მარსმავალმა Curiosity-მ წითელ პლანეტაზე რეკორდულად გრძელი ნახშირწყალბადების ჯაჭვები აღმოაჩინა. მეცნიერები ისევ მარსზე სიცოცხლის არსებობის შესახებ ალაპარაკდნენ

NASA/JPL-Caltech/MSSS
მარსმავალმა Curiosity-მ წითელ პლანეტაზე განთავსებულ უძველეს ქანებში, რომელთა ასაკიც 3,7 მილიარდ წელიწადს სცდება, ნახშირბადის ჯაჭვები დააფიქსირა. კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.
მეცნიერები განმარტავენ, რომ საუბარია ნაჯერ ნახშირწყალბადებზე, ანუ ნაერთებზე, რომლებიც ატომებს შორის მხოლოდ ერთმაგ ბმებს შეიცავენ. მკვლევრებმა მარსზე აღმოაჩინეს ალკანები (ნაჯერი ნახშირწყალბადები): დეკანი (C10H22), უნდეკანი (C11H24) და დოდეკანი (C12H26).
ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მარსი შეიძლება სავსე იყოს მტკიცებულებებითა და მინიშნებებით იმასთან დაკავშირებით, რომ ოდესღაც წითელ პლანეტაზე სიცოცხლე არსებობდა.
ნაჯერი ნახშირწყალბადები მარსის ამომშრალი ტბის იელოუნაიფ-ბეიდან იყო ამოღებული.
ნაჯერი ნახშირწყალბადები დედამიწაზე ბიოლოგიური აქტიურობის შედეგად წარმოიქმნებიან. მათი წითელ პლანეტაზე არსებობა იმაზე მიუთითებს, რომ მის ნიადაგში შეიძლება სიცოცხლის ნიშნები იმალებოდეს.
„უძველესი სიცოცხლის კვალი შეიძლება ჯერ კიდევ არსებობს მარსზე და ჩვენ მათი აღმოჩენა შეგვიძლია“, - განაცხადა კვლევის თანაავტორმა კაროლინ ფრეისსინეტმა.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ გრუნტში ორგანული მოლეკულებია, რომლებიც ცხიმოვანი მჟავების ნარჩენებად ითვლებიან.
ჯერჯერობით მეცნიერებს არ შეუძლიათ იმის დამტკიცება, რომ ბიოსიგნატურას (უძველესი მიკრობების ცხოველმოქმედების კვალი) მიაგნეს, თუმცა კვლევები ამ მიმართულებით გრძელდება.
მარსმავალმა Curiosity-მ მისია წითელ პლანეტაზე 2012 წელს დაიწყო კრატერი გეილიდან, რომლის სიგანეც 154 კილომეტრია. იგი პლანეტისა და უძველესი მეტეორის შეჯახების შედეგად წარმოიქმნა. ამ წლების განმავლობაში მარსმავალმა 32 კილომეტრი გაიარა.
ყველა სიახლე

17 მაისი 2025, 11:07
ეკონომიკა
მაია ომიაძე: წელს ძალიან ბევრ ტურისტს ველოდებით - ახალი სასტუმრო ჩვენთვის ახალი სავიზიტო ბარათია
საქართველოში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან პირველი ბრენდირებული აეროპორტის სასტუმრო „ibis Tbilisi Airport“ ოფიციალურად გაიხსნა. ახალი სასტუმროს გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

17 მაისი 2025, 11:03
საზოგადოება
„გაამწვანე საქართველოს“ ინიციატივით დარგვის აქცია გაიმართა
საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველო” ინიციატივით და ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით, წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძრის ეზოში სასულიერო და საერო პირებმა 30-მდე ზეთისხილის ხე დარგეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

17 მაისი 2025, 10:57
საზოგადოება
ლევან მგალობლიშვილი ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოქალაქეებს შეხვდა.

17 მაისი 2025, 10:44
მსოფლიო
მაკრონის განცხადებით, ტრამპი უახლოეს საათებში ან დღეებში რუსეთს დაურეკავს და სტამბოლის მოლაპარაკებებზე გაესაუბრება
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უახლოეს საათებსა ან დღეებში რუსულ მხარეს დაურეკავს და სტამბოლში გუშინ გამართულ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გაესაუბრება.

17 მაისი 2025, 10:41
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
სუს-ის ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს და საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურებს შორის მტკიცე თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებს. ანრი ოხანაშვილმა და აშოტ სმბატიანმა იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო გეგმებზე.

17 მაისი 2025, 10:35
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველო პატარა, თუმცა საოცრად მრავალფეროვანი ქვეყანაა, ვამაყობთ ჩვენი სტუმართმოყვარეობით, ტურიზმი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა და საქართველოში ჩამოსული სტუმრების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება
უნგრულმა ტელევიზია TV 2-მა საქართველოს შესახებ სიუჟეტი მოამზადა, რომლის მთავარი რესპონდენტია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

17 მაისი 2025, 10:13
მსოფლიო
რუსეთმა სუმის ოლქში სამარშრუტო ტაქსი დაბომბა. დაიღუპა ცხრა ადამიანი
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქის ქალაქი ბელოპოლიე დაბომბეს. ინფორმაციას სუმის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ გრიგოროვი ავრცელებს.

17 მაისი 2025, 10:05
ეკონომიკა
სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა თევზის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

17 მაისი 2025, 09:33
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: ინვესტორები საქართველოს განიხილავენ როგორც საკუთარი ზრდისა და განვითარების პლატფორმას
საქართველო გახდა ძალიან საინტერესო და პოპულარული მიმართულება ბიზნესისთვის, ინვესტიციებისთვის, სტარტაპებისთვის და ეს არის როგორც ბუნებრივი გარემოებების, ასევე ქვეყნის მთავრობის ძალისხმევით შექმნილი უპირატესობების ერთობლიობა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ლონდონში, საქართველოს საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას.

17 მაისი 2025, 09:29
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ირანს აშშ-თან გარიგების დადება სურს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-თან საუბარში აღნიშნა, რომ ირანს მასთან გარიგების დადება სურს.

17 მაისი 2025, 09:20
საზოგადოება
როგორი ამინდი იქნება 17 მაისს საქართველოში
17 მაისს ქუთაისში დღისით +30 და ღამით +19 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.

17 მაისი 2025, 09:00
მსოფლიო
უკრაინამ რუსეთთან ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის მზადება დაიწყო
უკრაინის ხელისუფლებამ სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებისთვის, რომელიც ტყვეთა გაცვლას სქემით „ათასი ათასზე“ გულისხმობს, მზადება დაიწყო, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ.

17 მაისი 2025, 08:35
რეგიონი
გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის გზის მე-8 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის მე-8 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

17 მაისი 2025, 08:03
საზოგადოება
ხელისუფლების წარმომადგენლები საზოგადოებას ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავენ
ხელისუფლების წარმომადგენლები საზოგადოებას ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში შესაბამის „ქარდებს“ აქვეყნებენ.

17 მაისი 2025, 08:00
საზოგადოება
მიხეილ ყაველაშვილი: ოჯახი გახლავთ ადგილი, სადაც იზრდებიან ის თაობები, რომელთაც ჩვენი ქვეყნის მომავლის შენება ევალებათ. ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს! თითოეულ ოჯახს გისურვებთ სიმშვიდეს, სიყვარულსა და კეთილდღეობას!
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საზოგადოებას ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს ულოცავს.

17 მაისი 2025, 03:51
მსოფლიო
ტრამპი: ყოველთვის ვამბობდი, რომ ზელენსკის არ აქვს კოზირები
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ამჟამად კოზირები არ აქვს და უკრაინასთან გარიგების არარსებობის შემთხვევაში, რუსეთს დამანგრეველი სანქციებით დაემუქრა.

17 მაისი 2025, 03:23
მსოფლიო
ტრამპი პუტინზე: ჩვენ უნდა შევხვდეთ და ვფიქრობ, ალბათ, ამას დავგეგმავთ
ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა აუცილებელია.

17 მაისი 2025, 02:44
მსოფლიო
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's Ratings-მა აშშ-ის საკრედიტო რეიტინგი AAA-დან AA1-მდე შეამცირა
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's Ratings-მა აშშ-ის საკრედიტო რეიტინგი AAA-დან AA1-მდე შეამცირა.

17 მაისი 2025, 02:25
მსოფლიო
ნატოში აშშ-ის ელჩი: აშშ წლის ბოლოს ევროპელ მოკავშირეებთან დაიწყებს მოლაპარაკებებს ევროპაში ამერიკული ჯარების შემცირების თაობაზე
ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ აშშ წლის ბოლოს ევროპელ მოკავშირეებთან დაიწყებს მოლაპარაკებებს ევროპაში ამერიკული ჯარების შემცირების თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

17 მაისი 2025, 01:52
მსოფლიო
The Guardian: მიუხედავად იმისა, რომ სტამბოლში გამართულმა შეხვედრამ უკრაინაში ომის შეწყვეტის საკითხში დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, ის ვლადიმირ პუტინისთვის სიმბოლურ გამარჯვებას წარმოადგენს
მიუხედავად იმისა, რომ სტამბოლში გამართულმა შეხვედრამ უკრაინაში ომის შეწყვეტის საკითხში დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, ის ვლადიმირ პუტინისთვის სიმბოლურ გამარჯვებას წარმოადგენს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.