imedi /  13 თებერვალი 2018, 22:19 / სანდო წყარო

ბრიტანელი პოლიტიკოსი Facebook-ს ბავშვებთან დაკავშირებით დახმარებას სთხოვს

ბრიტანეთი facebook-ის ადმინისტრაციას ბავშვთა ფსიქიკური პრობლემების ამოცნობაში დახმარებას სთხოვს. telegraph-ის ინფორმაციით, ბრიტანელი პოლიტიკოსი, კონსერვატიული პარტიის წევრი ამბობს, რომ სოციალური მედიის ისეთი გიგანტი კომპანია, როგორიც facebook-ია, ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის ამოცნობას მუდმივად უნდა ცდილობდეს. 

მისივე განმარტებით, კომპანიები „საკმარისად ჭკვიანნი“ არიან ამ პრობლემების აღმოსაჩენად, რადგან მონაცემთა ანალიზი მომხმარებლის მიერ გამოწერილი, ნანახი, მოწონებული გვერდებისა და კონტენტის მიხედვით, შესაძლებელია მოზარდის ფსიქიკური მდგომარეობის გაანალიზება.  

კომპანია Facebook-მა უკვე შექმნა ბავშვებისთვის სპეციალური აპლიკაცია. ამ ეტაპზე ის მხოლოდ აშშ-ში მცხოვრები iOS-ის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი. Messenger Kids - უფროსების Messenger-ის გამარტივებული ვერსიაა და დამცავი მექანიზმებითაა აღჭურვილი. მისი გამოყენებისთვის საჭიროა მშობლების თანხმობა. 

ამასთან, Facebook-მა ქსელს ახალი შესაძლებლობა დაამატა, რომელიც სუიციდის პრევენციას ემსახურება. გვერდის მომხმარებლების მეგობრებს შეუძლიათ, დაარეპორტონ კონტენტის შინაარსის ის ნაწილი, რომელიც სუიციდის მიდრეკილების მატარებელია. ამისთვის მომხმარებელმა მავნე ქცევის ვარიანტებში სუიციდის შინაარსი უნდა აირჩიოს.

ამის შემდეგ Facebook-ი გასაჭირში მყოფ მომხმარებელს ელექტრონული ფოსტით გაუგზავნის სპეციალური ჯგუფის ჩატის ლინკს, ისევე, როგორც ტელეფონის ნომერს, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი სუიციდის პრევენციის ნაციონალური ხაზის (National Suicide Prevention Lifeline) კრიზის მენეჯერს დაუკავშირდება.

გასულ წელს ჰანტი შეხვდა აღმასრულებლებს Facebook-დან, Twitter-დან, Snapchat-დან და Microsoft-დან. პოლიტიკოსმა კომპანიების წარმოადგენლებს მოუწოდა, გაზარდონ საკუთარი ჩართულობა ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკური პრობლემების გამოვლენაში. მისი თქმით, ფსიქიკური პრობლემების მქონე ბავშვების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

ამ ფონზე ექიმების ნაწილს მიაჩნია, რომ სოცქსელებში ბავშვების ადგილი საერთოდ არ არის. 30 იანვარს 100-ზე მეტმა ამერიკელმა პედიატრმა ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც Facebook-ს მიმართა გააუქმოს ბავშვებისთვის შექმნილი მესენჯერი.

ყველა სიახლე

ზინედინ ზიდანი

18 თებერვალი 2019, 23:56

სპორტი

ზინედინ ზიდანი „ჩელსის“ პირობებს უყენებს

ფრანგი სპეციალისტი საფეხბურთო კლუბისგან £200 მილიონს ითხოვს, რომლის დახარჯვასაც „ჩელსის“ შემადგენლობის გასაძლიერებლად გეგმავს. პარალელურად ზიდანი ლონდონის „ჩელსის“ შემადგენლობაში ედენ აზარის დარჩენას ითხოვს. ფეხბურთელით მადრიდის „რეალი“ ინტერესდება.

ელარჯი

18 თებერვალი 2019, 23:37

ტაბლოიდი

ესპანელმა მორაგბეებმა ელარჯი დააგემოვნეს. ფოტოები

17 თებერვალს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა. ბორჯღალოსნებმა მეტოქეებს ანგარიშით 22:10 სძლიეს. თამაშის შემდეგ ესპანელმა მორაგბეებმა მეგრული ელარჯი დააგემოვნეს.

ბრიჟიტ მაკრონი
სალომე ზურაბიშვილი

18 თებერვალი 2019, 23:16

საქართველო

ბრიჟიტ მაკრონმა სალომე ზურაბიშვილს უმასპინძლა. ფოტოები

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ბრიჟიტ მაკრონს შეხვდა. საფრანგეთის პირველმა ლედიმ სალომე ზურაბიშვილს ელისეს სასახლეში უმასპინძლა. რაც შეეხება ემენუელ მაკრონს, საფრანგეთის პრეზიდენტი ქართველ კოლეგას ხვალ შეხვდება.

Facebook

18 თებერვალი 2019, 23:15

ტექნოლოგიები

Facebook-ი მეტოქეებზე ინფორმაციას აგროვებდა

ირკვევა, რომ Facebook-ი Onavo-ს, ვირტუალური საიდუმლო ქსელის (VPN) აპლიკაციას კონკურენტების შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად იყენებდა. ბრიტანელი პარლამენტარები ირწმუნებიან, რომ Facebook-მა „განზრახ და შეგნებულად დაარღვია, როგორც მონაცემთა კონფიდენციალურობა, ისე ანტიკონკურენციის კანონები“.

სალომე ზურაბიშვილი

18 თებერვალი 2019, 23:00

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ მამალაძეზე: შეწყალების შესახებ მე ჩემი კონცეფცია მაქვს

„მე არ გაძლევთ პასუხს კონკრეტულ საკითხზე, გეუბნებით ზოგადად. ამ თემაზე მე მექნება ვრცელი გამოსვლა, როცა გამოვალ პარლამენტის წინაშე და ავხსნი, თუ როგორ ვხედავ, როგორი როლი უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს და როგორი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ"- განაცხადა პრეზიდენტმა.

ჯორჯ მენდონსა

18 თებერვალი 2019, 22:50

მსოფლიო

ლეგენდარულ ფოტოზე გადაღებული მეზღვაური გარდაიცვალა

ლეგენადარული ფოტო, სახელწოდებით „კოცნა“ ჟურნალ LIFE-ის ფოტოგრაფმა, ალფრედ აიზენსტედიმ გადაიღო და ის გამარჯვების დღის სიმბოლოდ, ასევე ფოტოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად კადრად იქცა. ფოტოზე მენდონსა ექთან გრეტა ზიმერს კოცნის, რომელიც 2016 წელს გარდაიცვალა.

Apple-ის კომპიუტერი

18 თებერვალი 2019, 22:28

ტექნოლოგიები

ამერიკელმა აღმოაჩინა, რომ 30 წლის წინანდელი Apple-ის კომპიუტერი კვლავ მუშაობს

მიკრობლოგ Twitter-ის მომხმარებელი John Pfaff-ი წერს, რომ მისი მშობლების კომპიუტერი ათწლეულების შემდეგაც გამართულად ფუნქციონირებდა. ფაქტის ამსახველი ფოტომასალა მან სოცქსელში გამოაქვეყნა. Apple IIe სერია Apple II-ში მესამე მოდელი იყო, რომელიც კონცერნმა 1983 წელს გამოუშვა.

სუპერმთვარე

18 თებერვალი 2019, 22:09

ტექნოლოგიები

ცნობილია როდის გაანათებს ცას 2019 წლის ყველაზე დიდი სუპერმთვარე

სუპერმთვარე თავის პიკს სამშაბათს, 19 თებერვალს თბილისის დროით 19:54 წუთზე (10:54 a.m. ET) მიაღწევს, თუმცა ამ დროს თვალისთვის ხილული არ იქნება. სავსე მთვარე იმ ადამიანებისთვის იქნება საინტერესო, რომელთაც სუპერმთვარის ფოტოზე აღბეჭდვა ხიბლავთ. ამ დროს მთვარე ჰორიზონტზე ყველაზე ახლოს იქნება.

ობობა

18 თებერვალი 2019, 22:04

მსოფლიო

სამხრეთ კორეაში უძველესი ობობა აღმოაჩინეს

სამხრეთ კორეელმა მკვლევრება უძველესი ობობების ნამარხი იპოვეს, რომლებიც 110 მილიონზე მეტი ხნის წინ ბინადრობდნენ. მეცნიერების თქმით, მათი თვალები ფოსფორის საშუალებით დღესაც ანათებს.

ოსკარი

18 თებერვალი 2019, 21:37

კულტურა

ჰოლივუდში „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიისთვის ემზადებიან

ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალამდე ერთი კვირა რჩება. ჰოლივუდში უკვე ემზადებიან წითელი ხალიჩის გასაშლელად და კინო ვარსკვალავების დასახვედრად. რიგით 91-ე დაჯილდოება წელს განსხვავებული იქნება და სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

18 თებერვალი 2019, 21:05

ინტერვიუ

„სასამართლოში ადამიანებთან ბრძოლის მატარებელი ჩავლილია“

ინტერვიუ იუსტიციის მინისტრთან

სალომე ზურაბიშვილი

18 თებერვალი 2019, 20:59

საქართველო

პრეზიდენტმა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში საჯარო ლექცია წაიკითხა

„ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი აგრესიულ პოლიტიკურ კურსს არ ცვლის და ეს ჩვენი მთავარი გამოწვევაა. საქართველოს თანამედროვე რეალობა ერთდროულად არის ჩვენი უდიდესი წარმატება, რაც ევროპასთან დაახლოებაში გამოიხატება და რუსეთის მხრიდან შევიწროებით გამოწვეული პრობლემები"--განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დონალდ ტრამპი

18 თებერვალი 2019, 20:52

მსოფლიო

ტრამპი „მოღალატე“ მაღალჩინოსნებს აკრიტიკებს

17 თებერვლის სატელევიზიო ინტერვიუში, FBI-ის დირექტორის ყოფილმა მოადგილე ენდრიუ მაკკეიბმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი იგეგმებოდა. ირკვევა, რომ მაღალჩინოსნებმა თეთრი სახლის ლიდერის იმპიჩმენტზე 2017 წელს ითათბირეს.

18 თებერვალი 2019, 20:38

საქართველო

რა პრობლემებია ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებში

რუსთავში დატრიალებულმა ტრაგედიამ, როდესაც 29 წლის ბიძამ, რომელსაც სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, 13 წლის ძმისშვილი მოკლა, მწვავედ წარმოაჩინა პრობლემა, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებში არსებობს. ჯანდაცვის სამინისტროში ამ მხრივ არსებულ პრობლემას აღიარებენ და ამბობენ, რომ რეფორმა დაწყებულია.

პაკისტანის დროშა

18 თებერვალი 2019, 20:21

ტექნოლოგიები

პაკისტანის დროშა Google-ში ტუალეტის ქაღალდის საძიებო ველში ლიდერობს

ერთ-ერთი ვერსიით, ეს ამბოხებულების მხრიდან ქაშმირში განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ ერთგვარი პროტესტის ფორმაა. მომხდარმა 46 გასამხედროებული პოლიციის წევრი იმსხვერპლა. 14 თებერვალს ქაშმირში განხორციელებული თავდასხმა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო.

მამუკა ხაზარაძე
ბადრი ჯაფარიძე

18 თებერვალი 2019, 20:14

საქართველო

რას ამბობს მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პროექტზე

კითხვა დაისვა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ პროკურატურის მიერ დაწყებული დაჩქარებული გამოძიება, პირდაპირ ურტყამს ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას, თუმცა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აქვე ამბობს იმასაც, რომ სახელმწიფო მხარში უდგას ამ პროექტს.

მარშალ გელოვანის გამზირი

18 თებერვალი 2019, 19:49

საქართველო

მარშალ გელოვანის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით იკრძალება

19 და 20 თებერვალს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე მარშალ გელოვანის გამზირზე („ვეფხის და მოყმის“ ძეგლიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე) საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება. ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა დავით აღმაშენებლის ძეგლიდან ვაშლიჯვრის შუქნიშნამდე.

სმარტფონი

18 თებერვალი 2019, 19:43

ტექნოლოგიები

რა გავლენას ახდენს სმარტფონი ურთიერთობებზე

„ადამიანებს სურთ სხვებთან კავშირი ჰქონდეთ. ევოლუციის განმავლობაშიც ადამიანს ყოველთვის ჰქონდა ოჯახთან და მეგობრებთან მჭიდრო ურთიერთკავშირის იმედი. ეს ურთიერთობები აუცილებელი იყო თვითგადარჩენისთვის . ამასთან ეს მოდელი ეფუძნებოდა ნდობას, რომელიც ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანი გადასცემს ინფორმაციას და რეაგირებს სხვების ინფორმაციაზე"- წერია სტატიაში.

18 თებერვალი 2019, 19:27

ეკონომიკა

Honda 2022 წელს ინგლისში ქარხნის დახურვას გეგმავს

BBC-ის ინფორმაციით მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში "Honda"-ს ქარხანა დაიხურება, ბრეკნელში, კონტინენტის მთავარი ოფისი მუშაობას გააგრძელებს. წყაროს თქმით მანქანათმშენებლობის გიგანტი, საკუთარი მომავლის შესახებ განცხადებას სამშაბათს გააკეთებს.

Twitter

18 თებერვალი 2019, 19:26

ტექნოლოგიები

Twitter-ი წაშლილ შეტყობინებებს წლობით ინახავს

გამოცემა TechCrunch-თან ინტერვიუში მკვლევარი ქერენ სეინი აცხადებს, რომ Twitter-ი წარსულში გაგზავნილ და წაშლილ Direct Message-ებს წლობით ინახავს. მისი განმარტებით, მნიშვნელობა არ აქვს შეტყობინება უკვე გაუქმებული პროფილიდან არის გაგზავნილი თუ არა.