Imedi /  22 აგვისტო 2018, 00:46 / სანდო წყარო

WhatsApp-ი ინდოეთში ყალბ ამბებთან ბრძოლის ინსტრუმენტს განავითარებს

WhatsApp

WhatsApp

ოფიციალურმა დელიმ განაცხადა, რომ Facebook-ის მფლობელობაში არსებული WhatsApp-ი ინდოეთში ყალბ ამბებთან ბრძოლის ინსტრუმენტს განავითარებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს

ინდოეთის სამთავრობო უწყების წარმომადგენლის თქმით, შედეგად, ის აგრესიაც გაქრება, რაც ხალხს სოციალური მედიის მიმართ აქვს. 

დელიში ვიზიტისას, WhatsApp-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კრის დენიელსმა ინდოეთის საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრი დაარწმუნა, რომ ვითარებას დაარეგულირებს. 

ინდოეთის საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრ რავი შანკარ პრასადის თქმით, მან WhatsApp-ისგან პირობა მიიღო, რომ მესენჯერში სიძულვლის ენას და მისგან გამოწვეულ დაპირისპირებებს აღკვეთს. 

ინდოეთში Facebook-ის პრესსპიკერმა ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთა. 

ინდოეთში WhatsApp-ს 200-მილიონზე მეტი მომხმარებელი იყენებს. მესენჯერისთვის ეს ყველაზე დიდი ბაზარია. 

გამოცემის ინფორმაციით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ონლაინ პლატფორმებს, მაგალითად ისეთს, როგორიც არის WhatsApp-ი, ინდოეთში, 2019 წლის არჩევნებში, ყალბი ახალი ამბების გასავრცელებლად გამოიყენებენ. 

ივლისში WhatsApp-მა ინდოეთში შეტყობინებების გადამისამართებაზე ლიმიტი დააწესა. მანამდე გახდა ცნობილი, რომ მესენჯერმა ყალბი ამბების გავრცელების პრევენციისთვის $50-ათასიანი გრანტი დააწესა

Facebook-ის კუთვნილმა საკომუნიკაციო მესენჯერმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში WhatsApp-ის საშუალებით გავრცელებულმა ყალბმა ახალმა ამბებმა ლინჩის წესით გასამართლება წაახალისა, რამაც 12 ადამიანი იმსხვერპლა.

WhatsApp-ი 2009 წელს Yahoo-ს ორმა ყოფილმა თანამშრომელმა დააფუძნა. 2014 წელს აპლიკაცია Facebook-მა 19 მილიარდ დოლარად შეიძინა. 

WhatsApp-ს თვეში დაახლოებით 450 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. 

ყველა სიახლე

18 იანვარი 2022, 10:51

COVID19

საქართველოში 1015 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე საქართველოში 1015 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 285 პირი იმყოფება. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1015 პირი, მათ შორის, თბილისში - 440, აჭარაში - 136, იმერეთში - 250. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 285 პირი, მათგან თბილისში - 168, აჭარაში - 45, იმერეთში - 22.

18 იანვარი 2022, 10:49

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 4171 თბილისში, 801 აჭარაში, 792 კი იმერეთში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, აჭარასა და იმერეთში გამოვლინდა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 521 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 4 171 შემთხვევა, აჭარა - 801, იმერეთი - 792, ქვემო ქართლი - 285, შიდა ქართლი - 380, გურია - 193, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 302, კახეთი -263, მცხეთა-მთიანეთი - 171, სამცხე-ჯავახეთი - 108, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -55.

18 იანვარი 2022, 10:47

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 9 290 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 9 290-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 622 459 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 006 864 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 934 667, გარდაიცვალა 14 512 პაციენტი.

18 იანვარი 2022, 10:47

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 13,34%-ია

18 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 13,34%, ბოლო 14 დღის - 10%, ბოლო 7 დღის - 10,26%

18 იანვარი 2022, 10:44

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 31 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 31 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

18 იანვარი 2022, 10:44

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 7 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 7 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 160 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 006 864 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 934 667, გარდაიცვალა 14 512 პაციენტი.

ალექსანდრე გოგინავა

18 იანვარი 2022, 10:24

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: თუ ბავშვს გაციების სიმპტომები აღენიშნება, სკოლაში არ გაუშვათ - ერთმა ბავშვმა შეიძლება მთელი კლასი დააინფიციროს

ალექსანდრე გოგინავა მშობლებს მოუწოდებს, თუ ბავშვს გაციების სიმპტომები აღენიშნება სახლში დატოვოს. ინფექციონისტი აღნიშნავს, რომ „ომიკრონი“ სწრაფად ვრცელდება და ერთმა ბავშვმა შეიძლება მთელი კლასი დააინფიციროს.

18 იანვარი 2022, 10:15

რეგიონი

თიანეთში ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძემ, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, მერის მოადგილე ზურაბ ცისკარიშვილმა და მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რეგიონის კოორდინატორმა ბადრი კუკულაძემ მერიის თანამშრომლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს.

18 იანვარი 2022, 10:06

რეგიონი

GITA საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ახალ საგრანტო პროგრამებს იწყებს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ევროკავშირის საგრანტო დაფინანსებით, „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, ახალ საგრანტო პროგრამებს აცხადებს შემდეგ რეგიონებში: იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.

ბიძინა კულუმბეგოვი

18 იანვარი 2022, 09:50

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: დიდია შანსი, რომ „ომიკრონის“ შემდეგ ორგანიზმში ხანგრძლივი კოვიდი დარჩეს

რა საფრთხეებს ქმნის ომიკრონი - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, მიუხედავათ დაავადების მთლიანობაში შემსუბუქებისა, ის მაინც დიდი რისკის ვარიანტია ასაკოვანი და ქრონიკული დაავადების მქონე პოპულაციისთვის.

18 იანვარი 2022, 09:01

პოლიტიკა

პრეზიდენტი პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატებს მიმდინარე კვირის ბოლომდე წარუდგენს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ კანდიდატი ხმების საკმარის რაოდენობას ვერ მიიღებს, მეორე კენჭისყრა ჩატარდება, სადაც აუცილებელი მხოლოდ 76 კანონმდებლის მხარდაჭერა იქნება. ამ შემთხვევაში კანდიდატები თანამდებობებზე 6 თვის ვადით დაინიშნებიან.

18 იანვარი 2022, 08:34

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

18 იანვარს ქუთაისში წვიმა და +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს.

18 იანვარი 2022, 08:19

მსოფლიო

ავღანეთში მიწისძვრას 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, დანგრეულია ასობით სახლი. ეპიცენტრი თურქმენეთის საზღვართან მდებარე ბადღისის პროვინციაში, 30 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

18 იანვარი 2022, 08:05

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტის 13-დან 7 სოფლის დამაკავშირებელი გზა გაწმენდილია

მუნიციპალიტეტის 13 სოფლიდან 7 სოფლის დამაკავშირებელი გზა უკვე გაწმენდილია , ამ დრომდე მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები 6 სოფელში.

ენტონი ფაუჩი

18 იანვარი 2022, 03:18

COVID19

ენტონი ფაუჩი: ჯერ ნაადრევია იმის თქმა, არის თუ არა „ომიკრონი“ კორონავირუსის პანდემიის ბოლო ტალღა

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, არის თუ არა „ომიკრონი“ კორონავირუსის პანდემიის ბოლო ტალღა.

ჟოზეფ ბორელი

18 იანვარი 2022, 03:06

მსოფლიო

ჟოზეფ ბორელი: სულ უფრო მეტად შეშფოთებული ვარ კიევის მიერ არაკონტროლირებად რეგიონებში არსებული ვითარებით, რადგან ისინი უკრაინას შორდებიან და რუსეთს უახლოვდებიან

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ სულ უფრო მეტად შეშფოთებულია კიევის მიერ არაკონტროლირებად რეგიონებში არსებული ვითარებით, რადგან ისინი უკრაინას შორდებიან და რუსეთს უახლოვდებიან.

ოლაფ შოლცი

18 იანვარი 2022, 02:28

მსოფლიო

გერმანიის კანცლერი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, მკაფიო ნაბიჯები გადადგას უკრაინასთან კონფლიქტის დეესკალაციისთვის

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, მკაფიო ნაბიჯები გადადგას უკრაინასთან კონფლიქტის დეესკალაციისთვის.

პეტრო პოროშენკო

18 იანვარი 2022, 01:29

მსოფლიო

სასამართლო პეტრო პოროშენკოს აღკვეთის ღონისძიებას 19 იანვარს შეუფარდებს

კიევის პეჩორის რაიონული სასამართლო სახელმწიფო ღალატის ბრალდების საქმეზე უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს აღკვეთის ღონისძიებას 19 იანვარს შეუფარდებს.

18 იანვარი 2022, 01:19

მსოფლიო

ამერიკელი სენატორები უკრაინას სოლიდარობასა და იარაღის მიწოდებას ჰპირდებიან და პუტინს აფრთხილებენ

კიევში ვიზიტით მყოფი ამერიკელი სენატორების ორპარტიული ჯგუფი უკრაინას სოლიდარობასა და იარაღის მიწოდებას ჰპირდება და ვლადიმერ პუტინს აფრთხილებს, უკრაინის წინააღმდეგ ახალი სამხედრო შეტევისგან თავი შეიკავოს.

18 იანვარი 2022, 00:56

ეკონომიკა

Oxfam: პანდემიის დაწყებიდან დედამიწის მოსახლეობის 99%-ის შემოსავალი შემცირდა, 10 უმდიდრესი ადამიანის ქონება კი გაორმაგდა

Oxfam​-ში მიაჩნიათ, რომ მილიარდერების გამდიდრებას იმ ეკონომიკურმა დახმარებამაც შეუწყო ხელი, რომელიც პანდემიის ფონზე სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებმა ბიზნეს-სექტორს გაუწია. „თუ ხვალ ეს 10 ადამიანი ქონების 99,999%-ს დაკარგავს, მაინც პლანეტის მოსახლეობის 99%-ზე მდიდრები იქნებიან“, - განაცხადა Oxfam International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გაბრიელა ბუხერმა.