Imedi /  16 იანვარი 2019, 19:45 / სანდო წყარო

Deezer-ის ახალი აპლიკაციით 30 ათასამდე რადიოსადგურის უფასოდ მოსმენა შეიძლება

Deezer

Deezer

Deezer-მა ახალი აპლიკაცია გამოუშვა, რომელმაც მომხმარებელს 30 ათასი უფასო რადიოსადგური შესთავაზა. სიახლით სარგებლობა, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ეტაპობრივად იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ Engadget-ი წერს

Radio by Deezer - ასე ჰქვია ახალ აპლიკაციას, რომელიც ამ დროისთვის მხოლოდ Android-ზე და ისიც დიდ ბრიტანეთში არის ხელმისაწვდომი. 

მუსიკალური აპლიკაცია Deezer-ის განმარტებით, სიახლე რადიოსადგურების მოსმენის პარალელურად მომხმარებელს დამატებით სერვისსაც სთავაზობს. ნებისმიერი მუსიკალური კომპოზიციის მოწონებისას ის აპლიკაციის ბიბლიოთეკაში ინახება და მისი განმეორებით მოსმენა მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეეძლება. 

Deezer-ის მსგავსად ანალოგიურ სერვისს მომხმარებლებს iHeartRadio, Pandora და სხვები სთავაზობენ, თუმცა Radio by Deezer-ი რადიოსადურების მრავალდეროვნებით გამოირჩევა. 

Deezer-ი იმედოვნებს, რომ რადიოს მოსასმენად განკუთვნილი აპლიკაცია წამყვან ადგილს დაიკავებს.

ყველა სიახლე

კიბერფეხბურთი

20 აგვისტო 2019, 17:41

ტექნოლოგიები

უეფა კიბერფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს ჩაატარებს

ტურნირში მონაწილეობას უეფას წევრი 55 ქვეყნის ნაკრებები მიიღებენ, შესარჩევი ეტაპი კი 2019 წლის ნოემბერში დაიწყება. ჩემპიონატის მონაწილეები eFootball Pro Evolution Soccer 2020-ს ითამაშებენ. გუნდებში 2-4 მოთამაშე შევა. ფინალური ეტაპი კი 2020 წლის 9-10 ივლისს ლონდონში გაიმართება.

რიო-დე-ჟანეირო ავტობუსის გატაცება

20 აგვისტო 2019, 17:18

მსოფლიო

პოლიციელებმა რიო-დე-ჟანეიროში ავტობუსის გამტაცებელი მოკლეს

კაცი, რომელმაც რიო-დე-ჟანეიროში ავტობუსის მგზავრები მძევლად აიყვანა ნეიტრალიზებულია. ამის შესახებ BBC ბრაზილიის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის ინფორმაციით ყველა მძევალი გათავისუფლებულია, შეიარაღებული კაცი კი სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. ოპერაცია 4 საათს გრძელდებოდა.

20 აგვისტო 2019, 17:14

საქართველო

კაჭრეთში ხანძრის შედეგად 3 ჰა ტყის მასივი და 40 ჰა ხმელი ბალახი დაიწვა

კახეთში, სოფელ ზემო კაჭრეთში ხანძარი ჩააქრეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად 3 ჰექტარი ტყის მასივი და 40 ჰექტარი ხმელი ბალახი დაიწვა. ცეცხლის ქრობაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ადგილზე მობილიზებული იყო, კაჭრეთის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და თბილისის სახანძრო სამაშველო ტექნიკა და მეხანძრე მაშველები. ჯამში 10 მანქანა და 50-მდე მეხანძრე-მაშველი.

კობა გვენეტაძე

20 აგვისტო 2019, 17:06

ეკონომიკა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ფეისბუკზე კამპანია დაიწყო

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით „ფეისბუკზე“ კამპანია დაიწყო. გვერდს „უცოდინრობა როგორც დანაშაული“ ჰქვია და გვენეტაძის „არასწორი საქმიანობის და დამაზიანებელი გადაწყვეტილებების“ შესახებ მომხმარებლების ინფორიმირებას ცდილობს.

ბიარიცი

20 აგვისტო 2019, 17:04

მსოფლიო

საფრანგეთში G7-ის სამიტზე თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილები დააკავეს

ფრანგმა სამართალდამცველებმა დააკავეს ხუთი მემარცხენე რადიკალი აქტივისტი, რომელბიც ქალაქ ბიარიცში „დიდი შვიდეულის“ სამიტის დროს ერთ-ერთ სასტუმროზე თავდასხმას გეგმავდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი BFMTV ავრცელებს. 4 კაცი და 1 ქალი პოლიციამ სოციალური ქსელების მონიტორინგის შედეგად დააკავა.

ფუტკარი

20 აგვისტო 2019, 16:57

მსოფლიო

ბრაზილიაში 500 მილიონზე მეტი ფუტკარი დაიხოცა

ბრაზილიაში, ბოლო 3 თვის განმავლობაში, 500 მილიონზე მეტი ფუტკარი დაიხოცა, - ინფორმაციას BBC ბრაზილიელი მეფუტკრეების განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს. მკვლევრები ფიქრობენ, რომ ამის მიზეზი სხვა მავნებელი მწერების მოსაშორებლად განკუთვნილი ქიმიკატებია. ფუტკრებს კვების ჯაჭვში დიდი მნიშვნელობა უკავიათ. კერძოდ, მათ იმ საკვები პროდუქტების წარმოებაში, რომლებსაც ადამიანები მიირთმევენ, ერთი მესამედი წილი

ლისტერიას 3D-გამოსახულება

20 აგვისტო 2019, 16:51

მსოფლიო

ესპანეთში იშვიათი ინფექციური დაავადებით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საერთო ჯამში, ანდალუსიის ოლქში ლისტერიოზით დაავადების 80 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 56 შემთხვევაში დაავადებულების ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მარია ლუისა კარსედომ მთელი ესპანეთის ტერიტორიაზე სანიტარული განგაში გამოაცხადა.

ნურსულთან ნაზარბაევი

20 აგვისტო 2019, 16:34

ტაბლოიდი

ნურსულთან ნაზარბაევმა სიმღერა ჩაწერა. ვიდეო

კადრებში ექსპრეზიდენტი მინდორში დადის და მღერის. მედიის ცნობით, ნაზარბაევმა სიმღერის ტექსტი თავად დაწერა, მუსიკა კი კომპოზიტორ ალტინბეკ კორაზბაევს ეკუთვნის. ნურსულთან ნაზარბაევი 19 მარტს გადადგა. ის ყაზახეთს 1990 წლიდან მართავდა. ივლისში ნაზარბაევს 79 წელი შეუსრულდა.

პაატა სალია

20 აგვისტო 2019, 16:30

საქართველო

სალია არ გამორიცხავს, რომ „რუსთავი 2“-ის რამდენიმე თანამშრომლის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართონ

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია არ გამორიცხავს, რომ გათავისუფლებული თანამშრომლების წინააღმდეგ სასამართლოში დავა დაიწყოს. სალიამ განაცხადა, რომ სარჩელზე მუშაობენ და გარკვეული დასაბუთება უკვე არსებობს. სალიას განმარტებით, მათ შესახებ გადაწყვეტილება შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ იქნება მიღებული.

ეველინ ერნანდესი

20 აგვისტო 2019, 16:24

მსოფლიო

სალვადორის სასამართლომ გაამართლა ქალი, რომელსაც მუცლის მოშლის გამო 40-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა

სალვადორში აბორტის საკითხებში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხისტი კანონმდებლობა მოქმედებს. ქვეყანაში აბორტები აკრძალულია, მათ შორის გაუპატიურების ან ინცესტის შემთხვევაშიც, კანონდამრღვევებს კი ორიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

კირა ნაითლი

20 აგვისტო 2019, 16:03

ტაბლოიდი

ლონდონის ქუჩებში ორსული კირა ნაითლი გამოჩნდა

გამოცემა Daily Mail-ი ცნობილი მსახიობის, ორსული კირა ნაითლის სურათებს აქვეყნებს. პაპარაცებმა იგი ლონდონში დააფიქსირეს, სადაც თეთრი, კოპლებიანი კაბა და სპორტული ფეხსაცმელები აცვია. მისი ორსულობის შესახებ მაისში გახდა ცნობილი, თუმცა მაშინ მუცელი ასე არ ეტყობოდა

Oscar And The Wolf

20 აგვისტო 2019, 15:54

კულტურა

12 ოქტომბერს საქართველოში Oscar And The Wolf-ის კონცერტი გაიმართება

Monument-ის ეგიდით უკვე მეორედ საქართველოს მაქს კოლომბის მიერ დაარსებული ბელგიური ჯგუფი Oscar & the wolf ეწვევა. ჯგუფს საზღვრებს გარეთ მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს. საქართველოში კი მისი რამდენიმე კომპოზიცია განსაკუთრებით პოპულარულია.

დონალდ ტუსკი

20 აგვისტო 2019, 15:49

მსოფლიო

დონალდ ტუსკმა ბორის ჯონსონის წერილს უარით უპასუხა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ღია წერილს უარით უპასუხა. ამის შესახებ ევროპელმა დიპლომატმა Twitter-ზე დაწერა. ჯონსონმა ტუსკს ღია წერილით 20 აგვისტოს მიმართა და Brexit-ის ხელშეკრულების პუნქტის გადახედვას სთხოვა, რომელიც ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის საზღვარს ეხება.

პერუ

20 აგვისტო 2019, 15:44

კულტურა

პერუში არქეოლოგებმა 3,800 წლის წინანდელი ფრესკა აღმოაჩინეს

პერუში არქეოლოგებმა 3,800 წლის წინანდელი ფრესკა აღმოაჩინეს, - ინფორმაციას BBC ავრცელებს. კერძოდ, მეცნიერებმა ფრესკიანი კედელი პერუს დედაქალაქ ლიმას ჩრდილოეთით, სახალხო ცერემონიებისთვის განკუთვნილ შენობაში იპოვნეს. ფრესკაზე ჩუქურთმებით გამოსახულია ადამიანები, რომელთაგან ერთს გომბეშოს მსგავსი სახე აქვს. გომბეშო ანდებში წყალს უკავშირდებოდა.

ბრაზილია ავტობუსი რიო-დე-ჟანეირო

20 აგვისტო 2019, 15:42

მსოფლიო

რიო-დე-ჟანეიროში შეიარაღებულმა კაცმა ავტობუსი მგზავრებიანად გაიტაცა

ინციდენტი ქალაქის ერთ-ერთ ხიდზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით გამტაცებელმა თავი სამხედრო პოლიციის ოფიცრად გაასაღა. მან მძღოლს ავტობუსის გაჩერება მოსთხოვა და იმუქრება, რომ სატრანსპორტო საშუალებას ბენზინს გადაასხამს.

ინდოეთის კოსმოსური ხომალდი

20 აგვისტო 2019, 15:40

ტექნოლოგიები

ინდოეთის კოსმოსური ხომალდი უკვე მთვარის ორბიტის გარშემოა

ინდოეთის კოსმოსურმა ხომალდმა მთვარის ორბიტის გარშემო დაიწყო მოძრაობა, - ინფორმაციას BBC ინდოეთის მთავრობის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. ინდოეთი იმედოვნებს, რომ 145 მილიონ დოლარად შეფასებული მისია წარმატებული იქნება.

ნოდარ მელაძე

20 აგვისტო 2019, 15:39

საქართველო

ნოდარ მელაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს

რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა ბრიფინგზე განაცხადა. სალია იმედოვნებს, რომ არხზე მყოფი პროფესიონალი ჟურნალისტები მუშაობას განაგრძობენ.

ხორვატია

20 აგვისტო 2019, 15:35

მსოფლიო

BBC: ხორვატმა დიპლომატმა რასისტული კომენტარით საკუთარი ქვეყანა შეურაცხყო

ხორვატიელმა დიპლომატმა რასისტული კომენტარით საკუთარი ქვეყანა შეურაცხყო, - ინფორმაციას BBC ავრცელებს. კერძოდ, დიპლომატმა ფეისბუქზე ადრიატიკის სანაპიროს ფოტო დადო, რომელზეც მიაწერა - „მხოლოდ თეთრი ევროპელები, ისეთები, როგორიც იყო მთელი ევროპა 30 წლის წინ“. მის ამ რასისტულ კომენტარს ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრიც გამოეხმაურა.

20 აგვისტო 2019, 15:26

ტაბლოიდი

საფრანგეთში სექსით დაკავებული წყვილი აივნიდან გადავარდა

საფრანგეთის ქალაქ კანში სექსით დაკავებული 30 წლის კაცი აივნიდან გადავარდა. მისმა პარტნიორმა, 28 წლის ქალმა მცირე დაზიანებები მიიღო. კაცის მდგომარეობა კრიტიკულია. 4 მეტრამდე სიმაღლის აივნიდან წყვილი მას შემდეგ გადავარდა, რაც ისინი ადგილობრივებმა შენიშნეს.

ლევან და გიორგი ყარამანიშვილები

20 აგვისტო 2019, 15:21

საქართველო

„რუსთავი 2“: ძმებმა ყარამანიშვილებმა საჯარო რეესტრს უჩივლეს

„რუსთავი2“-ის ყოფილი მფლობელები, ძმები ყარამანიშვილები საჯარო რეესტრს უჩივიან. როგორც „რუსთავი 2“ იუწყება, საქალაქო სასამართლოში უკვე შევიდა სარჩელი. ყარამანიშვილები თეა წულუკიანის უწყების გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ, რომლის მიხედვითაც ქიბარ ხალვაშისთვის წილების გადაფორმება ძალიან სწრაფად მოხდა.