imedi /  22 თებერვალი 2019, 17:09 / სანდო წყარო

ბრიტანელმა მეცნიერებმა გაარკვიეს თუ რატომ აქვს ზებრას ზოლები

იმის დასადგენად თუ რაში სჭირდებათ ზებრებს ზოლები, ბრიტანელმა მეცნიერებმა ზოლიანი ნაჭრები ცხენებს მოაცვეს. BBC-ის ინფორმაციით, როგორც ბრისტოლის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გაარკვიეს, მსგავს შეფერილობას ბუზების დეზორიენტირება შეუძლიათ.

ბუზებს, რომლებიც ცხოველთა სამყაროში, ძუძუმწოვართა მთავარ პრობლემას წარმოადგენენ, ზებრის ზოლიანი სხეული აბნევს და ორიენტირებაში ხელს უშლის. შედეგად მწერების 25% ზებრის სხეულზე ვეღარ ჯდება. ბრიტანელი მეცნიერები პირველები არ არიან ვინც ანალოგიურ დასკვნამდე მივიდნენ. აქამდე მსგავსი შედეგი შვედმა და უნგრელმა მკვლევარებმაც დადეს. თუმცა ამის შემდეგ საკითხზე არაერთი თეორია გაჩნდა. 

ყველა სიახლე

ცესკო

03 დეკემბერი 2020, 08:50

პოლიტიკა

ცესკო საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს დღეს შეაჯამებს

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა უნდა ჩატარდეს. პირველ სხდომას პრეზიდენტი დანიშნავს.

03 დეკემბერი 2020, 08:47

პოლიტიკა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: პარლამენტის ეფექტიან ფუნქციონირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად

„შეხვედრისას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეეხო საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური სცენის მთავარ მონაწილეებს შორის არსებულ უთანხმოებასა და ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო მუშაობის ბოიკოტის გამოცხადების საკითხსაც. მან ხაზი გაუსვა, რომ პარლამენტის ეფექტიან ფუნქციონირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ევროატლანტიკურ ალიანსთან დაახლოების პროცესიდან გამომდინარე ვალდებულებების შესასრულებლად, არამედ კოვიდ 19-ის პანდემიით გამოწვეული ჯანმრთელობისა და სოციალურ ეკონომიკური გადაუდებელი პრობლემების გადასაჭრელად. ყველა პარტიის ინტერესში შედის საჭირო ნაბიჯების გადადგმა, საარჩევნო პროცესისადმი სრული ნდობის აღსადგენად“, - ნათქვამია პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

დავით ზალკალიანი

03 დეკემბერი 2020, 08:29

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას კიდევ უფრო გვაახლოებს წევრობასთან

„ჩვენ გვაქვს უკვე გაძლიერებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, მდგრადობას, კიდევ უფრო გვაახლოებს წევრობასთან და ზრდის ჩვენი თავდაცვისუნარიანობის თავსებადობას ნატო-ს სტანდარტებთან მიმართებაში. იქ არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კონკრეტული ელემენტი, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, მათ შორის უსაფრთხო კომუნიკაციის დაფუძნების თვალსაზრისით წვრთნისა და აღჭურვის ცენტრის საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოებასთან მიმართებაში“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ეკონომიკა დახმარება

03 დეკემბერი 2020, 08:14

ეკონომიკა

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება დაიწყო

საუბარია იმ დასაქმებულებსა და თვითდასაქმებულებზე, რომელთაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო დროებით შეუჩერდათ საქმიანობა. მოქალაქეებმა 3-დან 24 დეკემბრის ჩათვლით უნდა გააკეთონ ელექტრონული განაცხადი, რის შემდეგაც ერთჯერადად 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ.

ამინდი

03 დეკემბერი 2020, 08:05

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

მზიანი ამინდი იქნება რუსთავშიც, დღისით ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსამდე იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე უნალექო დღე იქნება თბილისში. ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი

03 დეკემბერი 2020, 02:15

მსოფლიო

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი 94 წლისა გარდაიცვალა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი 94 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შსახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

03 დეკემბერი 2020, 02:08

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: „დემოკრატები“ ისე მოქმედებდნენ, თითქოს უკვე იცოდნენ არჩევნების შედეგები

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ყველა კანონიერი ხმა უნდა დაითვალონ.

03 დეკემბერი 2020, 01:53

COVID19

იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო: შობის დღესასწაულზე ოჯახის წევრების გარდა, სახლში სხვა სტუმრების მიღება აიკრძალება

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, შობის ღამეს იტალიელები ეკლესიაში მისვლას და დღესასწაულებზე რეგიონებში გამგზავრებას ვეღარ შეძლებენ.

ნათია თურნავა

03 დეკემბერი 2020, 01:12

პოლიტიკა

ნათია თურნავა: საქართველოს საბანკო სისტემა არის ძალიან ძლიერი, რაც აღიარებულია ჩვენი პარტნიორებისა და ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ

მინდა, დავარწმუნო საზოგადოება, რომ საქართველოს საბანკო სისტემა არის ძალიან ძლიერი, რაც აღიარებულია ჩვენი პარტნიორებისა და ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა „ღია ეთერში“ ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ასე გაგრძელების შესახებ საბანკო სექტორში არსებულ დეპოზიტებს შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს. მისი თქმით, რა ტიპის უპასუხისმგებლო განცხადებებიც უნდა მოვისმინოთ, ჩვენ საბანკო სისტემას არაფერი ემუქრება.

03 დეკემბერი 2020, 01:05

პოლიტიკა

ნატოში საფრანგეთის მისია: საფრანგეთი განაგრძობს საქართველოსა და უკრაინასთან ნატოს თანამშრომლობის გაღრმავების მხარდაჭერას

ნატოში საფრანგეთის მისია აცხადებს, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუარესების ფონზე, საფრანგეთი განაგრძობს საქართველოსა და უკრაინასთან ნატოს თანამშრომლობის გაღრმავების მხარდაჭერას.

ანა დე არმასი

03 დეკემბერი 2020, 00:57

კულტურა

IMDb-მ წლის ყველაზე პოპულარული ვარსკვლავები დაასახელა

პირველ ადგილს მასში ანა დე არმასი იკავებს, რომელიც „ბონდიანას“ ბოლო ფილმში „სიკვდილის დრო არ არის“ თამაშობს. მეორე ადგილზე ჯულია გარნერი სერიალიდან „ოზარკი“, მესამეზე კი ანია ჩალოტრა, რომელმაც სერიალ „მხედვარში“ ერთ-ერთ მთავარი როლი შეასრულა.

ნათია თურნავა

03 დეკემბერი 2020, 00:52

ეკონომიკა

ნათია თურნავა: 2008 წელს აღებული საგარეო ვალიდან ერთი კაპიკიც არ მოხმარდა ანტიკრიზისულ ღონისძიებებს და ამ სესხს 10 წელი ვიხდიდით

ძალიან სასაცილოა კრიტიკის მოსმენა იმ ადამიანისაგან, რომელიც წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანი გახლდათ. იმ ხელისუფლების, რომელმაც 2008 წელს აიღო 4 მილიარდამდე დოლარის საგარეო ვალი, საიდანაც ანტიკრიზისულ ღონისძიებებზე ერთი თეთრიც არ დაუხარჯავს და მთელი მომდევნო ათი წელი მოსახლეობა ბიუჯეტიდან ფარავდა ამ ვალს, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ახლანდელმა ხელისუფლებამ ქვეყანა შევარდნაძის დროინდელ მაკროეკონომიკურ პერიოდს დაუბრუნა.

ნათია თურნავა

03 დეკემბერი 2020, 00:50

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ, რომ ლარის კურსის ცვალებადობა არ აისახოს აუცილებელ პროდუქციაზე

ძალიან კარგად მესმის, რომ ლარის კურსი, მისი მერყეობა და გაუფასურება ერთ-ერთი დიდი გამოწვევა, თუმცა ეს არის ლოგიკური შედეგი ისევ და ისევ პანდემიის, - ამის შესახებ ეკონიმიკის მინისტრმა ნათია თურნავამ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მანდალორელი

03 დეკემბერი 2020, 00:47

კულტურა

კინოსა და ტელევიზიის სფეროში საუკეთესო ფრანშიზები დასახელდა

კომპანიამ საკითხის კვლევა 2019 წლის იანვარში დაიწყო და მასში 350 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ისინი 700 პოპულარული ფრანშიზის შესახებ კითხვებს პასუხობდნენ. შედეგების დამუშავების შემდეგ საუკეთესო ფილმებისა და სერიალების ოცეული დადგინდა.

ნათია თურნავა

03 დეკემბერი 2020, 00:38

COVID19

ნათია თურნავა: ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად არის დაზარალებული, მაგრამ ამავდროულად ყველაზე მეტი დახმარების ობიექტია

ზამთრის კურორტები ევროპაშიც მიჩნეულია ეპიდემიოლოგიურად ერთ-ერთ რისკის მატარებელ ფაქტორად და აქედან გამომდინარე, ევროპულმა სახელმწიფოებმაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რაც არ არის მარტივი და ზამთრის სეზონს, არ ჩაატარებენ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა „ღია ეთერში“ განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, ნებისმიერი საქმიანობის შეზღუდვა იწვევს ნეგატიურ ზემოქმედებას იმ მცირე ბიზნესსა და ოჯახებზე, ვინც ჩართული არიან ამ საქმიანობაში.

03 დეკემბერი 2020, 00:34

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 14 064 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 14 064 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 313 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ნათია თურნავა

03 დეკემბერი 2020, 00:32

ეკონომიკა

ნათია თურნავა: შეგვიძლია თითოეულ კონკრეტულ კომპანიასთან, სასტუმროსთან თუ რესტორანთან გავიაროთ პრობლემა და დავეხმაროთ გადაწყვეტაში

„შეგვიძლია თითოეულ კონკრეტულ კომპანიასთან, სასტუმროსთან თუ რესტორათან გავიაროთ პრობლემა და დავეხმაროთ გადაწყვეტაში, თუნდაც ბანკთან ურთიერთობაში. ამასთან, ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ამ ვითარებაზე. ეს ეხებათ მოლებს, სავაჭრო ქსელებს. ჩვენ დავინახეთ, რომ დიდი გამოწვევაა ელემენტარულად ფასდაკლების აქცია“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

ანგელა მერკელი

03 დეკემბერი 2020, 00:22

COVID19

გერმანიაში ნაწილობრივი ლოკდაუნი 10 იანვრამდე გახანგრძლივდა

გერმანიაში ნაწილობრივი ლოკდაუნი 10 იანვრამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ფედერალური მიწების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნათია თურნავა

03 დეკემბერი 2020, 00:21

COVID19

ნათია თურნავა: რეგულაციების დაცვით პროცესს ძალიან მალე ავიყვანთ კონტროლზე, ამ პრობლემას გადავლახავთ და ვაქცინაციისთვის მოვემზადებით

„სიმართლე ერთია, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ძალა, „ქართული ოცნება“, ჩვენი სამთავრობო გუნდი, ვისაც აკისრია პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე, რომ დავიცვათ მათი ჯანმრთელობა, დავიცვათ მათი სიცოცხლე. ყველა ჩვენი ნაბიჯი, კონკრეტული ლოგიკით არის გამსჭვალული. რა თქმა უნდა, საარჩევნო ციკლმაც გარკვეული კორექტირება შეიტანა ჩვენს ანტიპანდემიურ კალენდარში. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ დაგვეცვა მაქსიმალურად ჩვენი დემოკრატიული მონაპოვარი, სიტყვის, არჩევანისა და მანიფესტაციის თავისუფლება. უფრო ადრე შეუძლებელი იყო შემზღუდავი ღონისძიებების დაწესება. თუმცა ახლაც, თუ ყველა გავინაწილებთ იმ პასუხისმგებლობას და ზედმიწევნით მივყვებით ყველა რეგულაციას და დროებით შეზღუდვას, პროცესს ძალიან მალე ავიყვანთ კონტროლზე, გადავლახავთ ამ პრობლემას და მოვემზადებით ვაქცინაციისთვის.“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავა

03 დეკემბერი 2020, 00:03

COVID19

ნათია თურნავა: ყველა ზომა უნდა ვიხმაროთ იმისთვის, რომ მეტად შევზღუდოთ ვირუსის გავრცელება და ყველა ერთად მოვემზადოთ მომავალ წელს ვაქცინაციისთვის

რაც შეეხება პანდემიასთან ბრძოლას, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ პირველივე დღიდან გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, რაც ორ ძირითად ამოცანას ემსახურება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა საერთოდაც რომ არ მართავდეს არავითარ შემზღუდავ ღონისძიებას თვითონ ვირუსი არის ეკონომიკის მტერი.