Imedi /  18 ნოემბერი 2018, 11:08 / სანდო წყარო

Instagram-ის მომხმარებლების პაროლები სისტემური ხარვეზის გამო გასაჯაროვდა

Instagram

Instagram

Instagram-მა მომხმარებლების ნაწილს უკვე შეატყობინა, რომ შესაძლოა მათი პაროლი სისტემური ხარვეზის გამო მესამე პირებისთვის ცნობილი გახდა. ამის შესახებ The Verge-ი წერს

გამოცემის ინფორმაციით, მომხმარებლების პაროლები შემთხვევით მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც ზოგიერთმა მათგანმა სოცქსელზე არსებული მასალა გადმოწერა. 

კომპანიის სპიკერი განმარტავს, რომ მომხდარის შესახებ მალევე გახდა ცნობილი, შესაბამისად სისტემური წუნი მომხმარებლების ძალიან მცირე რაოდენობას შეეხო. 

Instagram-მა მომხმარებლის გვერდზე არსებული მასალის ჩამოწერის ფუნქცია 2018 წლის აპრილში დაამატა. მსგავსი ფუნქციის ამოქმედების შესახებ კომპანიამ მას შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რაც 2018 წლის 25 მაისიდან ევროკავშირმა პირადი მონაცემების დაცვის ახალი რეგლამენტი (GDPR) აამოქმედა.

ყველა სიახლე

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

19 ოქტომბერი 2019, 15:52

მსოფლიო

ერდოღანი: თურქეთი ტრამპის წერილს ვერ დაივიწყებს

თურქეთის ლიდერის ამ განცხადებას ამერიკული CNBC-ი ავრცელებს. სტამბულში, ჟურნალისტებთან საუბრისას ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი სათანადო პასუხს გასცემს, როდესაც შესაბამისი დრო დადგება. ამ საკითხის დღის წესრიგში წამოწევას კი ახლა ორი ქვეყნის ლიდერს შორის ურთიერთპატივისცემა უშლის ხელს.

კახა კალაძე

19 ოქტომბერი 2019, 15:15

საქართველო

კალაძე გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულებს შეხვდა

თბილისის მერი გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულებს შეხვდა. კახა კალაძის განცხადებით, მერიამ დროებითი საცხოვრებლებით უზრუნველყო 15 ოჯახი და ისინი სხვადასხვა სასტუმროებში გადანაწილდნენ. გამგებლის ინფორმაციით, კორპუსი სადაც აფეთქება მოხდა საცხოვრებლად სულ მცირე 1 კვირა ვერ გამოდგება.

გოდერძობა

19 ოქტომბერი 2019, 15:12

კულტურა

სოფელ ჩოხში სახალხო დღესასწაული „გოდერძობა“ აღინიშნება

სოფელ ჩოხში გამოჩენილი გუდამაყრელი მწერლის გოდერძი ჩოხელის დაბადების დღისადმი მიძღვნილი სახალხო დღეობა „გოდერძობა“ აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით სოფელში მწერლის სახლ-მუზეუმი გაიხსნა. გარდა ამისა, დაგეგმილია სხვადასხვა საზეიმო ღონისძიება.

ვახტანგ გომელაური

19 ოქტომბერი 2019, 15:01

ძალოვნები

გომელაური ატოცში მიმდინარე პროცესებზე: სიტუაციას სრულად ვაკონტროლებთ

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გავლების პროცესს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ესკალაციის საფრთხე არ არსებობს.

ატოცი

19 ოქტომბერი 2019, 14:50

საქართველო

საგარეო უწყება რუსეთს დესტრუქციული ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

სამინისტრო აღნიშნავს, რომ ბოლო დროს ადგილზე უკიდურესად გამწვავებული მდგომარეობის ფონზე, საოკუპაციო ძალების აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას“. ატოცში ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება. ოკუპანტებმა მავთულხლართების მონტაჟი გაახლეს.

გიორგი გახარია

19 ოქტომბერი 2019, 14:39

საქართველო

გახარია: პირდაპირ მითხარით, რა არის გასაკეთებელი სპორტის განვითარებისთვის

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია გორში მედიკოსებს და სპორტსმენებს შეხვდა. ორივე სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მთავარი გამოწვევა არის ინფრასტრუქტურა, და ამ მიმართულებით პრემიერს დახმარებას სთხოვენ. მანამდე პრემიერმინისტრი გორში პედაგოგებს შეხვდა და მათგან განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

გურამიშვილის გამზირი

19 ოქტომბერი 2019, 14:33

ძალოვნები

გამგებელი: კორპუსი სადაც აფეთქება მოხდა საცხოვრებლად სულ მცირე 1 კვირა ვერ გამოდგება

16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განახორციელეს. სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში 4 ადამიანია გადაყვანილი.

გაზის გაჟონვა

19 ოქტომბერი 2019, 14:29

საქართველო

მოსახლეობას გაზგამანაწილებელი კომპანიის მითითებების შესრულება დაევალება

პარლამენტში მალე დაიწყება ახალი კანონპროექტის განხილვა, რომელიც მოსახლეობას საკუთარი ტექნიკური მოწყობილობების შემოწმებას დაავალდებულებს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პირველი ეტაპი ნოემბრიდან უნდა ამოქმედდეს.

დიმიტრი საძაგლიშვილი გიორგი გაბუნია

19 ოქტომბერი 2019, 14:27

ძალოვნები

ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხეს

გაბუნიამ უწყების დატოვების შემდეგ თქვა, რომ გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაცია ვერ მიაწოდა პროკურატურას, რადგან სისხლის სამართლის დანაშაული არ იკვეთება. მან გაუთქმელობის შეთანხმებას მოაწერა ხელი. „მთავარი არხის“ ტელეწამყვანი გამოკითხვებს მის საქმიანობას უკავშირებს. 11 აგვისტოს სასამართლომ ნიკა გვარამიას 40 000 ლარის გირაო შეუფარდა. 6 სექტემბერს ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წარედგინა.

დიმიტრი მედვედევი

19 ოქტომბერი 2019, 14:02

მსოფლიო

მედვედევი: ჩვენს ირგვლივ ნატოს ბაზების განთავსებაზე დადებითი რეაქცია ვერ გვექნება

რუსეთი ბირთვული ქვეყანაა და ჩვენს სამეზობლოში ნატოს ბაზების განთავსების მცდელობებს დადებითად ვერ შევხვდებით, ამიტომ ნატოში შემავალი ქვეყნები ასჯერ უნდა დაფიქრდნენ, სანამ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, - ამის შესახებ რუსეთის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა სერბულ გამოცემა Večernje novosti-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ასტეროიდი

19 ოქტომბერი 2019, 13:43

ტექნოლოგიები

დედამიწას 440-დან 990 მეტრამდე დიამეტრის ასტეროიდი უახლოვდება

დედამიწას 440-დან 990 მეტრამდე დიამეტრის ასტეროიდი უახლოვდება. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო (NASA) ავრცელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 25 ოქტომბერს ასტეროიდი 162082 (1998 HL1) დედამიწას 6,2 მილიონი კილომეტრის მანძილზე, 11,2 კმ/სთ სიჩქარით ჩაუვლის.

ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი

19 ოქტომბერი 2019, 13:01

მსოფლიო

მექსიკის პრეზიდენტმა ნარკობარონ „ელ ჩაპოს“ შვილის გათავისუფლება გაამართლა

მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა ნარკობარონ „ელ ჩაპოს“ შვილის ოვიდიო გუზმანის გათავისუფლება გაამართლა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მისი განცხადებით, ამ გადაწყვეტილებამ ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა.

გიორგი გახარია

19 ოქტომბერი 2019, 12:37

საქართველო

პრემიერი ატოცში მავთულხლართების გავლებაზე: გავერკვევით და გიპასუხებთ

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გავლების პროცესს გამოეხმაურა. „წყნარად, მშვიდად. ინფორმაცია გვექნება და გიპასუხებთ. დღეს, მთელი დღე ვართ გორში და კიდევ შევხვდებით. გავერკვევით და გიპასუხებთ”, - აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბარში.

გიორგი გახარია

19 ოქტომბერი 2019, 11:48

საქართველო

გახარია: ფუნდამენტური მეცნიერების განვითარებაში არსებული ჩავარდნა გადასალახია

ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ის ჩავარდნა, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ფუნდამენტური მეცნიერების განვითარებაში ჩვენ გვაქვს, არის გადასალახი, - ამის შესახებ გორში პედაგოგებთან შეხვედრაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

ატოცი

19 ოქტომბერი 2019, 11:40

საქართველო

ოკუპანტებმა ატოცში მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს

ატოცში ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება. ოკუპანტებმა მავთულხლართების მონტაჟი გაახლეს. ამის შესახებ ინფორმაცია Imedinews-ს სახელმწიფო უსაფრთხოების პრესსამსახურში დაუდასტურეს. „უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“.

Saudi Aramco

19 ოქტომბერი 2019, 11:33

ეკონომიკა

Financial Times: მსოფლიოში ყველაზე მსხვილი შეთანხმება ისევ გადაიდო

საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ Saudi Aramco-მ აქციების პირველადი განთავსების (IPO) დაწყება გადადო. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Financial Times-ი წერს. მისი ცნობით, ეს გადაწყვეტილება სექტემბერში კომპანიის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დრონების თავდასხმას უკავშირდება.

ვახტანგ გომელაური

19 ოქტომბერი 2019, 11:25

ძალოვნები

გომელაური: გურამიშვილის გამზირზე გამათბობელი სავარაუდოდ კუსტარულად დაამონტაჟეს

გურამიშვილის გამზირზე, სადაც დღეს სავარაუდოდ გაზის დაგროვების გამო მოხდა აფეთქება, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური მივიდა. მინისტრის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა სავარაუდოდ, კუსტარულად დამონტაჟებული გამათბობელის აფეთქებამ გამოიწვია. გომელაურის განცხადებით, ოჯახი გაფრთხილებულიც იყო. სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში 4 ადამიანია გადაყვანილი.

მარკ ცუკერბერგი

19 ოქტომბერი 2019, 11:18

ტექნოლოგიები

მარკ ცუკერბერგმა Facebook-ის შექმნის ისტორია გადაწერა

Facebook-ის ​ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა, რომელშიც თვითგამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობაზე, ჩინური ცენზურის საფრთხეზე, პოლიტიკურ რეკლამასა და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებაზე ისაუბრა. 40-წუთიანი გამოსვლა როგორც ჟურნალისტებმა, ასევე სოცქსელის რიგითმა მომხმარებლებმა გააკრიტიკეს.

ლიონელ მესი

19 ოქტომბერი 2019, 10:34

სპორტი

მესი: მსურს კარიერა „ბარსელონაში“ დავასრულო, თუმცა უვადო კონტრაქტი არ მჭირდება

„ბარსელონას“ კაპიტანმა, არგენტინელმა ფორვარდმა ლიონელ მესიმ კატალონიელ კლუბთან უვადო კონტრაქტზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონა“ მესის უვადო კონტრაქტს შესთავაზებს და არგენტინელი ფეხბურთელი კლუბში იქამდე შეძლებს თამაშს, სანამ თავად ჩათვლის საჭიროდ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო

19 ოქტომბერი 2019, 10:30

ძალოვნები

გურამიშვილის გამზირზე აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პირველადი ინფორმაციით, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განახორციელეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში 4 ადამიანია გადაყვანილი.