imedi /  21 სექტემბერი 2018, 22:55 / სანდო წყარო

როგორ მივხვდეთ რომ გვატყუებენ

დაკითხვა

„მატყუარას ამოსაცნობად ნათქვამის ნაცვლად, მის ჟესტებს უნდა მივაქციოთ ყურადღება. გაცილებით თვალსაჩინოა ის სიგნალები, რომლებსაც ჩვენ ცნობიერად ვერ ვამჩნევთ - მაგალითად, ფეხების მდგომარეობა“, -ამის შესახებ Focus-ში გამოქვეყნებულ სტატიაში კრიმინოლოგიისა და სპეცსამსახურების ექსპერტი მარკ ჰოფმანი წერს.

„ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ მატყუარებს მკვეთრი ჟესტიკულაცია და მოკლე პასუხები აქვთ და თანამოსაუბრეს თვალებში ვერ უყურებენ. ამიტომაც, ნამდვილი მატყუარები ყველაფერს პირიქით აკეთებენ, თვალით კონტაქტს საკმარისზე მეტად ამყარებენ და ამბავს, დასარწმუნებლად, დაწვრილებით ჰყვებიან“, - წერს პუბლიკაციის ავტორი.

ჰოფმანის თქმით, არსებობს გაცილებით მნიშვნელოვანი რამ - მაგალითად ფეხები, რომლებიც აჩვენებს მიმართულებას, საით უნდა ადამიანს წასვლა იმ დროს, როდესაც ტანი და თვალები თანამოსაუბრისკენ არის მიმართული. ასეთი რამ დამახასიათებელია ადამიანებისთვის, მაგალითად დაკითხვაზე.

„ოფლიანობა, პულსის აჩქარება და სახეზე ხანმოკლე ემოცია, რომელიც შიშს აჩვენებს, ასევე სიგნალებია, რომელსაც თითქმის ვერ ვაკონტროლებთ, ამიტომაც ამ კრიტერიუმებით მატყუარას ამოცნობაც ხდება შესაძლებელი“, - წერს ჰოფმანი.

თუმცა, ექსპერტი იმასაც ამბობს, რომ მანამდე საჭიროა მატყუარაზე დაკვირვება მისი სტანდარტული მდგომარეობის დროს.

ავტორის თქმით, ეს თანამედროვე დაკითხვის მეთოდია და სპეცსამსახურები მას მთელ მსოფლიოში იყენებენ.

„პირველი ნაბიჯია დაკვირვება - როგორ ახამხამებს ობიექტი თვალს, ლაპარაკობს, როგორია მისი ჟესტიკულაცია, როცა არ ტყუის. თუმცა იყავით ყურადღებით: ადამიანების სტანდარტული ქცევა განსხვავებულია. მაგალითად, გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლიაიენი თვალს წამში 85-ჯერ ახამხამებს, როცა არ ტყუის. ეს მისი სტანდარტული ქცევაა. ამიტომაც, გამოთქმა - ვინც თვალს ხშირად ახამხამებს, ცრუობს - არასწორია. ტყუის ის, ვინც თვალს ჩვეულებრივზე ხშირად ახამხამებს“, - წერს ჰოფმანი.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

კახა კუკავა

21 ოქტომბერი 2018, 19:23

საქართველო

აკაკი ასათიანმა კახა კუკავას სასარგებლოდ არჩევნებიდან კანდიდატურა მოხსნა

„ტრადიციონალისტთა კავშირის“ ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა აკაკი ასათიანმა და „ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვახტანგ გაბუნიამ განაცხადეს, რომ ისინი ხსნიან საკუთარ კანდიდატურას და არჩევნებში მხარს კახა კუკავას უჭერენ.

ეგვიპტის მინისტრთა კაბინეტი

21 ოქტომბერი 2018, 19:00

მსოფლიო

ეგვიპტეში საგანგებო მდგომარეობა კიდევ 3 თვით გაახანგრძლივეს

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას კენჭი დღეს ეგვიპტის პარლამენტმა უყარა. საგანგებო მდგომარეობის ათვლა 15 ოქტომბრიდან დაიწყო. ეგვიპტეში საგანგებო მდგომარეობა 2017 წლის აპრილში, ორ სალოცავზე განხორციელებული ტერაქტის შემდეგ გამოაცხადეს.

დათო ხუჯაძე

21 ოქტომბერი 2018, 18:59

კულტურა

აზერბაიჯანელი კომპოზიტორი დათო ხუჯაძეს პლაგიატში ადანაშაულებს

აზერბაიჯანელი კომპოზიტორი ჯავანშირ გულიევი მუსიკოს დათო ხუჯაძეს პლაგიატში ადანაშაულებს და თავის Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს. პოსტზე მიბმულია გულიევისა და ხუჯაძის სიმღერები. გულიევი ამბობს, რომ დათო ხუჯაძემ მისი სიმღერიდან "YARIM GİLƏ" მელოდია მოიპარა.

ანდრეს ესკობარი

21 ოქტომბერი 2018, 18:57

სპორტი

კოლუმბიელი ფეხბურთელი ვარჯიშზე ჩაძინებისთვის გუნდიდან გარიცხეს

მოედანზე სავარჯიშოდ გასული ფეხბურთელი ტრიბუნების ქვეშ მძინარე იპოვეს. მოგვიანებით დადგინდა, რომ ესკობარი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო, რის შემდეგაც კლუბის ხელმძღვანელობამ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.

21 ოქტომბერი 2018, 18:53

ვიდეო

რუსთავში ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებულები, საავადმყოფოში რჩებიან

გუსტავ მაგნარ ვიტიო

21 ოქტომბერი 2018, 18:45

ეკონომიკა

Forbs-მა ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი კაცი დაასახელა

ნორვეგიელი გუსტავ მაგნარ ვიტიოს კომპანია Salmar ASA-ს მსხვილი აქციონერია, ეს კომპანია კი მამამისს ეკუთვნის. ამის მიუხედავად, ის ოჯახურ ბიზნესში ჩართული არ არის. ის კარიერას სამოდელო ბიზნესში იწყობს და ინვესტიციებს ტექნოლოგიურ სტარტაპებში დებს.

21 ოქტომბერი 2018, 18:44

ვიდეო

პროკურატურა ახალ ფარულ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს

ღვინის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტი

21 ოქტომბერი 2018, 18:40

საქართველო

გურჯაანში ღვინის უნივერსიტეტი აშენდება

უნივერსიტეტის ერთ-ერთ ადგილად ყოფილი სკოლა-ინტერნატის ტერიტორია განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ დროისთვის მიღებული არ არის. პროექტის მიხედვით, აშენდება სამი შენობა: ღვინის ლაბორატორია, ღვინის მცირე წარმოება და სტუდენტური საერთო საცხოვრებელი.

21 ოქტომბერი 2018, 18:39

ვიდეო

ბოტანიკური ბაღი „პურის ფესტივალს“ მასპინძლობს

21 ოქტომბერი 2018, 18:37

ვიდეო

გრიგოლ ვაშაძე აჭარის მოსახლეობას შეხვდა

21 ოქტომბერი 2018, 18:28

ვიდეო

სალომე ზურაბიშვილი ისნის მცხოვრებლებს შეხვდა

21 ოქტომბერი 2018, 18:27

ვიდეო

საინფორმაციო ბრიფინგი ცესკოში

ფრენბურთი

21 ოქტომბერი 2018, 18:25

სპორტი

სერბეთი ფრენბურთში ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონია

ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ სერბი ტიანა ბოშკოვიჩი დასახელდა. ამ სპორტში სერბეთმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული პირველად მოიღო. პირველი იყო პრეცედენტი, როდესაც ფინალში ორმა ევროპულმა გუნდმა ითამაშა. ქალთა შორის ფრენბურთში მსოფლიო ჩემპიონატს იაპონია მასპინძლობდა.

ლომისის მამათა მონასტერი

21 ოქტომბერი 2018, 18:22

ძალოვნები

ლომისის მონასტერთან დაკავებული ორივე ადამიანი გაათავისუფლეს

ოკუპანტებმა მორჩილი 2000 წელს დაბადებული გურამ ლობჯანიძე მაშინ დააკავეს, როდესაც ის წყაროზე წყლის ამოსატანად იყო ჩასული. მამა პავლე ( იოსებ ტეტელოშვილი) მის დასახმარებლად ჩავიდა, თუმცა მისი თხოვნის მიუხედავად გაეთავისუფლებინათ მორჩილი, ორივე გადაიყვანეს რუსულ სამხედრო ბაზაზე.

დევიდ ბექჰემი

21 ოქტომბერი 2018, 18:18

ტაბლოიდი

დევიდ ბექჰემის ინტერვიუს შემდეგ, ვიქტორია ბექჰემი 2 დღე ტიროდა

ვარსკვლავური წყვილის ოჯახში განხეთქილება შესაძლოა ერთმა ინტერვიუმ შეიტანოს. ბექჰემების ახლობელი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ვიქტორიამ დევიდის მიერ მიცემული ინტერვიუს შინაარსი შეიტყო, ორი დღე ტიროდა.

21 ოქტომბერი 2018, 18:18

ვიდეო

ლომისის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსმა სამხედროებმა ორი ადამიანი დააკავეს

ნაციონალები და ევროპული საქართველო

21 ოქტომბერი 2018, 17:58

საქართველო

გრიგოლ ვაშაძემ ყოფილ თანაგუნდელებს „ვაი ოპოზიცია“ უწოდა

ამომრჩევლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლაში, გრიგოლ ვაშაძემ "ევროპული საქართველოს" ლიდერების მიერ "ნაციონალური მოძრაობის" შესახებ დღეს გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა და ყოფილ თანაგუნდელებს "ვაი ოპოზიცია" უწოდა.

21 ოქტომბერი 2018, 17:55

ტექნოლოგიები

როგორ ვისწავლოთ გზის დამახსოვრება და არ დავიკარგოთ. რჩევები

ტელეფონზე ლაპარაკი, შეტყობინების გაგზავნა და სხვა რამეზე ფიქრიც კი გავლენას ახდენს თქვენს ორიენტირების შესაძლებლობაზე და იმის გაგებაზე, თუ რა მიმართულებით მიდიხართ. შეეცადეთ, მთლიანად კონცენტრირდეთ გზაზე.

HealthCare.gov

21 ოქტომბერი 2018, 17:52

ტექნოლოგიები

ჰაკერებმა აშშ-ის სამთავრობო ჯანდაცვის სისტემიდან 75,000 ადამიანის მონაცემები მოიპარეს

შედეგად უწყებამ ვებგვერდიდან პირდაპირი რეგისტრაციის სისტემა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე დროებით დახურა. მომსახურება რამდენიმე დღეში აღდგება. 2017 წელს კიბერთავდასხმებმა მსოფლიო 600 მილიარდი დოლარით აზარალა.

ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი

21 ოქტომბერი 2018, 17:48

საქართველო

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო

საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და მას ცესკოს წევრებთან ერთად, 2 საერთაშორისო და 5 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 12 დამკვირვებელი დააკვირდება.