imedi /  08 მარტი 2019, 22:48 / სანდო წყარო

ჰოლანდიელებმა ჟენევის მოტორ შოუზე მფრინავი ავტომობილი წარადგინეს

ჰოლანდიურმა კომპანია Pal-V ჟენევის მოტორ შოუზე მფრინავი ავტომობილის ახალი ვერსია წარადგინა წერს წერს techcult

მფრინავი ავტომობილი იქნება პირველი სერთიფიცირებული მანქანა, რომელიც კომერციულ წარმოებაში ჩაეშვება. 

Pal-V Liberty Pioneer-ს აქვს ორმაგი ძრავა. ფრენის დროს ავტომობილს შეუძლია 500 კილომეტრის დაფარვა 3 500 მეტრის სიმაღლეზე კი საათში 180 კილომეტრს განავითარებს. მანქანის საშუალო ხარჯი არის 26 ლიტრი საწვავი. ასაფრენად ავტომობილს 330 მეტრის სიგრძის ბილიკი სჭირდება, ხოლო დასაჯდომად 30 მეტრის სიგრძის. 

Pal-V Liberty Pioneer-ის წარმოება აშშ-ის ბაზრისთვისაა გათვლილი. რადგან იქ უკეთ არის განვითარებული პატარა კერძო აეროდრომების ქსელი. ავტომობილის ტოპ ვერსიის ფასი 599 000 დოლარია. ხოლო უფრო მცირე მოდელის ფასი 399 000 დოლარი. 

მფრინავი ავტომობილების პირველი პარტია (90 ცალი) ბაზარზე 2020 წლიდან გამოვა. 

ყველა სიახლე

დავით სერგეენკო

26 მარტი 2019, 17:26

საქართველო

ჯანდაცვის სამინისტრო: სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ

სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. ბოლო მონაცემებით, გუშინ და დღეს სააგენტოში სულ 140 შეტყობინება შემოვიდა, მათგან 51 იყო გადაუდებელი შემთხვევა, რაზეც რეაგირება მყისიერად მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დეცენტრალიზაცია

26 მარტი 2019, 17:22

საქართველო

პარლამენტმა დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო

ჯგუფის მიზანია დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა და მთავრობისთვის პარლამენტის რეკომენდაციების წარდგენა. ზაზა გაბუნიას განცხადებით, დეცენტრალიზაციის შედეგად მუნიციპალიტეტებს ახალი უფლებამოსილებები მიენიჭებათ. მათ შორის საუბარია ფინანსურ გაძლიერებაზე.

სიმპსონები

26 მარტი 2019, 17:16

კულტურა

„სიმპსონებში“ რუსული პანკროკ ჯგუფ Pussy Riot-ის ანალოგი გამოჩნდა

ბარტ სიმპსონის მეგობრები გადაწყვეტენ, რომ ბოიკოტი გამოუცხადონ გადაცემა "იტჩის და სკრაჩის შოუს". ბარტი უერთდება მექვსეკლასელთა ჯგუფს, რომელსაც Bossy Riot-ი ჰქვია, როგორც რუსულ პანკროკ ჯგუფს Pussy Riot-ს. მოსწავლეებს ფერადი ნიღბები უკეთიათ.

ზაზა ფაჩულია

26 მარტი 2019, 16:53

სპორტი

ზაზა ფაჩულიას საჩემპიონო ბეჭედი გადასცეს. ვიდეო

ქართველი შემტევი, გოლდენ სტეიტ უორიორსის შემადგენლობაში ორი სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა. ეს მისი მეორე საჩემპიონო ბეჭედია. ფაჩულიამ ოკლანდელებთან ერთად ჩემპიონის ტიტული ზედიზედ ორჯერ მოიგო. წლევანდელი სეზონის წინ ზაზა დეტროიტ პისტონსს

26 მარტი 2019, 16:49

ტაბლოიდი

იაპონიაში საკურა აყვავდა 🌸 ფოტოკოლაჟი

იაპონიაში ალუბლის ყვავილმა საკურამ ყვავილობა დაიწყო, - წელს გაზაფხულის ყვავილობა რამდენიმე დღით ადრე დაიწყო. მცენარე საკურა ოდითგანვე იაპონური კულტურის სიმბოლოდ მიიჩნევა. 27 მარტს „იაპონური საკურის საზოგადოების“ მიერ აღინიშნება საკურას ყვავილობის დღესასწაული.

კობა გვენეტაძე

26 მარტი 2019, 16:48

ეკონომიკა

გვენეტაძეს საკომიტეტო მოსმენის ნაცვლად სესიაზე გამოსვლა სურს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აპრილში პარლამენტში დეპუტატების წინაშე წარდგება, რაზეც მან პარლამენტს წერილობით უკვე მიმართა. ეროვნულმა ბანკმა ერთდროულად ორი საპარლამენტო კომიტეტისგან მიიღო მიწვევა. ამიტომ კობა გვენეტაძემ კანონმდებლებს ორი საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვა შესთავაზა.

26 მარტი 2019, 16:33

საქართველო

საგარეო უწყება კვიპროსში გამგზავრების მსურველებს მიმართავს

უვიზო მიმოსვლის ფარგლებში კვიპროსის რესპუბლიკაში გამგზავრება დასაშვებია მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით ტურისტულად, ოჯახის წევრების/ახლობლების მოსანახულებლად, საქმიანი შეხვედრების გასამართად, საერთაშორისო სემინარებში/კონფერენციებში/გამოფენებში ან მოკლევადიან სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში, აგრეთვე სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის ჩასატარებლად.

26 მარტი 2019, 16:27

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციებზე მოთხოვნა გაიზარდა

საქართველოს მთავრობამ კომერციული ბანკებისგან 30 მილიონი ლარი ისესხა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 49 250 000 ლარი, რაც მიწოდებაზდე 19 250 000 ლარით მეტია.

ჰაბიბ ნურმაგომედოვი

26 მარტი 2019, 16:18

სპორტი

ნურმაგომედოვი მაკგრეგორზე: ჯუნგლებში მხოლოდ ერთი მეფე უნდა იყოს

30 წლის მებრძოლი მოკლე ტექსტით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ ჯუნგლებში მხოლო ერთი მეფე უნდა იყოს. განცხადება, აქტიური სპორტიდან წასვლის შესახებ ირლანდიელმა სპორტსმენმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა. კონორ მაკგრეგორმა მსგავსი რამ 2016 წელსაც

26 მარტი 2019, 16:15

ეკონომიკა

საქართველოში ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვიდა

მატარებელი ამ დროისთვის ახალქალაქის სადგურშია და რკინიგზის ქართულ მონაკვეთს სატესტო რეჟიმში გაივლის. ახალქალაქის სარკინიგზო სადგურის ტერიტორიაზე, პოსტსაბჭოთა 1520 მმ-იანი ლიანდაგი ევროპულ, 1435 მმ-იან ლიანდაგებს უერთდება. „შტადლერის“ მატარებელი შეუფერხებლად ორივე მონაკვეთის გავლას შეძლებს.

სირია

26 მარტი 2019, 16:11

მსოფლიო

„ისლამური სახელმწიფოს“ წევრებისთვის შეიძლება საერთაშორისო ტრიბუნალი შეიქმნას

ჩრდილოეთ სირიაში ქურთების სამხედრო ადმინისტრაცია საერთაშორისო სასამართლო ტრიბუნალის ინიციატივით გამოვიდა, რათა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ათასობით წევრი გასამართლდეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ანტარქტიკა

26 მარტი 2019, 15:56

ტაბლოიდი

ესტონეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ანტარქტიკაზე გიდად მუშაობს

1960 წელს ყოფილი პრემიერი საბჭოთა მეტეოროლოგიურ სადგურში მუშაობდა. 1994-95 წლებში ტარანდი ესტონეთის პრემიერმინისტრი იყო, ხოლო დღეს, 76 წლის ყოფილი პოლიტიკოსი, ანტარქტიკას ტურისტული ჯგუფის მეთაურად დაუბრუნდა. დედამიწის ყველაზე ცივ კონტინენტს,

ვლადიმერ პუტინი

26 მარტი 2019, 15:36

მსოფლიო

კრემლი: გოლანის მაღლობების შესახებ ტრამპის გადაწყვეტილებას ნეგატიური შედეგები მოჰყვება

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აშშ-ის მიერ გოლანის მაღლობების ისრაელის ტერიტორიად აღიარების საკითხს ლიბანის პრეზიდენტთან დაგეგმილი მოლაპარაკებისას განიხილავს. კრემლის განცხადებით, შეხვედრა დღეს მოსკოვში გაიმართება.

26 მარტი 2019, 15:29

საქართველო

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაური იმყოფება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი მარტინ ჰერემი იმყოფება. მას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია მასპინძლობს.

26 მარტი 2019, 14:57

ტაბლოიდი

რომის პაპმა მრევლს ბეჭედზე მთხვევის უფლება არ მისცა. ვიდეო

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ არ აძლევს რომის პაპი მრევლს საშუალებას ეამბოროს მის ბეჭედზე. მესის შემდეგ კათოლიკეები რომის პაპთან მიდიოდნენ და ცდილობდნენ, ბეჭედზე ეკოცნათ, თუმცა პაპი ფრანცისკე მათ ამის საშუალებას არ აძლევდა.

26 მარტი 2019, 14:53

სპორტი

ლუკას პოდოლსკიმ ფეხბურთის შემდეგ ძალები სუმოშიც მოსინჯა

ლეგენდარულ სუმოისტ ჰაკუჰოსთან სიმბოლური ბრძოლა გამართა. შესაბამისი ფოტოები 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, წარწერით „არ დანებდე“. პოდოლსკი იაპონიის ჯეი ლიგაში, კლუბ ვისელ კობეში ასპარეზობს. გერმანელ ფეხბურთელთან ერთად თამაშობენ

სოფო კილაძე

26 მარტი 2019, 14:38

საქართველო

სოფიო კილაძე: სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები მხოლოდ მშობლის თანხმობით იქნება დასაშვები

სქესობრივი აღზრდის შესახებ განათლების მიღება შესაძლებელია მხოლოდ მშობლის თანხმობის შემთხვევაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ განაცხადა.

26 მარტი 2019, 14:26

ძალოვნები

ჯეკ შეპარდი ექსტრადირებას დათანხმდა

დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეპარდმა, რომელიც ბრიტანულმა სასამართლომ ახალგაზრდა ქალის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში დამნაშავედ ცნო და დაუსწრებლად გამოუტანა განაჩენი, დიდ ბრიტანეთში საქართველოდან ექსტრადირებაზე თანხმობა განაცხადა.

26 მარტი 2019, 14:17

ტაბლოიდი

ბრიტანელმა კაცმა ნაგავსაყრელზე ჩერჩილის ცილინდრი და პორტსიგარი იპოვა

დიდ ბრიტანეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა დევიდ როუზმა ნაგავსაყრელზე დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრის უინსტონ ჩერჩილის ნივთები იპოვა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

26 მარტი 2019, 14:16

საქართველო

29 წლის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე მოკვლევა დაიწყო

მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით გარდაცვლილი 29 მელანო ფუტკარაძისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლა დაიწყო. სამედიცინო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები დილიდან იმყოფებან რეფერალურ საავადმყოფოში, რის შემდეგაც ისინი კლინიკა „მედცენტრში“ შევლენ.