Imedi /  26 იანვარი 2019, 16:33 / სანდო წყარო

არის თუ არა ალცჰაიმერის დაავადება გადამდები

ალცჰაიმერი შესაძლოა ინფექციური დაავადება იყოს. ამ ჰიპოთეზის დამტკიცებას მეცნიერთა სხვადასხვა ჯგუფი ცდილობს. ცოტა ხნის წინ მკვლევარებმა აღმოაჩინეს კიდევ ერთი და საკმაოდ მყარი მტკიცებულება, რომელიც ბაქტერიებსა და ალცჰაიმერის დაავადების სიმპტომებს შორის კავშირზე მიუთითებს- იუწყება BBC-ის რუსულენოვანი ვებგვერდი.

ავტორთა ჯგუფის სტატიაში, რომელიც მიკრობიოლოგ იან პოტემპას ხელმძღვანელობით გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ალცჰაიმიერის სინდრომით დაავადებულთა ტვინში Porphyromonas gingivalis ბაქტერიები აღმოაჩინეს. ეს მიკროორგანიზმი ჩნდება ქრონიკული პაროდონტიტის  ან ღრძილების ანთების შედეგად, რაც მილიონობით ადამიანს აწუხებს. 

ექსპერიმენტები, რომლებიც ლაბორატორიულ ცხოველებზე ჩატარდა, მიუთითებს, რომ Porphyromonas gingivalis პათოგენური ბაქტერიაა. ის იჭრება ტვინში, იწვევს ღრძილების ანთებასა და ამილოიდურ პროტეინებს, რომლებიც ალცჰაიმერის დაავადების გამომწვევ ძირითად სიმპტომებს აყალიბებს. 

მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც კოორდინაციას ფარმაკოლოგიური კომპანია Cortexyme უწევს, არ ამტკიცებს, რომ ალცჰაიმერის გამომწვევი ძირითადი მიზეზი აღმოაჩინა. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

"აქამდეც იყო ეჭვი, რომ ინფექციურ პათოგენებს შეუძლიათ გამოიწვიონ ან ხელი შეუწყონ ალცჰაიმერის სიმპტომების განვითარებას. თუმცა ახლა პირველად მივიღეთ მყარი მტკიცებულება, რომ ბაქტერიულ ინფექციასა და ამ საშინელ დაავადებას შორის კავშირი არის,"- აცხადებს ჯგუფის უფროსი სტივენ დომინი. 

ამის გარდა, მეცნიერებმა შეძლეს განესაზღვრათ ტოქსიკური ფერმენტების ჯგუფი, რომელიც ალცჰაიმერით დაავადებული ადამიანის ტვინში არსებულ ბაქტერიებთან ერთად გამოიყოფა. თუმცა სპეციალისტები კვლევასთან დაკავშირებულ ოპტიმისტურ პროგნოზებთან დაკავშირებით ფრთხილობენ. 

მეცნიერთა თქმით, ბოლო 15 წლის განმავლობაში მსხვილი ფარმაკოლოგიური კომპანიები ალცჰაიმერის სინდრომის კვლევისგან თავს იკავებდნენ, რადგან ეს არარენტაბელურად მიაჩნდათ. 

 

ყველა სიახლე

კანაფი

23 აგვისტო 2019, 10:45

ეკონომიკა

ამერიკელ ფერმერები კანაფის მოყვანაზე დიდ იმედებს ამყარებენ

ამის შესახებ სტატიას Financial Times-ი აქვეყნებს. Financial Times-ის ცნობით კანაფის ბაზრის მოცულობამ 2018 წელს $ 1.9 მილიარდს მიაღწია. თუ ამ კულტურაზე მოთხოვნის ზრდა ისეთივე აქტიური იქნება, როგორც მარიხუანაზე, რომელიც ზოგ შტატში ლეგალიზებულია, 5 წელში გაყიდვების მოცულობა $20 მილიარდამდე გაიზრდება.

Echowaves-ი

23 აგვისტო 2019, 10:27

კულტურა

ანაკლიის სანაპიროზე ფესტივალი Echowaves-ი გაიხსნა

ანაკლიის სანაპიროზე ფესტივალი Echowaves-ი გაიხსნა. განახლებულ სცენაზე წუხელ მსოფლიოში განთქმულმა დიჯეებმა დაუკრეს. მათ შორის იყვნენ ნინა კრავიცი და ეტაპ კაილი. Echowaves-ი, რომელიც უკვე მეორე წელია check in Georgia-ს ფარგლებში იმართება, 2014 და 2018 წლების ევროპის საუკეთესო ფესტივალის ტიტულის მქონე EXIT-ის მხარდაჭერით ტარდება.

რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა Patriot

23 აგვისტო 2019, 10:24

მსოფლიო

აშშ თურქეთს რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექს Patriot-ს აღარ მიჰყიდის

მის შესახებ CNN-ი წერს. როგორც გამოცემას სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განუცხადეს, ანკარა ინფორმირებული იყო იმის შესახებ, რომ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექს S-400-ის შეძენის შემთხვევაში ვაშინგტონის წინადადებას ძალა დაეკარგებოდა. თურქეთმა S-400 ივნისში შეიძინა.

ხანძარი

23 აგვისტო 2019, 10:13

ძალოვნები

სოფელ საყავრესთან ტყის ხანძრის ჩაქრობაში მესამე ვერტმფრენიც ჩაერთო

სოფელ საყავრესთან ტყის ხანძარს სასაზღვრო პოლიციის მესამე ვერტმფრენიც აქრობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ადგილზე ცეცხლის ღია კერები აღარ არის. უწყების ინფორმაციით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მოწყობილია საველე შტაბი, საიდანაც ტყის ხანძრის ჩაქრობას ხელმძღვანელობენ. სამუშაოები მეორე დღეა სრულდება.

ფარული გადაღება

23 აგვისტო 2019, 10:10

მსოფლიო

ესპანეთში დააკავეს კაცი, რომელმაც 555 ქალს ფარულად ინტიმური ხასიათის ვიდეოები გადაუღო

სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედი დანაშაულის ჩადენის მომენტში დააკავეს, როდესაც ის ერთ-ერთ მსხვერპლს ფარულად უღებდა ვიდეოს. გამოძიების მტკიცებით, საერთო ჯამში ეჭვმიტანილმა 555 ქალის, მათ შორის არასრულწლოვნების მონაწილეობით 283 ვიდეო გადაიღო და ინტერნეტში მილიონობით ნახვა დააგროვა.

ჰონგ-კონგი

23 აგვისტო 2019, 09:52

მსოფლიო

ჰონგ-კონგის სასამართლომ საპროტესტო აქციების აკრძალვის მოქმედება გაახანგრძლივა

ჰონგ-კონგის უზენაესმა სასამართლომ განუსაზღვრელი ვადით გაახანგრძლივა აეროპორტში საპროტესტო აქციების ამკრძალავი დადგენილება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. 13 აგვისტოს ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციამ სასამართლოს საპროტესტო აქციების აკრძალვა მოსთხოვა, მას შემდეგ რაც მომიტინგეებმა აეროპორტის მუშაობა შეაფერხეს.

ხანძარი ამაზონის ტყეში

23 აგვისტო 2019, 09:30

მსოფლიო

მაკრონმა ამაზონის ტყის ხანძარს საერთაშორისო დონის კრიზისი უწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ამაზონის ტყის ხანძრები საერთაშორისო დონის კრიზისს წარმოადგენს, რომელსაც „დიდი შვიდეულის“ სამიტის დღის წესრიგში მთავარი ყურადღება უნდა დაეთმოს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

„გოჭი პეპა“

23 აგვისტო 2019, 09:13

ეკონომიკა

ამერიკული კომპანია „გოჭი პეპას“ შემქმნელ კომპანიას 4 მილიარდ დოლარად შეიძენს

„გოჭი პეპას“ გარდა Hasbro ფლობს საავტორო უფლებებს ისეთ ბრენდებზე, როგორებიცაა „ჩემი პატარა პონი“ (My Little Pony), „ვარსკვლავური ომები“ (Star Wars), „მარველის ლეგენდები“ (Marvel legends), „ტრანსფორმერები“ (Transformers) და სხვ. 2017 წელს კომპანიის მოგებამ 5,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.

„ბათუმი რივიერა“

23 აგვისტო 2019, 08:41

საქართველო

აქტივისტები „ბათუმი რივიერას“ საკითხზე პრემიერს და ბათუმის მერს მიმართავენ

ბათუმის კონცხზე ხუთი კოშკის დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აქტივისტები და ბუნებისდამცველები პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს და ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს მიმართავენ.

მაიკლ ჯექსონი

23 აგვისტო 2019, 08:16

კულტურა

მაიკლ ჯექსონის კიდევ ერთი ანდერძის შესახებ გახდა ცნობილი

მისი თქმით, ანდერძი 2006 წლით არის დათარიღებული და მას 2002 წელს შედგენილი ამჟამად მოქმედი ანდერძი უნდა ჩაენაცვლებინა. ბეინის განცხადებით, ის პირადად ესწრებოდა მომენტს, როდესაც ანდერძს ნოტარიუსი ამოწმებდა და დოკუმენტის შინაარსსაც გაეცნო. თუმცა, ანდერძის ბედი მისთვის ახლა უცნობია.

თევზი

23 აგვისტო 2019, 08:09

ტაბლოიდი

ამერიკელმა ქალმა დაიჭირა თევზი, რომელსაც ორი პირი აქვს

აშშ-ის ქალაქ პლატსბურგში ცოლ-ქმარმა დაიჭირა თევზი, რომელსაც ორი პირი აქვს. ამის შესახებ გამოცემა Daily Star-ი წერს. ადამ გედესი და მისი მეუღლე დები შამპლეინის ტბაზე თევზაობდნენ. როდესაც დებიმ წყლიდან ტბის კალმახი ამოიყვანა, მეთევზეებმა აღმოაჩინეს, რომ თევზს ორი პირი ჰქონდა.

 „ობლების ბრუკლინი“

23 აგვისტო 2019, 00:40

კულტურა

გამოქვეყნდა „ობლების ბრუკლინის“ ტრეილერი, ტომ იორკის საუნდტრეკით

ფილმის რეჟისორი და სცენარისტი ედვარდ ნორტონია, რომელიც მთავარ როლსაც ასრულებს. კერძოდ, ის კერძო დეტექტივია, რომელსაც ტურეტის სინდრომი აქვს. ნორტონთან ერთად ფილმში უილემ დეფო და ალეკ ბოლდინი მონაწილეობენ. საუნდტრეკზე კი ტომ იორკი მუშაობდა.

ფორსაჟი 9

23 აგვისტო 2019, 00:18

საქართველო

„ფორსაჟის“ გადაღებების გამო ვაჟა-ფშაველას გამზირის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება

პეკინის გამზირიდან და ჟვანიას მოედნიდან მეტროსადგურ „დელისის“ მიმართულებით როგორც კერძო, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კანდელაკის ქუჩის გამოყენებით იმოძრავებს, ხოლო ჟვანიას მოედნიდან პეკინის გამზირისკენ გადაადგილება კვლავ ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ბექას ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი.

დაღესტანი

22 აგვისტო 2019, 23:58

ტაბლოიდი

დაღესტნელმა ჩინოსანმა პენსიის მისაღებად ასაკი 34 წლით გაიზარდა

როგორც გაირკვა, 28 წლის ჩინოსანმა ადგილობრივ ფედერალურ საიმიგრაციო სამსახურში ყალბი პასპორტი აიღო, სადაც მისი ასაკი 34 წლით იყო გაზრდილი. ამ პასპორტით მან საპენსიო ფონდს მიმართა და პენსია დაუნიშნეს. 2018 წლის მარტიდან მან 155 000 რუბლი (2361$) აიღო.

ლევან გელბახიანი

22 აგვისტო 2019, 23:36

კულტურა

სარაევოს კინოფესტივალზე საუკეთესო კაცი მსახიობის ჯილდო ლევან გელბახიანს გადაეცა

გეი სიყვარულის შესახებ პირველი ქართული ფილმის მთავარი პერსონაჟი მერაბია, რომელიც ბავშვობიდან ანსამბლში ქართულ ეროვნულ ცეკვებს ცეკვავს. მისი ცხოვრება მოულოდნელად იცვლება, როდესაც მის ცხოვრებაში ქარიზმატული ირაკლი ჩნდება, რომელიც ასევე ცეკვავს ქართულ ცეკვებს.

Prodigy

22 აგვისტო 2019, 23:24

კულტურა

Prodigy ახალ სიმღერაზე მუშაობს

ცნობილი ბრიტანული ჯგუფის Prodigy-ს წევრებმა კიტ ფლინტის გარდაცვალების შემდეგ ახალ სიმღერაზე მუშაობა დაიწყეს. ხმის ჩამწერი სტუდიიდან ფოტო მუსიკალური კოლექტივის შექმნელმა ლიამ ჰოულეტმა Instagram-ზე გამოაქვეყნა.„დავბრუნდით სტუდიაში, რათა ვიხმაუროთ“, - ასეთია ფოტოს აღწერა.

ხანძარი

22 აგვისტო 2019, 22:46

ძალოვნები

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძრის ფართობი შემცირდა

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ფართობი შემცირდა - ცეცხლი 40 ჰექტარიდან 10 ჰექტრამდე ლოკალიზდა. მის ჩაქრობას მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველები გააგრძელებენ. დილიდან პროცესში 3 ვერტმფრენი ჩაერთვება.

კოტე გუგუნავა

22 აგვისტო 2019, 22:44

სპორტი

ქართველი მწვრთნელი კოტე გუგუნავა კარიერას დუბაიში განაგრძობს

ქართველი მწვრთნელი კოტე გუგუნავა კარიერას დუბაიში, ადგილობრივ კლუბ "შაბაბ ალ-აჰლიში" განაგრძობს. „მადლობას ვუხდით მას გაწეული სამუშაოსთვის, პროფესიონალიზმისა და კარგი ადამიანობისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ ახალ კლუბში"- წერს კლუბი Facebook-ის გვერდზე.

სალომე ზურაბიშვილი

22 აგვისტო 2019, 22:33

საქართველო

ზურაბიშვილი: საოკუპაციო ხაზთან ჩავდივარ როცა საჭიროდ მივიჩნევ და არა სხვისი დღის წესრიგით

ლიეტუვას ყოფილი პრეზიდენტ ვალდას ადამკუსის ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მიუხედავად მიმდინარე პროცესისა, საქართველომ უნდა განაგრძოს გზა ევროპისკენ, განვითარებისა და დემოკრატიისკენ.

ემინემი

22 აგვისტო 2019, 22:19

მსოფლიო

ემინემის ლეიბლი Spotify-ის უჩივის

ლეიბლი, რომელიც ემინემის სიმღერების გამოშვებას უზრუნველყოფს, ციფრულ მუსიკალურ პროვაიდერ Spotify-ის მომღერლის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. ლეიბლ Eight Mile Style-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ Spotify-იმ ვერ უზრუნველყო ემინემის სიმღერების ლიცენზიის სრულფასოვნად დაცვა და შესაბამისად, ვარსკვლავისთვის ადეკვატური ანაზღაურების გადახდა.