Imedi /  19 იანვარი 2019, 18:46 / სანდო წყარო

YouTube-მა ანტიისლამისტური ჯგუფის ყოფილი ლიდერის გვერდზე რეკლამები დაბლოკა

ტომი რობინსონი

ტომი რობინსონი

ანტიისლამისტური ჯგუფი „ინგლისის თავდაცვის ლიგის“ ყოფილი ლიდერი YouTube-ზე ამიერიდან ფულს ვეღარ გამოიმუშავებს. ამის შესახებ BBC წერს

YouTube-ის განმარტებით, რობინსონის გვერდზე რეკლამის შეჩერების მიზეზი ვებგვერდის შინაგანაწესის დარღვევა გახდა. 

ტომი რობინსონის გვერდს YouTube-ზე 270 ათასი გამომწერი ჰყავს. 

ანტიისლამისტური ჯგუფის ყოფილი ლიდერი ირწმუნება, რომ თავის გვერდზე სიძულვილის შემცველი ვიდეოები არ გამოუქვეყნებია, შესაბამისად მისთვის გაუგებარია რატომ დაუბლოკა ვიდეო პლატფორმამ რობინსონს ფულის გამომუშავების წყარო.

ყველა სიახლე

10 აპრილი 2020, 23:50

COVID19

საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებულ 7 საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებულ 7 საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. პაციენტები საჩხერის და ჭიათურის მკვიდრები არიან. მათ კლინიკას თავად მიაკითხეს. ნაწილს მოგზაურობის ისტორია აქვს, ნაწილს საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ პირთან ჰქონდა კონტაქტი. საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის თქმით, დამაკმაყოფილებელია საავადმყოფოში დადასტურებული კოვიდ-19-ით მოთავსებული სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხვალ ორ მათგანს გამოჯანმრთელებაზე საკონტროლო ტესტი გაუკეთდება. 24 საათის ინტერვალით გაკეთებული ორი ტესტი თუ ვირუსის არსებობას არ დაადასტურებს, პაციენტები კლინიკას დატოვებენ. რაც შეეხება საჩხერის საკარანტინე სივრცეს, ადგილზე 8 პირი იმყოფება, რომლებიც თავს კარგად გრძნობენ.

თენგიზ ცერცვაძე

10 აპრილი 2020, 23:45

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: გავიჭირვოთ დღეს უფრო მეტად იმისთვის, რომ ეს გაჭირვება იყოს ხანმოკლე

ჩვენ გვაქვს ორი ამოცანა, ერთი - გამოვიდეთ ეპიდემიიდან რაც შეიძლება იოლად, მხედველობაში მაქვს კოვიდის შემთხვევების და გარდაცვლილების რაც შეიძლება მცირე რაოდენობით, რასაც ჯერ ვახერხებთ. მეორე არანაკლებ სერიოზული გამოწვევა, შესაძლოა გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო სერიოზულიც, რომ ეს ყველაფერი ისე გავაკეთოთ, რომ ეკონომიკა არ მოკვდეს და ეკონომიკის ღრმა რეცესია არ მოხდეს. რაღა ვირუსი მოგკლავს და რაღა სიღარიბეს და შიმშილს - ამის შესახებ „POSTV“-ის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მოსახლეობა არ უნდა გათამამდეს კარგი შედეგების გამო და კიდევ უფრო მკაცრად უნდა დაიცვან საგანგებო მდგომარეობის წესები, რათა მაქსიმალურად ხანმოკლე დროში მოიხსნას ყველა შეზღუდვა.

10 აპრილი 2020, 23:45

COVID19

თურქეთის 30 ქალაქში და ერთ პროვინციაში 48-საათიანი კარანტინი დაწესდა

კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის 30 ქალაქში და ზონგულდაქის პროვინციაში 48-საათიანი კარანტინი დააწესა. ამის შესახებ თურქეთის შს სამინისტროში განაცხადეს.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო

10 აპრილი 2020, 23:44

COVID19

ვანის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი ახლგაზრდა ქალს დაუდასტურდა

ვანის მუნიციპალიტეტში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. კორონავირუსი ახლგაზრდა ქალს დაუდასტურდა, რომელიც ინფიცირებული 75 წლის ქალის შვილია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ვანის სამმართველოს უფროსის, გიგა ბუაძის ინფორმაციით, ინფიცირებული პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. იმავე კლინიკაში იმყოფება მისი ოჯახის 3 ინფიცირებული წევრი -დედა, მამა და მეუღლე.

10 აპრილი 2020, 23:21

ტექნოლოგიები

Apple-მა და Google-მა კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით ახალი ტექნოლოგია დააანონსეს

Apple-მა და Google-მა ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში საკუთარი სმარტფონების პლატფორმებზე ახალი ტექნოლოგიის დამატება დააანონსეს, რომელიც მომხმარებლებს გააფრთხილებს, თუ ისინი კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან კონტაქტში შევლენ. აღნიშნული ტექნოლოგია მიზნად ისახავს ახალი კორონავირუსის გავრცელების შეკავებას.

თენგიზ ცერცვაძე

10 აპრილი 2020, 23:20

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: მიმდინარეობს 15-16 მედიკამენტის გამოცდა, მათი უმეტესობა სხვა ინფექციების დროს გამოიყენებოდა

დაახლოებით 15-16 მედიკამენტის გამოცდა მიმდინარეობს, მათგან 1-2 ახლად შექმნილია, დანარჩენები კი სხვა ინფექციების დროს გამოიყენებოდა, - ამის შესახებ „POSTV“-ის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

10 აპრილი 2020, 23:11

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: წვეთოვანი ინფექციის დროს საქართველოში დამზადებულ პირბადეს აქვს დაცვის მაღალი ხარისხი

საქართველოში წარმოებული პირბადის ხარისხზე განმარტება „POSTV“-ის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა.

თენგიზ ცერცვაძე

10 აპრილი 2020, 22:53

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: მარნეულში ზომების მიღება 2-3 დღით რომ დაგვეგვიანა, უმართავ პროცესს მივიღებდით

მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულის პაციენტის კონტაქტები არ ვიცოდით, ამ სწორმა და მყისიერმა ქმედებებმა მოგვცა ის, რომ მთელი მარნეულის და ბოლნისის გამოკვლევის შედეგად მხოლოდ 20-მდე პაციენტი გამოიკვეთ. საგანგებო ზომები რომ ერთი დღით გვიან მიგვეღო, იქ ასობით შემთხვევა გვექნებოდა, - ამის შესახებ „POSTV“-ის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

10 აპრილი 2020, 22:37

COVID19

ირაკლი ღარიბაშვილი: თავდაცვის ძალებში კორონავირუსის გავრცელების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი

სწორედ ამ მიზნით, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ კორონავირუსის გავრცელება, ჯარი გადავიყვანეთ ყაზარმულ რეჟიმზე ჯერ კიდევ 21 მარტს. მაქსიმალურად კონტროლდება გარეშე პირთა შესვლა და გასვლა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია POSTV -ის ეთერში განაცხადა.

დონალდ ტრამპი

10 აპრილი 2020, 22:36

COVID19

დონალდ ტრამპი: აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე პროგნოზირებული 100 000

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე პროგნოზირებული 100 000. „როგორც ჩანს, სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე 100 000“, - განაცხადა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე დონალდ ტრამპმა.

ჯოზეფ ბაიდენი

10 აპრილი 2020, 22:22

მსოფლიო

CNN: ტრამპს რეიტინგით ბაიდენი უსწრებს

აშშ-ს ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი რეიტინგით მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უსწრებს. სოციოლოგიური გამოკითხვა CNN-მა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, ბაიდენს მხარს რესპოდენტთა 53 პროცენტი უჭერს, ტრამპს კი ხმას გამოკითხულთა 42 პროცენტი აძლევს. ამასთან, ბაიდენის მხარდამჭერთა 62 პროცენტი ქალები არიან, ტრამპის მხარდამჭერთა 51 პროცენტს კი კაცები შეადგენენ.

ირაკლი ღარიბაშვილი

10 აპრილი 2020, 22:21

COVID19

ირაკლი ღარიბაშვილი: თავდაცვის ძალები არის მობილიზებული და მზადყოფნაში

ვინაიდან ვართ პასუხისმგებელი უწყება ქვეყნის თავდაცვაზე ჩვენ ორი ნაბიჯით წინ უნდა ვიყოთ მოვლენებთან მიმართებაში. სწორედ აქედან გამომდინარე ჩემი ხელმძღვანელობით პრევენციული ზომები გატარდა სამინისტროში, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია POSTV -ის ეთერში განაცხადა.

10 აპრილი 2020, 22:12

COVID19

უზბეკეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობას გამოჯანმრთელებულთა სისხლით აპირებენ

უზბეკეთში კორონავირუსით ​ინფიცირებულ იმ პაციენტებს, რომელთა მდგომარეობაც მძიმეა, გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლით უმკურნალებენ. ამის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება. „გამოცდილ მეცნიერებსა და მედიკოსებთან შეთანხმებით ქვეყანაში მალე ახალი მეთოდი იქნება შემოღებული- ეს არის გამოჯანმრთელებულ პაციენტთა სისხლის შრატის გამოყენების პრაქტიკა იმ პაციენტებზე, რომლებსაც ვირუსის მწვავე ფორმა აქვთ. გამოჯანმრთელებულ პაციენტთა სისხლს სრული ლაბორატორიული გამოკვლევა ჩაუტარდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

10 აპრილი 2020, 22:09

COVID19

იტალიაში კარანტინის რეჟიმი 3 მაისამდე გახანგრძლივდა

იტალიაში კარანტინის რეჟიმი 3 მაისამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ იტალიის მთავრობის თავმჯდომარემ ჯუზეპე კონტემ განაცხადა.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო

10 აპრილი 2020, 22:08

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხი კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. საუბარია ახალგაზრდა კაცზე, რომელსაც საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. შესაბამისად, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 10 პაციენტი რჩება.

ირაკლი ღარიბაშვილი

10 აპრილი 2020, 22:06

COVID19

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გვყავს სპეციალური რადიაციული დანაყოფი, რომელმაც 250 ათასი სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია და 620 ათასი მოქალაქის თერმოსკრინინგი ჩაატარა

12 ქალაქში კორონავირუსის პრევენციისთვის გვაქვს მოწყობილი 61 საკონტროლო-გამშვები პუნქტი. დღეის მდგომარეობით ჩართულია 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. რომლებიც აჩვენებენ მაღალ პროფესიონალიზმს. გამორჩეულ დისციპლინას და მაღალ მობილიზაციას, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია POSTV -ის ეთერში განაცხადა.

10 აპრილი 2020, 22:03

COVID19

ამერიკიდან სპეცრეისით სამშობლოში საქართველოს 79 მოქალაქე დაბრუნდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამ წუთებში თვიმფრინავი დაეშვა, რომელმაც სპეცრეისით აშშ-დან საქართველოს 79 მოქალაქე ჩამოიყვანა. ქართველ სტუდენტებთან და მოსწავლეებთან ერთად თვითმფრინავში სომხეთის მოქალაქეებიც არიან. მგაზვრები თერმოსკრინინგს გაივლიან, რის შემდეგაც ისინი 14-დღიან კარანტინს დაექვემდებარებიან.

საუნივერსიტეტო კლინიკა

10 აპრილი 2020, 22:01

COVID19

საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფ ორსულ ქალს კორონავირუსზე პირველი უარყოფითი პასუხი მოუვიდა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფ ორსულ ქალს კორონავირუსზე პირველი უარყოფითი პასუხი მოუვიდა. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, ორსული ქალი საუნივერსიტეტო კლინიკაში მე-15 დღეა მკურნალობს და მასთან კორონავირუსზე აღებული პირველი ტესტის პასუხი უარყოფითია. რაც შეეხება მეორე ტესტს, მისი აღება ხვალ იგეგმება.

ბიურო პარლამენტი

10 აპრილი 2020, 21:54

COVID19

13 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩაინიშნა

13 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ბიუროს სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული და მასზე, სავარაუდოდ, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებაზე და საგანგებო მდგომარეობის საკითხზე იმსჯელებენ.

ენდრიუ კუომო

10 აპრილი 2020, 21:48

COVID19

ენდრიუ კუომო: პრეზიდენტი მართალია, როდესაც ამბობს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას განგაში უნდა აეტეხა

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო იმ ამერიკელი პოლიტიკოსების რიგებს შეუერთდა, ვინც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აკრიტიკებენ კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირებისთვის.