Imedi /  11 თებერვალი 2019, 20:17 / სანდო წყარო

ინდოეთის საყოველთაო არჩევნებამდე Facebook-ი ყალბ ამბებთან ბრძოლის განყოფილებას აფართოებს

Facebook

Facebook-მა განაცხადა, რომ ინდოეთში დაგეგმილ საყოველთაო არჩევნებამდე ყალბი ამბების გავრცელებასთან ბრძოლის განყოფილებას აფართოებს. ამის შესახებ CNBC წერს

გამოცემის ინფორმაციით, Facebook-ის ახალი პარტნიორები ინდოეთში 6 ენაზე ახალი ამბების გავრცელებას დააკვირდებიან და ყალბი ამბის გასაჯაროების შემთხვევაში მომხმარებელს ნოტიფიკაციით შეატყობინებენ. 

ირკვევა, რომ არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელებული ახალი ამბის გამომქვეყნებელს Facebook-ი დასჯის. რა ფორმით ეს ჯერ უცნობია. 

არაერთი ქვეყნის წინასაარჩევნო კამპანიისას Facebook-ი დეზინფორმაციისა და შეურაცხმყოფელი მასალების გავრცელებას ვერ უმკლავდება.

ბოლო ორ წელში Facebook-ი საარჩევნო სუბიექტების ინტერესების პოპულარიზაციისა და პროპაგანდისთვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცა. 

Facebook-ის 15 წლიან ისტორიაში სოციალური ქსელი არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა. მათ შორის ყველაზე რეზონანსული Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული ისტორია იყო. ამ კომპანიამ არალეგალურად მიიღო წვდომა სოცქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე, რომ ის პოლიტიკური რეკლამისთვის გამოეყენებინა.

ვრცელი სტატია იმის შესახებ, თუ რა ელის Facebook-ს 2019 წელს შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.

ყველა სიახლე

ივანე მაჭავარიანი

23 აპრილი 2019, 17:40

ეკონომიკა

პარლამენტში ფინანსთა მინისტრის საკომიტეტო მოსმენა ხმაურის ფონზე წარიმართა. მთავარი

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის მოსმენა დასრულდა. მოსმენა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობდა. ვანო მაჭავარიანი პარლამენტში "ევროპული საქართველოს მოწვევით" იყო მისული.

ლევან სურგულაძე

23 აპრილი 2019, 17:35

ეკონომიკა

პარლამენტში საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელს მოუსმინეს. მთავარი

პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელს, ლევან სურგულაძეს მოუსმინეს. როგორც ლევან სურგულაძემ განაცხადა, 1 აპრილის შემდეგ, საპენსიო სისტემაზე 40 წელს გადაცილებულმა 2 915-მა ადამიანმა თქვა უარი.

ლაირა მაკქი

23 აპრილი 2019, 17:29

მსოფლიო

ჩრდილოეთ ირლანდიაში ჟურნალისტის მკვლელობასთან კავშირის ბრალდებით ქალი დააკავეს

The Independent-ის ცნობით, ეს დაკავება ტერორისტული დაჯგუფება „ირლანდიის რესპუბლიკური არმიის“ მიერ მკვლელობაზე პასუხისმგებლობის აღებას მოჰყვა. პოლიცია დაკავების შესახებ დამატებით დეტალებზე ინფორმაციას არ ავრცელებს.

ბათუმის ბულვარი

23 აპრილი 2019, 17:24

საქართველო

ბათუმის ბულვარში ელექტრომობილი ტურისტს დაეჯახა

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს ბულვარში ელექტრომობილი ქვეითად მოსიარულე უცხოელ ტურისტს დაეჯახა. შემთხვევა ანბანის კოშკთან მოხდა. ბათუმის ბულვარის ცნობით, ტურისტს აღენიშნებოდა მარცხენა ფეხის მოტეხილობა.

სპეცრაზმი

23 აპრილი 2019, 17:16

მსოფლიო

საფრანგეთში შეიარაღებულმა კაცმა მძევლები აიყვანა

საფრანგეთის სამხრეთში, ქალაქ ლურდში შეიარაღებულმა კაცმა მძევლები აიყვანა. თვითმხილველების ინფორმაციით, კაცი მოცარტის მდებარე ერთ-ერთ სახლში შეიჭრა და იქ მცხოვრები 3 ადამიანი - ცოლ-ქმარი და მათი სრულწლოვანი ქალიშვილი აიყვანა მძევლად. ერთ-ერთი თვითმხილველის მტკიცებით, შეიარაღებული პირი ახალგაზრდა ქალის ნაცნობია.

კიმ ჩენ ინი

23 აპრილი 2019, 17:08

მსოფლიო

კიმ ჩენ ინი და პუტინი ერთმანეთს 25 აპრილს ვლადივოსტოკში შეხვდებიან

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ერთმანეთს 25 აპრილს, ვლადივოსტოკში შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლში ადასტურებენ. მანამდე ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ არ ვრცელდებოდა.

ივანე მაჭავარიანი

23 აპრილი 2019, 17:07

საქართველო

ივანე მაჭავარიანი „ომეგას“: კაპიკის გადამხდელი რომ არ ხართ ამიტომ იგონებთ ყველაფერს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის მოსმენა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს ივანო მაჭავარიანი პარლამენტში "ევროპული საქართველოს" მოწვევით იმყოფება. საკომიტეტო მოსმენას ესწრება "ომეგა ჯგუფის" წარმომადგენელიც.

23 აპრილი 2019, 16:56

ეკონომიკა

ცნობილია რომელ პროფესიებზეა ვაკანსიები გერმანიაში უცხოელებისთვის

გერმანაში კომპანიებს შეულიათ უცხო ქვეყნების მოქალაქეების დასაქმება, რომლებსაც აქვთ პროფესიული განათლება. აუცილებელი არ არის, რომ ისინი ევროკავშირის მოქალაქეები იყვნენ, თუმცა აღნიშნული პროფესია უნდა იყოს დასაქმების ფედერალური სააგენტოს პოზიტიურ სიაში. ვის აქვს გერმანიაში დასაქმების შანსი? ამ თემაზე ინფორმაცია გამოცემა Deutsche Welle -მ გაავრცელა.

მიანმარი

23 აპრილი 2019, 16:49

მსოფლიო

მიანმარის უზენაესმა სასამართლომ Reuters-ის ჟურნალისტები პატიმრობაში დატოვა

ჟურნალისტებს გასული წლის სექტემბერში სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჟურნალისტებმა საგამოძიებო მასალის მომზადებისას აღმოაჩინეს, რომ მიანმარის ხელისუფლებამ 10 როჰინჯა მუსლიმი 2017 წლის სამხედრო ოპერაციის დროს სიკვდილით დასაჯა.

23 აპრილი 2019, 16:44

საქართველო

The New Yorker ქართულ სამზარეულოზე: კავკასიის კულინარიული მუზა

ლორენ კოლინსის სტატიაში სათაურით "კავკასიის კულინარიული მუზა" ამერიკის მასშტაბით ქართული კერძების პოპულარობის ზრდასა და ქართული ტრადიციული სამზარეულოს თავისებურებებზეა საუბარი.

თორნიკე ნაგლიაშვილი

23 აპრილი 2019, 16:40

ძალოვნები

ცოლზე ძალადობაში ბრალდებული ძიუდოისტი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი თორნიკე ნაგლიაშვილი, რომელიც ცოლზე მუქარასა და ძალადობაშია ბრალდებული, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სპორტსმენის ადვოკატის თქმით, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მას 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ლევან ჯიბღაშვილი

23 აპრილი 2019, 16:37

ძალოვნები

ლევან ჯიბღაშვილს ბრალი წარუდგინეს

ადვოკატი ამირან გიგუაშვილის ცნობით, მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილით წაუყენეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით, 5-დან 8 წლამდე.

რუსეთის პატრიარქი კირილი

23 აპრილი 2019, 16:34

მსოფლიო

მოსკოვის პატრიარქმა ზელენსკის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, მისი პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „მილოცვაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, ვინაიდან დასკვნების გამოტანა კონკრეტული საქმეებისა და ნაბიჯების მიხედვით იქნება შესაძლებელი“.

მალარია

23 აპრილი 2019, 16:27

მსოფლიო

მალავიში ბავშვებისთვის შექმნილი მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირება დაიწყეს

იმუნიზაციის პირველ ეტაპზე 2 წლამდე 120 000 ბავშვის ვაქცინაცია იგეგმება. მალარიით მსოფლიოში ყოველწლიურად 435 000 ადამიანამდე კვდება, მათი უმრავლესობა ბავშვია. სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლია აფრიკის ქვეყნებში, სადაც ყოველწლიურად მალარიით 250 000-მდე ბავშვი კვდება.

ნოტრ-დამი
პარიზი

23 აპრილი 2019, 16:18

მსოფლიო

ნოტრ-დამს ახალი საფრთხე ემუქრება

არქიტექტორები, რომლებიც ნოტრ-დამის შენარჩუნებაზე ზრუნავენ აცხადებენ, რომ ტაძრის უსაფრთხოებას წვიმის საშიშროება ემუქრება. არქიტექტორებმა ტაძარი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაფარონ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ფრანსუა და პენელოპა ფიიონები

23 აპრილი 2019, 16:14

მსოფლიო

მედია: საფრანგეთის ექსპრემიერს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ედავებიან

საფრანგეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ფრანსუა ფიიონი და მისი მეუღლე პენელოპა, შესაძლოა სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარდგნენ. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის იუსტიციის ორგანოებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო dpa იუწყება.

23 აპრილი 2019, 16:14

ტაბლოიდი

Marvel-ის ფილმების მსახიობებმა ერთად იმღერეს

ამერიკელის ტელეწამყვანის ჯიმი ფელონის ღამის შოუში Marvel-ის ფილმების მსახიობებმა ბილი ჯოელის სიმღერა We Didnʼt Start the Fire შეასრულეს. მათ შორის იყვნენ უმცროსი რობერტ დაუნი, კრის ევანსი, ბრი ლარსონი და კრის ჰემსვორტი. 2-წუთიანი ვიდეორგოლში კომიქსების სცენებიც გამოიყენეს.

პრინსი

23 აპრილი 2019, 16:06

კულტურა

პრინსის დაუსრულებელი მემუარები ოქტომბრიდან გაიყიდება

წიგნში ასევე შევა მუსიკოსის იშვიათი ფოტოები და სიმღერების ხელნაწერი ტექსტები, მათ შორის "Purple Rain"-ის ორიგინალი, სამუშაო ვერსიაც. გამომცემლობა Random House-ი ამბობს, რომ პრინსის წიგნი "ძალიან პირადული" იქნება. პრინსი 2016 წლის 21 აპრილს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

23 აპრილი 2019, 15:48

მსოფლიო

ავსტრალიასთან ახლოს მეორე მსოფლიო ომის დროს გაუჩინარებული გემი იპოვეს

ხომალდს ავსტრალიის ვიქტორიის შტატის სანაპიროდან 100 კილომეტრის მოშორებით მიაგნეს. სპეციალისტების თქმით, 100-მეტრიანი გემის კორპუსის ნაწილი კარგად არის შენარჩუნებული. ხომალდის ჩაძირვის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა, ეკიპაჟის 5 წევრი კი გადარჩა.

მიხა არაბული (მიხა პაპა)

23 აპრილი 2019, 15:43

საქართველო

გორშეღმის ხეობის ერთადერთი მკვიდრი მიხა პაპა საავადმყოფოში გადაიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველთა ჯგუფმა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, გორშეღმის ხეობის ერთადერთი მკვიდრი - 76 წლის მიხა არაბული ხევსურეთიდან დუშეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ექიმები შესაბამის დახმარებას უწევენ.