imedi /  13 თებერვალი 2018, 17:05 / სანდო წყარო

მეცნიერებმა ძილთან დაკავშირებით საინტერესო ფაქტები აღმოაჩინეს

რამდენი დრო სჭირდება ადამიანს დასაძინებლად და რატომ უჭირს ზოგიერთს დაძინება? ამ შეკითხვებზე პასუხის მიღებას კემბრიჯის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით შექმნილი მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი შეეცადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მეცნიერებმა შეისწავლეს პროცესი, როდესაც ადამიანი თავის მიერ კონტროლირებული მდგომარეობიდან  უკონტროლო მდგომარეობაში გადადის.

ღვიძილიდან ძილში გადასვლის პერიოდი საშუალოდ 5-დან 20 წუთამდე გრძელდება. ამ დროის განმავლობაში ადამიანები სხვადასხვანაირად იქცევიან. ზოგიერთი ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ იძინებს, ზოგისთვის კი პროცესი უფრო რთულია - ჩათვლემენ თუ არა ისევ ეღვიძებათ და საბოლოოდ დაძინება უჭირთ.

მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელი ტრისტან ბეკინშტაინი იმასაც ამბობს, რომ არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელსაც გააზრებულად (ხელოვნურად) შეუძლია ძილის პროცესი შეაჩეროს. მათ ერთი პარადოქსიც აღმოაჩინეს - ადამიანს, რომელსაც ყველაზე მეტად სურს ძილი, დაძინება უჭირს.

მეცნიერები იმასაც ამბობენ, რომ დაძინების პროცესი კრეატიულობასთანაც არის დაკავშირებული. ამ დროს ადამიანები სხვანაირად იწყებენ ფიქრს. სწორედ ამიტომ არის, რომ პირთა გარკვეული კატეგორია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას დილით ამჯობინებს - ისინი ფიქრობენ,რომ ღამე მოვლენას, საკითხს უკეთ გაანალიზებენ. ბევრ მხატვარს, მწერალს და მუსიკოსს უთქვამს, რომ საუკეთესო იდეები სწორედ ღამით გაუჩნდათ.

მეცნიერებმა ისიც დაასკვნეს, რომ ადამიანებს ძილში დროის კონტროლი შეუძლიათ. მაგალითად, ხშირ შემთხვევაში, ვისაც დილით ადრე უწევს თვითმფრინავით გაფრენა, მაღვიძარაზე რამდენიმე წუთით ადრე იღვიძებენ.

კვლევები ბილ გეიტსის დაფინანსებით ჩატარდა.

არქივი

17 აგვისტო 2018, 00:58

ეკონომიკა

ტრამპის სამხედრო აღლუმის ხარჯმა შესაძლოა $90 მილიონს გადააჭარბოს

ანონიმური წყაროს განმარტებით, აღლუმის გამართვის სავარაუდო ხარჯები 92 მილიონი დოლარი იქნება. ღონისძიების ბიუჯეტი თავდაცვის უწყებას ჯერ არ დაუმტკიცებია. აღლუმი სავარაუდოდ მიმდინარე წლის ნოემბერში გაიმართება. ღონისძიების გამართვის ინიციატივით ტრამპმა თებერვალში პენტაგონს მიმართა.

აპოპტოზი

17 აგვისტო 2018, 00:38

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა სიკვდილის სიჩქარე გამოთვალეს

სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა პირველად მოახერხეს უჯრედების კვდომის პროცესის დაფიქსირება, უფრო ზუსტად კი სიკვდილის გავრცელების მექანიზმის და შეძლეს მისი სიჩქარის გამოთვლაც - 30 მიკრომეტრი წუთში.

17 აგვისტო 2018, 00:08

მსოფლიო

იტალიაში 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა

მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ქალაქ მონტეკილფონეს მახლობლად, მოლისის რეგიონში მოხდა. ძლიერი რყევები სხვა რეგიონებშიც იგრძნობოდა. ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ბოლო 2 დღის განმავლობაში იტალიაში ეს უკვე მე-2 ძლიერი მიწისძვრაა.

სკარლეტ იოჰანსონი

16 აგვისტო 2018, 23:56

კულტურა

წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალი დასახელდა

ამერიკელი მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი 2018 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალების რეიტინგს ლიდერობს. მათი სია ჟურნალმა Forbes-მა წარმოადგინა. 12 თვის განმავლობაში 33 წლის მსახიობმა 40,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. „შურისმაძიებლები 4“-ის გადაღების შემდეგ, რომელიც ეკრანებზე 2019 წლიდან გამოვა, მისი შემოსავლები ოთხჯერ გაიზარდა.

ქუთაისის „ტორპედო

16 აგვისტო 2018, 23:54

სპორტი

ქუთაისის „ტორპედო“ ევროპის ლიგის პლეი ოფში პირველად ითამაშებს

2011 წლის შემდეგ ქართულმა კლუბმა პირველად მოახერხა ევროპის ლიგის პლეი ოფამდე მიღწევა. 7 წლის წინ ეს „დინამო თბილისმა“ და „ზესტაფონმა“ შეძლო. პლეი ოფში ქუთაისის „ტორპედო“ „ლოდოგორეცის“ შეხვდება. მატჩს 23 აგვისტოს თბილისი, 30-ში კი რაზგრადის „ლოდოგორეც არენა“ უმასპინძლებს.

16 აგვისტო 2018, 23:44

ძალოვნები

საგანგებო სიტუაციების სამსახურმა წელს 37 სასტუმრო დააჯარიმა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით 97 სასტუმრო შეამოწმა, აქედან 37 ადმინისტრაციული წესით 200 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზი მათ მიერ გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობა გახდა

16 აგვისტო 2018, 23:44

ეკონომიკა

თურქეთში iPhone-ზე შეკვეთებს აუქმებენ

მთლიანობაში iPhone-ებზე 50 მილიონი დოლარის შეკვეთა სტამბოლში განთავსებულმა სამმა მსხვილმა კომპანიამ გააუქმა. Hurriyet-ის ინფორმაციით, თურქული კომპანიები სხვა ამერიკულ ელექტრონულ ტექნიკაზეც ამბობენ უარს. თურქეთსა და ვაშინგტონს შორის დაპირისპირებას მოჰყვა ლირის გაუფასურება.

ქართველი მოჭიდავეები

16 აგვისტო 2018, 23:20

სპორტი

მოჭიდავეების მწვრთნელი ცხინვალის დე ფაქტო დეპუტატის მხარდაჭერას უარყოფს

„ეს მაისურები ჩვეულებრივ იყიდებოდა, როცა დაღესტანში ჩავედით ევროპის ჩემპიონატზე. თედეევიც იყო ამას წინათ საქართველოში ტურნირზე ჩამოსული და მასაც ეცვა მაისური ლადო ხინჩაგაშვილის გამოსახულებით. ამაში უცნაური არაფერია“, - განმარტავს საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე.

16 აგვისტო 2018, 22:58

მსოფლიო

სირიის საზღვართან ერაყის ხელისუფლებამ ISIS-ის პოზიციებზე იერიში მიიტანა

გამოცემის ინფორმაციით, ერაყის სახელისუფლებო ძალებმა ტერორისტების დიდი ნაწილის ლიკვიდირება მოახერხეს. ცნობილი, რომ ISIS-ს ერაყის ტეროტორიის 1/3 ჰქონდა დაკავებული. ანტიტერორისტული ოპერაციის მიუხედავად საზღვრისპირა რაიონებში ექსტრემისტების მცირე ნაწილი მაინც არის გამაგრებული.

16 აგვისტო 2018, 22:41

კულტურა

დასრულდა ფილმის გადაღება, რომელშიც ქართველი მსახიობი ენტონი ჰოპკინსთან ერთად თამაშობს

დანტე სპინოტის ფსიქოლოგიური თრილერის გადაღებები, სადაც ახალგაზრდა ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე მთავარ როლს ასრულებს, დასრულებულია. კვირიკაძე კინოსურათში ენტონი ჰოპკინსთან ერთად თამაშობს.

16 აგვისტო 2018, 22:30

კულტურა

Black Sea Arena-ზე ნანი ბრეგვაძის და კრის ბოტის კონცერტი იმართება

Black Sea Arena-ზე ნანი ბრეგვაძის და კრის ბოტის საღამო იმართება. შემოქმედებითი საღამო მომღერალმა იმ ხელოვანებს მიუძღვნა, რომელთაც მის კარიერაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. საღამოს მთავარი სტუმარი ამერიკელი მესაყვირე კრის ბოტია.

ფარერის კუნძულები

16 აგვისტო 2018, 22:25

ტაბლოიდი

ვეშაპებზე ნადირობის გამო ზღვა გაწითლდა. ფოტოები

ფარერის კუნძულებზე გადაღებული შთამბეჭდავი სურათები აჩვენებს, რომ ვეშაპებზე ნადირობის შემდეგ ზღვა წითლად შეიღება. ადგილობრივები ზღვის ბინადრებზე მკაცრი ზამთრის დადგომამდე ნადირობენ. კუნძულზე ვეშაპის ხორცს საჭმელად მოიხმარენ.

16 აგვისტო 2018, 22:12

საქართველო

იანოშ ჰერმანმა საქართველოში დიპლომატიური მისია დაასრულა

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში მისია დაასრულა. იანოშ ჰერმანი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და საქართველოში მუშაობის 4 წელი შეაჯამა. მისი თქმით, ეს 4 წელი გამორჩეული იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ისტორიაში. სწორედ ამ პერიოდში მოეწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, ამოქმედდა უვიზო მიმოსვლა შენგენის ქვეყნებთან.

16 აგვისტო 2018, 22:05

ძალოვნები

სუსში მალხაზ მაჩალიკაშვილის ექვსსაათიანი გამოკითხვა დასრულდა

თითქმის 6 საათის განმავლობაში პასუხობდა დღეს გამოძიების კითხვებს მალხაზ მაჩალიკაშვილი. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეში დღეს მეორედ დაიბარეს. გამოკითხვის დასრულების შემდეგ მაჩალიკაშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

16 აგვისტო 2018, 21:53

საქართველო

ბათუმში მმართველი პარტიის დახურული შეხვედრა 7 საათს გაგრძელდა

შვიდ საათს გაგრძელდა ქართული ოცნების ბათუმის ოფისში დახურული შეხვედრა პარტიის ლიდერებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, აჭარის მუნიციპალიტეტის მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და პარტიის წევრებს შორის. მონაწილეების განცხადებით, სამუშაო შეხვედრაზე რეგიონში არსებული გამოწვევები და პრობლემები განიხილეს.

16 აგვისტო 2018, 21:43

ვიდეო

სოულის დედოფალი, არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

16 აგვისტო 2018, 21:42

ვიდეო

ქრონიკა 20:00 საათზე - 16 აგვისტო, 2018 წელი

16 აგვისტო 2018, 21:41

ვიდეო

თიანეთის ახალი მერის მიერ სამსახურიდან გათავისუფლებულები, სასამართლოში ჩივიან

16 აგვისტო 2018, 21:38

ვიდეო

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებს შეხვდნენ

16 აგვისტო 2018, 21:32

ვიდეო

პრეზიდენტობის კანდიდატმა პირველი შეხვედრა, ნიკო ნოკოლაძის სახლ მუზეუმში გამართა