imedi /  21 მარტი 2018, 19:09 / სანდო წყარო

ევროკავშირის დაფინანსებით ევროპულ ქვეყნებში WiFi-ზე წვდომა უფასო იქნება

ევროკომისიამ გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის ქვეყნების, ასევე ნორვეგიისა და ისლანდიის მოსახლეობა უფასო ინტერნეტზე წვდომით უზრუნველჰყოს. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება. 

პირველ ეტაპზე Wifi სიგნალის გადამცემებით 1000 დასახლებულ პუნქტში მოედნებს, პარკებსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს უზრუნველყოფენ.

ამისთვის თითოეული დასახლებული პუნქტი ევროკავშირის ბიუჯეტიდან 15 000 ევროს მიიღებს. 2 წლის განმავლობაში კი ამ პროგრამისთვის, რომლის სახელწოდებაა "ერთიანი ქსელი ევროპისთვის", 120 მილიონი ევროს გამოიყოფა.

ევროკომისიამ სპეციალური ვებგვერდი WiFi4EU გახსნა, სადაც პროექტთან დაკავშირებით ინფორმაცია დეტალურად არის მიწოდებული.

ყველა სიახლე

14 ივნისი 2025, 15:51

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე კარდიო-ონკოლოგიის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე კარდიო-ონკოლოგიის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. ღონისძიებაზე სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიაზე, მკურნალობით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა დაზიანებების ადრეულ გამოვლენასა და მათ პრევენციაზე იმსჯელეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

14 ივნისი 2025, 15:50

მსოფლიო

ირანული მედია ისრაელის კიდევ ერთი მოიერიშე თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ იუწყება

ირანის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ისრაელის კიდევ ერთი F35 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდო. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

14 ივნისი 2025, 15:44

რეგიონი

რევაზ სოხაძე ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების პროექტებს გაეცნო

ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორია ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

თამარ ზოდელავა

14 ივნისი 2025, 15:40

ეკონომიკა

თამარ ზოდელავა სახელმწიფო გრანტის გაცემის პროცესზე: იქნება 19 წევრისგან შემდგარი საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია აღმასრულებელი და სხვა წარმომადგენლებისგან, თუმცა შესაძლებლობა გვაქვს, მოვიწვიოთ სხვა უწყების წარმომადგენლები

ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფო ინიციატივაზე და სახელმწიფო გრანტის გაცემის პროცესზე, შესაბამისად იქნება 19 წევრისგან შემდგარი განმხილველი საბჭო, რომელიც არის დაკომპლექტებული აღმასრულებელი და სხვა წარმომადგენლებისგან. თუმცა ასევე ჩვენ, სანამ საბჭო უშუალოდ მიიღებს გადაწყვეტილებას გრანტის გაცემის ან არ გაცემის შესახებ, მანამდე შესაძლებლობა გვაქვს, რომ მოვიწვიოთ სხვა უწყების წარმომადგენლები, ასევე აკადემიური წრე და სხვა ექსპერტები, იმისათვის, რომ მათი კომპეტენტური მოსაზრება მოვისმინოთ საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღებამდე. ეს არის ჩართულობითი პროცესი და ამის უზრუნველსაყოფად ყველაფერს გავაკეთებთ, - განაცხადა სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ თამარ ზოდელავამ.

თამარ ზოდელავა

14 ივნისი 2025, 15:36

საზოგადოება

თამარ ზოდელავა სახელმწიფო გრანტზე: ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ქართული სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, რომელიც ეფუძნება აქტიურ, პასუხისმგებლობიან მოქალაქის იდეას და რომელიც თანამშრომლობს სახელმწიფოსთან

ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ქართული სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, რომელიც ეფუძნება აქტიურ, პასუხისმგებლობიან მოქალაქეს და რომელიც ეხმარება, თანამშრომლობს, ერთი მხრივ საზოგადოებისთვის, მეორე მხრივ სახელმწიფოსთან, რომ მისთვის მნიშვნელოვანი საკითხების აქტუალიზება განახორციელოს, დისკუსია გახსნას და გარკვეული საკითხები მიიტანოს სახელმწიფოსთან, - განაცხადა სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ, თამარ ზოდელავამ გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ სახელმწიფო გრანტზე საუბრისას.

მაკოი პიტი

14 ივნისი 2025, 15:35

მსოფლიო

აშშ ირანს სავალალო შედეგებით ემუქრება, თუ რეგიონში განთავსებულ ამერიკულ ძალებს საფრთხე დაემუქრება

ამერიკის შეერთებული შტატები ირანს სავალალო შედეგებით ემუქრება, თუ რეგიონში განთავსებულ ამერიკულ ძალებს საფრთხე დაემუქრება. განცხადება გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე ამერიკის ელჩმა, მაკკოი პიტმა გააკეთა.

ზურაბ ქადაგიძე

14 ივნისი 2025, 15:34

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: საქართველოს გარშემო იწვის ყველაფერი, ერთადერთი მშვიდობის კუნძული ვართ რეგიონში - „აკაცუკები" ამას ვერ გაიგებენ, თუმცა ისინი იმდენად უმცირესობაში არიან, რომ ქართული საზოგადოებისთვის ასატანია მათი უმადურობა

საქართველოს გარშემო იწვის ყველაფერი, ერთადერთი მშვიდობის კუნძული ვართ რეგიონში, - წერს "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, რომელიც ავიამიმოსვლის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.

14 ივნისი 2025, 15:33

სპორტი

გორის „დილას“ ახალი მწვრთნელი ჰყავს - დიეგო ლონგომ პირველი ვარჯიში ჩაატარა

გორის „დილას“ ახალი მწვრთნელი ჰყავს. იტალიელმა სპეციალისტმა დიეგო ლონგომ პირველი ვარჯიში გუშინ ჩაატარა.

14 ივნისი 2025, 15:32

სპორტი

სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს „ოაზისის თასზე“ მიღწეული წარმატება მიულოცა

საქართველოს სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილმა საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს „ოაზისის თასზე“ მიღწეული წარმატება მიულოცა და მომავალ ასპარეზობებში წამატება უსურვა.

14 ივნისი 2025, 15:30

სპორტი

რომში წყალში ხტომის მე-15 საერთაშორისო ჩემპიონატზე ტურნირზე ქართველმა სპორტსმენებმა ასპარეზობა რვა მედლით დაასრულეს

იტალიის დედაქალაქ რომში წყალში ხტომის მე-15 საერთაშორისო ჩემპიონატი გაიმართა. ქართველმა სპორტსმენებმა ტურნირზე ასპარეზობა რვა მედლით დაასრულეს.

14 ივნისი 2025, 15:27

რეგიონი

ქალაქ სამტრედიაში 450 აღსაზრდელზეა გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება

პროექტი ითვალისწინებს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც მაქსიმალურად მოერგება ბავშვების საჭიროებებს. მოეწყობა უსაფრთხო და მყუდრო სასწავლო სივრცეები, სათამაშო ზონები და ყველა ის ინფრასტრუქტურა, რაც ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად არის აუცილებელი.

14 ივნისი 2025, 15:21

სპორტი

თბილისი 2026 წელს ფარიკაობაში კადეტებისა და იუნიორების ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

თბილისი 2026 წელს კადეტებისა და იუნიორების ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. გადაწყვეტილება იტალიის ქალაქ გენუაში გამართულ ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესზე მიიღეს, სადაც საქართველოს კანდიდატურას მხარი 42-მა ქვეყანამ დაუჭირა.

ვასილი ნებენზია

14 ივნისი 2025, 15:06

მსოფლიო

რუსეთის ელჩი გაეროში: ირანის წინააღმდეგ ისრაელის ქმედებები გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა

ირანის წინააღმდეგ ისრაელის ქმედებები გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა, - განაცხადა რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ვასილი ნებეზნიამ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე.

ლევან მაჭავარიანი

14 ივნისი 2025, 15:05

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ბრიტანეთის საელჩოზე: ისინი წუხან, თუ რატომ ვერ გასცემენ გრანტებს პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფებზე. „საუბარია, „ტაბულაზე“ და მსგავსი ტიპის ორგანიზაციებზე

ისინი წუხან, თუ რატომ ვერ გასცემენ გრანტებს პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფებზე. მოდით, ჩავიხედოთ, ვისზე არის საუბარი, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ბრიტანეთის საელჩოს გრანტების თემაზე საუბრისას.

14 ივნისი 2025, 14:58

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში, შშმ პირების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

14 ივნისი 2025, 14:45

საზოგადოება

საქართველოს ეროვნული ურბანული ფორუმი დასრულდა

საქართველოს ეროვნული ურბანული ფორუმი დასრულდა. საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა ორი დღის განმავლობაში მთიანი დასახლებების მდგრადი განვითარების მიმართულებით არსებული საუკეთესო პრაქტიკა განიხილეს.

გურამ მაჭარაშვილი

14 ივნისი 2025, 14:38

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ბრიტანეთის საელჩოს ასეულობით ათასი გირვანქა სტერლინგით უნდა დაეფინანსებინა ორგანიზაციები, რომლებიც საჯაროდ არიან აღიარებულები, რომ მონაწილეობენ ანტისახელმწიფოებრივ აქციებში

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი ბრიტანეთის საელჩოს გრანტების თემას ეხმაურება. მისი შეფასებით, დაფინანსების თემაზე საელჩოს დუმილი ნიშნავს იმას, რომ საელჩო „დიფ სთეითის“ მიზნებშია გარეული.

ისრაელ კაცი

14 ივნისი 2025, 14:38

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: თუ ირანი ისრაელის დაბომბვას გააგრძელებს, თეირანი ცეცხლის ალში გაეხვევა

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენი გააფრთხილა, თუ ირანი ისრაელის დაბომბვას გააგრძელებს, თეირანი ცეცხლის ალში გაეხვევა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

ლევან მაჭავარიანი

14 ივნისი 2025, 14:35

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ლიეტუვის საგარეო უწყების მხრიდან გვარამიას მხარდამჭერ განცხადებაზე: კანონს ჩახედონ და კეთილი ინებონ, გაეცნონ ამ საქმის მსვლელობას - ვინც კანონს დაარღვევს, მან უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე

ჩვენ ვართ შემდგარი სახელმწიფო და ყველაფერი ჩვენს სახელმწიფოში კანონის ფარგლებშია, ყველა მოქმედებს კანონის ფარგლებში და ვინც კანონს დაარღვევს, მან უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

14 ივნისი 2025, 14:33

საზოგადოება

პირველად საქართველოში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ევროპის განათლების ეროვნული და რეგიონული ინსპექტირების ასოციაციის 27-ე საერთაშორისო სემინარს მასპინძლობს

პირველად საქართველოში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ევროპის განათლების ეროვნული და რეგიონული ინსპექტირების ასოციაციის რიგით 27-ე საერთაშორისო სემინარს მასპინძლობს, რომელშიც ევროპის 14 ქვეყნის 23 წარმომადგენელი მონაწილეობს.