imedi /  12 იანვარი 2018, 17:18 / სანდო წყარო

საჭესთან მობილურით სარგებლობა ჩიკაგოში ახალი ტექნოლოგიით გაკონტროლდება

ჩიკაგო, შესაძლოა, პირველი ქალაქი გახდეს, სადაც პოლიციელებისთვის ახალი ტექნოლოგია გახდება ხელმისაწვდომი. საუბარია ახალ ხელსაწყოზე, რომლის მეშვეობითაც დგინდება, წერდა თუ არა მძღოლი ტექსტურ შეტყობინებებს მაშინ, როცა ავარია მოხდა. იგი ერთგვარი „სკანერია“, რომლითაც შესაძლებელია, მობილურის ფუნქციონირების შემოწმება დროის მიხედვით.

საკრებულოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომიტეტმა ინიციატივას მხარი უკვე დაუჭირა. ადგილობრივი პოლიციელები მოწყობილობის გამოყენების შესახებ სწავლებას გაივლიან. შესაძლოა, ინოვაციის გამზიარებელ ქალაქებს შორის ნიუ-იორკი და ნიუ ჯერსიც აღმოჩნდნენ. 

ჩიკაგოში, სატრანსპორტო ავარიების შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 2014 წლიდან 2016 წლამდე 14 პროცენტით გაიზარდა.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

სალომე ზურაბიშვილი

17 დეკემბერი 2018, 14:35

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში წინანდალში დელეგაციებს ხვდება

დღეს პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილის პირველი სამუშაო დღეა. როგორც მისი ადმინისტრაციის მომავალმა ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა, პრეზიდენტი შეხვედრებს წინანდალში მართავს. ის საზღვარგარეთიდან ჩამოსულ დელეგაციებს ხვდება.

17 დეკემბერი 2018, 14:31

სპორტი

შუმახერი საწოლს მიჯაჭვული აღარ არის

ფორმულა 1 -ის ლეგენდარული მრბოლელი მიხაელ შუმახერი თავს უკეთ გრძნობს. ის საწოლს მიჯაჭვული აღარაა, თუმცა სპეციალურ მოვლას მაინც საჭიროებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა sportbible ავრცელებს.

დიაგრამა

17 დეკემბერი 2018, 14:29

ეკონომიკა

აჭარაში სამი კვარტალის ბიუჯეტი 15,1%-იანი გადაჭარბებით შესრულდა

2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტალის ანგარიში, აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარადგინა.

ნაციონალების აქცია

17 დეკემბერი 2018, 14:25

საქართველო

მოქალაქე ნიკა მელიას: ქოცები თქვენზე უარესები არიან, რომ არ გიჭერენ. ვიდეო

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიასა და მოქალაქეს შორის ქუჩაში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მოქალაქემ ნიკა მელიას მიმართა და ის გუშინ, ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების გამო გააკრიტიკა. მოქალაქის თქმით, ნაციონალების გუშინდელი საქციელი "ამაზრზენი იყო".

საგარეო საქმეთა სამინისტრო

17 დეკემბერი 2018, 14:23

საქართველო

თბილისში „ელჩების კონფერენცია 2018“ გაიმართება

თბილისში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა „ელჩების კონფერენცია 2018“ 18-21 დეკემბერს გაიმართება.

ავარია

17 დეკემბერი 2018, 14:19

ძალოვნები

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იმედის ჟურნალისტი

17 დეკემბერი 2018, 14:16

საქართველო

გრიგოლ ვაშაძემ პრესკონფერენციაზე იმედის ჟურნალისტის „დაწყნარება“ მოითხოვა. ვიდეო

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მხრიდან ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება გრძელდება. დღეს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის შეურაცხყოფის ობიექტი კიდევ ერთი ჟურნალისტი გახდა.

თბილისი

17 დეკემბერი 2018, 14:12

კულტურა

Vogue მკითხველს თბილისში მოგზაურობას ურჩევს

მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოცემა Vogue მკითხველს თბილისში მოგზაურობას ურჩევს. გამოცემის ჟურნალისტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით ესტუმრა და თბილისში გამართულ Mercedes Benz-ის მოდის კვირეულს დაესწრო.

ეშტონ კაჩერი და მილა კუნის

17 დეკემბერი 2018, 14:02

ტაბლოიდი

კაჩერი-კუნისის წყვილმა დექს შეპარდსა და კრისტენ ბელს საშობაოდ აბაზანის ფარდა აჩუქა

საჩუქრის შესახებ ინფორმაცია შეპარდმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.,,საშობაო საჩუქარი კუნისი-კაჩერის ოჯახისგან. ლამაზი საშხაპე ფარდა აბაზანისთვის”, - იხუმრა დექსმა.

17 დეკემბერი 2018, 13:56

კულტურა

ლიონის გასტრონომიულ ფესტივალზე საქართველო პირველად წარდგება

ფესტივალი ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ყველაზე მნიშვნელოვანი და პრესტიჟული ოლიმპიადა, Bocuse d’Or-ი, გასტრონომიის სფეროში იგივეა, რაც სპორტსმენებისთვის მსოფლიო ოლიმპადა. საქართველო ფესტივალზე გამართულ გამოფენა Sirha-ზე, ნაციონალურ სამზარეულოს წარადგენს.

საქართველოს ავიახაზები

17 დეკემბერი 2018, 13:50

ტაბლოიდი

რუსული ავიაკომპანია მზად არის ფრენებიდან მოხსნილი ქართველი პილოტი დაასაქმოს

ქართველი მფრინავი, რომელმაც მოსკოვის დისპეჩერს "გულთბილად მიესალმა", საქართველოს ავიახაზებმა ფრენებიდან მოხსნა. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ რუსული ავიაკომპანია "პაბედა" ამ მფრინავს სამსახურს სთავაზობს და მზად არის ის დაასაქმოს.

ჯენიფერ ლოპესი

17 დეკემბერი 2018, 13:46

ტაბლოიდი

ჯენიფერ ლოპესი კოსმეტიკის ხაზს გამოუშვებს

"კოსმეტიკური ხაზი, რომელზეც უკვე დიდი ხანია ვმუშაობ, ყველა იმ შეკითხვას გასცემს პასუხს, რომელთაც ჩემს მარადიულ ახალგაზრობასთან დაკავშირებით სვამენ”, - აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში ჯეი ლომ. მანამდე ლოპესმა ათობით არომატი, მათ შორის კი სუნამო Glow by JLo წარუდგინა.

უჯარმა

17 დეკემბერი 2018, 13:27

კულტურა

უჯარმის ციხე-ქალაქში სარესტავრაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

უჯარმის ციხე-ქალაქში მასშტაბური სარესტავრაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. უჯარმის კომპლექსი ტურისტული ინფრასტრუქტურით აღჭურვეს. უჯარმის ციხე-ქალაქის კომპლექსზე ფართომასშტაბიანი სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები აგვისტოში დაიწყო.

რომის პაპი ილია მეორე

17 დეკემბერი 2018, 13:24

საქართველო

ილია მეორე რომის პაპს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე რომის პაპს ფრანცისკეს დაბადების დღეს ულოცავს. როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ილი ამეორე პაპ ფრანცისკეს საქართველოში ვიზიტს იხსენებს და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.

ჰარვი ვაინშტეინი
ჯენიფერ ლოურენსი

17 დეკემბერი 2018, 13:23

ტაბლოიდი

ჯენიფერ ლოურენსი ჰარვი ვაინშტეინთან სექსუალურ კავშირს უარყოფს

ჰოლივუდელი პროდიუსერის ჰარვი ვაინშტეინის წინააღმდეგ სასამართლოში სექსუალური შევიწროების ბრალდებით საჩივარი შეიტანეს. მსახიობი, რომელიც საკუთარ სახელს არ ასაჯაროებს, აცხადებს, რომ პროდიუსერი მის თვალწინ მასტურბირებდა და სანაცვლოდ წარმატებულ კარიერას ჰპირდებოდა, „ისეთივე, როგორც ჯენიფერ ლოურენსს“, - ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.

დავით კირკიტაძე

17 დეკემბერი 2018, 13:18

ძალოვნები

პოლიციელებისთვის ხელის შეშლის საქმეზე დავით კირკიტაძე სასამართლოში დაკითხვას ითხოვს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე, რომელსაც შსს პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ედავება, აცხადებს, რომ პოლიციაში გამოკითხვაზე მისვლა გადაიფიქრა და ახლა სასამართლოში დაკითხვას ითხოვს.

ეროვნული ბანკი

17 დეკემბერი 2018, 13:13

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი და კონკურენციის სააგენტო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

მემორანდუმის ხელმოწერით, უწყების ხელმძღვანელმა პირებმა მზადყოფნა გამოთქვეს ერთობლივი ძალისხმევით განახორციელონ - კონკურენციის დაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შეცვლის/დახვეწის თაობაზე წინადადებები.

დავით ზალკალიანი

17 დეკემბერი 2018, 13:10

საქართველო

ზალკალიანი: აშშ-ის კონგრესის ორპარტიული კანონპროექტი მნიშვნელოვან გზავნილებს ითვალისწინებს

"კერძოდ, კონგრესი ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლის აკრძალვისა და ფინანსური აქტივების დაყადაღების გზით, სანქციების დაწესებას მოითხოვს ყველა იმ პირისადმი, ვინც უშუალო მონაწილეობით, ან დახმარების გაწევის გზით პასუხისმგებელია რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე. კონგრესი ასევე ავალებს ამერიკის აღმასრულებელ ხელისუფლებას კანონის მიღებიდან 60 დღის განმავლობაში ზემოხსენებულ დანაშაულებრივ ქმედებებში ბრალდებულ პირებზე დეტალური ანგარიში წარმოადგინოს”, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გრიგოლ ვაშაძე

17 დეკემბერი 2018, 13:07

საქართველო

ნაციონალები 18 დეკემბრიდან ყოველდღიური აქციების გამართვას აპირებენ

როგორც ვაშაძემ თქვა, 18 დეკემბრიდან იწყებენ აქციებს, რომლებიც არ შეწყდება. ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას, ასევე არჩევნების პროპორციული სიით ჩატარებას მოითხოვს.

სომალი

17 დეკემბერი 2018, 13:05

მსოფლიო

აშშ-ის საჰაერო თავდასხმებისას სომალიში 62 მებრძოლი დაიღუპა

აშშ-ის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, სომალიში, ბენადირის რეგიონში ექვსი საჰაერო თავდასხმის შედეგად 62 ადგილობრივი მებრძოლი მოკლეს. აშშ-ს აფრიკის ძალების სარდლობის ინფორმაციით, ოთხი საჰაერო თავდასხმა 15 დეკემბერს განახორციელეს და მას 34 სამხედრო ემსხვერპლა.