imedi /  28 იანვარი 2019, 22:57 / სანდო წყარო

9 უცნობი ციფრი ადამიანის ტვინის შესახებ

ტვინი

ტვინი - ნერვული სისტემის ცენტრალური ნაწილია. ის ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებს არეგულირებს. ადამიანის თავის ტვინი სხეულის ყველაზე მთავარი და სირთულის გამო, ყველაზე ნაკლებად შესწავლილი ორგანოა. გთავაზობთ, ადამიანის ტვინის შესახებ მეცნიერების მიერ შესწავლილ და დადასტურებულ 9 გასაოცარ ციფრს.    

- ტვინის მუშაობისთვის აუცილებელია ადამიანის მიერ მოხმარებული ჟანგბადის საერთო რაოდენობის 20%;

- ტვინში ერთ ნეირონს მეორესთან 10 000 ნერვული „ჯაჭვი“ აკავშირებს;

- ტვინის საშუალო წონა 1400 გრამია. ამასთან ინტელექტი ტვინის ზომასთან ყოველთვის დაკავშირებული არ არის;

- თავის ტვინში 90 000 000 000 ნერვული უჯრედია (ნეირონი) - ჩვენს გალაქტიკაში დაახლოებით ამდენივე ვარსკვლავია;

- 8-10 წლისას ადამიანის ტვინში ყალიბდება ტალამუსი, რომელიც ყურადღების კონცენტრაციაზე პასუხისმგებელი და ერთ საგანზე ყურადღების გამახვილების შესაძლებლობას იძლევა;

- ნეირონის ქსელი, რომლის წყალობითაც ჩვენ ვამუშავებთ ინფორმაციას, ვიმახსოვრებთ მას და ზოგადად ვაზროვნებთ, 100 000 000 000 000 ქსოვილისგან შედგება;

- პირველ არსებებს დედამიწაზე ტვინის ღერო 500 000 000 წლის წინ გაუჩნდათ. ის დაახლოებით ისეთივეა, როგორიც თანამედროვე რეპტილიების ტვინი;

- ტვინის თითოეულ ნახევარსფეროში 4 (შუბლის, თხემის, საფეთქელის, კეფის) ნაწილია. თოთოეული თავის ფუნქციაზეა პასუხისმგებელი;

- ტვინის ღეროდან თავის ქალის 12 წყვილი ნერვი გამოდის, ისინი პასუხისმგებლები არიან ყნოსვაზე, სმენაზე, თვალების და ენის მოძრაობაზე და სხვა ფუნქციებზე.

ყველა სიახლე

გურჯაანის მერი

10 აპრილი 2020, 20:07

COVID19

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოციალურად გაჭირვებულ 2000 ოჯახს სასურსათო კალათები ეტაპობრივად გადაეცემა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სოციალურად გაჭირვებულ 2 ათას ოჯახს სასურსათო კალათები ეტაპობრივად გადაეცემა. სურსათი დღეს რამდენიმე ოჯახს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა, მერიის საჯარო მოხელეებისგან შემდგარ მოხალისეთა ჯგუფთან ერთად პირადად მიუტანა.

ბორის ჯონსონი

10 აპრილი 2020, 19:55

COVID19

ბორის ჯონსონი, რომელიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს, უკვე დამოუკიდებლად გადაადგილდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს, უკვე დამოუკიდებლად გადაადგილდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის აპარატში განაცხადეს.

მარინა ეზუგბაია

10 აპრილი 2020, 19:52

COVID19

მარინა ეზუგბაია: ქართული პირბადე იცავს ადამიანს ნებისმიერი წვეთოვანი ინფექციისგან, მათ შორის კორონავირუსისგან

საქართველოში წარმოებული პირბადე ტესტირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უსაფრთხოების სამსახურის მიერ და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

10 აპრილი 2020, 19:29

COVID19

ინტერნეტი ბანგკოკელი ახალშობილების ფოტომ მოიცვა, რომლებსაც კორონავირუსისგან დამცავი ფარები უკეთიათ

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც 2 ახალშობილს კორონავირუსისგან დამცავი ფარები უკეთია. ფოტოს სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგი მიიჩნევს, რომ ასეთ აღჭურვილობაში მყოფი ბავშვები საყვარლები არიან, ზოგი კი ფიქრობს რომ ფოტო შემზარავია. ტაილანდში კორონავირუსით 2,473 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა 33-ია, გამოჯანმრთელებულია 1,013 ადამიანი. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ტაილანდში 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 21 ბანგკოკში. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror ავრცელებს.

10 აპრილი 2020, 19:24

მსოფლიო

რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს

რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. როგორც კრემლის პრესსამსახური იუწყება, მხარეებმა კოსმოსის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხი განიხილეს. კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა ნავთობის მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარება და კორონავირუსთან ბრძოლის საკითხი განიხილეს.

10 აპრილი 2020, 19:18

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 234 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 54 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 234 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 54 უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4 908 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 429 მოქალაქე რჩება.

ირაკლი ჩიქოვანი

10 აპრილი 2020, 19:05

COVID19

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სრული კარანტინი ამოქმედდება

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სრული კარანტინი ამოქმედდება. ამის შესახებ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

10 აპრილი 2020, 19:01

მსოფლიო

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში წითელი პარასკევის ღვთისმსახურება ჩატარდა

ხანძრის გაჩენიდან თითქმის ერთი წლისთავზე პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში პარიზის არქიეპისკოპოსმა მიშელ ოპეტიმ წითელი პარასკევის ღვთისმსახურება ჩაატარა. ღვთისმსახურებას მხოლოდ შვიდი ადამიანი ესწრებოდა.

10 აპრილი 2020, 18:59

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსს 97 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 1 632 512 კი დაინფიცირდა

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 97 582-ს მიაღწია. ვირუსს ყველაზე ბევრი ადამიანი იტალიაში ემსხვერპლა (18 279). მეორე ადგილზეა აშშ (17 055), მესამე ადგილზე კი ესპანეთი (15 843). ვირუსით დღეის მონაცემებით, სულ 1 632 512 ადამიანი დაინფიცირდა, 366 526 კი გამოჯანმრთელდა.

Amazon

10 აპრილი 2020, 18:52

COVID19

Amazon-მა თანამშრომლების კორონავირუსზე ტესტირებისთვის ლაბორატორიის მშენებლობა დაიწყო

კომპანია Amazon-მა თავისი თანამშრომლების კორონავირუსზე ტესტირებისთვის ლაბორატორიის მშენებლობა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევები აშშ-ში Amazon-ის 50 ობიექტზე დაფიქსირდა.

10 აპრილი 2020, 18:47

COVID19

აჭარაში კარანტინში მყოფი გოგო: კარანტინი კი არა holiday-ია, არც ერთი ქვეყანა არ ვიცი, რომელიც ამ ყველაფერს სრულიად უსასყიდლოდ აკეთებს

„ამ ყველაფრის ფონზე, დიად ევროპაში ისეა საქმე გართულებული, საავადმყოფოში აღარ აწვენენ ხალხს და მკურნალობის შერჩევითი პროცესი მიდის. ჩვენ ქვეყანას კი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები აქვს რეზერვში თუ საავადმყოფოში ადგილი აღარ იქნება. მოკლედ ჩამოდით, ახალი ფრენაა დანიშნული 2 მაისს (ლონდონი -თბილისი)“- წერს ანა ნიჟარაზე Facebook-ზე.

კახა კუჭავა

10 აპრილი 2020, 18:42

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ფრანგული გამოცემა Atlantico-ს სტატიაში ხაზგასმულია, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ ამ წლების განმავლობაში პრაგმატული და საკმაოდ გონივრული პოლიტიკა განხორციელდა

პროევროპულ მთავრობებს სჭირდებათ გვერდში დგომა - ეს არის ის მთავარი გზავნილი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ამოვიკითხოთ ფრანგული გამოცემა Atlantico-ს ერთ-ერთ სტატიაში, სადაც პირდაპირ არის მითითება და მოწოდება ევროკავშირისადმი, რომ თავიანთი გონივრული სამეზობლო პოლიტიკა და აღებული ვალდებულებები შეასრულონ და გვერდში დაუდგენენ იმ მეზობელ ქვეყნებს, რომლებიც თავიანთ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახა კუჭავამ ფრანგულ გამოცემა Atlantico-ში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული სტატიის შეფასებისას. მასში ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ მიღწევებზეა საუბარი.

10 აპრილი 2020, 18:32

COVID19

თბილისის მერიის საქველმოქმედო აქციას კიდევ 1 ქართული კომპანია შეუერთდა

ქართული სამშენებლო კომპანია „ჯორჯიან ბილდინგ გრუფი +“ (GBG+) შეუერთდა თბილისის მერიის აქციას, რომელიც სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულების დახმარებას ითვალისწინებს. კომპანიამ საკვები პროდუქტებით 100 ნობათი მოამზადა და გადასცა თბილისის მერიას, რომელიც შემდეგ უზრუნველყოფს დახმარების განაწილებას საჭიროების მქონე მოქალაქეებზე. „ჯორჯიან ბილდინგ გრუფი +“-ის ხელმღვანელის, ზვიად იმადაშვილის თქმით, კომპანია, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, სიამოვნებით შეუერთდა მერიის ამ ინიციატივას. აქციის მიზანია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში ხანდაზმულების ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

10 აპრილი 2020, 18:24

COVID19

ლენტეხის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა

ლენტეხის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა. მურის ხიდთან, სადაც გამშვები პუნქტია, გზა გადაკეტილია და პერიმეტრს სამართალდამცავები და სამხედროები აკონტროლებენ. ამ დროისთვის პერიმეტრზე არც მანქანებს და არც ქვეითად მოსიარულეებს აღარ ატარებენ. ქრონიკის ინფორმაციით, ამ წუთებში ცაგერში საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს.

დიმიტრი ხუნდაძე

10 აპრილი 2020, 18:20

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: ბიძინა ივანიშვილის დახმარება დღეს იყო ჰაერივით საჭირო

ეს არის რთულად სამართავი პროცესი, ასევე არის ფინანსურად მძიმე ტვირთი. ჩვენზე მეტად მდგრადი ინსტიტუტებისა და უფრო მძლავრი ფინანსური რესურსის მქონე სახელმწიფოებსაც კი უჭირთ ამ პროცესის სწორად მართვა - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა. „ჩვენ მიჩვეული ვართ ბატონი ბიძინას მხრიდან დახმარებას ყოველდღიურს და მით უმეტეს კრიტიკულ სიტუაციებში. და დღეს ეს იყო ჰაერივით საჭირო ერთია, რომ სწორად მართო, მაგრამ ამისთვის საჭიროა ფინანსები. უდიდესი ფინანსური ტვირთი აქვს დღეს ქვეყანას, ამიტომ ნებისმიერი დახმარება და მით უმეტეს ამ მასშტაბის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე

10 აპრილი 2020, 18:14

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: პირველი მიღების ზოლი ჰოსპიტალური სექტორი იქნება და ის მზად უნდა იყოს ყველაზე რთული სცენარისთვის

ახლა შევდივართ ისეთ ფაზაში, სადაც პირველი მიღების ზოლი ჰოსპიტალური სექტორი იქნება და ის მზად უნდა იყოს ყველაზე რთული სცენარისთვის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.

10 აპრილი 2020, 18:08

COVID19

ნიუ-იორკი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაზე წინაა

ნიუ-იორკი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაზე წინაა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ნიუ-იორკში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დაახლოებით 162,000-ია. ნიუ-იორკის შემდეგ, ინფიცირებულთა რაოდენობით მე-2 ადგილზე ესპანეთია 157,000 შემთხვევით, ხოლო მე-3 ადგილზე - იტალია 143,600 შემთხვევით. ჩინეთში, საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა, 82,000 შემთხვევაა დადასტურებული. ამერიკაში ჯამში კორონავირუსის თითქმის 469,000 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 16,700 ფატალურად დასრულდა, გამოჯანმრთელებულია 26,000 ადამიანი.

ლევან რატიანი

10 აპრილი 2020, 17:59

COVID19

ლევან რატიანმა ჟურნალისტებს ქართული წარმოების პირბადეები გადასცა

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა ლევან რატიანმა ჟურალისტებს საქართველოში წარმოებული პირბადეები გადასცა.„ნაწარმოებია საქართველოში, ძალიან მაგარი პირბადეებია. გამოვიყენეთ, რადგან დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გასცა რეკომენდაცია და თქვენც გირჩევთ, გამოიყენოთ ეს პირბადეები“- განაცხადა ლევან რატიანმა.

ეკატერინე ტიკარაძე

10 აპრილი 2020, 17:57

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: სამინისტროში მუშავდება სხვდასხვა პროექტები კერძო სექტორის ხელშეწყობისთვის

სამთავრობო ჯგუფში ჩვენ ვმუშაობთ ყველანაირ სცენარზე. პირველი სცენარი არის ის, რომ გავამკაცროთ ღონისძიებები უფრო მეტად ვიდრე ეს არის დღეს - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა. მინისტრის განმარტებით, ეტაპობრივად მოიხსნება შეზღუდვები კერძო სექტორზე და ამ საკითხზე პროექტების შემუშავება ჯანდაცვის სამინისტორში აქტიურად მიმდინარეობს. „ასევე რა თქმა უნდ ვმუშაობთ ეკონომიკის სასარგებლოდ. ყველა იმ მოდელის დაშვებაზე, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენს თანამემამულეებს ეკონომიკურ საქმიანობებში, ვინაიდან არ მოხდეს ეკონომიკური კოლაფსი. სამინისტროში მუშავდება ყველანაირი პროტოკოლი. არა მხოლოდ რეკომენდაციის სახით, არამედ ვალდებულების სახით. ეს გაეცნობა ყველა სექტორს, რომ მათ შეძლონ გააქტიურონ და გააქტიურონ თავიანთი საქმიანობა. ეს იქნება უკვე გადანაწილებული პასუხისმგებლობა, როგორც სახელისუფლებო გუნდის ასევე კერძო სექტორის მხრიდან“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე

10 აპრილი 2020, 17:56

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპზე მასობრივი ტესტირების ჩატარება არ იგეგმება

ამ ეტაპისთვის მასობრივი ტესტირების ჩატარება დღის წესრიგში არ დგას, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ეს რამდენიმე დღეში გახდეს საჭირო, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა.