imedi /  10 სექტემბერი 2018, 20:48 / სანდო წყარო

მეცნიერები 2018 წლის ბოლოს ანომალიურ კლიმატურ მოვლენას ვარაუდობენ

ელ ნინიო 2015 წელს

ელ ნინიო 2015 წელს

მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ინფორმაციით, 2018 წლის ბოლომდე, მსოფლიოში ანომალიური და გლობალურ კლიმატური მოვლენა, ელ-ნინიოა მოსალოდნელი. ამის შესახებ BBC წერს.

ელ ნინიო თბილი სეზონური ზედაპირული დინებაა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩნდება სამ ან შვიდ წელიწადში ერთხელ, ცივი დინების გაქრობის შემდეგ და გაბატონებულია არანაკლებ ერთი წელი. ჩვეულებრივ, ფიქსირდება დეკემბერში და ემთხვევა საშობაო დღესასწაულებს.

ელ ნინიო წყნარი ოკეანის ეკვატორული ნაწილის ზედაპირული ფენის ტემპერატურის რყევაა, რომელიც შესამჩნევ გავლენას ახდენს კლიმატზე. ამ მოვლენისას, წყლის ზედაპირული ფენა უჩვეულოდ თბება 1 °C-იდან 5 °C-მდე. ელ ნინიო ვრცელდება სამხრეთ ნახევარსფეროში, ეკვადორის სანაპიროს გაყოლებით ეკვატორამდე სამხრეთ განედის 5-7°-მდე, ხოლო ცალკეულ წლებში ძლიერდება და აღწევს სამხრეთ განედის 15°-ს. ელ ნინიო განსაკუთრებით კარგად ვლინდება პერუსა და ეკვადორის სანაპიროებთან, ზამთრის თვეებში ჩნდება აშშ-შიც.

ატმოსფეროს ცირკულაციის ცვლილება ახდენს გავლენას დედამიწის სხვადასხვა რეგიონების კლიმატზე. იგი იწვევს გვალვას, უხვ ნალექიანობას; წარმოქმნის უჩვეულოდ თბილი ან ცივი ამინდის პირობებს. ელ-ნინიოს თბილი წყლების თხელი ფენა წყვეტს ჟანგბადის მიმოსვლას ზედაპირის ფენაში, რაც დიდ გავლენას ახდენს პერუს პროდუქტიული რაიონების მდგომარეობაზე. გაძლიერებული წვიმები გამშრალ სანაპიროებზე იწვევს კატასტროფულ წყალდიდობებს.

უკანასკნელი ელ ნინიო, 2015-2016 წლებში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო, რაც აქამდე აღრიცხულა. მან დიდი ზიანი მიაყენა მსოფლიოს არაერთ ქვეყანას. მაგალითად, გამოიწვია ხანგრძლივი გვალვები აფრიკაში, რამაც გაანადგურა მოსავალი, ასევე, დაიტბორა სამხრეთ ამერიკის არაერთი ქვეყანა, - ბრაზილია, არგენტინა, პარაგვაი, ურუგვაი.

WMO-ს მიხედვით, ვარაუდი, რომ ის წელსაც შეინიშნება, 70%-ით ზუსტია.

ყველა სიახლე

ალცჰაიმერი

22 ოქტომბერი 2019, 22:23

ტექნოლოგიები

შექმნეს პირველი წამალი რომელიც ალცჰაიმერის დემენციას ანელებს

"ადუკანუმაბი" მიზანში იღებს პროტეინს სახელწოდებით ამილოიდი, რომელიც ალცჰაიმერის მქონე ადამიანის ტვინში ილექება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს ცილა ტოქსიკურია ტვინის უჯრედებისთვის და წამლის გამოყენებით ტვინის მისგან გაწმენდა, დემენციის მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

აშშ ჩრდილოეთ მაკედონია ნატო

22 ოქტომბერი 2019, 22:12

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი

აშშ-ის სენატმა ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი. კენჭისყრის ვიდეოტრანსლაცია საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატის ვებგვერდზე მიმდინარეობდა. ნატოში ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანებას მხარი 91-მა სენატორმა დაუჭირა, ორი კი წინააღმდეგი იყო.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

22 ოქტომბერი 2019, 21:42

მსოფლიო

ერდოღანი: თურქეთს სხვისი ტერიტორიები არ სჭირდება

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მის ქვეყანას სხვისი ტერიტორიები არ სჭირდება და თურქეთი სირიის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას ცდილობს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაზე საუბრისას განაცხადა.

წყალბურთი

22 ოქტომბერი 2019, 21:28

სპორტი

წყალბურთში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

ეროვნული ნაკრები 2020 წელს ჯგუფურ ეტაპზე საბერძნეთის, იტალიისა და საფრანგეთის გუნდებს შეხვდება. ევროპის ჩემპიონატს ქართველი წყალბურთელები ფრანგებთან თამაშით გახსნიან. ყველაზე ძლიერი მეტოქე კი იტალიის ნაკრებია, რომელიც მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონია.

კახა კუკავა

22 ოქტომბერი 2019, 21:09

საქართველო

აუდიტის სამსახური „თავისუფალი საქართველოს“ იაფი მედიკამენტების პროგრამას იკვლევს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „თავისუფალი საქართველოს“ იაფი მედიკამენტების პროგრამის ირგვლივ მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ Facebook-ზე დაპოსტა. კუკავას თქმით, პარტია ამ კამპანიას გააგრძელებს და ბოლომდე მიიყვანს დაპირებას.

ანაკლიის პროექტი

22 ოქტომბერი 2019, 21:03

საქართველო

ვიცეპრემიერი და ანაკლიის კონსორციუმის დირექტორი პარლამენტში დაბარებაზე დეპუტატებს პასუხობენ

ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა დეპუტატებს, რომლებიც მათ პარლამენტში, ღია ფორმატის შეხვედრაზე იბარებენ, უპასუხეს. პარლამენტში მათ დამოუკიდებელი დეპუტატები იბარებენ.

მარიამ მინაძე

22 ოქტომბერი 2019, 20:55

ტექნოლოგიები

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნესასოციაცია შეიქმნა

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნესასოციაცია შეიქმნა, რომლის მიზანიც ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის, როგორც ცალკე დარგის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება იქნება. ღონისძიებაზე ასევე წარადგინეს პროგრამა Digital Mind-ი, რომელიც კომპანიებს ბაზრების ეფექტიანად შესწავლის შესაძლებლობას მისცემს.

ცხინვალი

22 ოქტომბერი 2019, 20:47

ძალოვნები

ცხინვალის რეჟიმმა დეფაქტო საზღვრის კვეთისთვის დაკავებული ლაშა ხეთერელი გაათავისუფლა

ცხინვალის სასამართლომ მას ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა. ხეთერელის საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრაზეც განიხელს. ის ამ წუთებში შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზეა, რის შემდეგაც სახლში დაბრუნდება.

იმპერატორი ნარუჰიტო

22 ოქტომბერი 2019, 20:26

მსოფლიო

იაპონიაში ტახტზე იმპერატორ ნარუჰიტოს ასვლის აღსანიშნავად 500 000-ზე მეტი პატიმარი შეიწყალეს

შეწყალებულთა სიაში მოხვდნენ ისინიც, ვინც საგზაო მოძრაობის წესების დაღვევის გამო გაასამართლეს. 59 წლის იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიალს 2 ათასამდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის, 180-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაური და სამეფო ოჯახების წარმომადგენლები.

მიხეილ დვალიშვილი

22 ოქტომბერი 2019, 20:11

ძალოვნები

აღაიანში ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულის ქმარი სასამართლომ გაათავისუფლა. გამოძიება გრძელდება

გორის სასამართლომ მიხეილ დვალიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე იმსჯელა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დვალიშვილი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

დანია შუქურა

22 ოქტომბერი 2019, 19:57

მსოფლიო

დანიაში 120 წლის შუქურა ზღვაში ჩაძირვას გადაარჩინეს

დანიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 120 წლის შუქურა ბორბლებისა და ლიანდაგების საშუალებით ჩრდილოეთ ზღვაში ჩაძირვას გადაარჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. როდესაც 23 მეტრის სიმაღლის შუქურა 1900 წელს პირველად ჩართეს, ის ნაპირიდან 200 მეტრში მდებარეობდა, ბოლო თვეებში კი მას ჩრდილოეთ ზღვისგან მხოლოდ 6 მეტრი აშორებდა.

Boeing 737 MAX

22 ოქტომბერი 2019, 19:24

მსოფლიო

Boeing-მა ჩამოვარდნილი თვითმფრინავების მსხვერპლთა ოჯახებს $100 მილიონი გამოუყო

კომპანია Boeing-ი ინდონეზიასა და ეთიოპიაში ჩამოვარდნილი 737 MAX-ის თვითმფრინავების მსხვერპლთა ოჯახებს 100 მილიონ დოლარს გადაუხდის. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია თავის ვებგვერდზე ავრცელებს. ორი ჩამოვარდნილი Boeing 737 MAX-ის მსხვერპლთა ოჯახებს საერთო ჯამში კომპანიის წინააღმდეგ ასზე მეტი სარჩელი აქვს შეტანილი.

ბერა ივანიშვილი

22 ოქტომბერი 2019, 19:23

ტაბლოიდი

ბერამ ამაზონის ტყის გადასარჩენად $1.1 მილიონი გადარიცხა

ბერა ივანიშვილმა ამაზონის ტყის გადარჩენასთან დაკავშირებით Facebook-ზე ვიდეომიმართვა გაავრცელა. ვიდეოში ბერა ივანიშვილი ამბობს, რომ სურს ბრაზილიელ მეგობრებს მხარდაჭერა გამოუცხადოს და ამაზონის ტყის გადასარჩენად ორგანიზაცია დააფუძნა, ბერას თქმით, მან ამაზონის ტყისთვის 1.1. მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა.

Tinder

22 ოქტომბერი 2019, 19:13

ტაბლოიდი

პარიზის ოლიმპიური თამაშების ემბლემა Tinder-ის ლოგოს მიასგავსეს

2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების ემბლემა სოციალურ ქსელში ხუმრობის საგანი გახდა - მას სამაჟანკლო აპლიკაცია Tinder-ის ლოგოს ამსგავსებენ. სოციალურ ქსელში ბევრმა იხუმრა, რომ ეს ლოგო სამაჭანკლო აპლიკაციას ან თმის სალონს უფრო მოუხდებოდა, ვიდრე ოლიმპიურ თამაშებს.

ტორპედო

22 ოქტომბერი 2019, 18:55

სპორტი

გულშემატკივართა თხოვნით თასის ნახევარფინალში „ტორპედოს“ ძირითადი გუნდი ითამაშებს

დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალში ქუთაისის „ტორპედო“ თბილისში „საბურთალოს“ დაუპირისპირდება. „ტორპედოს“ ფეხბურთელები მატჩში მონაწილეობაზე კლუბის გულშემატკივრებმა დაითანხმეს, ამის შესახებ გუნდის ფან-კლუბის, „ჩვენ ვართ ტორპედო“ Facebook-ზე წერს.

ჯოზეფ მოული

22 ოქტომბერი 2019, 18:39

კულტურა

„სამეფო კარის თამაშების“ მსახიობი ​„ბეჭდების მბრძანებელში“ ითამაშებს

​ჯოზეფ მოული, რომელმაც HBO-ს პოპულარულ სერიალ „სამეფო კარის თამაშებში“ ბენჯენ სტარკის როლი შეასრულა, ​Amazon-ის „ბეჭდების მბრძანებელში“ ითამაშებს. ის უარყოფითი პერსონაჟის როლს შეასრულებს. ამ ეტაპზე მხოლოდ მისი სახელია ცნობილი - ორენი.

ცხვარი

22 ოქტომბერი 2019, 18:37

ტაბლოიდი

მსოფლიოში ყველაზე უხვმატყლიანი ცხვარი მოკვდა

ცხოველმა მსოფლიო ყურადღება 2015 წელს მიიქცია, როდესაც ის ველურ ბუნებაში აღმოაჩინეს. როგორც მაშინ ითქვა, ცხვარს იმხელა მატყლი ჰქონდა, რამდენიც 6 წლის განმავლობაში შეიძლება ცხოველს ჰქონდეს. მაშინ ცხვარი გაკრიჭეს და 41.1 კილოგრამამდე მატყლი მოაშორეს, რაც მსოფლიო რეკორდია.

გენერალი ალი ალ-ლამი

22 ოქტომბერი 2019, 18:35

მსოფლიო

„ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა ორი ერაყელი გენერალი მოკლეს

ერაყის ფედერალური პოლიციის ორი გენერალი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა თავდასხმას ემსხვერპლა. ამის შესახებ გამოცემა Shafaq News-ი ძალოვან უწყებებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. ბაღდადიდან 125 კილომეტრში გზაზე, რომლითაც გენერლები გადაადგილდებოდნენ, ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.

ლიბანი

22 ოქტომბერი 2019, 18:30

ტაბლოიდი

ლიბანში დემონსტრანტებმა ხმაურით შეშინებულ ბავშვს Baby Shark უმღერეს. ვიდეო

ლიბანში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მანქანაში მჯდომ 15 თვის ბავშვს ცნობილი საბავშვო სიმღერა Baby Shark უმღერეს. CNN-ის ინფორმაციით, ბავშვი დედასთან ერთად მომიტინგეებით გარშემორტყმულ მანქანაში აღმოჩნდა, რა დროსაც ხმაურმა და არეულობამ შეაშინა. დედამ კი გადაწყვიტა აქციის მონაწილეებისთვის ეთხოვა, რომ არ ეყვირათ,

ინდოეთი

22 ოქტომბერი 2019, 18:15

ტაბლოიდი

ინდოეთში დააკავეს ბრაკონიერი რომელსაც ტუჩა დათვის სასქესო ორგანოს ჭამა უყვარდა

2013 წელს მადჰია-პრადეშის შტატში, ველური ბუნების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა სპეციალური შტაბი შექმნეს მას შემდეგ, რაც რამდენიე ტუჩა დათვი სასქესო ორგანოს გარეშე იპოვეს - მათ რეპროდუქციული ორგანოები ჰქონდათ მოჭრილი.