imedi /  01 ივნისი 2018, 08:37 / სანდო წყარო

კვლევა: აუტიზმის რისკის შემცირების გზა არსებობს

მედიცინისთვის ამ ეტაპზე ზუსტად არც აუტიზმის სპექტრის აშლილობების გამომწვევი მიზეზებია ცნობილი და არც მთავარი რისკ-ფაქტორები. თუმცა, ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში “ჯამა” გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ შესაძლოა, მეცნიერებმა აუტიზმის რისკების შემცირების ერთ-ერთ გზას მიაგნეს. ამის შესახებ ამერიკის ხმა წერს.

ბოლო წლების განმავლობაში ბევრი ნაშრომი გამოქვეყნდა, რომელიც ორსული ქალების და მათი ოჯახების გენეტიკას, ჯანმრთელობას, თუ ცხოვრების წესს სწავლობდა და ცდილობდა ეპოვა კავშირი შვილებში აღმოჩენილი აუტიზმის სპექტრის აშლილობებთან. მაგრამ, დღემდე არსებული მტკიცებულებების უმეტესი ნაწილი სხვადასხვა მიზეზის გამო, არადამაჯერებლად გამოიყურებოდა.

სამეცნიერო ჟურნალ “ჯამაში” გამოქვეყნებული კვლევა, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ, მასშტაბურია და მისი შემაჯამებელი დასკვნებიც - გაცილებით მნიშვნელოვანი. კვლევის ავტორები ცდილობდნენ დაედგინათ, ამცირებდა თუ არა აუტიზმის რისკს ორსულობამდე და ორსულობაში მულტივიტამინის (ვიტამინების ნაკრების) და ფოლიუმის მჟავის (B-9 ვიტამინი) მიღება.

ჰაიფას უნივერსიტეტის მკვლევარებმა პროფესორ სტივენ ლევინის ხელმძღვანელობით, ისრაელში 2003-2007 წლებში დაბადებული 45 300 ბავშვის და მათი დედების მონაცემები, 2015 წლის ჩათვლით შეისწავლეს. 26 702 დედის 45 300 შვილს შორის აუტიზმის სპექტრის აშლილობის დიაგნოზი 572 ბავშვს დაუსვეს.

დასკვნა: იმ ბავშვებში, რომელთა დედებიც ორსულობამდე და/ან ორსულობის დროს ვიტამინებს იღებდნენ, აუტიზმის დიაგნოზის შანსი უფრო ნაკლები იყო ვიდრე მათ შორის, ვინც არც მანამდე და არც ორსულობის დროს ვიტამინებს არ იღებდა. შესაბამისად, მეცნიერები ფიქრობენ, რომ მულტივიტამინის და ფოლიუმის მჟავის ორსულობამდე, ან სულ ცოტა, ორსულობის დროს მიღება, შვილებში აუტიზმის სპექტრის აშლილობის რისკს ამცირებს. როდესაც მულტივიტამინზეა საუბარი, იგულისხმება ნაკრები, რომელშიც სულ ცოტა, A, B, C და D ვიტამინები შედის.

ოპონენტებს დასკვნის სიმტკიცეში ეჭვი შეაქვთ, რადგან იმ მშობლების შვილებს შორის, ვინც ორსულობაში ვიტამინებს იღებდა, გოგოებში აუტიზმის დიაგნოზი მაინც უფრო ნაკლებია, ვიდრე ბიჭებში, ისევე როგორც ეს მეორე ჯგუფის ბავშვებში და ზოგადად, აუტიზმის შემთხვევებში ფიქსირდება. კრიტიკოსები ამბობენ, რომ საბოლოო დასკვნის გამოსატანად დამატებითი კვლევებია ჩასატარებელი.

ნიშანდობლივია, რომ ისრაელში ჩატარებული კვლევის დასკვნები ემთხვევა რამდენიმე ადრეული ნაშრომის შედეგებს, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო არასაკმარისად დამაჯერებლად ითვლება. მათ შორის სახელდება: 2016 წელს გამოქვეყნებული ბრიტანელი მეცნიერების კვლევა, რომელიც ამტკიცებდა, რომ არსებობს კორელაცია ორსულ ქალებში D ვიტამინის ნაკლებობას და ბავშვებში აუტიზმის რისკს შორის. ასევე - ნორვეგიელი მეცნიერების კვლევა, რომელიც 2013 წელს გამოქვეყნდა და ასკვნიდა, რომ არსებობდა პირდაპირი კავშირი ორსულობაში B-9 ვიტამინის (ფოლიუმის მჟავის) დეფიციტს და ბავშვებში აუტიზმის სპექტრის აშლილობის გაზრდილ რისკს შორის.

კვლევის ავტორები საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებს და პოლიტიკურ ლიდერებს შედეგების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ, ორსულებისთვის მულტივიტამინის და ფოლიუმის მჟავის მიღება სტანდარტულ პროცედურად დამტკიცდეს. მითუმეტეს, რომ მთელ რიგ განვითარებულ ქვეყნებში ეს სტანდარტი დიდი ხანია დამკვიდრებულია.

ცნობილია, რომ აუტიზმის ერთ-ერთი პირველი მკვლევარი ბავშვებს „ევთანაზიაზე“ აგზავნიდა. ამ დრომდე კი აუტიზმის შესახებ უამრავი მითი არსებობს.

ყველა სიახლე

კრის ვუ „კოსმოპოლიტენის“ გარეკანზე

01 აგვისტო 2021, 11:57

მსოფლიო

პოპვარსკვლავი კრის ვუ გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

ჩინელ-კანადელი პოპვარსკვლავი, კრის ვუ, პეკინში, გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. მიზეზი 19 წლის სტუდენტის განცხადებაა, რომელიც ამბობს, რომ 17 წლის იყო, როცა ვუმ გააუპატიურა.

01 აგვისტო 2021, 11:49

საზოგადოება

თსუ-ს 3400-მდე კურსდამთავრებულისთვის გამოშვების საზეიმო ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 2021 წლის 3400-მდე კურსდამთავრებულისთვის გამოშვების საზეიმო ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დასრულება ონლაინ მიულოცეს თსუ რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ, აკადემიური საბჭოს წევრებმა, ფაკულტეტების დეკანებმა, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, თსუ წარმატებულმა კურსდამთავრებულებმა.

ფრიდონ სულაბერიძე

01 აგვისტო 2021, 11:23

COVID19

ანსამბლ „რუსთავის“ მომღერლები, მოცეკვავეები და თანამშრომლები კოვიდვაქცინით აიცრნენ

მასობრივი ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს. დღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ანსამბლ „რუსთავის“ მომღერლები, მოცეკვავეები და თანამშრომლები აიცრნენ. ვაქცინის დოზა მიიღო ანსამბლის მთავარმა ქორეოგრაფმა, ფრიდონ სულაბერიძემაც.

01 აგვისტო 2021, 11:19

COVID19

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 196 თბილისში, 443 აჭარაში, 322 კი იმერეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 654 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 196 შემთხვევა, აჭარა - 443, იმერეთი - 322, ქვემო ქართლი - 111, შიდა ქართლი - 95, გურია - 70, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 163, კახეთი - 157, მცხეთა-მთიანეთი -51, სამცხე-ჯავახეთი - 34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.

01 აგვისტო 2021, 11:13

COVID19

საქართველოში 1139 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე საქართველოში 1139 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 231 პირი იმყოფება. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 1139 მძიმე პაციენტიდან თბილისში 514 პირი მკურნალობს, აჭარაში - 109, იმერეთში -262. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 231 პირი, მათგან თბილისში - 170, აჭარაში - 7, იმერეთში - 17.

01 აგვისტო 2021, 11:04

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მადლობა მინდა გადავუხადო მათი პროფესიული საქმიანობისთვის, მათი სამსახურისთვის

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მადლობა მინდა გადავუხადო მათი პროფესიული საქმიანობისთვის, მათი სამსახურისთვის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან 6 წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან მოქალაქეებს,იცავენ და აძლიერებენ სახელმწიფოს.

01 აგვისტო 2021, 11:03

COVID19

ბოლო ერთ კვირაში, კოვიდინფიცირების დადებითობის მაჩვენებელმა 8%-ს უკვე მეორედ გადააჭარბა

31 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.34%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 6.95%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 7.57%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 422 188 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 384 712, გარდაიცვალა 5 853 პაციენტი.

01 აგვისტო 2021, 10:51

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 2654 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2654 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2319 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 422 188 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 384 712, გარდაიცვალა 5853 პაციენტი.

01 აგვისტო 2021, 10:48

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 33 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 33 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 422 188 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 384 712, გარდაიცვალა 5 853 პაციენტი.

01 აგვისტო 2021, 10:45

პოლიტიკა

პარტიებს, რომლებმაც საბიუჯეტო დაფინანსება დაკარგეს, დაფინანსების მიღების უფლება 2021 წლის 1-ელი აგვისტოდან აღუდგებათ

პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული საბიუჯეტო დაფინანსება დაკარგეს, დაფინანსების მიღების უფლება 2021 წლის 1-ელი აგვისტოდან აღუდგებათ. პარლამენტმა ივნისის ბოლოს მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც პარლამენტის 2020 წლის არჩევნების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება დაკარგა, ეს უფლება 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან აღუდგებოდა. საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ვადა შეიცვალა და დაფინანსების აღდგენა 2021 წლის 1-ელი აგვისტოდან განისაზღვრა.

01 აგვისტო 2021, 10:41

სამართალი

შსს ავსტრალიელი ტურისტის საქმეზე გამოძიებას განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებას განზრახ მკვლელობის, სსკ-ს 108-ე მუხლით აწარმოებენ“, - ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

01 აგვისტო 2021, 10:31

მსოფლიო

ფოტოები თურქეთიდან, სადაც ტყის 100-მდე ხანძარს ებრძვიან

თურქეთში ტყის ხანძრებმა ათობით სახლი ფერფლად აქცია. დაღუპულია 6 ადამიანი. ევაკუირებულია ასობით პირი - მათ შორის, ტურისტებიც. ხანძრის გამო, 400-მდე ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მათგან 10 ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

01 აგვისტო 2021, 10:12

რეგიონი

იმერეთში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერის მიმდებარედ, მოქალაქემ სპეციალური ტექნიკით (ესკავატორი), უკანონოდ მოიპოვა 15 კუბური მეტრი ოდენობის კირქვის საღორღე ნედლეული.

01 აგვისტო 2021, 09:50

რეგიონი

ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, აშენდება სცენა, მოეწყო - დასასვენებელი სივრცეები, საბავშვო მოედნები, გამწვანება, დაიდგა და მოიხატა საპარკო სკამები.

01 აგვისტო 2021, 09:46

COVID19

ფოთში მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს

ფოთში, ცენტრალური საავადმყოფოში, „ბომონდში“, მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ვაქცინაციაში 5 ამცრელი ბრიგადაა ჩართული. აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით - „ფაიზერით“ , „სინოფარმით“, „სინოვაკითა“ და „ასტრაზენეკათი“ ტარდება.

01 აგვისტო 2021, 09:33

პოლიტიკა

​ხვალ პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, პატიმრები ნებისმიერ დროს შეძლებენ ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დარეკვას

ხვალ, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტს განიხილავენ.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

01 აგვისტო 2021, 09:18

საზოგადოება

ილია მეორე: მამა იოაკიმეს წასვლით საქართველოს ეკლესიას ძველი თაობის რჩეული წარმომადგენელი გამოაკლდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, არქიმანდრიტ იოაკიმეს (ასათიანი) გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილს ავრცელებს.

01 აგვისტო 2021, 09:08

მსოფლიო

თურქეთის პოპულარულ კურორტზე, ბოდრუმში, ტურისტების ევაკუაცია დაიწყო. ვიდეო

თურქეთის პოპულარულ კურორტზე, ბოდრუმში, სამი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროდან ტურისტების ევაკუაცია გამოცხადდა. მიზეზი ხანძარია, რომლიც, ქვეყნის მასშტაბით, უკვე არაერთ ლოკაციაზე მძვინვარებს.

01 აგვისტო 2021, 08:50

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

1-ელ აგვისტოს ქუთაისში +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. დღე უმტესად უნალექოდ ჩაივლის. ოზურგეთში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება.

01 აგვისტო 2021, 08:09

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 197 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 197 790 073 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4 216 479 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 34 976 147 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 613 135 ​​​ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.