:06

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დღეს ჩვენ განვაახლეთ საპარლამენტო საქმიანობა, ამ კვირის ბოლოს დავხურავთ საშემოდგომო სესიას. 14 დეკემბერს, შედგება საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველო პრეზიდენტის არჩევა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტმა საქმიანობა განაახლა.

09 დეკემბერი 2024, 10:15

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ირაკლი კობახიძისთვის, მაკა ბოჭორიშვილის, ანრი ოხანაშვილის, დავით სონღულაშვილისა და მარიამ ქვრივიშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე მხარი დაუჭირა ირაკლი კობახიძისთვის, მაკა ბოჭორიშვილისთვის, ანრი ოხანაშვილისთვის, დავით სონღულაშვილისთვის და მარიამ ქვრივიშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.

დონალდ ტრამპი

09 დეკემბერი 2024, 09:57

მსოფლიო

ტრამპი აპირებს, რომ დაბადებით აშშ-ის მოქალაქეობის უფლება გააუქმოს

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ის აპირებს დაბადებით აშშ-ის მოქალაქეობის უფლება გააუქმოს. ტელეწამყვანის კითხვაზე, დგას თუ არა დღის წესრიგში ისევ მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც დაბადებით აშშ-ის მოქალაქეობის უფლების გაუქმებას ნიშნავს, ტრამპმა უპასუხა: "კი".

ვლადიმერ ბოჟაძე

09 დეკემბერი 2024, 09:50

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ნიღბებით, შესაბამისი აღჭურვილობით იყვნენ გამორჩეულები ის მოძალადე ჯგუფები, რომლებიც თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, პოლიციელებს, მოქალაქეებს. მათ დაუსჯელობის განცდას სწორედ ეს ნიღაბი უქმნით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღოს კანონი, რომლითაც აიკრძალება შეკრების მონაწილეების მიერ ნიღბებით სახის დაფარვა.

არჩილ გორდულაძე

09 დეკემბერი 2024, 09:43

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: როგორ შეიძლება ვინმემ სასწორის ორ პინაზე დააყენოს მოგზაურობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ლგბტ პროპაგანდის წახალისება

როგორ შეიძლება ვინმემ სასწორის ორ პინაზე დააყენოს მოგზაურობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ბავშვებზე ძალადობა, ლგბტ პროპაგანდის წახალისება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ. დეპუტატი ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა.

09 დეკემბერი 2024, 09:40

მსოფლიო

უკრაინული მედია: რუსეთმა დონეცკის ოლქში ხუთი მიმართულებით წინ წაიწია

რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის დონეცკის ოლქში წინსვლას განაგრძობს, ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათი მტკიცებით, ოკუპანტების ჯარმა ქალაქ კურახოვოს, დაბა შევჩენკოს, სოფლების: ტრუდოვოეს, ვოზროჟდენიას და პუშკინოს მიმართულებით წინ წაიწიეს.

09 დეკემბერი 2024, 09:24

მსოფლიო

რუსული სამხედრო გემების უმეტესობამ ტარტუსის სამხედრო ბაზა უკვე დატოვა

რუსული სამხედრო გემების უმეტესობამ ტარტუსის სამხედრო ბაზა უკვე დატოვა. ინფორმაციას „ბიბისი“ სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი სამხედრო თვითმფრინავების გაყვანას ლატაკიის ბაზიდან, სავარაუდოდ, დღეს დაიწყებს.

ჯო ბაიდენი

09 დეკემბერი 2024, 09:15

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: შეერთებული შტატები არ დაუშვებს სირიაში შექმნილი ვითარებით „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებამ ისარგებლოს

შეერთებული შტატები არ დაუშვებს, სირიაში შექმნილი ვითარებით „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებამ ისარგებლოს, - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა. ჯოზეფ ბაიდენის თქმით, გარკვეულ ჯგუფებს, რომლებმაც სირიაში ამბოხება მოაწყვეს, წარსულში ტერორიზმთან ჰქონდათ კავშირი, ამიტომ შეერთებული შტატები მათ ქმედებებს ყურადღებით დააკვირდება და შესაბამისად იმოქმედებს.

ბაშარ ასადი

09 დეკემბერი 2024, 09:03

მსოფლიო

სირიის გაქცეული პრეზიდენტი ბაშარ ასადი მოსკოვში ჩავიდა

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი, რომელსაც სამშობლოში ამბოხი მოუწყვეს, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. "ასადი ოჯახის წევრებთან ერთად მოსკოვში ჩავიდა. რუსეთმა მათ ჰუმანიტარული თავშესაფარი მისცა", - ციტირებს სააგენტო საკუთარ წყაროს.

გიორგი ჩაკვეტაძე

09 დეკემბერი 2024, 09:01

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: საქართველოში არის ნაცმაიდანის მცდელობა, რომელიც ემსახურება მთავარ მიზანს, რომ ამ ქვეყანაში არეულობა მოხდეს

საქართველოში არის ნაცმაიდანის მცდელობა, რომელიც ემსახურება მათ მთავარ მიზანს, რომ ამ ქვეყანაში არეულობა მოხდეს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ.

09 დეკემბერი 2024, 08:53

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით გეგმას, რომელსაც ჰქვია პირველი ფაზა და მერწმუნეთ, ეს ფაზა თუ არ დავასრულეთ აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, იცოდეთ, რომ შემდეგ უკვე ძალიან გვიანი იქნება

პარტია „საქართველოსთვის“ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი „ფორმულას“ ეთერში აღიარებს, რომ ოპოზიციამ გეგმა ტრამპის ინაუგურაციამდე უნდა შეასრულოს. გიორგი გახარიას თქმით, სწორედ შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე უნდა მოესწროს ის, რომ საქართველოს მთავრობის ინსტიტუტების ლეგიტიმაცია არ მოხდეს. ლიდერი „ფორმულას“ ეთერში აღიარებს, რომ ოპოზიციამ გეგმა ტრამპის ინაუგურაციამდე უნდა შეასრულოს.

გიორგი ჩაკვეტაძე

09 დეკემბერი 2024, 08:45

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: კონკრეტული ფაქტები არსებობს, მათ შორის საკუთრების უფლების დარღვევის, კონკრეტული მაღაზიების თუ რესტორნების დაზიანების - ეს აქციები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს განსაკუთრებით მშვიდობიანობის ნაწილში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციები ვერანაირ კრიტიას ვერ უძლებს. მისი თქმით, აქციების მიმდინარეობისას დაირღვა საკუთრების უფლებები, დაზიანებულია კონკრეტული მაღაზიები თუ რესტორნები.