Imedi /  16 სექტემბერი 2018, 18:59 / სანდო წყარო

საჰარის უდაბნოს 4-ჯერ მეტი ელექტროენერგიის მიწოდება შეუძლია, ვიდრე მსოფლიო დღეს მოიხმარს

საჰარის უდაბნო

საჰარის უდაბნო

საჰარის უდაბნოში ფართო მასშტაბის მქონე მზის და ქარის სადგურების განთავსების შემთხვევაში, იქ მიღებული ელექტროენერგია დედამიწაზე არსებული ელექტროენერგიის მოხმარებაზე 4-ჯერ მეტი იქნება. ამის შესახებ ახალ კვლევაში წერია, რომელზეც ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კვლევისას სიმულაციურ მოდელში ქარის და მზის პანელები მსოფლიოს უდიდეს უდაბნოებში დაამონტაჟეს. სპეციალისტების თქმით, საჰარის უდაბნოს უდიდესი ნაწილი საცხოვრებლად უვარგისია, საჰელი კი (მიკროკლიმატური ზონა საჰარის უდაბნოში, რომელიც გადაჭიმულია სენეგალიდან სუდანამდე) მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ტერიტორიაა, რომლის მზარდ პოპულაციასაც კლიმატის ცვლილებამ დიდი ზიანი მიაყენა. 

2017 წლის გვალვამ 6 ქვეყნის 5 მილიონამდე ადამიანი სასურსათო კრიზისის წინაშე, ბავშვები კი სიკვდილიანობის მაღალი რისკის წინაშე დააყენა. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ უდაბნოში მზის და ქარის სადგურებისა და პანელების გაკეთება მნიშვნელოვნად შეცვლის ამ ტერიტორიებზე არსებულ კლიმატს. მათი თქმით, მზის ბატარეები მზის ენერგიას შთანქავს და შესაბამისად, მიწის ზედაპირის ტემპერატურა დაბლა დაიწევს. ასევე შესაძლებელია, რომ მათ გამოიწვიონ ტენიანობის ზრდა, რაც წვიმას შეუწყობს ხელს. 

ფუტურისტული კვლევის თანახმად, თუ უდაბნოები სრულად დაიფარება ქარის ელექტროსადგურებით, მათი 1/5 კი მზის ბატარეებით, საშუალოდ ყოველდღიური ნალექის მოცულობა 0.24 მმ-დან 0.59 მმ-მდე გაიზრდება.

მეცნიერების თქმით, თუ საჰარის უდაბნოს მეოთხედზე მაინც განთავსდება ქარის სადგურები, უდაბნოში ნალექის დონე საშუალოდ 0.17 მმ-ით გაიზრდება. 

ამ შედეგების მიუხედავად, სპეციალისტებისთვის ჯერ კიდევ რჩება გადაუჭრელი საკითხები, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სადგურებისთვის საჭირო ინვენტარისა და მათი ინსტალაციისთვის განკუთვნილი აღჭურვილობის უდაბნოებში გადატანის სირთულეა. 

მსოფლიოში ყველაზე დიდი უდაბნოს "საჰარის" ფართობი 1920 წლის შემდეგ 10%-ით გაიზარდა. მეცნიერების თქმით, კლიმატის ცვლილებები უდაბნოს ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

ყველა სიახლე

17 აპრილი 2024, 08:16

პოლიტიკა

საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას პლენარულს სხდომაზე კენჭს დღეს უყრიან

საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი გაუქმდება. შესაბამის ცვლილებაზე კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე დღეს გაიმართება. პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, 40%-იანი საარჩევნო ბარიერი უქმდება და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს. ცვლილებების მიხედვით, საკრებულოს არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება. „ქართული ოცნება“ განმარტავს, რომ ინიციატივა საკრებულოებს უფლებამოსილების დროული და ეფექტიანი განხორციელების შესაძლებლობას მისცემს და მათ შეუფერხებელ და ორგანიზებულ მუშაობას უზრუნველყოფს.

17 აპრილი 2024, 08:00

პოლიტიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდება

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდება. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული პროექტი პლენარულ სხდომას გუშინ მამუკა მდინარაძემ წარუდგინა. მმართველი გუნდისა და „ხალხის ძალის“ წევრები კანონპროექტის მიღების მნიშვნელობაზე საუბრობენ და განმარტავენ, რომ წარმოუდგენელია, გამჭვირვალობამ ხელი შეუშალოს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას.

ვოლოდიმირ ზელენსკი

17 აპრილი 2024, 03:24

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინა მოითხოვს ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომის მოწვევას უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვისა და საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდების საკითხის განსახილველად

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მოითხოვს ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომის მოწვევას უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვისა და საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდების საკითხის განსახილველად.

17 აპრილი 2024, 02:10

პოლიტიკა

9 არასამთავრობო ორგანიზაცია შსს-ს მოუწოდებს, შეწყვიტოს დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, თუმცა, განცხადებაში არაფერია ნათქვამი აქციის მონაწილეების მიერ „იმედის“ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ აგრესიაზე

საქართველოში მოქმედი 9 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები.

17 აპრილი 2024, 02:02

პოლიტიკა

„ქრონიკის“ ჟურნალისტს რატი მეტრეველს აქციის მონაწილემ შეურაცხყოფა მიაყენა

„ქრონიკის“ გადამღები ჯგუფების მიმართ „გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი ისევ აგრესიულია და თავდასხმებს განაგრძობს. რამდენიმე წუთის წინ „ქრონიკის“ ჟურნალისტს რატი მეტრეველს აქციის მონაწილემ შეურაცხყოფა მიაყენა.

17 აპრილი 2024, 01:55

პოლიტიკა

„კავკასიის მედიცინის ცენტრის“ ექიმი: რამდენიმე პაციენტია შემოყვანილი ჩვენს კლინიკაში აქციიდან, მათ რაიმე მძიმე დაზიანება არ აღენიშნებათ

„რამდენიმე პაციენტია შემოყვანილია ჩვენს კლინიკაში აქციიდან. ამჟამად არიან კვლევის პროცესში. უტარდებათ პირველადი დახმარება. რაიმე მძიმე დაზიანება ამჟამად არ ვლინდება. გრძელდება კვლევები და კვლევების შემდგომ უფრო დავაკონკრეტებთ. ძირითადად თავის არეშია მიყენებული დაზიანებები“, - აღნიშნა ექიმმა.

ჯანეტ იელენი

17 აპრილი 2024, 01:48

LIVE ისრაელი

აშშ-ის ხაზინის მდივანი: აშშ ირანის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს უახლოეს დღეებში მიიღებს

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ სანქციებს რამდენიმე დღეში გააძლიერებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

17 აპრილი 2024, 01:45

პოლიტიკა

აქციის მონაწილეები პოლიციას ჩიხებიდან ქვებს ესვრიან

პარლამენტის უკანა შესასვლელის ტერიტორიაზე „გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გრძელდება. ამ წუთებში ადგილზე მშვიდი ვითარებაა.

17 აპრილი 2024, 01:33

პოლიტიკა

პარლამენტის უკანა შესასვლელის ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გაგრძელდა

პარლამენტის უკანა შესასვლელის ტერიტორიაზე „გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გრძელდება. ამ წუთებში ადგილზე მშვიდი ვითარებაა.

ჟოზეფ ბორელი

17 აპრილი 2024, 01:19

მსოფლიო

უკრაინული მედია: ბორელის განცხადებით, დასავლელი მოკავშირეების მიერ უკრაინისა და ისრაელის ცის დაცვა ორი განსხვავებული რამ არის, რისი შედარებაც არ შეიძლება

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ დასავლელი მოკავშირეების მიერ უკრაინისა და ისრაელის ცის დაცვა ორი განსხვავებული რამ არის, რისი შედარებაც არ შეიძლება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა UNIAN-ი ავრცელებს.

ლაშა ბასლანძე

17 აპრილი 2024, 00:59

პოლიტიკა

ლაშა ბასლანძე: ჩემთვის ევროპა გამჭვირვალობაა, რუსეთია ცენზურა

ჩემთვის ევროპა გამჭვირვალობაა, მე ბავშვობიდან ვცხოვრობ იქ, ვიზრდებოდი, ვსწავლობდი იტალიაში და ცენზურა არ არის ევროპა. ცენზურა რუსეთია, - ამის შესახებ პროდიუსერმა ლაშა ბასლანძემ გადაცემაში „იმედი LIVE”-ში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მარინა ჯანაშია

17 აპრილი 2024, 00:27

საზოგადოება

მარინა ლობჟანიძე: მთავარი, რაც დღეს ჩვენ გვჭირს, დავკარგეთ სიყვარული, ძალიან ცოტა ქართველებმა, პატარა სახელმწიფომ, რომელსაც ამხელა ისტორიული წარსული აქვს. რაც ყველაზე მეტად მაშფოთებს, დღეს ამ სიყვარულს აღარ ვეძებთ

„მთავარი, რაც დღეს ჩვენ გვჭირს, დავკარგეთ სიყვარული, ძალიან ცოტა ქართველებმა, პატარა სახელმწიფომ, რომელსაც ამხელა ისტორიული წარსული აქვს, რაც ყველაზე მეტად მაშფოთებს, დღეს ამ სიყვარულს აღარ ვეძებთ. უნდა შევეცადოთ, რომ ეს სიყვარული მოვძებნოთ. ხომ შეიძლება რომ დავსხდეთ და მშვიდად, არგუმენტებით ვილაპარაკოთ. რატომ ხდება ისე, რომ ნებისმიერი განსხვავებული აზრი, უკვე ხდება აგრესიის მსხვერპლი. დიპლომატები, ჟურნალისტები, ხელოვნების წარმომადგენლები, ეს ის სფეროა, რომელიც ხელშეუხებელი უნდა იყოს“

ლაშა ბასლანძე

17 აპრილი 2024, 00:26

პოლიტიკა

ლაშა ბასლანძე: მე თქვენ ჟურნალისტს პროფესიონალიზმი შევუქე

მე თქვენ ჟურნალისტს პროფესიონალიზმი შევუქე, - ამის შესახებ პროდიუსერმა ლაშა ბასლანძემ გადაცემაში „იმედი LIVE” საპროტესტო აქციაზე “იმედის” კორესპონდენტ გიორგი აბაზაძეზე თავდასხმის შეფასებისას განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

17 აპრილი 2024, 00:23

LIVE ისრაელი

ერდოღანი: ნეთანიაჰუს სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ახლო აღმოსავლეთში ბოლოდროინდელ დაძაბულობაზე

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ბოლოდროინდელი დაძაბულობის ესკალაციაზე პასუხისმგებელნი არიან ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ და ისრაელის ხელმძღვანელობა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მაია ნიკოლეიშვილი

17 აპრილი 2024, 00:21

პოლიტიკა

მაია ნიკოლეიშვილი: ამ ახალგაზრდებისთვის პოლიციელი არ არის ადამიანი, ხოლო ამ ლიდერებისთვის ეს ახალგაზრდები არ არიან ადამიანები, არამედ პაიკები არიან, რომელთა სისხლიც უნდა დაიღვაროს, ამაზე მოწოდებებიც ვნახეთ

მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ კანონის შემოიტანა არის გარკვეული ტესტი, შარშან რაც მოხდა, წელსაც იგივე განმეორდება? იმ მოქმედებების უკან ჩვენ ფულს ვხედავთ და ეს არის გარკვეული გაფრთხილება დონორებისთვის, რომ მოდით, არჩევნების წინ შავ ფულს აქ ნუ გამოუშვებთ, - ამის შესახებ გადაცემა „იმედი LIVE“-ში დამოუკიდებელმა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

ლაშა ბასლანძე

17 აპრილი 2024, 00:19

პოლიტიკა

ლაშა ბასლანძე: რაც მამუკა მდინარაძემ გააკეთა, მგონი, ეგეთი არავის უქნია - პარლამენტში მივიდა და 18 საათი იდგა, დაუღეჭა ყველას ყველაფერი

რაც მამუკა მდინარაძემ გააკეთა მე მგონი, ეგეთი არავის უქნია. პარლამენტში მივიდა და 18 საათი იდგა, დაუღეჭა ყველას ყველაფერი,- ამის შესახებ პროდიუსერმა ლაშ ბასლანძემ „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.

17 აპრილი 2024, 00:18

საზოგადოება

პარლამენტთან გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის ძირითადი ნაწილი დასრულებულია, თუმცა ადგილზე გარკვეული ჯგუფები რჩებიან

ოპოზიციის ლიდერებმა დატოვეს ტერიტორია, აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი ასევე წასულია. რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა მხოლოდ მცირერიცხოვანი ჯგუფი რჩება. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც.

მაია ნიკოლეიშვილი

17 აპრილი 2024, 00:14

პოლიტიკა

მაია ნიკოლეიშვილი: რაც მამუკა მდინარაძის მიმართ მოხდა, ქცევაც არ ჰქვია იმას - მიმაჩნია, რომ აქ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს

რაც მამუკა მდინარაძის მიმართ მოხდა, ქცევაც არ ჰქვია იმას - მიმაჩნია, რომ აქ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

მარინა ლობჟანიძე

17 აპრილი 2024, 00:07

საზოგადოება

მარინა ლობჟანიძე: ევროინტეგრაცია მინდა ჩემი იდენტობით, ჩემი ტრადიციებით, ჩემი ენით და ჩემი მამულით

„მე არ ვარ პოლიტიკოსი, ხელოვანი ვარ და ვარ „საზოგადოება ქართულში“, სადაც ერთ-ერთი ძირითადი პოსტულატი ამ საზოგადოების შექმნისა, იყო ის, რომ უნდა მოგვეცეს დიალოგის, ლაპარაკის საშუალება ჩვეულებრივ ხალხს და იმ ხალხს, რომელიც დღეს ქართული ინტელექტის, ნიჭის, გამოცდილების, ცოდნის ძალიან დიდი განძია, რომელიც რაღაც მიზეზების გამო გაიწია გვერდზე და მათ თქმის უფლება არ აქვთ“

ბექა ოდიშარია

17 აპრილი 2024, 00:05

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: ჩვენს ირგვლივ არის ძალიან ბევრი სახიფათო გამოწვევა, რომლებსაც სჭირდება პრევენცია, პრევენცია კი კანონით უნდა მოხდეს

ჩვენ ირგვლივ არის ძალიან ბევრი სახიფათო გამოწვევა, რომლებსაც სჭირდება პრევენცია, პრევენცია კი კანონით უნდა მოხდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.