imedi /  04 აგვისტო 2018, 21:07 / სანდო წყარო

5 რჩევა მათთვის, ვისაც სცხელა და გაგრილების გზებს ეძებს

ანომალიური სიცხეები ევროპისთვის ხშირ მოვლენად იქცა. მათ ვისაც სახლში ან სამსახურში კონდინციონერი არ აქვს, მუდმივად ფიქრობს იმაზე, თუ როგორ სჯობს გაგრილება, რა გამოცდილება აქვს ამ მხრივ კაცობრიობას და ყოველთვის ამართლებს თუ არა ეს გამოცდილება. ამის გარკვევას BBC Future-ი შეეცადა.

ცივი სასმელი სჯობს თუ ცხელი?

სიცხეში ბევრი წყლის სმა - სწორი ქცევაა. ასეთ პირობებში მნიშვნელოვანია საკუთარი თირკმლის დახმარება, რომ ორგანიზმის გაუწყლოვნება თავიდან აიცილოთ. მაგრამ ის თუ კონკრეტულად რა სითხე უნდა მიიღოთ - ცივი თუ ცხელი - ეს ძველი დროიდან სადავოა. ის ვინც ცხელ სასამელს ემხრობა ამტკიცებს, რომ ამით ორგანიზმს შიგნიდან აცხელებთ, რის გამოც ოფლი გამოიყოფა და საბოლოო ჯამში ეს გაგრილებთ. ადამიანის სხეულს საათში ორ ლიტრამდე ოფლის გამოყოფა შეუძლია და ეს მისი ტემპერატურის შესამცირებლად საკმაოდ ეფექტიანი მეთოდია. მაგრამ თუ დაკარგულ სითხეს არ აღიდგენთ, თქვენი ორგანიზმი გაუწყლოვნდება, რის გამოც ზოგიერთ სპეციალისტს მიაჩნია, რომ უკეთესია, თუ სიცხეში ცხელი სასმელის მიღებაზე საერთოდ უარს იტყვით.

მთელი რიგი კვლევების ჩატარების შემდეგ გაირკვა, რომ მთლიანობაში ცხელი სასამელი უკეთ აგრილებს ორგანიზმს, მაგრამ როგორც უკვე ითქვა ოფლის გამოყოფას აძლიერებს. და არსებობს ერთი სიტუაცია, როდესაც ცხელი სასმელი ვერ გიშველით, კერძოდ, როდესაც ტენიანობა ძალიან მაღალია ან თუ ისე გაცვიათ, რომ ოფლს აორთქლების საშუალება არ აქვს. მხოლოდ ასეთ დროს მიიღეთ ცივი სასმელი.

ვენტილატორი აგრილებს?

ვენტილატორის ნიავი, რა თქმა უნდა, აგრილებს. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ის მხოლოდ აგრილებს ჰაერს, ხოლო მის მიერ წარმოქმილი ჰაერის ნაკადი თქვენი სხეულის ნორმალურ თბორეგულაციას უზრუნველყოფს, მათ შორის ოფლის აორთქლებას, რომელსაც კანი სიცხის გამო გამოყოფს. ვენტილატორებს ყველგან იყენებენ, მაგრამ გაგრილებისთვის მის ეფექტიანობაზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.

2012 წელს მეცნიერებმა ვენტილატორების ეფექტიანობასთან დაკავშირებული გამოკვლევები შეისწავლეს და აღმოჩნდა, რომ ამ საკითხზე რანდომიზირებული კონტროლირებული კვლევები არ არასებობს, არამედ ჩატარებულია მხოლოდ ობსერვაციული, დაკვირვებითი კვლევები, რომლებშიც მეცნიერები არ მონაწილეობდნენ. არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მთლიანობაში მიჩნეულია, რომ ვენტილატორი დაგემხარებათ, თუ ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსს არ აჭარბებს, მაგრამ თუ ის უფრო მაღალია, სხეულზე ასეთი ჰაერის ნაკადი მხოლოდ გაზრდის თბურ დატვირთვას და შეიძლება თბური დარტყმაც გამოიწვიოს. ამიტომ, თუ შენობაში ძალიან ცხელა, ვენტილატორების გამოყენება ორგნიზმის გაუწყლოვნებას დააჩქარებს. ამასთან, ვენტილატორები ნაკლებად ეფექტიანია მაღალი ტენიანობის დროს. ასეთ დროს ჰაერი კი გადაადგილდება, მაგრამ იმდენად დატენიანებულია, რომ ხელს უშლის ადამიანის კანიდან ოფლის აორთქლებას.

სიცხე მხოლოდ მოხუცებისთვისაა საშიში?

სიმართლეა, რომ განსაკუთრებულად ცხელ დღეებში, საავადმყოფოებში მოხვედრილი ადამიანებიდან ბევრი მოხუცია. სხეულის ტემპერატურა, რომელის დროსაც ადამიანის ორგანიზამი ეული ყველაზე კომფორტულ მდგომარეობაშია და ნორმალურად მუშაობს 36 და 37,5 გრადუსია. ჩვენი კანის თერმორეცეპტორები ტემპერატურის მატებას, ერთი გრადუსითაც კი, უმალ აფიქსირებენ. თუ გარემოს ტემერატურა სხეულისაზე მაღალია, ადამიანი გამოყოფს ოფლს, რომ გაგრილდეს. გარდა ამისა, ჩვენ გამოვყოფთ სითბოს და მეტ სისხლს ვუგზავნით ხელებს და ფეხებს (ამიტომ ცხელდება ხოლმე ისინი ღამით). თბორეგულაციის ორივე ეს მეთოდი ჩვენი გულისგან უფრო აქტიურ მუშაობას მოითხოვს. ამიტომ მოხუცებს ხშირად ემართებათ გულის შეტევები და ინფარქტები. განსხვავებით ჯანმრთელობაზე მკვეთრი აციების ეფექტისაგან, სიცხისგან გარდაცვალების შემთხვევათა უმრავლესობა მისი მოსვლის პირველივე დღეებში ფიქსირდება.

ასაკოვან ადამიანებთან დაკავშირებული კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ ისინი დროულად ვერ გრძნობენ რომ მათი ორგანიზმი გაუწყლოვნებულია. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სიცხე მხოლოდ მოხუცებისთვისაა სახიფათო. რისკის ზონაში არიან ბავშვები და ადამიანები, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც გადაადგილების პრობლემა აქვს, რაც ხელს უშლის მათ ფანჯარასთან მისვლას და მის გაღებას, წყლის მისაღებად გადაადგილებას, რომ ოფლიანობის დროს სითხის დაკარგვა აინაზღაუროს.

2003 წლის სიცხე ევროპაში, ზოგიერთი შეფასებით, სულ ცოტა 30 ათასი ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა, ექსპერტების ნაწილი - 70 ათასსაც ასახელებს. საფრანგეთში 15 ათასს დაღუპულს შორის 1321 ადამიანის ასაკი 64 წელს არ აჭარბებდა. მოკლედ მაღალი ტემპერატურის დროს ასაკოვან ადამიანებს მეტი სიფრთხილე მართებთ, მაგრამ იგივე მოთხოვებათ სხვებსაც.

ფანჯრები ღია უნდა იყოს?

სიცხის დროს, პირველი რაც ადამიანს აზრად მოსდის, ფანჯრების გახსნაა. მაგრამ ამას შეიძლება უკუეფექტი ჰქონდეს. ფანჯარა მხოლოდ მაშინ უნდა გააღოთ, როდესაც გარეთ უფრო გრილა, ვიდრე შენობაში, რაც როგორც წესი, ღამით არის. დღისით, ძლიერი სიცხის დროს ფანჯრები უნდა დახუროთ. ასეთ დროს შენობაში მზის სინათლე ნაკლებად აღწევს, ამიტომ ტემპერატურა შედარებით დაბალია.

ლუდის დალევა შეიძლება?

სხვადასხვა კვლევაში მეცნიერები მონაწილეებს ჯერ ფიზიკურ დატვირთვებს სთავაზობდნენ და ამის შემდეგ დასალევად აძლევდნენ ლუდს, მათ შორის, უალკოჰოლოსაც. რამდენიმე ექსპერიმენტს მსგავსი შედეგები მოჰყვა. კერძოდ, მართალია ჩვეულებრივი წყალი და სხვა აღმდგენი სასმელები სპორტსმენებისთვის უფრო ეფექტიანი იყო დაკარგული სითხის აღდგენის თვალსაზრისით, მაგრამ ძალიან კარგი შედეგები აჩვენა ლუდმაც (როგორც ალკოჰოლიანმა, ისე უალკოჰოლომაც). თუმცა, ეს პატარა კვლევებია, რომლებშიც არავის დაუდგენია სხეულის ტემპერატურის რყევები, ამიტომ დადასტურებულად არავინ იცის აგრილებდა თუ არა ლუდი ორგანიზმს და თუ აგრილებდა, რამდენად ეფექტიანად. მაგრამ, ამ კვლევებით გამოჩნდა, რომ სიცხის დროს ერთი ან ორი ჭიქა ლუდი არ გავნებთ, და ნამდვილად გაგაგრილებთ.
  

ყველა სიახლე

18 სექტემბერი 2019, 19:31

მსოფლიო

საუდის არაბეთმა ნავთობტერმინალებზე თავდამსხმელი გამოავლინა

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ ნავთობტერმინალებზე თავდასხმის მტკიცებულებები წარმოდგინა. უწყება თავდასხმაში ირანის ჩართულობაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ შეტევაზე იემენის მხრიდან მონაწილეობას გამოირიცხავს. მანამდე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰუსიტებმა, იემენში მოქმედმა გასამხედროებულმა დაჯგუფებამ აიღო.

კიევი, მეტროს ხიდი

18 სექტემბერი 2019, 19:03

მსოფლიო

კიევში კაცი მეტროს ხიდის აფეთქებით იმუქრება

კიევში, უცნობი კაცი მეტროს ხიდის აფეთქებით იმუქრება. ინფორმაციას უკრაინული მედია ძალოვნებზე დაყრდნობით ავრცელებს. კიევის საპატრულო პოლიციის ოპერატიული ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გავიდა. ხიდზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდა. მიმდინარეობს სპეცოპერაცია. კაცმა იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.

მარია შარაპოვა

18 სექტემბერი 2019, 18:50

ტაბლოიდი

შარაპოვა: ჩემი სახლი ამერიკაა

„შეერთებულ შტატებში ჩოგბურთის გამო გადმოვედი და ძალიან მალე შევითვისე აქაური ცხოვრების წესი. მე გავიზარდე რუსეთში და ბავშვობიდან რუსულ კულტურას ვეზიარე, რაც ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ბევრი ჩემი ნათესავი რუსეთში ცხოვრობს, მაგრამ ჩემი სახლი, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატებია“, - აღნიშნა ჩოგბურთელმა.

წყლის ურჩხული

18 სექტემბერი 2019, 18:47

ტაბლოიდი

ჩინური წყლის ურჩხულის ვიდეოსაიდუმლო ამოხსნილია

ჩინური წყლის ურჩხულის ვიდეოსაიდუმლო ამოხსნილია, - წერს Forbes. ცხოველის მაგვარი არსება ჩინეთის ერთ-ერთ მდინარეში დააფიქსირეს და ის თავიდან ლეგენდარულ ლოხ-ნესის ურჩხულადაც მიიჩნიეს. ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. მეცნიერების ნაწილმა ის წყლის გველადაც აღიქვა.

ზურაბ პოლოლიკაშვილი

18 სექტემბერი 2019, 18:39

ეკონომიკა

საქართველოში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა ჩატარდება

2020 წელს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის უმაღლესი ორგანოს აღმასრულებელი საბჭოს სხდომა საქართველოში გაიმართება. აღმასრულებელი საბჭოს სხდომა 2020 წელს ესპანეთში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ზურაბ პოლოლიკაშვილის შუამდგომლობით ესპანეთი ღონისძიებას 2021 წელს უმასპინძლებს.

როჯერ ფედერერი

18 სექტემბერი 2019, 18:37

სპორტი

როჯერ ფედერერი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს

ლეგენდარული ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს. შვეიცარელის თთქმით, ის 2020 წელს ოლიმპიადაზე და უიმბლდონზე იასპარეზებს, რის შემდეგაც კარიერას დაასრულებს. 38 წლის ჩოგბურთელს 8-ჯერ აქვს მოგებული უიმბლდონი, 6-ჯერ ავსტრალიის ღია პირველობა, 5-ჯერ ამერიკის ღია პირველობა.

ლედი გაგა

18 სექტემბერი 2019, 18:22

ტაბლოიდი

ლედი გაგამ კოსმეტიკური ბრენდის პრეზენტაცია გამართა

33 წლის ცნობილმა მომღერალმა ლედი გაგამ სანტა-მონიკაში საკუთარი კოსმეტიკური ხაზის კოლექცია წარადგინა. Haus Laboratories-თან კოლაბორაციით ერთად თვალის პროდუქტებზე იმუშავებენ და გაგა მათ მიერ გადაღებულ რეკლამებში გამოჩნდება.ლედი გაგას, თაყვანისმცემლები ასევე Allure-ის 2019 წლის ოქტომბრის ყდაზე იხილავენ.

სალომე ზურაბიშვილი

18 სექტემბერი 2019, 18:21

კულტურა

ზურაბიშვილმა ,,მოსიარულე მკვდრების“ და „ტერმინატორის“ პროდიუსერს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტი უცხოელ და ქართველ ქალ კინემატოგრაფებს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოში კინემატოგრაფიას მდიდარი ისტორია აქვს, რომელშიც ქალი რეჟისორები ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ,,ტერმინატორის“ და ,,მოსიარულე მკვდრების“ პროდიუსერი გეილ ენ ჰერდი საერთაშორისო ორგანიზაციის საპატიო წევრი და აქტიური მხარდამჭერია.

კაცი თავზე რქოვანი წარმონაქმნით

18 სექტემბერი 2019, 18:13

ტაბლოიდი

ინდოეთში ექიმებმა კაცს თავიდან ათსანტიმეტრიანი რქოვანი წარმონაქმნი მოაშორეს

ინდოეთში, ქალაქ საგარში ქირურგებმა 74 წლის კაცს თავზე ამოსული ათსანტიმეტრიანი რქოვანი წარმონაქმნი მოაშორეს. რქოვანი წარმონაქმნი კაცს თავზე დარტყმის შედეგად 5 წლის წინ გაუჩნდა. ამ დროის განმავლობაში, მას ტკივილები სტანჯავდა. ნეიროქირურგებმა რქოვან წარმონაქმნში კერატინი აღმოაჩინეს, რომელსაც ადამიანის თმები და ფრჩხილები შეიცავს.

რობერტ ობრაიენი

18 სექტემბერი 2019, 17:48

მსოფლიო

ტრამპმა რობერტ ობრაიენი უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად დანიშნა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად რობერტ ობრაიენი დანიშნა. ამის შესახებ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა. „მოხარული ვარ, რომ რობერტ ობრაიენს, ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად ვნიშნავ“, - წერს სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტი.

სელინ დიონი

18 სექტემბერი 2019, 17:47

კულტურა

სელინ დიონმა 3 ახალი სიმღერა გამოუშვა

ცნობილმა კანადელმა მომღერალმა სელინ დიონმა 3 ახალი სიმღერა გამოუშვა. ამის შესახებ Just Jared-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, სამივე კომპოზიცია მომღერლის ახალ ალბომში „Courage!“ შედის, რომელიც 15 ნოემბერს გამოვა. ბოლო 6 წლის განმავლობაში ეს დიონის პირველი ინგლისურენოვანი ალბომი იქნება.

18 სექტემბერი 2019, 17:45

მსოფლიო

მონროვიაში სკოლაში გაჩენილ ხანძარს სულ ცოტა 27 ბავშვი ემსხვერპლა

ლიბერიის დედაქალაქ მონროვიაში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. BBC-ის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად სულ ცოტა 27 ბავშვი დაიღუპა.

დონალდ ტრამპი

18 სექტემბერი 2019, 17:39

მსოფლიო

აშშ ირანის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფინანსთა მინისტრს სტივენ მნუჩინს ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოება დაავალა. ამის შესახებ უცხოური მედა ტრამპის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, თუმცა დამატებითი დეტალები ჯერ არ ვრცელდება. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა აშშ-ირანს შორის მორიგ დაპირისპირებას, რომელიც საუდის არაბეთში ნავთობტერმინალებზე თავდასხმის საკითხმა გამოიწვია.

მალაიზია დაკვამლიანება

18 სექტემბერი 2019, 17:24

მსოფლიო

მალაიზიაში დაკვამლიანების გამო 1500-მდე სკოლა დაიხურა

მალაიზიაში ხანძრების შედეგად დაკვმალიანების გამო 1500-მდე სკოლა დაიხურა. ადგილობრივი დროით 13:00 საათზე 1484 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 7 შტატში მილიონამდე მოსწავლე სკოლებიდან სახლებში გაუშვეს. ინდონეზიაში ხანძრები ფერმერებმა გააჩინეს. ისინი ამ მეთოდს მიწის გასასუფთავებლად იყენებენ.

შინდისი

18 სექტემბერი 2019, 17:21

კულტურა

„შინდისის" პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 27 სექტემბერს გაიმართება

ოსკარზე წარდგენილი ქართული ფილმის, „შინდისის" პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 27 სექტემბერს გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს კინოცენტრი ავრცელებს. ფილმის რეჟისორი დიტო ცინცაძეა, ხოლო პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი. ქართველ მაყურებელი, ოსკარზე წარდგენილ ფილმის პრემიერას დიდი ინტერესით ელოდება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

18 სექტემბერი 2019, 17:14

ეკონომიკა

ქუთაისის აეროპორტიდან პოზნანის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის ქალაქ პოზნანის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პრესცენტრი ავრცელებს. ტრადიციულად, პირველი რეისის მგზავრებს სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელი

18 სექტემბერი 2019, 17:10

მსოფლიო

ნეთანიაჰუს პარტიას კოალიციური მთავრობის შექმნა მოუწევს

ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ ისრაელის ვადამდელი არჩევნების შედეგად პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. ამის შესახებ ადგილობრივი Haaretz-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, დათვლილია ხმათა 91%. ამ მონაცემებით, „ლიკუდს“ პარლამენტში 31 ადგილი ერგო, მის მთავარ ოპონენტს, პარტიას „ლურჯი და თეთრი“ კი 32.

თურქეთი, აფეთქება ქიმიურ ქარხანაში

18 სექტემბერი 2019, 17:03

მსოფლიო

თურქეთში ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა

თურქეთში, სტამბოლთან ახლოს მდებარე ქიმიურ ქარხანაში აფეთქებისას, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ამ დროისთვის მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ვერ ახერხებენ. ქიმიური ქარხნის მიმდებარე ტერიტორიას პოლიცია აკონტროლებს. ადგილზე 50-მდე მეხანძრე და სპეცტექნიკა მუშაობს.

ბიძინა ივანიშვილი

18 სექტემბერი 2019, 17:00

საქართველო

ივანიშვილი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქვეყნის საკუთრება იქნება

ივანიშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ფონდი „ქართუ“ დარჩება მხოლოდ კერძო დამფინანსებლად და არა მესაკუთრედ საუნივერსიტეტო კომპლექსისა, რომელიც ვინმეს საკუთრება კი არ იქნება, არამედ იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტი და მთელი ქვეყნის საკუთრება“.

ლექსიკონი

18 სექტემბერი 2019, 16:54

მსოფლიო

ამერიკულმა ლექსიკონმა სიტყვა they-ს ახალი მნიშვნელობა მიანიჭა

ყველაზე ძველმა ამერიკულმა ლექსიკონმა Merriam-Webster-მა გრამატიკულ ნორმად აღიარა სიტყვა they-ს ("ისინი") გამოყენება გენდერქვიარის მიმართ. "They" ერთ-ერთია იმ 533 სიტყვიდან, რომელიც დღეს Merriam-Webster-მა ლექსიკოს ოფიციალურად დაამატა.