imedi /  03 დეკემბერი 2018, 00:42 / სანდო წყარო

ჰაკერმა მოტყუებით მიიღო წვდომა ბიბლიოთეკა JavaScript-ზე, იქიდან კი მომხმარებლების ბიტკოინებზე

ჰაკერები

ჰაკერმა სახელწოდებით Right9ctrl, მოტყუებით შეძლო და მიიღო წვდომა პოპულარულ ბიბლიოთეკაზე JavaScript, რომელიც შემდეგ დაავირუსა მავნე კოდით და ბიბლიოთეკის მომხმარებლების ბიტკოინ-საფულეებს დაუკავშირდა. ინფორმაციას გამოცემა ZDNet-ი ავრცელებს. არსებული ცნობით, ჰაკერს შესაძლოა მილიონობით მომხმარებლის ინფორმაცია ჩაუვარდა ხელთ. 

როგორც ArsTechnica წერს, მომხმარებლებს შორის არიან როგორც სტარტაპები, ასევე მსხვილი კომპანიები, რომლებიც Fortune 500-ში შედიან.

გამოცემების ცნობით, Right9ctrl-ს წვდომა მიიღო Event-Stream-ის ბიბლიოთეკაზე. მისმა შემქმენლმა დომინიკ ტარმა 2018 წლის ზაფხულში Event-Stream-ის ადმინისტრირება გადააბარა ადამიანს, რომელიც მას დახმარებას დაჰპირდა.

ის, რომ ბიბლიოთეკა დავირუსდა, ცნობილი 2018 წლის ნოემბერში გახდა, თუმცა უცნობი იყო თუ რას აკეთებდა მავნე კოდი. 

ZDNet-ი რამდენიმე "დაკვირვებულ მომხმარებელზე" დაყრდნობით წერს, რომ მას შემდეგ, რაც Right9ctrl-მა Event-Stream-ზე წვდომა მიიღო, ბიბლიოთეკის ახალი ვერსია დაწერა (3.3.6). მასში დამატებული კოდი არაფერს არ აკეთებდა იქამდე, სანამ მომხმარებელი აპლიკაცია Copay-ს არ გაუშვებდა. ეს არის ელექტრონული საფულე, რომელიც ბიტკოინის საგადასახადო სისტემა BitPay-ს მიერ არის შემუშავებული. Copay მათ შორის გამოიყენება Event-Stream-ის ბიბლიოთეკაშიც. 

საფულის გახსნისას მავნე კოდი ბიბლიოთეკიდან აპლიკაციაში ხვდებოდა, საიდანაც იპარავდა მომხმარებლის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის საიდუმლო გასაღებებს (კოდებს) და კუალა-ლუმპურში განთავსებულ სერვერებზე აგზავნიდა. სავარაუდოდ, სწორედ ამ მონაცემების გამოყენებით, Right9ctrl-ს დავირუსებული მომხმარებლების საფულიდან კრიპტოვალუტის მოპარვა შეეძლო. 

Copay-მ ხარვეზის შესახებ ხმამაღლა განაცხადა და მომხმარებლებს აპლიკაციის ახალი ვერსიით სასწრაფო განახლებისკენ მოუწოდა. ასევე წაიშალა Event-Stream 3.3.6-ის მავნე ვერსიაც. 

უცნობია, შეძლო თუ არა ჰაკერმა მომხმარებლების კრიპტოვალუტის მოპარვა. როგორც ExtremeTech-ი წერს, უკიდურესად რთული და პრაქტიკულად შეუძლებელია იმ ადამიანის მიკვლევა, რომელმაც ბიტკოინების ასეთი სახით მოპარვა სცადა. 

ყველა სიახლე

დევიდ და ლუიზა ტურპინები

20 აპრილი 2019, 15:48

მსოფლიო

ამერიკელ ცოლ-ქმარს 13 ბავშვის წამებისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

თებერვალში გამართულ სასამართლოზე ცოლ-ქმარი არასათანადო მოპყრობის, წამებისა და თავისუფლების აღკვეთის გამო დამნაშავედ ცნეს. ისინი პოლიციამ 2018 წლის იანვარში დააკავა. კალიფორნიის მცხოვრებ დევიდ და ლუიზა ტურპინებს წლების განმავლობაში 13 ბავშვი დატყვევებული ჰყავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ყაზახეთში

20 აპრილი 2019, 15:31

მსოფლიო

ყაზახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 11 ადამიანი ემსხვერპლა

უბედური შემთხვევა ალმათი-ტაშკენტის გზატკეცილზე მოხდა. სამგზავრო ავტობუსიმა Toyota-ს მარკის ავტომობილიდან მომავალი საფრთხე თავიდან აიცილა, რის შემდეგაც გზაზე გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა და ამოტრიალდა. დაშავებულებს შორის უზბეკეთისა და ტაჯიკეთის მოქალაქეებიც არიან.

20 აპრილი 2019, 15:25

ძალოვნები

შსს ადგენს არიან თუ არა ზუგდიდში მოწამლული ბავშვები ტრეფიკინგის მსხვერპლები

სამინისტროს ხელთ არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ათივე ბავშვი ამ ქალბატონის შვილია. ეს ქალბატონი აპირებდა საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.10 მცირეწლოვანი ბავშვიდან 4 დაბადებულია 2017 წელს.

სალომე ზურაბიშვილი

20 აპრილი 2019, 15:00

საქართველო

ზურაბიშვილი: აუცილებელია სასწრაფოდ დაიწყოს დავით გარეჯის აღდგენა

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, აუცილებელია ძალიან სწრაფად დაიწყოს ამ ძეგლის აღდგენა, რასაც სწორედ ,,ევროპა ნოსტრას“ მიერ დავით გარეჯის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლად გამოცხადება ემსახურება. 2018 წელს დავით გარეჯი „ევროპა ნოსტრას“ საფრთხეში მყოფი ძეგლების ფინალურ ნუსხაში მოხვდა.

ბავშვები

20 აპრილი 2019, 14:38

მსოფლიო

კოსოვომ სირიიდან ISIS-ის მებრძოლები და ჯიჰადისტების ოჯახები დაიბრუნა

მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ 110 ადამიანიდან 30 ქალი და 74 ბავშვია, მათ შორის ცხრამ მშობლები სირიაში საბრძოლო მოქმედებებისას დაკარგა. თებერვალში კოსოვოს პოლიცია აცხადებდა, რომ სირიის კონფლიქტის ზონაში 44 ქალი და 48 ბავშვი რჩებოდა.

საოკუპაციო ხაზი

20 აპრილი 2019, 14:03

ძალოვნები

ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

imedinews-ის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევთან მწყემსი სოფლის მიმდებარე საძოვარზე დააკავეს. გოჩა ფიდიურის თანასოფლელები განმარტავენ, რომ მომხდარს თვითმხილველები არ ჰყავს. გატაცებული მწყემსის ოჯახს ცხინვალიდან ჯერ არავინ დაკავშირებია.

მშენებლობა

20 აპრილი 2019, 14:02

საქართველო

ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლები კორპუსის წინ მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებენ

აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ ადგილზე მრავალსართულიანი შენობის აშენების შემთხვევაში საპარკინგე ადგილები შეიზღუდება, აღარ იქნება სკვერი, ასევე შევიწროვდება სახანძრო-სამაშველო ჯგუფებისთვის განკუთვნილი ადგილი და საჭიროების შემთხვევაში ისინი დანიშნულების ადგილამდე მისვლას ვეღარ შეძლებენ.

20 აპრილი 2019, 13:53

საქართველო

ზუგდიდის საავადმყოფოში უცხო ქვეყნის მოქალაქე 10 არასრულწლოვანი ინტოქსიკაციის დიაგნოზით შეიყვანეს

ექიმ-პედიატრ მზია გერგედავას განცხადებით, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა 10 არასრულწლოვანი კვებითი ინტოქსიკაციის დიაგნოზით შეიყვანა. ათივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ უახლოეს საათებში ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.

20 აპრილი 2019, 13:10

ძალოვნები

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლის ნაწილი დაიწვა

სახლში 8 ოჯახი ცხოვრობდა, რომელიც მერიამ დროებით საცხოვრებელში გადაიყვანა. ხანძარს 50 მდე მაშველი აქრობდა. ადგილზე 9 სახანძრო სამაშველო ბრიგადებდა მუშაობდა. უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. სახლს, სადაც ხანძარი გაჩნდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

კახაბერ საბანაძე

20 აპრილი 2019, 13:06

ძალოვნები

ვარკეთილში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღების საქმეზე 3 პირი დააკავეს

სუხიშვილის ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი 19 აპრილს დააყაჩაღეს. სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 179-ე ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ხუთიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვინსენტ კასელი ტინა კუნაკი

20 აპრილი 2019, 12:46

ტაბლოიდი

ვინსენტ კასელმა და ტინა კუნაკიმ შვილს ამაზონი დაარქვეს

ინფორმაცია მსახიობმა Instagram-ზე გაავრცელა. კუნაკი და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ. მსახიობის მშობიარობას გართულებები არ მოჰყოლია. წყვილმა ბავშვს ამაზონი დაარქვა. ვინსენტ კასელმა და ტინა კუნაკმა ურთიერთობა 2016 წელს დაიწყეს. წყვილმა გასულ წელს იქორწინა.

მაჰა და ვაფა ალ-სუბაიები

20 აპრილი 2019, 12:24

საქართველო

საუდის არაბეთიდან საქართველოში გაქცეული დები: უკან დაბრუნების შემთხვევაში მოგვკლავენ

„დები გაქცევას წლების განმავლობაში გეგმავდნენ და ახლა თავშესაფარს საქართველოში ეძებენ. 25 წლის ვაფა და 28 წლის მაჰა ალ-სუბაიე ამბობენ, რომ საკუთარ სახლში კაცი ნათესავების მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას განიცდიდნენ".

აფეთქება ქაბულში

20 აპრილი 2019, 12:21

მსოფლიო

ქაბულში სამინისტროს შენობას თავს დაესხნენ

აფეთქების ხმა თბილისის დროით 11:10 წუთზე გაისმა. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სამინისტროს პრესსპიკერმა დაადასტურა. აფეთქება ქაბულის იმ ნაწილში მოხდა, სადაც ქალაქის პოპულარული სასტუმროები და პრეზიდენტის რეზიდენცია მდებარეობს. დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

დონალდ ტრამპი  რობერტ მიულერი

20 აპრილი 2019, 12:03

მსოფლიო

მიულერის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის რეიტინგი დაეცა

დონალდ ტრამპის საქმიანობისადმი ნდობის მაჩვენებელზე გავლენა სპეცპროკურორ რობერტ მიულერის მოხსენაბამ იქონია. იმის მიუხედავად, რომ დოკუმენტში ტრამპის ბრალეულობა არ იკვეთება თეთრი სახლის ლიდერის რეიტინგი 3%-ით შემცირდა. მარტში პრეზიდენტ ტრამპის საქმიანობით კმაყოფილი 43% იყო.

რომან პოლანსკი

20 აპრილი 2019, 11:50

კულტურა

რომან პოლანსკი სასამართლოს ამერიკის კინოაკადემიაში წევრის სტატუსის აღდგენას სთხოვს

Associated Press იტყობინება, რომ რეჟისორის ადვოკატები შესაბამისი შუამდგომლობით ლოს-ანჟელესის სასამართლოს მიმართავენ. სტატუსის დაბრუნების თხოვნით კინოაკადემიას პოლანსკიმ იანვარში მიმართა, თუმცა უარი მიიღო. რეჟისორის გარიცხვის მიზეზი ამერიკის კინოაკადემიის ქცევის სტანდარტებთან შეუსაბამობა იყო.

ლაირა მაკქი

20 აპრილი 2019, 11:46

მსოფლიო

ჩრდილოეთ ირლანდიაში მოკლული ჟურნალისტის საქმეზე მოზარდები დააკავეს

დაკავებულები 18 და 19 წლის არიან. 29 წლის ლაირა მაკქი ცეცხლსასროლი იარაღით მაშინ მოკლეს, როდესაც ირლანდიელი კათოლიკე ნაციონალისტები 1916 წელს დუბლინში ბრიტანელების წინააღმდეგ მომხდარ აჯანყებას იხსენებენ.

დეკორაცია სცენის დიზაინის ფესტივალზე

20 აპრილი 2019, 11:18

კულტურა

პრაღაში სცენის დიზაინის ფესტივალზე წარდგენილი დეკორაციის პრეზენტაცია გაიმართა

დეკორაციის პრეზენტაციას რუსთაველის თეატრმა უმასპინძლა. სცენის დეკორაცია ოკუპირებული რეგიონებსა და იძულებით გადაადგილებულ პირთა თემას მიეძღვნა. საქართველო ფესტივალზე პირველად მონაწილეობს. პროექტის მიზანი ქართული კულტურის განვითარებაა.

20 აპრილი 2019, 10:56

საქართველო

ჭავჭავაძის მშენებლობაზე მუშების დაღუპვის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

ადვოკატი სასამართლოს გირაოს სახით 10 ათას ლარს სთავაზობდა, თუმცა, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული აღიარებს, რომ მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო. თუმცა ადვოკატის განცხადებით, პასუხისმგებლობა მშენებელ კომპანიასაც ეკისრება.

შეხვედრა

20 აპრილი 2019, 10:55

ეკონომიკა

აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ჩინეთმა საქართველოს ტექნიკა გადასცა

შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთის მთავრობას შორის გადაცემული ტექნიკის მიღების დოკუმენტი გაფორმდა. „იმედი გვაქვს, რომ ეს აღჭურვილობა ქვეყანას პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება, რაც პერსპექტივაში ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგის შემდგომ განვითარებას“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა საქართველოში.

20 აპრილი 2019, 10:43

ძალოვნები

ნარკოდანაშაულისთვის 2 ადამიანი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „ჰეროინის“ შემცველი, 31 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - ე.წ. „სირეცი“ ამოიღეს.დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.