imedi /  10 თებერვალი 2019, 23:36 / სანდო წყარო

კვლევა: ქალების ჯანმრთელობისთვის კვირაში ორჯერ მეგობრების ნახვა აუცილებელია

სექსი დიდ ქალაქში

"სექსი დიდ ქალაქში"

იმისთვის, რომ ქალებმა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაიუმჯობესონ, კვირაში ორჯერ მეგობრებთან ერთად უნდა გაატარონ დრო. ამის შესახებ ახალ კვლევაში წერია, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტმა ჩაატარა.

როგორც გაირკვა, მეგობრებთან დროის გატარება ქალებს უფრო აბედნიერებს და ამხიარულებს, რაც დადებითად აისახება მათ ჯანმრთელობაზე. 

ფსიქოლოგი და კვლევის ავტორი რობინ დუნბარი ამბობს, რომ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება თუ ის კვირაში ორჯერ ოთხ საუკეთესო მეგობართან ერთად ატარებს დროს და სხვადასხვა რამით კავდება. კვლევის მიხედვით, ეს "სხვადასხვა რამეა": ლუდის დალევა, ჭორაობა, მათ მეტოქეებზე საუბარი და ა.შ.

მეგობრებთან დროის გატარების დადებითი მხარეები, რომლებიც ქალის ჯანმრთელობაზე აისახება არის შემდეგი: ისინი ავადმყოფობას მალე ერევიან; უმცირდებათ შეშფოთებისა და მღელვარების დონე; იზრდება გულუხვობის დონე, რაც მათ თავს უკეთ აგრძნობინებთ. 

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ყოველი 5 ქალიდან მხოლოდ 2 ახერხებს კვირაში ერთხელ მაინც მეგობრების ნახვას. კვლევამ აჩვენა, რომ ქალებს (შესაძლოა კაცებზე მეტადაც კი) სჭირდებათ ამგვარი კავშირები.

ყველა სიახლე

21 აპრილი 2019, 13:28

საქართველო

პანკისელების ნაწილი სალოცავად შეიკრიბა

პანკისის ხეობაში მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება მოხდა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ადგილზე მოსახლეობა დაგეგმილი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. მშენებლობის დაწყება დღეს იგეგმებოდა.

21 აპრილი 2019, 13:24

მსოფლიო

შრი-ლანკაზე მერვე აფეთქება მოხდა

შრი-ლანკაზე მერვე აფეთქება მოხდა. მანამდე კი Reuters -ის ცნობით მეშვიდე აფეთქება ქვეყნის დედაქალაქთან ახლოს მოხდა. წინასწარი მონაცემებით დაიღუპა ორი ადამიანი. ადგილობრივი ტელეარხის News 1st-ის ცნობით, შრი-ლანკაზე აფეთქების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით 185 ადამიანი გარდაიცვალა და 500 დაშავდა.

ვლადიმერ ზელენსკი მეუღლესთან ერთად

21 აპრილი 2019, 12:58

მსოფლიო

ზელენსკიმ ხმის მიცემისას თქვა, რომ ცოლმა დილით ემინემის სიმღერა მოასმენინა

მანამდე გაირკვა, რომ კიევის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი ვლადიმერ ზელენსკის კანდიდატურის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოხსნის შესახებ. ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის გაუქმებას ანდრეი ხილკო ითხოვდა.

21 აპრილი 2019, 12:42

მსოფლიო

ბრიტანეთის კონსერვატიული პარტია ტერეზა მეის გადადგომას მოითხოვს

ბრიტანეთის კონსერვატიული პარტია პრემიერმინისტრ ტერეზა მეის გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთებას გეგმავს. The Times -ის ცნობით, ამის შესახებ განცხადებას, პარტიის კომიტეტის თავმჯდომარე გრემ ბრედი 23 აპრილს გააკეთებს. გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის პარლამენტი ტერეზა მეისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზეც იმსჯელებს.

აქცია

21 აპრილი 2019, 12:35

საქართველო

პანკისში ინციდენტისას ადგილობრივებიც დაშავდნენ და პოლიციელებიც

დაშავებულ მოსახლეობას დახმარება ადგილზე გაეწია, ხოლო სამართალდამცველები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ მოსახლეობის მიერ ქვების სროლი დროს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს.

21 აპრილი 2019, 12:25

მსოფლიო

შრი-ლანკაზე ტერაქტს 180-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

შრი-ლანკაზე აფეთქების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით 185 ადამიანი გარდაიცვალა და 500 დაშავდა. ქვეყნის ხელისუფლება საგანგებო სხდომას მართავს რათა მომხდარში გაერკვეს და შესაბამისი ზომები მიიღოს.

21 აპრილი 2019, 11:58

მსოფლიო

შავ ზღვაში დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო ხომალდი შევიდა

გემი სახელწოდებით HMS_Echo, შავ ზღვაში 21 დღის განმავლობაში იქნება და ბოსფორის სრუტის გავლით, გემების გადაადგილებას გააკონტროლებს. აღსანიშნავია, რომ გასული თვეების განმავლობაში დიდი ბრიტანეთის კუთვნილი ხომალდი შავ ზღვაში უკვე მეორედ შევიდა.

კახა საბანაძე

21 აპრილი 2019, 11:46

ძალოვნები

შს მინისტრის მოადგილემ პანკისელებს დიალოგისკენ მოუწოდა

"გამოყავით თქვენი წარმომადგენლები, წავიყვანოთ თელავში, ჩამოვყალიბდეთ და ვისაუბროთ თემაზე. მოგიწოდებთ მშვიდობისკენ. პოლიცია მოწოდებულია, აღასრულოს კანონი და დაიცვას თქვენი ინტერესები. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მუშაობა შეჩერებულია. დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ“,- განაცხადა საბანაძემ.

მარცინ პშიდაჩი

21 აპრილი 2019, 11:46

მსოფლიო

პოლონეთი: რეგიონში რუსეთის დესტრუქციული ქმედებები უსაფრთხოებას უთხრის ძირს

"მთიანი ყარაბაღი, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დავის საგანია. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოში. დნესტრისპირეთი მოლდოვაში, დონბასი და ყირიმი უკრაინაში. ყველა ამ კონფლიქტში რუსეთი აქტიურად ერევა,“ - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ელისაბედ II

21 აპრილი 2019, 11:35

ტაბლოიდი

ელისაბედ მეორე 93 წლის გახდა. ვიდეო

ამ დღესთან დაკავშირებით სამეფო ოჯახმა სპეციალური ვიდეო მოამზადა, რომელშიც დიდი ბრიტანეთის დედოფლის ცხოვრება ფოტოებზეა აღბეჭდილი. ელისაბედ II 1926 წლის 21 აპრილს, ლონდონში, ბრატონის ქუჩაზე დაიბადა. ის ტახტზე 1952 წელს, 25 წლისა ავიდა. ელისაბედ მეორე 67 წელია დიდი ბრიტანეთის დედოფალია.

21 აპრილი 2019, 11:34

ვიდეო

პანკისის ხეობაში პილიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი

შსს

21 აპრილი 2019, 11:21

ძალოვნები

შსს პანკისზე: უწყება უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას

პანკისის ხეობაში მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება მოხდა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ადგილზე მოსახლეობა დაგეგმილი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. მშენებლობის დაწყება დღეს იგეგმება.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

21 აპრილი 2019, 11:07

მსოფლიო

ფრანგული მედია: ნოტრ-დამის დანგრევის რისკები ბოლომდეა განეიტრალებული

საფრანგეთის კულტურის მინისტრმა ფრანკ რიესტერმა განაცხადა, რომ სპეციალისტებმა ხანძრის შემდეგ ბოლომდე შეძლეს ნოტრ-დამის (პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი) დანგრევის რისკების განეიტრალება. მინისტრის თქმით ნოტრ-დამის დანგრევის საფრთხე არ არსებობს.

აქცია

21 აპრილი 2019, 10:40

საქართველო

პანკისში მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირებაა

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ვალდებულება არ იყო მათ დავპირდით სასმელი და სარწყავი სისტემის მოგვარებას, 100 ადამიანის დასაქმებას ომალო-ბიკრიანის საავტომობილო ხიდის მშენებლობაზე. ამ ყველა პირობას შევასრულებთ, "- აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

21 აპრილი 2019, 10:38

ტაბლოიდი

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი შესაძლოა საცხოვრებლად აფრიკაში გადავიდნენ

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი შესაძლოა აფრიკაში გადავიდნენ და საერთაშორისო საქმიანობა დაიწყონ. ამ გადაწყვეტილების გამო მათ ბრიტანეთის დროებით დატოვება მოუწევთ. წყვილი ასევე ქველმოქმედებით დაკავდება და ბრიტანეთის იმიჯზე იმუშავებს. თუ ეს გეგმები დადასტურდა წყვილი აფრიკაში საცხოვრებლად 2020 წელს გადავა.

აქცია

21 აპრილი 2019, 10:25

საქართველო

პანკისში ჰესის მშენებლობის დაწყება მოსახლეობის ნაწილმა გააპროტესტა

50- მეტი ადგილობრივი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ეწინააღმდეგება. ადგილზე ხეობის მცხოვრებლებმა სამუშაოების შეჩერება სცადეს, თუმცა სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ სიტუაცია განიმუხტა და ალაზნის მიმდებარე ტერიტორიაზე ტექნიკამ მუშაობა განაგრძო.

პოლიცია

21 აპრილი 2019, 09:58

მსოფლიო

შრი-ლანკაზე ერთდროულად რამდენიმე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

აქედან 3 აფეთქება ქრისტიანულ ტაძრებში, ხოლო სამიც Shangri La, Cinnamon Grand და Kingsbury-ს სასტუმროებში. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 50 ადამიანი, ხოლო 200-ზე მეტი დაშავდა. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

რომის პაპი ფრანცისკე

21 აპრილი 2019, 09:39

მსოფლიო

რომის პაპმა ვატიკანში სააღდგომო მესა აღავლინა

"არსებობს კიდევ ერთი სიმძიმე, რომელიც გულს ხურავს. ეს არის ცოდვის სიმძიმე. ცოდვა გაცდუნებს, ის გპირდება მარტივ და სწრაფ მიღწევებს, კეთილდღეობას, წარმატებას, თუმცა ტოვებს მხოლოდ მარტოობასა და სიკვდილს. ცოდვა ეძებს სიცოცხლეს სიკვდილში, ცხოვრების აზრს წარმავალში“, – აღნიშნა პონტიფიკოსმა.

გოგა ბითაძე

21 აპრილი 2019, 09:30

სპორტი

გოგა ბითაძემ NBA-ს დრაფტში მონაწილეობაზე განაცხადი შეიტანა

ბითაძემ განაცხადი შარშანაც შეიტანა, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა და განაცხადი უკან გაიტანა. ამ ერთ წელიწადში ქართველმა ცენტრმა ევროლიგის ვარსკვლავად ჩამოყალიბება მოასწრო. NBA-ს 2019 წლის დრაფტი 20 ივნისს გაიმართება და ამ დღეს გაირკვევა, თუ რომელ ნომრად და ვინ აიყვანს 19 წლის ქართველ სპორტსმენს.

გზა

21 აპრილი 2019, 09:22

ეკონომიკა

გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ამ დროისთვის, თოვლის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.