imedi /  07 მარტი 2017, 11:11 / სანდო წყარო

სტიქიების მონიტორინგისთვის დედამიწის ორბიტაზე მეორე თანამგზავრი გაუშვეს

დედამიწაზე დაკვირვების პროგრამის ფარგლებში ორბიტაზე მეორე თანამგზავრი Sentinel-2B გაუშვეს. ინფორმაციას Space.com ავრცელებს. 

კოსმოსურ აპარატი ფრანგული გვინეის კოსმოდრომიდან აფრინდა. თანამგზავრის საშუალებით შესაძლებელი იქნება სტიქიური უბედურებების მონიტორინგი. მეცნიერების თქმით, ხომალდი მათ ასევე დაეხმარება დედამიწის რესურსების, მცენარეების, ტყეებისა და წყლის გამოყენებაზე მონიტორინგის ჩატარებაში.

პროექტი ევროპის კომისიისა და ევროპული კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი ხელმძღვანელობით ხორციელდება.

კომენტარები ()

არქივი

17 ოქტომბერი 2017, 15:29

საქართველო

პრეზიდენტი აფხაზეთში დაღუპულების გადმოსვენებაში მონაწილე პირებს მადლობას უხდის

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყველას მადლობას უხდის, ვინც აფხაზეთში დაღუპული პირების გადმოსვენებაში მიიღო მონაწილეობა. მარგველაშვილის თქმით, ამ გმირების თავდადება მაგალითია თითოეული მოქალაქისთვის და "ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე", - ამბობს პრეზიდენტი.

17 ოქტომბერი 2017, 15:25

ეკონომიკა

პირველი კლასიკური გიმნაზიის სახურავზე მზის ენერგიის პანელები დამონტაჟდება

ლიტვურმა ორგანიზაცია Saulės Grąža-მ "მრავალეროვან საქართველოსთან" თანამშრომლობით საქართველოში მზის ენერგიის პანელების მონტაჟი დაიწყო. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ლიტვის გარემოს დაცვის სამინისტრო.

17 ოქტომბერი 2017, 15:25

არჩევნები 2017

ზუგდიდში ანტისამთავრობო მსვლელობაზე დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში პოლიტიკური პარტია "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატის - ლელა ქებურიას მხარდამჭერებსა და მის მეუღლეს გელა ჯიქიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

17 ოქტომბერი 2017, 15:19

საქართველო

მდინარე ჩხერიმელამ საავტომობილო გზის ნაწილი გამორეცხა. ვიდეო

მდინარე ჩხერიმელამ ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მეშვიდე კილომეტრის სავალი ნაწილი გამორეცხა. ამის შესახებ საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გიორგი დოღონაძემ განაცხადა. ამ მონაკვეთზე მანქანების მოძრაობა დროებით აკრძალულია.

17 ოქტომბერი 2017, 15:12

კულტურა

სანდრო კობერიძის ფილმი ვალდივას კინოფესტივალის ჟიურის პრიზის მფლობელია

რეჟისორ სანდრო კობერიძის ფილმმა "Let The Summer Never Come Again" ჩილეში, ვალდივას საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის პრიზი მიიღო. სრულმეტრაჟიანი ფილმი გერმანულ-ქართული პროდუქციაა და ის სანდრო კობერიძის სადებიუტო სურათია.

17 ოქტომბერი 2017, 15:12

საქართველო

აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირი სამების ტაძრიდან გაასვენეს

25 გმირიდან 20-ს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ, მამია ალასანიას ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში, ხოლო დანარჩენ ოთხს სხვადასხვა ადგილზე. აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირებიდან 25-ის ცხედარი იდენტიფიცირებულია.

17 ოქტომბერი 2017, 15:05

მსოფლიო

ნავალნი 2028 წლამდე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს

2018 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ალექსეი ნავალნი საკუთარ კანდიდატურას ნასამართლეობის გამო ვერ წამოაყენებს.

17 ოქტომბერი 2017, 14:59

საქართველო

სილქნეტი ამ ეტაპზე 6 ტელეარხს ქსელიდან არ გათიშავს

კომპანია "სილქნეტი", ამ ეტაპზე, 6 ქართულ ტელეარხს საკუთარი ქსელიდან არ გათიშავს, თუმცა მისთვის მიუღებელია 6 არხის ერთიან სატრანზიტო გადასახადზე მსჯელობა. კომპანიაში ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია ერთ პაკეტად 6 სხვადსხვა რეიტინგის მქონე არხის შესყიდვა.

17 ოქტომბერი 2017, 14:58

საქართველო

ოპოზიციამ თაბორის მთის და პუშკინის სკვერის საკითხზე საკრებულოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

ოპოზიცია აცხადებს, რომ ვიდრე ადმინისტრაციულ სარჩელზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი არ გახდება, მანამდე შესაბამისი აქტები უნდა გაბათილდეს, რადგან კომპანიებს გასხვისებულ ტერიტორიებზე მშენებლობის ნებართვა არ მიეცეთ.

17 ოქტომბერი 2017, 14:53

საქართველო

საპატრიარქოს სოფელ კლდეისში 26 773 კვ.მ. მიწა უსასყიდლოდ გადაეცემა

მთავრობის განკარგულებით, საპატრიარქოს სოფელ კლდეისში 26 773 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობი (ნანგრევი) საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა.

17 ოქტომბერი 2017, 14:48

მსოფლიო

გერმანიაში მუსლიმური დღესასწაულების დაკანონების წინააღმდეგ გამოვიდნენ

გამოკითხულთა გერმანელების 70,1%-ი, ქვეყნის შსს-ს მინისტრის თომას დე მეზიერის წინადადების წინააღმდეგ გამოვიდა, რომელმაც ხელისუფლებას საკანანომდებლო დონეზე, მუსლიმური დღესასწაულების აღნიშვნა შეთავაზა.

17 ოქტომბერი 2017, 14:46

მსოფლიო

ბანგლადეშის სასამართლომ „ლურჯი ვეშაპის“ თამაში აკრძალა

ბანგლადეშში არ დაფიქსირებულა „ლურჯი ვეშაპის“ თამაშთან დაკავშირებული თვითმკვლელობის ფაქტი, თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, ამ ონლაინთამაშში ჩართული ახალგაზრდების გამოვლენის თაობაზე.

17 ოქტომბერი 2017, 14:42

ძალოვნები

26 მაისის აქციის დაზარალებულს შსს 30 000 ლარის კომპენსაციას გადაუხდის

2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევისას დაზარალებული მოქალაქის ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა. მათი თქმით, ამ აქციაზე სამართალდამცველებმა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს გ.გ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გაურკვეველი იარაღის გამოყენებით მძიმედ დაუზიანეს ფეხი.

17 ოქტომბერი 2017, 14:38

მსოფლიო

სტრასბურგმა ძმები ნავალნების საქმეში პოლიტიკური მოტივები გამორიცხა

სტრასბურგის გადაწყვეტილებით, ოფიციალურმა მოსკოვმა ძმებს 10-10 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს, გარდა ამისა, რუსეთმა 73 ათასი ევროს ოდენობის სამართლებრივი ხარჯებიც უნდა დაფაროს.

17 ოქტომბერი 2017, 14:32

ძალოვნები

კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

მინდია გორაძე, იგივე “ლავასოღლი” წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მისი ადვოკატის ექსო კობაიძის თქმით, გორაძეს წინასწარი პატიმრობის კანონით გათვალისწინებული ვადები ამოეწურა და ამის გამო გათავისუფლდა.

17 ოქტომბერი 2017, 14:26

კულტურა

ლარს ფონ ტრიერმა ბიორკის ბრალდება სექსუალური შევიწროების შესახებ უარყო

რეჟისორი ლარს ფონ ტრიერი, მომღერალი ბიორკის მიმართ სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდებას უარყოფს. "ეს ასე არ იყო, თუმცა ჩვენ ნამდვილად არ ვიყავით მეგობრები, ეს ფაქტია", - განაცხადა რეჟისორმა.

17 ოქტომბერი 2017, 14:25

ვიდეო

"გამჭვირვალობა-საქართველოს" შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია

17 ოქტომბერი 2017, 14:22

საქართველო

პრემიერი: ქართველები, აფხაზები და ოსები აუცილებლად შევრიგდებით

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულ 25 პირს პატივი მიაგო. პრემიერის თქმით, ქართველები, აფხაზები და ოსები აუცილებლად შევრიგდებით და "საერთო სახლს ავაშენებთ".

17 ოქტომბერი 2017, 14:16

კულტურა

ეროვნულ ბიბლიოთეკაში „ბლუმსბერის საკვების ბიბლიოთეკის“ ციფრული ვერსიაა წარმოდგენილი

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ცნობით, 16 ოქტომბრიდან 16 ნოემბრამდე ბიბლიოთეკის ყველა კორპუსში ჩართულია საერთაშორისო გამომცემლობის უახლესი ციფრული ბიბლიოთეკა „ბლუმსბერის საკვების ბიბლიოთეკა“.

17 ოქტომბერი 2017, 14:16

საქართველო

რამდენიმე უღელტეხილზე გადაადგილება შეზღუდულია

ჯვრის უღელტეხილზე გადაადგილება აკრძალულია მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის. თოვლის გამო ამ ეტაპზე ჩაკეტილია გოდერძისა და ასევე ყველა მაღალი უღელტეხილი. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.