Imedi /  11 თებერვალი 2019, 13:27 / სანდო წყარო

რა ასაკისთვის, რომელი სპორტის სახეობაა სასარგებლო. რჩევები

ფიზიკური აქტივობა ამცირებს გულის დაავადებების რისკს, იცავს ადამიანს სხვადასხვა სახეობის კიბოსგან და ამცირებს დიაბეტის განვითარების რისკს. ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტებია, თუმცა შეუძლიათ თუ არა სპორტით დაკავდნენ 20 წლის და 50 წლის ადამიანები ერთნაირ დონეზე?  

ჟურნალმა The Conversation-მა  დუბლინის უნივერსიტეტის პროფესორზე ჯული ბროდერიკზე დაყრდნობით დაწერა, თუ რა სპორტით უმჯობესია რომ დაკავდეს ადამიანი სხვადასხვა ასაკში. 

ბავშვობა

ბავშვობაში მნიშვნელოვანია, რომ კუნთების გამყარებისთვის ბავშვი სხვადასხვა სპორტით დაკავდეს, დაწყებული ცურვით, დამთავრებული ჭიდაობით.  ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს „თავისუფალი“ ფიზიკური აქტივობისთვისაც დარჩეს დრო - თამაშისთვის ან პარკში სეირნობისთვის. 

მოზარდობა 

ზრდასთან ერთად, ბავშვების ინტერესი სპორტთან მიმართებით როგორც წესი, იკლებს, თუმცა სტრესის მოხსნისთვის და თავდაჯერებულობისთვის, ამ ასაკში ფიზიკური აქტივობა უმნიშვნელოვანესია. ექსპერტის თქმით, ყველაზე სასარგებლოა გუნდური სპორტი. თუ არაგუნდური სპორტის მიმართ აქვს არასრულწლოვანს მიდრეკილება, კარგია ტანვარჯიში და მძლეოსნობა. 

20 წელი

ამ ასაკში სიჩქარე და რეაქციები პიკზეა და აღდგენაზე მინიმალური დროა საჭირო. ჟანგბადი სისხლში უფრო სწრაფად ხვდება, ვიდრე ბავშვობაში ან შემდგომ წლებში. თუ თქვენ ხართ 20-25 წლის, შეეცადეთ ამ ასაკში მაქსიმალურ შედეგებს მიაღწიოთ. სცადეთ სხვადასხვა სახის სპორტი: რაგბი, ნიჩბოსნობა, მძიმე და მსუბუქი მძლეოსნობა. 

30 წელი 

ამ ასაკში მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ კუნთების სიძლიერე. როგორ წესი, ამ ასაკში ადამიანებს მჯდომარე წესის სამუშაო აქვთ, ამიტომ სპორტისთვის დროის გამონახვა რთულია. ექსპერტები ამბობენ, რომ დროის უქონლობის გამო, ვარჯისის მიტოვება არ ღირს და მნიშვნელოვანია დაკავდეთ მაღალინტენსიური ინტერვალური ვარჯიშებით (HIIT-ვარჯიში). ამაში შედის - ველოსიპედი, სირბილი, თხილამურებით სრიალი, ცურვა. 

განსაკუთრებით ქალებს, ბავშვების გაჩენის შემდეგ ურჩევენ კეგელის ვარჯიშებს, რომელიც მიმართულია მენჯის კუნთების გამყარებისთვის. 

40 წელი 

ამ ასაკში როგორც წესი წონაში ვიმატებთ. ექსპერტების აზრით, ძალის დემონსტრირების ვარჯიში ამ დროს სწორედ ის არის რაც გჭირდებათ. თუ არასდროს არ დაკავებულხართ ამ სტილის ვარჯიშით, დაიწყოთ განტელებით. გარდა ამისა, თუ მანამდე არასდროს გირბენიათ, ამის დაწყების დროა. სირბილი დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა. 

50 წელი

ჩვენი ფიზიკური შესაძლებლობები ამ ასაკში მცირდება. უფრო ხშირად გვტკივა კუნთები და განვიცდით დისკომფორტს. ქალები განსაკუთრებით ზიანდებიან გულსისხლძარღვთა დაავადებებისგან ჰორმონალური ცვლილების ფონზე, შესაბამისად მცირდება ესტროგენის დონე. 

გადაწყვეტილება - სულ მცირე კვირაში ორჯერ ივარჯიშეთ ტანვარჯიშის დარბაზით და აზიდეთ განტელები, რათა შეინარჩუნოთ მასის წონა. დაკავდით კარდიოვარჯიშებით; ეს შეიძლება იყოს სწრაფი სიარული და მსუბუქი სირბილი. გარდა ამისა, სასარგებლოა იოგა და ტანვარჯიში. 

60 წელი

ამ ასაკში ყველაზე სასარგებლო ფიზიკური აქტივობა სპეციალისტების აზრით სამეჯლისო ცეკვებია. გარდა ამისა, მსუბუქი ვარჯიშები დილის საათებში კუნთების სიძლიერისთვის. იდეალური არჩევანია  - აკვააერობიკა. 

70 წელი 

ამ ასაკში მნიშვნელოვანია დავრჩეთ აქტიურები და მოვერიდოთ ტრავმებს. შეეცადეთ კვირის განმავლობაში ისეირნოთ და გააკეთოთ მსუბუქი ვარჯიშები, მაგრამ მანამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ყველაზე მნიშვნელოვანია - იყავით ფიზიკურად აქტიურები მთელი ცხოვრების განმავლობაში. 

ყველა სიახლე

23 აპრილი 2019, 15:48

მსოფლიო

ავსტრალიასთან ახლოს მეორე მსოფლიო ომის დროს გაუჩინარებული გემი იპოვეს

ხომალდს ავსტრალიის ვიქტორიის შტატის სანაპიროდან 100 კილომეტრის მოშორებით მიაგნეს. სპეციალისტების თქმით, 100-მეტრიანი გემის კორპუსის ნაწილი კარგად არის შენარჩუნებული. ხომალდის ჩაძირვის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა, ეკიპაჟის 5 წევრი კი გადარჩა.

შრი-ლანკა

23 აპრილი 2019, 15:26

მსოფლიო

შრი-ლანკის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

შრი-ლანკაზე განხორციელებული ტერაქტების სერიაზე პასუხიმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს. თავად ტერორისტულ დაჯგუფებას ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია. 22 აპრილს ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ჯამაათ ალ-ტავჰიდ ალ-ვათანიამ“ აიღო.

ჯენი ძველი ქვებიდან

23 აპრილი 2019, 15:23

კულტურა

ცნობილია ვის ეძღვნება სიმღერა, რომელიც GOT-ის სერიაში გაჟღერდა

„სამეფო კარის თამაშების“ ახალი სეზონის მეორე ეპიზოდი დასრულდა პერსონაჟ პოდრიკ პეინის სიმღერით „ჯენი ძველი ქვებიდან“. ეს წიგნების ავტორის ჯორჯ მარტინის ფანტასტიკური სამყაროში ცნობილი სიმღერაა, რომელიც პრინცი დუნკან ტარგარიენის და მისი ცოლის ჯენის სიყვარულის ისტორიას ეძღვნება.

მუნირა აბდულა

23 აპრილი 2019, 15:19

ტაბლოიდი

გერმანიაში ქალი 27-წლიანი კომიდან გამოვიდა

გერმანიაში 27 წლის განმავლობაში კომაში ყოფნის შემდეგ ქალი გონს მოვიდა. ამის შესახებ Daily Mail წერს. არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქე მუნირა აბდულამ ქალა-ტვინის ტრავმა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1991 წელს მიიღო. როდესაც ქალაქ ალ-აინის მახლობლად მის ავტომობილს ავტობუსი შეეჯახა.

23 აპრილი 2019, 15:14

საქართველო

შუახევის სოფელ ბუთურაულში 60-მდე ოჯახი გასახლებას ითხოვს

შუახევში აქცია იმართება: სოფელ ბუთურაულში მცხოვრებლები გასახლებას ითხოვენ. სამოცამდე ოჯახი აცხადებს, რომ მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ და ისინი მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ. მათივე თქმით, სოფლზე უარყოფითი გავლენა შუახევჰესის მშენებლობამაც მოახდინა, რადგან დაშრა წყაროები და ხმობა დაიწყო მცენარეებმა.

ლევან სურგულაძე

23 აპრილი 2019, 15:08

ეკონომიკა

დაგროვებით საპენსიო სისტემას უმეტესად საჯარო სექტორში დასაქმებულები ტოვებენ

„დაგროვებითი საპენსიო რეფორმიდან გასული 2 915 ადამიანიდან 2 650 საჯარო სექტორიდანაა, რამაც ჩვენი გაკვირვება გამოიწვია“, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან სურგულაძემ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ლუკ უოლტონი და კელი ტენანტი

23 აპრილი 2019, 15:01

სპორტი

„ლეიკერსის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

ლოს-ანჯელესის საკალათბურთო კლუბის, „ლეიკერსის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს ლუკ უოლტონს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. მის წინააღმდეგაც სასამართლოში სარჩელი ჟურნალისტმა კელი ტენანტმა შეიტანა.

23 აპრილი 2019, 14:57

საქართველო

კვლევა: ჯანდაცვის ობიექტების 75%-ს არ აქვს პირობები, რომ ეტლით მოსარგებლე გადაადგილდეს

ჯანდაცვის ობიექტების 75%-ზე მეტს, არ გააჩნია სათანადო პირობები, რათა ეტლით მოსარგებლე ადამიანმა, შეძლოს ავტომობილის პარკირება და დამოუკიდებლად გადაადგილება შენობის მთავარ შესასვლელამდე - ასეთი შედეგი აჩვენა კვლევამ, რომელიც მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ დახმარებით ჩატარდა.

პორტუგალია

23 აპრილი 2019, 14:50

საქართველო

პორტუგალია საქართველოსთან ლეგალურად დასაქმების საკითხში ითანამშრომლებს

პორტუგალიის მხარე მზად არის საქართველოსთან ლეგალურად დასაქმების საკითხებში ითანამშრომლოს. შეთანხმება ხელს შეუწყობს მიგრაციული პროცესების მართვას და პორტუგალიაში ქართველი სპეციალისტების დასაქმებას და კვალიფიკაციის ამაღლებას.

თეა წულუკიანი

23 აპრილი 2019, 14:46

საქართველო

წიგნის ჩუქების დღის ფარგლებში თეა წულუკიანი არასრულწლოვან პატიმრებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არასრულწლოვან პატიმრებს შეხვდა და წიგნის დღის ფარგლებში მათ სხვადასხვა ავტორების წიგნების წაკითხვა შესთავაზა. თეა წულუკიანმა მოზარდებს განუმარტა, რომ მათი მთავარი მიზანი არა გარეთ გასვლა, არამედ უკან არ შემობრუნება უნდა იყოს.

23 აპრილი 2019, 14:43

ეკონომიკა

მაჭავარიანი: საქართველო რეგიონში მაღალეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს

დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მივიდა, სადაც ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრა.ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება მაღალი უმუშევრობა და სიღარიბე. როგორც მან განაცხადა, ამ პრობლემების მოგვარების გასაღები მხოლოდ მაღალ ეკონომიკურ ზრდაშია.

23 აპრილი 2019, 14:30

მსოფლიო

კვიპროსზე სერიული მკვლელი დააკავეს

კვიპროსში სერიული მკვლელი დააკავეს, რომელიც 2 ქალის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. გაუჩინარებულია 6 წლის ბავშვიც. მას ამ დრომდე ეძებენ. დაკავებული კვიპროსის არმიის ოფიცერია. გამოძიება ეჭვობს, რომ ის ქალებს ინტერნეტით უკავშირდებოდა. როგორც კვიპროსის პოლიციაში აცხადებენ, დანაშაული ქვეყნისთვის უპრეცედენტოა, რადგანაც მათ პირველად აქვთ საქმე სერიულ მკვლელობებთან.

ჰერცოგი ჟანი

23 აპრილი 2019, 14:22

მსოფლიო

ლუქსემბურგის ჰერცოგი ჟანი გარდაიცვალა

მონარქის გარდაცვალების მიზეზად ფილტვების ანთება სახელდება. ის ჰოსპიტალში იყო მოთავსებული. მეორე მსოფლიოს დასაწყისში ჰერცოგი ოჯახთან ერთად ჯერ საფრანგეტში გაიქცა, შემდეგ კი კანადაში. მან ტახტზე უარი 2000 წელს შვილის სასარგებლოდ თქვა.

23 აპრილი 2019, 14:22

კულტურა

„სამეფო კარის თამაშების“ მსახიობმა სერიალში თავისი პირველი სექსის სცენის შესახებ ილაპარაკა

„სამეფო კარის თამაშებში“ არია სტარკის როლის შემსრულებელმა მეიზი უილიამსმა სექსის სცენის დეტალებზე ილაპარაკა, რომელიც სერიალის ფანებისთვის ძალიან მოულოდნელი იყო. ამის შესახებ Entertainment Weekly წერს.

ლევან სურგულაძე

23 აპრილი 2019, 14:15

საქართველო

პარლამენტში საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელს უსმენენ

პარლამენტში ამ წუთებში საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელს უსმენენ. დაგროვებითი პენსიის საკითხზე მმართველი გუნდი და საპარლამენტო ოპოზიცია ისევ ვერ თანხმდებიან. დეპუტატების ნაწილს მიაჩნია, რომ პენსიის დაგროვება ნებაყოფლობითი უნდა იყოს და მოქალაქეებს არჩევანის საშუალება ჰქონდეთ.

23 აპრილი 2019, 13:52

საქართველო

ციხელაშვილი: განათლება არის საუკეთესო პასუხი ოკუპაციაზე

ქეთევან ციხელაშვილი გუბერნატორთან ერთად ტირძნისის საჯარო სკოლაში ჩავიდა და მოსწავლეებს კამპანიის „აჩუქე წიგნი“ ფარგლებში მხატვრული და საგანმანათლებლო ლიტერატურა გადასცა. ტირძნისის სკოლას 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსმა სამხედროებმა ცეცხლი წაუკიდეს და ის ნაწილობრივ დაიწვა,მათ შორის ბიბლიოთეკის ოთახიც.

ვოლოდიმირ ზელენსკი

23 აპრილი 2019, 13:49

მსოფლიო

ზელენსკის პარლამენტის დათხოვნასთან დაკავშირებით ხალხის აზრი აინტერესებს

ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრი რამდენიმე ათასმა ადამიანმა უკვე დააფიქსირა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვოლოდიმირ ზელინსკიმ მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკომ გამანადგურებელი სხვაობით დაამარცხა. მას ხმა ამომრჩეველთა 72%-მა მისცა, პოროშენკოს კი მხარი 24%-მა დაუჭირა.

23 აპრილი 2019, 13:47

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციებზე მოთხოვნა გაიზარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 71 000 000 ლარი შეადგინა.

ათონელის რეზიდენცია

23 აპრილი 2019, 13:44

საქართველო

პრეზიდენტი: მოსამართლეების შერჩევა მაღალი რეპუტაციის მოსამართლეების არჩევას უნდა ემსახურებოდეს

პრეზიდენტს მიაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ ერთ მიზანს - ესაა საზოგადოების ძლიერი ნდობით აღჭურვილი და მაღალი რეპუტაციის მოსამართლეების არჩევა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განუცხადა.

პრინცი ლუი

23 აპრილი 2019, 13:39

ტაბლოიდი

პრინც ლუის ერთი წელი შეუსრულდა

პრინცი ლუი ერთი წლის გახდა. შვილის პირველ იუბილეზე პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა ლუის 3 ახალი ფოტო გამოაქვეყნეს. კენსინგტონის სასახლეში აცხადებენ, რომ სამივე ფოტო პატარა პრინცს დედამ აპრილში ნორფოლკის მამულში გადაუღო.