imedi /  13 სექტემბერი 2018, 00:52 / სანდო წყარო

მედიკოსები: 2018 წელს მსოფლიოში კიბოს 18,1 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდება

კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, 2018 წელს მსოფლიოში კიბოს 18,1 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდება და 9,6 მილიონი დაიღუპება. ინფორმაციას BBC აქვეყნებს.

მედიკოსები ამბობენ, რომ ყოველწლიურად სიტუაცია მძიმდება და ამის მიზეზი განვითარებად ქვეყნებში დამკვიდრებული არაჯანსაღი ცხოვრების წესია.

ანგარიშის მიხედვით, ყოველი მეხუთე კაცი და ყოველი მეექვსე ქალი კიბოთი დაავადების საფრთხის წინაშეა. ყველაზე მეტად გავრცელებულია ფილტვის კიბო, რასაც დაბინძურებული გარემო და მოწევა იწვევს. ქალებს შორის გავრცელებულია ძუძუს კიბო.

ანგარიშის მიხედვით, 2040 წელს დედამიწაზე კიბოთი დაავადების 29 მილიონი ახალი შემთხვევაა მოსალოდნელი.

ყველა სიახლე

სიგარეტები

20 თებერვალი 2019, 12:14

საქართველო

წელს მანქანიდან სიგარეტის ნამწვის გადაგდების ფაქტზე 161 ჯარიმა დაიწერა

2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან სიგარეტის ნამწვის ქუჩაში გადადგებისთვის 161 ჯარიმა დაიწერა, ხოლო მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოებში გადაიგზავნა. 1 იანვრიდან დღემდე, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 305 ფაქტი გამოავლინეს.

პოლიტსაბჭო

20 თებერვალი 2019, 11:55

საქართველო

პოლიტსაბჭო მოსამართლეებზე 9 დეპუტატის ინიციატივაზე განცხადებას ავრცელებს

მასში ნათქვამია, რომ პარტიის თავმჯდომარისა და მმართველი გუნდის მიერ, გამოითქვა მზადყოფნა, კონსტიტუციურ ფარგლებში, ემსჯელათ მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხზე. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ, საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის დებულებებს.

კიბერთავდასხმა

20 თებერვალი 2019, 11:54

ტექნოლოგიები

გერმანიის მარშალის ფონდის სერვერებზე კიბერთავდასხმა მოხდა

გატეხილია უწყების თანამშრომლების 104 ანგარიში. ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა ასპენის ინსტიტუტის ევროპულ ფილიალზეც. გერმანიის მარშალის ფონდში აცხადებენ, რომ კიბერთავდასხმის უკან შესაძლოა რუსეთის გენერალურ შტაბთან დაკავშირებული დაჯგუფება „სთრონთიუმი“ იდგეს.

20 თებერვალი 2019, 11:48

ეკონომიკა

2018 წელს საქართველოდან ცხვრის ექსპორტზე მოთხოვნა გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ინფორმაციით, 2018 წელს საქართველომ ცხვრისა და ცხვრის ხორცის ექსპორტიდან 40.5 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 30.27 მილიონი იყო.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

20 თებერვალი 2019, 11:40

ეკონომიკა

სად მიფრინავდნენ ყველაზე ხშირად იანვარში ქუთაისის აეროპორტიდან

რეიტინგის მოთხოვნად მიმართულებებს შორის ვენა ლიდერობს. მეორე ადგილზე პრაღაა, ხოლო მესამე ადგილზე ათენი. "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2019 წლის იანვრის ყველაზე მოთხოვნად მიმართულებების TOP-5 ასეთია.

ირაკლი კობახიძე

20 თებერვალი 2019, 11:35

საქართველო

საპარლამენტო უმრავლესობა მოსამართლეებზე 9 დეპუტატის ინიციატივას მხარს არ დაუჭერს

როგორც კობახიძემ განმარტა, უმრავლესობა მზადაა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, მოამზადოს ისეთი წინადადებები მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციასდა ევროსაბჭოს რეკომენდაციებს შესაბამება და აგრეთვე არ გააღრმავებს პრობლემას სასამართლოს გადატვირთულობის თვალსაზრისით.

სალომე ზურაბიშვილი

20 თებერვალი 2019, 11:34

საქართველო

სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ RTL-ს ინტერვიუ მისცა

სტატიის თანახმად, საფრანგეთში დაბადებული სალომე ზურაბიშვილი კავკასიაში მდებარე ქვეყნის პირველი არჩეული ქალი პრეზიდენტი გახდა. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, მისთვის საფრანგეთში დაბრუნება ფრიად სიმბოლურია. მისი თქმით, ფრანგული განათლება და ქართული ფესვები მისი მთავარი ძლიერი მხარე და უპირატესობაა.

ქვები

20 თებერვალი 2019, 11:16

ტაბლოიდი

სამხრეთ კორეაში კაცს მუცლიდან 2 კილოგრამი ქვა, მონეტა და ბოთლის თავსახური ამოუღეს

54 წლის კაცმა ექიმს მუცლის ტკივილის ჩივილით მიმართა. მას მუცელი შებერილი ჰქონდა. პაციენტმა აღიარა, რომ დასამშვიდებლად სხვადსახვა ნივთებს ყლაპავს. რენტგენის შემდეგ ექიმებმა ქირურგიული ოპერაცია დანიშნეს. კაცმა საავადმყოფოში 9 დღე გაატარა.

განათლების სამინისტრო

20 თებერვალი 2019, 11:11

საქართველო

სამინისტრომ განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმები სკოლის დირექტორებს და მასწავლებლებს გააცნო

შეხვედრაზე სკოლის დირექტორებმა საკუთარი ხედვა წარადგინეს და ისაუბრეს თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან სკოლები წლების განმავლობაში. მათ ასევე ყურადღება გაამახვილეს უსაფრთხო სკოლის აუცილებლობაზე, მასწავლებელთა მოტივაციის გაზრდასა და მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების აუცილებლობაზე.

სანიაღვრე გვირაბი

20 თებერვალი 2019, 10:59

ეკონომიკა

მდინარე ვარაზისხევისა და კუს ტბის დამაკავშირებელი სანიაღვრე გვირაბის განახლება იგეგმება

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 259 ათასი ლარია. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაო 120 დღის ვადაში უნდა შეასრულოს. გვირაბი გასული საუკუნის 40-იან წლებში მოეწყო. 90-იან წლებში შეწყდა მისი მოვლა-ექსპლუატაცია, ხოლო 2004 წელს გამაგრდა და გაიწმინდა.

აშშ

20 თებერვალი 2019, 10:46

ეკონომიკა

აშშ-ში საქართველოსთვის დახმარების მოცულობა გაიზარდა

კანონპროექტი მოუწოდებს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტს შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აშშ-ის აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მათ მხარი არ დაუჭირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებას (სესხის, კრედიტისა და გარანტიის ჩათვლით), რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ვანდალიზმი

20 თებერვალი 2019, 10:39

მსოფლიო

აშშ-ში „კოცნის“ ქანდაკება ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა

ლეგენდარულ ფოტოზე გამოსახული, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის ჯორჯ მენდონსას გარდაცვალებიდან ერთი დღის შემდეგ, ძეგლი, რომელიც ფოტოზე გამოსახულ ლეგენდარულ კოცნას გამოხატავდა, ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა, მასზე გრაფიტი #MeToo გააკეთეს.

ვეცხლის ქუჩა

20 თებერვალი 2019, 10:37

ძალოვნები

გაირკვა, რომ ვერცხლის ქუჩაზე სროლისას კიდევ 1 ადამიანი დაიჭრა

თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე, სადაც სროლას მსხვერპლი მოჰყვა, კიდევ ერთი ადამიანი დაიჭრა. ეს ინფორმაცია imedinews-ის შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ავარია

20 თებერვალი 2019, 10:20

ძალოვნები

გაგარინის ქუჩაზე ერთმანეთს ხუთი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მსუბუქად დაშავდა ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი, თუმცა ქალის ჰოსპიტალიზება საჭირო არ გახდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. ამ დროისთვის გაგარინის აღმართზე მოძრაობა აღდგენილი და თავისუფალია.

ახალგორი

20 თებერვალი 2019, 10:18

საქართველო

ახალგორის გამოსასვლელთან ე.წ. გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა

დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ახალგორის გამოსასვლელთან არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი გახსნეს. ეს ინფორმაცია imedinews-ს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დაუდასტურა. ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიის დატოვება 5-მა ადამიანმა შეძლო.

ქართული ოცნება

20 თებერვალი 2019, 10:18

საქართველო

„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. საბჭოზე სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობენ.

ნაგავი

20 თებერვალი 2019, 10:13

საქართველო

2019 წელს ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 305 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, მთელი საქართველოს მასშტაბით აგრძელებენ 24-საათიან პატრულირებას, როგორც სიგარეტის ნამწვის ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან გადმოგდების, ისე ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის, სხვა ფაქტების გამოსავლენად.

კახა კალაძე

20 თებერვალი 2019, 10:02

საქართველო

კალაძე: ლილოს ნაგავსაყრელი დაიხურება

"ვმუშაობთ იმ საკითხზე, რომ როგორც ნორმალურ, ევროპულ, განვითარებულ ქალაქებშია, ისე მოხდეს ამ ნარჩენების გადამუშავება და შემდეგ ელექტროენერგიის ან საწვავის მიღება. მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც აღნიშნული პროექტის განხორციელებაში გვეხმარებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დროშები

20 თებერვალი 2019, 09:52

მსოფლიო

2023 წლისთვის უკრაინა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას გეგმავს

ამ საკითხებზე საუბრისას, პოროშენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორივე ბლოკში მისაღებად ქვეყანამ მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა გაატაროს. აღსანიშნავია, რომ უკრაინის პარლამენტში საკონსტიტუციო შესწორებაზე ხელმოწერას დაესწრო ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტიც.

კაილი ჯენერი

20 თებერვალი 2019, 09:44

ტაბლოიდი

მედია: კაილი ჯენერი დაინიშნა

კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდებიან. მათ საერთო ქალიშვილი, შტორმი ჰყავთ, რომელსაც ცოტა ხნის წინ, 1 წელი შეუსრულდა.