imedi /  12 იანვარი 2018, 18:27 / სანდო წყარო

ხელმძღვანელი ქალები კოლეგა ქალებს დაწინაურებაში ხელს უშლიან

მარგარეტ ტეტჩერი

კონსალტინგურმა კომპანია Deloitte-მა შეისწავლა, თუ რამდენი ქალი მუშაობს ხელმძღვანელ პოსტზე მსოფლიოს მასშტაბით. კვლევა 44 ქვეყანაში 7 ათას კომპანიაში ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ ქალებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხელმძღვანელი თანამდებობის მხოლოდ 15% უკავიათ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ამავე კვლევის თანახმად, ლიდერი ქალები მისაბაძი მაგალითია სხვა ქალებისა და გოგოებისათვის. თუმცა არსებობს თეორია, რომ ხელმძღვანელი ქალები ქალ თანამშრომლებს საფრთხედ აღიქვამენ და დაწინაურებაში ხელს უშლიან. ამ თეორიას ფუტკრის დედოფლის სინდრომი ჰქვია და მოვლენა პირველად მიჩიგანის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა 1973 წელს აღწერეს.    

სწორედ ამ სინდრომს უკავშირებდნენ ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პოსტზე პირველი ქალის, მარგარეტ ტეტჩერის ქცევას, რომელიც თავისი კაბინეტის წევრ ქალებს კარიერულ წინსვლაში ხელს არ უწყობდა.

მეცნიერები ხელმძღვანელი ქალების ამ სინდრომს რამდენიმე მიზეზით ხსნიან: ერთ-ერთის თანახმად, ყველაფერში დამნაშავე ევოლუციაა. განსხვავებით კაცებისაგან, ქალებისთვის უჩვეულოა შეკრული და მტკიცე კოლექტივების ჩამოყალიბება, რაც სათავეს ჯერ კიდევ იმ დროიდან იღებს, როდესაც ქალებს უწევდათ ბრძოლა თავისი კაცებისთვის და რესურსებისთვის, რომ შთამომავლობა აღეზარდათ. 

არსებობს საპირისპირო აზრიც, რომ ევოლუცია არაფერ შუაშია და ყველაფერი კაცების მხრიდან დისკრიმინაციის ბრალია, კერძოდ გენდერული უთანასწორობის და კაცების მხრიდან სექსისტური დამოკიდებულების; რომ ქალები ამ დროს ცდილობენ საკუთარ სქესის წარმომადგენლებისგან გამორჩეულები იყვნენ და ემიჯნებიან მათ. ასეთი ქალებისგან ხშირად ისმის ისეთი ფრაზა, როგორიცაა მაგალითად, “მე არ ვგავარ სხვა ქალებს, მე მეტი ამბიცია მაქვს”.

მეორე თეორიის სასარგებლოდ მეტყველებს კლევა, რომელიც 2015 წელს კოლუმბიის და მერილენდის უნივერსიტეტების ბიზნეს-სკოლებმა ერთობლივად ჩაატარეს 1,5 ათას უმსხვილეს ამერიკულ კომპანიასთან ერთად. კვლევის მიზანი იყო იმის გარკვევა, თუ რატომ რჩებოდნენ ხელმძღვანელ პოსტებზე უმრავლეს შემთხვევაში კაცები და ქალი უფროსების რაოდენობა რატომ არ იზრდებოდა. აღმოჩნდა, რომ ქალ თანამშრომლებს უფრო სწრაფად აწინაურებდნენ ხელმძღვანელ თანამდებობაზე ქალის დანიშვნის შემთხვევაში, ხოლო თუ უფროსი კაცი იყო, ის კარიერული წინსვლის საშუალებას მხოლოდ ერთ ქალს აძლევდა და მეორე ქალის დაწინაურების შანსი 51%-ით მცირდებოდა.     

ბოლო ათწლეულების განმავლობაში დასაქმებული ქალების რაოდენობა გაზრდილია, თუმცა მაღალ თანამდებობებზე ისევ ცოტა ქალი მუშაობს.

არქივი

20 ივნისი 2018, 01:55

საქართველო

ძლიერი წვიმის გამო გომბორის უღელტეხილზე მოძრაობა შეიზღუდა

ძლიერი წვიმისა და უამინდობის გამო გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია. საავტომობილო მოძრაობას საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.

20 ივნისი 2018, 01:16

მსოფლიო

აშშ-მა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო დატოვა

აშშ-მა გაეროს ადამიანის უფლებათ საბჭო დატოვა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

20 ივნისი 2018, 01:06

მსოფლიო

ლონდონის მეტროში აფეთქება მოხდა

დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, საუთგეითის მეტროსადგურში აფეთქება მოხდა. დაშავებულია შვიდი ადამიანი. ოფიციალური ინფორმაციით, დაზიანებები უმნიშვნელოა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

20 ივნისი 2018, 00:54

მსოფლიო

ტრამპი უკანონო მიგრანტებისთვის ბავშვების ჩამორთმევის მიზეზებს განმარტავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ში ჩასული უკანონო მიგრანტებისთვის შვილების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიზეზად ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა.

20 ივნისი 2018, 00:42

ტაბლოიდი

ავსტრალიელი გიდი ტურისტებს კრუიზში სექსმოსახურებას სთავაზობდა

ტაილანდში დააკავეს ავსტრალიელი კაცი, 49 წლის სტეფან ალან კარპენტერი, რომელიც Facebook-ზე ტურისტებს სექს-კრუიზში განტვირთვას სთავაზობდა. ის ქალაქ პატაიაში დააკავეს. კაცს ბრალი სექსმომსახურებისთვის ქალების დაქირავებაში, ინტერნეტში პორნოგრაფიის განთავსებასა და გიდად უკანონოდ მუშაობაში ედება.

20 ივნისი 2018, 00:23

საქართველო

გრიბაუსკაიტე ლიეტუვაში რუსეთის შეჭრას არ გამორიცხავს

ლიეტუვას პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე მის ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში მზადყოფნას აცხადებს. მისი თქმით, დასავლეთი შესაბამისად ვერ აფასებს რუსეთს და მას ზედმეტად რბილად ექცევა. „მხოლოდ მაშინ იღვიძებენ, როდესაც რუსეთი ერევა მათ ინტერესებში, ჯაშუშობს, ან მანიპულირებს მათი არჩევნებით“, - განმარტავს ის.

20 ივნისი 2018, 00:06

ტაბლოიდი

მიშგუ ლადეღ სოზარი - სოციალურ ქსელში წულუკიანის და სუბარის მეგობრული ფოტო გავრცელდა

სოციალურ ქსელში წულუკიანის და სუბარის მეგობრული ფოტო გავრცელდა და რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, მისი გამავრცელებელი თავად იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია. მან პარლამენტში გადაღებულ ფოტოს კიდევ უფრო შთამბეჭდავი მინაწერი გაუკეთა.

19 ივნისი 2018, 23:59

სპორტი

რუსეთის ნაკრებმა ეგვიპტე 3:1 დაამარცხა

რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მასპინძლებმა ეგვიპტე 3:1 დაამარცხეს და მერვედფინალის საგზური მოიპოვეს. უგოლო პირველი ტაიმის მერე ჩერჩესოვის ფეხბურთელებმა აფრიკელების კარში სამი გოლი გაიტანეს.

19 ივნისი 2018, 23:32

მსოფლიო

საუდის არაბეთი ყატარს კუნძულად გადაქცევას უპირებს

საუდის არაბეთის ხელისუფლება 25 ივნისს განცხადებების მიღებას დაასრულებს არხის მშენებლობაზე, რომელიც მეზობელ ყატარს მასთან სახმელეთო საზღვარს მოუშლის. არხი საუდის არაბეთის ტერიტორიაზე გაიჭრება ისე, რომ ყატარის საკუთრებაში ვერ აღმოჩნდება მისი ვერცერთი სანაპირო.

19 ივნისი 2018, 23:27

ტექნოლოგიები

კვლევა: აშშ-ის მოქალაქეები მსოფლიოში არსებული იარაღის 40%-ს ფლობენ

აშშ-ის მოქალაქეებს საკუთრებაში გააჩნიათ მსოფლიოში არსებული იარაღის 40%, რაც აღემატება სარეიტინგო სიაში მომდევნო 25 ქვეყნის მაჩვენებელთა ჯამს. ამის შესახებ ჟენევის საერთაშორისო განვითარების ინსტიტუტის ახალ კვლევაში წერია.

19 ივნისი 2018, 22:59

მსოფლიო

მედია: მსოფლიო ჩემპიონატის რუსი კომენტატორი პუტინის ადმინისტრაციის ზეწოლის გამო მოხსნეს

რუსეთის პირველი არხის ცნობილი კომენტატორი, ვასილ უტკინი, რომელიც მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებს უძღვებოდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ კომენტატორმა Youtube-ს საკუთარ გვერდზეც ისაუბრა და თქვა, რომ გათავისუფლების მიზეზზე საუბარი არ სურს.

19 ივნისი 2018, 22:42

საქართველო

თეა წულუკიანმა კვირიკაშვილის შეცდომა დაასახელა

„არავითარი ძიება თავიდან არ დაწყებულა. მე ამას პირველად ვამბობ პირდაპირ ეთერში: როდესაც პრემიერმინისტრმა კვირიკაშვილმა ეს განცხადება გააკეთა აქციიდან დაბრუნებულმა, დაუშვა, სამწუხაროდ, შეცდომა. მე ამას ღიად ვამბობ.“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

19 ივნისი 2018, 22:32

საქართველო

წულუკიანი: პირადობის მოწმობის სერიიდან 666 ადეიშვილმა ამოიღო

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, პირადობის მოწმობების სერიიდან სამი ექვსიანი იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა ამოიღო და არა მან, როგორც ეს ევროპული საქართველოს ერთ-ერთ წევს, ოთარ კახიძეს ჰგონია. ამის შესახებ მინისტრმა გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

19 ივნისი 2018, 22:06

საქართველო

წულუკიანი: მე იგივე სკოლა დავამთავრე, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „პირისპირ“ ოპონენტების საპასუხოდ, ვინც მისი თანამდებობისთვის შეუფერებელი განათლების შესახებ ლაპარაკობს, იმ სკოლის კურსდამთავრებულთა შთამბეჭდავი ჩამონათვალი წარადგინა, რომელიც მან საფრანგეთში დაამთავრა.

19 ივნისი 2018, 21:59

ვიდეო

ქუთაისში ტურისტული სეზონი გაიხსნა

19 ივნისი 2018, 21:57

მსოფლიო

მექსიკის ყურეში „ზღვის ეშმაკებისთვის“ პირველ საზღვაო ნაკრძალი გაიხსნა

კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ტეხასის შტატის სანაპიროდან 110 კილომეტრის მოშორებით აღმოაჩინეს ზღვის ეშმაკების ე.წ. „სამალავი“, რადგან ამ დრომდე, ყურეში ეს ტერიტორია არასდროს აღმოუჩენიათ, შესაბამისად ამ სახეობათა პოპულაცია ხელშეუხებელია და აშშ-ში გადაწყვიტეს, სამომავლოდაც დაცულნი იყვნენ ყურეს მაცხოვრებლები.

19 ივნისი 2018, 21:54

ვიდეო

რამდენად უმკლავდება თბილისის სანიაღვრე სისტემა ძლიერ წვიმას?

19 ივნისი 2018, 21:51

ვიდეო

განახლებული მთავრობის დამტკიცებას პარლამენტი ხვალ განიხილავს

19 ივნისი 2018, 21:39

ვიდეო

მაჩალიკაშვილების მხარდამჭერები აქციების გამართვას თბილისში გეგმავენ

19 ივნისი 2018, 21:31

საქართველო

ელიას მთაზე უცნობი ავტორების მონუმენტი აიღეს

მონუმენტი წარწერით „უკვდავებს მომაკვდავებისგან“ ელიას მთაზე, საქართველოსთვის ბრძოლებში დაღუპულ არტილერისტთა მემორიალთან იდგა, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი შინაარსი საზოგადოების კრიტიკისა საგანი გახდა, ისნის რაიონის გამგოებამ მალევე აიღო.