imedi /  20 იანვარი 2019, 07:35 / სანდო წყარო

21 იანვარს „მთვარის დაბნელებაა“

მთვარე

სპეციალისტები ამბობენ, რომ 21 იანვარს „მთვარის დაბნელებაა.“  მთვარის დაბნელება ასტრონომიული მოვლენაა, როდესაც მთვარე შედის დედამიწის ჩრდილის კონუსში. ამის შესახებ BBC წერს.

დედამიწის ჩრდილის დიამეტრი 363 000 კმ-ია (მთვარის მინიმალური დაშორება დედამიწიდან) და მთავრის დიამეტრზე სამჯერ დიდია, ამიტომ მთვარე შეიძლება იყოს მთლიანად დაბნელებული.

მთვარეზე დაკვირვება ყველაზე უკეთ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ასევე დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის მცხოვრებლებს შეეძლებათ. 

21 იანვარს , მთვარის დაბნელება, ,,სუპერ მთვარე,, 02:35 საათზე დაიწყება (თბილისის დროით 06:35 საათზე) და 07:49 საათზე დასრულდება (თბილისის დროით 11:49 საათზე). ხოლო მთვარე "წითლად" 05:12 საათზე, თბილისის დროით 09:12 საათზე გადაიქცევა.

მთვარის მომდევნო დაბნელება 2029 წელსაა მოსალოდნელი.

მთვარე

ყველა სიახლე

17 ივნისი 2021, 11:36

საზოგადოება

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სასწავლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სასწავლო პროგრამებმა საქართველოსა და რეგიონში პირველებმა მიიღეს ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო სააგენტოს (FIBAA) ოფიციალური აკრედიტაცია. დღეისთვის რეგიონში ISET-ის ეკონომიკის პროგრამები ერთადერთი საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამებია ეკონომიკის მიმართულებით.

დროებითი საგამოძიებო კომისია

17 ივნისი 2021, 11:30

პოლიტიკა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, შერჩეული საარჩევნო უბნების კომისიის წევრებთან და ოლქების თავმჯდომარეებთან გასაუბრებას აგრძელებს

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას დღევანდელ სხდომაზე დაგეგმილი აქვს გურჯაანის მე-3 და ნაძალადევის 66-ე საარჩევნო უბნების კომისიის წევრებთან და ამავე ოლქების თავმჯდომარეებთან შეხვედრა და მათგან კონკრეტულ საკითხებზე ახსნა-განმარტებების მიღება.

17 ივნისი 2021, 11:29

ეკონომიკა

სებ-მა ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Central Banking-ის საუკეთესო ფინტექ პოლიტიკის ნომინაციაში გაიმარჯვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემა Central Banking-ის ამჯერად მეორე, Fintech & RegTech კონკურსშიც გაიმარჯვა და წლის საუკეთესო ფინტექ პოლიტიკის ჯილდო მოიპოვა, რომელიც ყოველწლიურად თანამედროვე ტექნოლოგიურ ინოვაციებზე ორიენტირებულ ცენტრალურ ბანკებს გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ წელს ეს ეროვნული ბანკისთვის Central Banking Awards-ის რიგით უკვე მესამე ჯილდოა, ყველაზე გამჭვირვალე ცენტრალური ბანკისა და საუკეთესო რისკმენეჯერის ჯილდოების შემდგომ.

ანდრია ჯაღმაიძე

17 ივნისი 2021, 11:27

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: ცოტა ხანში ტელევიზიებისგან იქნებიან ბავშვები დასაცავი

დღეს არის შეხვედრა ომბუდსმენთან. არის პოზიტიური პროცესები ამ დაძაბულ ვითარებაში. მეუფე იაკობმა უკვე მოასწრო გარკვეული ნაბიჯების გადადგმა ამ მცირე ხანში, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

17 ივნისი 2021, 11:24

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე: სახალხო დამცველის შესვლა ნინოწმინდის პანსიონში არა თუ საჭიროა, ეს მისი ვალდებულებაა

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა საპატრიარქოსთან და (პანსიონის) ახალ ხელმძღვანელობასთან ძალიან პროდუქტიული იქნება. შესაბამისად, მოხდება ყველა იმ საკითხის უზრუნველყოფა, რომელიც იცავს მათ ინტერესებს. ჯანდაცვის სამინისტროს და ბავშვთა ზრუნვის სააგენტოს მთავარი საგანი ბავშვის ინტერესებია და ამ მნიშვნელოვანი რეფორმის მთავარი კრიტერიუმია, რომ ბავშვები უნდა გადავიდნენ მცირე ზომის პანსიონებში, სადაც მათ ექნებათ ოჯახის ტიპის სამყოფელი. შესაბამისად, გაცილებით უკეთ იქნება დაცული მათი კეთილდღეობა. გვაქვს ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა ახალ ხელმძღვანელობასთან. ვფიქრობ, ჩვენ ყველა ადამიანს უნდა მივცეთ იმის დრო, რომ დასკვნები გავაკეთოთ მოგვიანებით, ფაქტების შემდეგ“, - განაცხადა მინისტრმა.

მეუფე იაკობი

17 ივნისი 2021, 11:13

საზოგადოება

მეუფე იაკობი სახალხო დამცველს ხვდება

ამ წუთებში მეუფე იაკობი სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ხვდება. შეხვედრა თბილისში, საპატრიარქოს უნივერსიტეტში მიმდინარეობს. შეხვედრის ინიციატორი მეუფე იაკობია და საუბრის მთავარი თემა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებული მოვლენებია.

17 ივნისი 2021, 11:09

COVID19

ევროპის საინვესტიციო ბანკი ვაქცინებისა და COVID-19-თან დაკავშირებული სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად საქართველოს 50 მილიონი ევროს დახმარებას გაუწევს

ევროპის საინვესტიციო ბანკმა, რომელიც ევროკავშირის ბანკს წარმოადგენს, საქართველოს მთავრობას გამოუყო 50 მილიონი ევრო COVAX-ის პლატფორმიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების და COVID -19-ით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად.

17 ივნისი 2021, 11:05

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4 302-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 221 156 აცრა გაკეთდა.

17 ივნისი 2021, 11:03

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 414 თბილისში, 82 იმერეთში, 50 კი ქვემო ქართლში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 741 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 414 შემთხვევა, აჭარა - 38, იმერეთი - 82, ქვემო ქართლი - 50, შიდა ქართლი - 40, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 39, კახეთი - 37, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

17 ივნისი 2021, 11:01

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.36%-ია

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 356 920 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 342 720, გარდაიცვალა 5 114 პაციენტი.

17 ივნისი 2021, 10:58

სამართალი

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრავე კანდიდატს მხარი დაუჭირა

უზენაესს სასამართლოში დასანიშნ ცხრა კანდიდატს შორის არიან: გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიაშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე, ლაშა ქოჩიაშვილი.

17 ივნისი 2021, 10:58

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 18 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 18 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

17 ივნისი 2021, 10:57

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 741 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 356 920 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 342 720, გარდაიცვალა 5 114 პაციენტი.

17 ივნისი 2021, 10:56

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტი გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „გუგუთი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ჰ.ს.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული 20 000 აშშ დოლარისა და 1 000 000 რუსული რუბლის უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

17 ივნისი 2021, 10:54

COVID19

ინდონეზიაში ვაქცინირებულ ასაკოვან ადამიანებს ცოცხალ ქათმებს სჩუქნიან

ინდონეზიის ქალაქ ჩიანჯურში ვაქცინირებულ ასაკოვან ადამიანებს ქათმებს სჩუქნიან. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

17 ივნისი 2021, 10:46

ტექნოლოგიები

ჩინეთმა მშენებარე კოსმოსურ სადგურზე პირველი ასტრონავტები გაგზავნა

ეს პირველი შემთხვევაა ბოლო 5 წლის განმავლობაში, როცა ჩინეთი კოსმოსში ადამიანებს აგზავნის.

17 ივნისი 2021, 10:32

საზოგადოება

ნაძალადევის რაიონის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება

სამუშაოების გამო 18 ივნისის დილის 11:00 საათიდან 19 ივნისის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ნაძალადევის რაიონში: გურამიშვილის გამზირის ნაწილს, ც.დადიანის ქუჩის ნაწილს, ზვარეთის, სვირის, ახალდაბის, ერისთავის, ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის, ზესტაფონის, ჭიჭინაძის, მანჯგალაძის, ინწკირველის, ხიმშიაშვილის, სურგულაძის, სუმბათაშვილი-იუჟინის, ასკურავას, ურიდიას, გომბორის, წიკლაურის, ჯანელიძის, ლეჩხუმის, ღრმაღელეს, კნოლევის, სვანეთის, გვაზაურის, ზედაზენის, ბენდელიანის, რიონჰესის და მიმდებარე ქუჩებს.

17 ივნისი 2021, 10:29

რეგიონი

გიორგი ხანიშვილი ატმის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს და ფერმერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი კახეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ატმის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს და ფერმერებს შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილი

17 ივნისი 2021, 10:25

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილებები და განამტკიცა დევნილთა უფლება, ღირსეულად დაბრუნდნენ სახლებში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის მიღებას მიესალმება

ეკატერინე ტიკარაძე

17 ივნისი 2021, 10:19

COVID19

როგორი კოვიდპაციენტი იყო ეკატერინე ტიკარაძე - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მასთან კორონავირუსის მიმდინარეობაზე ისაუბრა.