imedi /  15 აგვისტო 2018, 17:36 / სანდო წყარო

5 რჩევა მათთვის, ვინც სამუშაოსგან გადაღლას ებრძვის

სამუშაო თითქმის ყოველთვის სტრესია, თუმცა თუ ამ მარტივ წესებს მივყვებით, რომლებიც BBC-მ ფსიქოლოგების რეკომენდაციით გამოაქვეყნა, ამ სტრესის მნიშვნელოვნად შემცირება შესაძლებელი ხდება.

გამიჯნეთ სამსახური და დანარჩენი ცხოვრება

სამსახურზე ფიქრი ნევროზს იწვევს, რაც სამუშაოზე ცუდად აისახება. ეს აშკარა კანონზომიერება უკვე მეცნიერულად არის დადასტურებული. თუ თქვენ ელექტრონულ ფოსტას უქმე დღეებშიც ამოწმებთ, ნევროზის რისკი სახეზეა.

ვირჯინიის უნივერსიტეტის დოცენტის, უილიამ ბეკერის თქმით „სამსახურის და არასამუშაო ცხოვრების მოთხოვნები ერთმანეთს კონკურენციას უწევენ და ადამიანები დილემის წინაშე დგებიან, რაც შფოთს იწვევს და იწვევს საფრთხეს როგორც სამუშაო პროცესის, ასევე პირადი ცხოვრებისთვის“.

ბეკერი და მისი ნაშრომის თანაავტორები მიიჩნევენ, რომ ნევროზული ატმოსფეროს შექმნაზე პასუხისმგებლობა ხელმძღვანელს ეკისრება, რადგან სწორედ ხელმძღვანელობა აჩვენებს თანამშრომლებს, მოითხოვენ თუ არა მისგან მუშაობას „მუდმივი ჩართულობის“ რეჟიმში.

„ასეთი მოლოდინი - რეალურია ის, თუ წარმოსახვითი, ხდება გადაწვის და დისბალანსის მიზეზი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის. ამას გაცილებით მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე იმ დროის დაკარგვა, რაც აუცილებელია სახლში მისულმა ფოსტაზე ყველა წერილი წაიკითხოთ და უპასუხოთ მათ“, - წერენ კვლევის ავტორები.

არ იფიქროთ ხელფასზე და დატკბით პროცესით

მეცნიერების აზრით, სამუშაო ხელფასისთვის ნაკლებპროდუქტიულია. მათ დაამტკიცეს, რომ თვის ბოლოს ხელფასის მოლოდინი ადამიანს მოტივაციას არ უჩენს. ამ პოზიციას იზიარებს ჯონსონის სახელობის მენეჯმენტის უმაღლესი სკოლის დოცენტი ქეითლინ ვული.

მისი თეორია ექსპერიმენტს ეფუძნება, რომლის დროსაც მონაწილეებს სხვადასხვა დავალება მისცეს, რომლის შესრულების შემდეგ ზოგს შოკოლადი მისცეს, ზოგს კი ფული გადაუხადეს.

ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ მონაწილეებთან საუბრისას გაირკვა, რომ რაც უფრო ადრე აჯილდოებდნენ მათ, მით აშკარა ხდებოდა კავშირი სამუშაო პროცესსა და პრიზით მიღებულ სიამოვნებას შორის. შედეგად კი შინაგანი მოტივაცია გაიზარდა.

გაეთიშეთ ინფოხმაურს

სამუშაო კომპიუტერის ჩართვისთანავე ადამიანი მაშინვე ხვდება ერთბაშად რამდენიმე საკომუნიკაციო გარემოში. ამ დროს სხვადასხვა არხიდან სხვადასხვა სახის ინფორმაცია მოედინება, რაც ჩვენგან რეაქციას მოითხოვს.

საინფორმაციო ხმაურის ეს ეფექტი ერთგვარად მოცდენას იწვევს და დღეში დაახლოებით 2 საათს ვკარგავთ სოცქსელებში უმიზნო ბოდიალით. ამას გარდა იზრდება სამუშაო სტრესიც.

გასული წლის ზაფხულში ანალიტიკურმა ცენტრმა „ბიტრიქს 24“-მა ათასზე მეტი ადამიანი გამოკითხა, რომელთა 67%-მა დაადასტურა, რომ ინფოხმაურის წნეხს განიცდის სამუშაო პროცესში.

რესპონდენტების მესამედი გამოტყდა, რომ ტელეფონს ხელში 6 წუთში ერთხელ იღებენ, ან უფრო ხშირად და ასევე, ვერ ახერხებენ ერთ საკითხზე კონცენტრაციას 10 წუთზე დიდხანს.

ინფოხმაურისგან გამიჯვნა სხვადასხვა საშუალებით არის შესაძლებელი - გადაიჭრას ამოცანები რიგ-რიგობით, გააკეთეთ მცირე შესვენებები, ადექით კომპიუტერიდან და ფოკუსირება მოახდინეთ სუნთქვაზე, ასევე გამორთეთ ზედმეტი აპლიკაციები სამუშაო დღის დასაწყისში.

ნუ იქნებით თავგადაკლული მშრომელი

თუ ფიქრობ, რომ შეუცვლელი ხართ, შემდეგი ეტაპი ნერვული აფეთქებაა, - მიიჩნევს მკვლევარი გორდონ პიტერსონი.

ისე კი, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სამსახურს ყველაფერზე მაღლა აყენებენ - ურთიერთობებზე, ჯანმრთელობაზე და რა თქმა უნდა, დასვენებაზეც. ფასი, რასაც ისინი წარმატებისთვის იხდიან, ძალიან მაღალია.

იმისათვის, რომ გაიგოთ, ხართ თუ არა ასეთი მშრომელი, რამდენიმე კითხვას უნდა უპასუხოთ და თუ პასუხების უმეტესობა დადებითი იქნება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნებით.

ფიქრობთ, როგორ გამოითავისუფლო დრო სამუშაოსთვის;

უფრო დიდ დროს უთმობთ სამსახურს, ვიდრე აპირებდით;

მუშაობთ, რომ არ გქონდეთ დანაშაულის გრძნობა, შფოთვა, უმწეობა და დეპრესია და ეს თქვენ გეხმარებათ;

როცა მუშაობას გიკრძალავენ, დეპრესიაში ვარდებით.

დეპრესიის თავიდან ასაცილებლად, ურთიერთობა იქონიეთ თანამშრომლებთან

დეპრესია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქოლოგიური დაავადებაა. ჟურნალ Psychology Today-ს ცნობით, თანამშრომლების დეპრესიის გამო ეკონომიკას წლიურად 44 მილიარდი დოლარის ზარალი ადგება
 

ფსიქოლოგების თქმით, აქ მთავარი არა ზარალის ოდენობაა, არამედ ის რომ მთელ მსოფლიოში ადამიანები დეპრესიის მიუხედავად მაინც შრომობენ.

უფრო მეტიც, ოფისებში რეკომენდებული არ არის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე საუბარი და თუ მაინც შეიტყობენ თანამშრომლის დეპრესიის შესახებ, მას ეჭვით უყურებენ.

ყველა სიახლე

რობერტ ობრაიენი

18 სექტემბერი 2019, 17:48

მსოფლიო

ტრამპმა რობერტ ობრაიენი უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად დანიშნა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად რობერტ ობრაიენი დანიშნა. ამის შესახებ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა. „მოხარული ვარ, რომ რობერტ ობრაიენს, ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად ვნიშნავ“, - წერს სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტი.

სელინ დიონი

18 სექტემბერი 2019, 17:47

კულტურა

სელინ დიონმა 3 ახალი სიმღერა გამოუშვა

ცნობილმა კანადელმა მომღერალმა სელინ დიონმა 3 ახალი სიმღერა გამოუშვა. ამის შესახებ Just Jared-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, სამივე კომპოზიცია მომღერლის ახალ ალბომში „Courage!“ შედის, რომელიც 15 ნოემბერს გამოვა. ბოლო 6 წლის განმავლობაში ეს დიონის პირველი ინგლისურენოვანი ალბომი იქნება.

18 სექტემბერი 2019, 17:45

მსოფლიო

მონროვიაში სკოლაში გაჩენილ ხანძარს სულ ცოტა 27 ბავშვი ემსხვერპლა

ლიბერიის დედაქალაქ მონროვიაში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. BBC-ის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად სულ ცოტა 27 ბავშვი დაიღუპა.

დონალდ ტრამპი

18 სექტემბერი 2019, 17:39

მსოფლიო

აშშ ირანის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფინანსთა მინისტრს სტივენ მნუჩინს ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოება დაავალა. ამის შესახებ უცხოური მედა ტრამპის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, თუმცა დამატებითი დეტალები ჯერ არ ვრცელდება. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა აშშ-ირანს შორის მორიგ დაპირისპირებას, რომელიც საუდის არაბეთში ნავთობტერმინალებზე თავდასხმის საკითხმა გამოიწვია.

მალაიზია დაკვამლიანება

18 სექტემბერი 2019, 17:24

მსოფლიო

მალაიზიაში დაკვამლიანების გამო 1500-მდე სკოლა დაიხურა

მალაიზიაში ხანძრების შედეგად დაკვმალიანების გამო 1500-მდე სკოლა დაიხურა. ადგილობრივი დროით 13:00 საათზე 1484 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 7 შტატში მილიონამდე მოსწავლე სკოლებიდან სახლებში გაუშვეს. ინდონეზიაში ხანძრები ფერმერებმა გააჩინეს. ისინი ამ მეთოდს მიწის გასასუფთავებლად იყენებენ.

შინდისი

18 სექტემბერი 2019, 17:21

კულტურა

„შინდისის" პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 27 სექტემბერს გაიმართება

ოსკარზე წარდგენილი ქართული ფილმის, „შინდისის" პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 27 სექტემბერს გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს კინოცენტრი ავრცელებს. ფილმის რეჟისორი დიტო ცინცაძეა, ხოლო პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი. ქართველ მაყურებელი, ოსკარზე წარდგენილ ფილმის პრემიერას დიდი ინტერესით ელოდება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

18 სექტემბერი 2019, 17:14

ეკონომიკა

ქუთაისის აეროპორტიდან პოზნანის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის ქალაქ პოზნანის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პრესცენტრი ავრცელებს. ტრადიციულად, პირველი რეისის მგზავრებს სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელი

18 სექტემბერი 2019, 17:10

მსოფლიო

ნეთანიაჰუს პარტიას კოალიციური მთავრობის შექმნა მოუწევს

ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ ისრაელის ვადამდელი არჩევნების შედეგად პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. ამის შესახებ ადგილობრივი Haaretz-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, დათვლილია ხმათა 91%. ამ მონაცემებით, „ლიკუდს“ პარლამენტში 31 ადგილი ერგო, მის მთავარ ოპონენტს, პარტიას „ლურჯი და თეთრი“ კი 32.

თურქეთი, აფეთქება ქიმიურ ქარხანაში

18 სექტემბერი 2019, 17:03

მსოფლიო

თურქეთში ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა

თურქეთში, სტამბოლთან ახლოს მდებარე ქიმიურ ქარხანაში აფეთქებისას, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ამ დროისთვის მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ვერ ახერხებენ. ქიმიური ქარხნის მიმდებარე ტერიტორიას პოლიცია აკონტროლებს. ადგილზე 50-მდე მეხანძრე და სპეცტექნიკა მუშაობს.

ბიძინა ივანიშვილი

18 სექტემბერი 2019, 17:00

საქართველო

ივანიშვილი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქვეყნის საკუთრება იქნება

ივანიშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ფონდი „ქართუ“ დარჩება მხოლოდ კერძო დამფინანსებლად და არა მესაკუთრედ საუნივერსიტეტო კომპლექსისა, რომელიც ვინმეს საკუთრება კი არ იქნება, არამედ იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტი და მთელი ქვეყნის საკუთრება“.

ლექსიკონი

18 სექტემბერი 2019, 16:54

მსოფლიო

ამერიკულმა ლექსიკონმა სიტყვა they-ს ახალი მნიშვნელობა მიანიჭა

ყველაზე ძველმა ამერიკულმა ლექსიკონმა Merriam-Webster-მა გრამატიკულ ნორმად აღიარა სიტყვა they-ს ("ისინი") გამოყენება გენდერქვიარის მიმართ. "They" ერთ-ერთია იმ 533 სიტყვიდან, რომელიც დღეს Merriam-Webster-მა ლექსიკოს ოფიციალურად დაამატა.

პატიმრების შეწყალება

18 სექტემბერი 2019, 16:42

საქართველო

ევსაქებმა შეწყალებულების სკანდალში პროკურატურას დიმიტრი გაბუნიას როლის შესწავლა მოსთხოვეს

"ევროპული საქართველო" წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დაინტერესებული ადამიანები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებიან და კონსულტაციებს გადიან საკითხზე, თუ რა ფასად შეიძლება პირის შეწყალება.

მაია ცქიტიშვილი

18 სექტემბერი 2019, 16:36

საქართველო

ცქიტიშვილი ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სექტორის გამოყოფაზე ინფორმაციას არ ადასტურებს

მაია ცქიტიშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ეკონომიკის სამინისტროს შესაძლოა, ენერგეტიკის სექტორი გამოეყოს. საპარლამენტო მოსმენების შემდეგ მხოლოდ ათი დღეა გასული და ახლა მთავრობა არსებული გეგმების, ინიციატივების უფრო სწრაფ განხორციელებაზე მუშაობს.

ელექტროსიგარეტი

18 სექტემბერი 2019, 16:36

მსოფლიო

ინდოეთში ელექტროსიგარეტის მოხმარება და წარმოება აიკრძალა

ინდოეთის მთავრობამ დღეს ქვეყნის ტერიტორიაზე ელექტროსიგარეტების მოხმარება დაწარმოება აკრძალა. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ გამოსცა, რომელსაც მინისტრთა კაბინეტმა მხარი ერთხმად დაუჭირა. ინდოეთში ელექტროსიგარეტის აკრძალვის შესახებ ინიციატივით ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო 2019 წლის აგვისტოში გამოვიდა.

ჯენიფერ ლოურენსი

18 სექტემბერი 2019, 16:33

ტაბლოიდი

მედია: ჯენიფერ ლოურენსი დაქორწინდა

ცნობილი მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი, საქმროსთან კუკ მერუნისთან ერთად ნიუ-იორკში, ქორწინების ბიუროსთან დააფიქსირეს. როგორც უცხოური ტაბლოიდები წერენ, წყვილი დაქორწინდა. სანდო წყაროს ინფორმაციით, მსახიობს თან ერთი მეგობარი, ფოტოგრაფი და დაცვის ორი წევრი ახლდა.

ბადრი პატარკაციშვილი

18 სექტემბერი 2019, 16:04

ძალოვნები

პატარკაციშვილის საქმეზე დაცვის მხარემ აუდიოჩანაწერის ექსპერტიზა წარადგინა

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სასამართლო პროცესზე, რომელიც დღეს გაგრძელდა, დაცვის მხარის მიერ მომზადებული ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა განიხილეს. ექსპერტიზა საქმის მთავარ მტკიცებულებას - აუდიო ჩანაწერს და დიქტოფონს ჩაუტარდა.

ინდონეზია

18 სექტემბერი 2019, 15:59

მსოფლიო

ინდონეზიაში ტყეების ხანძრების გაჩენაში ეჭვმიტანილი 200-მდე ადამიანი დააკავეს

ინდონეზიაში ტყის მასივში ხანძრების გაჩენაში ეჭვმიტანილი 200-მდე ადამიანი დააკავეს, - წერს CNN. როგორც ქვეყნის პოლიციის წარმომადგენელი დედი პრასეტიო აცხადებს, ქვეყნის სხვადასხვა პროვინციაში 200-მდე ადამიანია აყვანილი. „ხანძრების დიდი ნაწილი ადამიანურმა ფაქტორმა გამოიწვია“.

ექიმებზე ძალადობა

18 სექტემბერი 2019, 15:57

საქართველო

მედპერსონალზე ძალადობა ან მუქარა კანონით დაისჯება

კანონპროექტის მიხედვით, სამედიცინო პერსონალზე ფიზიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ძალადობა ან მუქარა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით, მათ შორის პატიმრობით დაისჯება. რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, თუ როგორ უსწორდება პაციენტი ფიზიკურად მედპერსონალს. დაპირისპირების შედეგად ექიმმა თავის ტვინის შერყევა მიიღო.

პანდემია

18 სექტემბერი 2019, 15:49

მსოფლიო

ექსპერტები: მსოფლიო ვირუსების პანდემიისთვის მზად არ არის

ექსპერტების განცხადებით პანდემიის საშიშროება იმდენად რეალურია, რომ მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, ექსპერტების თქმით, მას ასევე გავლენა ექნება და დააზარალებს გლობალურ ეკონომიკას. სპეციალისტების თქმით, ეპიდემიური ვირუსების კონტროლი ისევე რთულია როგორც მიგრაციის.

ირანი აშშ დროშები

18 სექტემბერი 2019, 15:22

მსოფლიო

ირანმა აშშ-ს ოფიციალური ნოტა გაუგზავნა

ირანი ამტკიცებს, რომ საუდის არაბეთში ნავთობტერმინალებზე თავდასხმაში მონაწილეობა არ მიუღია. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით თეირანმა ვაშინგტონს შვეიცარიის მეშვეობით ოფიციალური ნოტა გაუგზავნა, რომელშიც 14 სექტემბერს მომხდარ აფეთქებებთან კავშირს უარყოფს.