imedi /  08 დეკემბერი 2018, 23:52 / სანდო წყარო

მეცნიერები: გადაგდებული ელექტრონული მოწყობილობა ნამდვილი ოქროს საბადოა

რამდენიმე ათწლეულში კაცობრიობა დაახლოებით 80 მილიონი ტონა ელექტრონული ნაგვის წარმოებას დაიწყებს, - წელიწადში ორჯერ მეტს, ვიდრე ახლა. ამასთან, ნაგავსაყრელზე აღმოჩენილ ძველ მობილურებში 250 გრამამდე ოქრო ინახება.

2017 წლის აპრილში იაპონიაში ოლიმპიადისა და პარაოლიმპიადის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ათლეტებისთვის განკუთვნილი 5 000 მეტალი ელექტრონული ნაგვისგან ჩამოადნეს - ძვირფასი მეტალი, რომელიც მიიღეს ძველი ტელეფონების, პლანშეტების და სხვა ელექტრონული მოწყობილობისგან

ელექტრონული ნაგავი (e-waste) თანდათანობით კაცობრიობის მნიშვნელოვან პრობლემად იქცევა. ძველი სმარტფონებისა და სხვა მოწყობილობის ელემენტები ძალიან ტოქსიკურია, თუმცა მეორეს მხრივ ეს ჯერ კიდევ ხელშეუხებელი ძვირფასი მეტალის საბადოა.

გაეროს მონაცემებით, 2016 წელს კაცობრიობამ 44,7 მილიონი ტონა ელექტრონული ნაგავი აწარმოა და ყოველწლიურად ეს რიცხვი 3-4%-ით იზრდება. ამათგან დაახლოებით 20% გადამუშავდება, ხოლო დანარჩენი ან ნაგავსაყრელზე ხვდება ან უფრო ღარიბ ქვეყანაში იგზავნება, სადაც ჩამოფასებულად იყიდება. ექსპერტების თქმით, ეს სულელურია არამხოლოდ ეკოლოგიური თვალსაზრისით, არამედ იმით, რომ იკარგება ბევრი ქვეყნის შანსი, რომელსაც ღარიბი რესურსები აქვს.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

დავით კირკიტაძე

19 დეკემბერი 2018, 09:35

ძალოვნები

დავით კირკიტაძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა კირკიტაძე ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის მოსამართლის განჩინებით დააკავა. დავით კირკიტაძე აქციიდან მეორე დღეს, 17 დეკემბერს აიყვანეს.

19 დეკემბერი 2018, 09:25

კულტურა

ამერიკელი რეჟისორი და მსახიობი პენი მარშალი გარდაიცვალა

პენი მარშალს ჰოლივუდის დიდების ხეივანში სახელობით ვარსკვლავი 2004 წელს გაუხსნეს. დღეს მას მსახიობისა და რეჟისორის თაყვანისმცემლები ყვავილებით ამკობენ.

19 დეკემბერი 2018, 09:10

მსოფლიო

დიდმა ბრიტანეთმა Brexit-ის შემდეგ თავისი საიმიგრაციო პოლიტიკა განსაზღვრა

დიდი ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ როდესაც ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის თავისუფალი გადაადგილება შეიზღუდება, ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკა ბრიტანეთში შესვლის მსურველი პირის უნარებზე იქნება დამოკიდებული.

ილონ მასკი

19 დეკემბერი 2018, 09:01

ტექნოლოგიები

ილონ მასკი ლოს-ანჯელესში მიწისქვეშა გვირაბის გახსნას დღეს აპირებს

გვირაბის მშენებლობა ნოემბრის შუა რიცხვებში დასრულდა. პროექტის მიხედვით სატრანსპორტო გვირაბში, რომლის სიგრძე 3, 2 მეათედი კილომეტრი იქნება, სპეციალური პლატფორმების საშუალებით ავტომობილები 241 კილომეტრი სიჩქარით გადაადგილდებიან.

19 დეკემბერი 2018, 08:55

ტაბლოიდი

დრეზდენში საშობაო ცირკიდან 4 ზებრა გაიქცა

თუმცა, ამ მცდელობისას ერთი მათგანი დაშავდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ვოლიერში დაბრუნებული ზებრებიდან ერთი დაიღუპა. ცირკის თანამშრომლების თქმით, ცხოველის სიკვდილის მიზეზი გადატანილი სტრესი გახდა.

არიანა გრანდე

19 დეკემბერი 2018, 08:44

ტაბლოიდი

არიანა გრანდეს ყოფილი შეყვარებული: მე ნამდვილად არ მინდა ამ დედამიწაზე ყოფნა

ამავე პოსტს გამოეხმაურა გრანდე, რომელმაც ყოფილ შეყვარებულს თანადგომა გამოუცხადა.,,მე ქვემოთ ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ. თუკი ვინმე ან რამე დაგჭირდეს, მე აქ ვარ,”- დაწერა გრანდემ. არიანა გრანდე და პიტ დევიდსონი მიმდინარე წლის ოქტომბერში, ხუთთვიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ.

ლაშა მალაღურაძე

19 დეკემბერი 2018, 08:33

სპორტი

ქართველი მორაგბე ლაშა მალაღურაძე კარიერას „ვევეა პადმასკოვიეში“ განაგრძობს

მალაღურაძის კარიერა „ყოჩებში“ დაიწყო. შემდეგ კი „კრასნი იარში“ გადასვლამდე საკლუბო კარიერა მან უკრაინულ „კრედო 1963-ში", ფრანგულ „ბეზიეში“, „ვალანსსა“ და „ბანერში“ გაატარა. მორაგბეს „ბორჯღალოსნების“ რიგებში 88 შეხვედრა აქვს ჩატარებული (184 ქულა).

19 დეკემბერი 2018, 08:26

მსოფლიო

ვაშინგტონის შტატს ძლიერმა ტორნადომ გადაუარა

ტორნადომ 10-მდე სახლს სახურავი ახადა. ფესვებიანად ამოგლიჯა ხეები. 20-მდე შემობაში ბუნებრივი გაზის მილები დაზიანდა და აირმა გაჟონა. სიეტლის მსგავსად სიქტიის ზონაში მოექცა სამხრეთ კიტსანის ოლქიც.

19 დეკემბერი 2018, 08:19

საქართველო

მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში ცვლილებები შედის

ცვლილებების მიზანია საფინანსო სექტორისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლება, მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვა და ბაზარზე არსებული საფინანსო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

19 დეკემბერი 2018, 08:07

კულტურა

ჯორჯ ლუკასი ცნობილ ამერიკელებს შორის ყველაზე მდიდარია

რეიტინგის ლიდერის ქონება 5.4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ყველაზე მდიდარი ცნობილი ადამიანების ათეულში მეორე და მესამე ადგილებს რეჟისორი სტივენ სპილბერგი და ტელეწამყვანი ოპრა უინფრი ინაწილებენ. ამერიკული ჟურნალის ცნობით, ფილმ „შინდლერის სიის“ შემქმნელის ქონება $3.7 მილიარდს, ტელეწამყვანისა კი $2.8 მილიარდს შეადგენს.

გიორგი ჩოგოვაძე

19 დეკემბერი 2018, 08:00

ეკონომიკა

საქართველოს შესახებ საერთაშორისო მედიაში დაბეჭდილი ფოტოებისა და სტატიების გამოფენა მოეწყო

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 2018 წელს მომზადებული სტატიები, რომლებიც მსოფლიოში მაღალრეიტინგულმა გამოცემებმა მოამზადეს. ესენია: National Geographic Conde Nast Traveller, Forbes, NewYork Times, The Telegraph, Liberation, Vogue და ა.შ.

შემთხვევის ადგილი

19 დეკემბერი 2018, 02:25

ძალოვნები

თელავში სამი ახალგაზრდა დაჭრეს

თელავში სამი ახალგაზრდა დაჭრეს, მათ შორის თელავის ერთ-ერთი ტაძრის მღვდელმსახურის, მამა გენადის შვილი გიორგი გოგილაშვილია, დანარჩენი კი მისი მეგობრები არიან. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

შსს

19 დეკემბერი 2018, 00:36

ძალოვნები

შსს კახეთში 16 დეკემბრის ინციდენტზე 4 პირის დაკავებას ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ პოლიციელზე თავდასხმის გამო სასამართლოს განჩინების საფუძველზე 1986 წელს დაბადებული ვ.მ. გარდაბნის რაიონში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩანგრეული ხიდი გენუაში

19 დეკემბერი 2018, 00:35

მსოფლიო

გენუაში ჩანგრეულ ხიდს ცნობილი იტალიელი არქიტექტორი აღადგენს

ახალი პროექტი იტალიას €200 მილიონამდე დაუჯდება. ოფიციალური პირების განმარტებით, სამშენებლო სამუშაოებს 12 თვე დასჭირდება. 51 წლიანი ფუნქციონირების შემდეგ გუნუაში ხიდი 14 აგვისტოს ჩაინგრა, რასაც 43 ადამიანი ემსხვერპლა.

თბილისის მერია

19 დეკემბერი 2018, 00:21

საქართველო

მერია: აღმაშენებელზე ხმობადი დაავადებული ფიჭვები მოიჭრა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს აღმაშენებლის გამზირზე მოიჭრა საღი ხეები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს, რომლის თანახმადაც ამ ტერიტორიაზე ნამდვილად მოიჭრა ხმობადი, დაავადებული ფიჭვები ჯანსაღი ხეების დაზიანების თავიდან არიდების მიზნით.

მოზამბიკის არმია

19 დეკემბერი 2018, 00:04

მსოფლიო

მოზამბიკის არმიამ ჟურნალისტები დააკავა

სამხედროებმა მედიის წარმომადგენლები მაშინ აიყვანეს, როდესაც პალმის რაიონიდან ჩიტოლოსკენ გადაადგილდებოდნენ. ჟურნალისტებს ადგილობრივი და პროვინციის სამხედრო მეთაურისგან გადაღების ნებართვა ჰქონდათ. დაკავებისას ჯარისკაცებმა მედიის წარმომადგენლებს სამუშაო აღჭურვილობა, მათ შორის კამერები ჩამოართვეს.

მამუკა მდინარაძე

18 დეკემბერი 2018, 23:42

ძალოვნები

მდინარაძე: ველისციხის ინციდენტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ 16 დეკემბერს გურჯაანში პოლიციელებზე თავდასხმის გამო კიდევ ერთი პირი დააკავეს და ამ დროისთვის ამ ინციდენტის ფარგლებში უკვე 4 პირია დაკავებული. ამის შესახებ მან გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

ირმა ინაშვილი

18 დეკემბერი 2018, 23:30

საქართველო

ინაშვილი: ვხედავ სამართლიანობის აღდგენის ნიშნებს

მე ვხედავ ნიშნებს, რომ ქვეყანაში შეიძლება დაიწყოს სამართლიანობის აღდენა, - ამის შესახებ გადაცემაში პირისპირ პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

ჩარლზ მაიკლი

18 დეკემბერი 2018, 23:22

მსოფლიო

ბელგიის პრემიერმინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა

ჩარლზ მაიკლმა კანონმდებლებთან ლაპარაკისას განმარტა, რომ თანამდებობის დატოვების შესახებ ბელგიის მეფეს დღის ბოლომდე ჩააყენებს საქმის კურსში. ბელგიის პრემიერმინისტრმა განცხადება დეპუტატებთან მიმართვისას მას შემდეგ გააკეთა, რაც ნაციონალურ კოალიციაში ყოფილ პარტნიორებთან საერთაშორისო საიმიგრაციო პაქტის ირგვლივ შეთანხმებას ვერ მიაღწია.

ფარავნის უღელტეხილი

18 დეკემბერი 2018, 23:17

საქართველო

ფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება ისევ აიკრძალა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე (კმ94-კმ110) მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აიკრძალა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება თავისუფალია.