imedi /  15 მარტი 2019, 23:45 / სანდო წყარო

როგორ დაიკლო 76 კილოგრამი მიშლენის ვარსკვლავის მფლობელმა მზარეულმა

ტომ კერიჯი

ტომ კერიჯი

მიშლენის ვარსკვლავის მფლობელმა მზარეულმა ტომ კერიჯმა 76 კილოგრამი დაიკლო. მისი წონა 190 კილოგრამს აღწევდა. შეფ-მზარეული ამბობს, რომ  წონა ცხოვრების „გიჟური“ რიტმის გამო დაუგროვდა. ის სტრესის მოსახსნელად საკვებსა და ალკოჰოლს იყენებდა.  

ტომ კერიჯმა BBC-ის უამბო, როგორ დაამარცხა ჭარბი წონა. 

„ერთ დღეს უარი ვთქვი ალკოჰოლზე, შაქარსა და ნახშირწყლებზე. სამ წელიწადში დავიკელი 76 კილოგრამი. ჩემი წონის 40%“, - ამბობს შეფ მზარეული. 

ტომ კერიჯმა წონის დაკლების 5 წესი შეიმუშავა: 

1. არ მოახდინოთ დიეტაზე ფოკუსირება;

2. რაც შეიძლება მეტი იმოძრავეთ;

3. მოამზადეთ სახლში და გამოიყენეთ ახალი პროდუქტები;

4. ჩართეთ პროცესში მეგობრები და ოჯახის წევრები;

5. გამოიმუშავეთ ნებისყოფა და გაუძელით ცდუნებებს; 

ტომ კერიჯი ამბობს, რომ დიეტის მიზანი, მხოლოდ წონის კლება არ არის, მთავარია ინტენსიური და სწორი კვების რეჟიმის გამომუშავება.

ყველა სიახლე

მუსიკა

26 მარტი 2019, 23:16

კულტურა

ჯგუფ „ნიუტონის“ სოლისტი თამარ ბაბილუა (ბაბი) გარდაიცვალა

ჯგუფ "ნიუტონის" სოლისტი თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა, რამდენიმე წლის წინ მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მისი გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში მუსიკოსის მეგობრები წერენ.

ნოდარ მგალობლიშვილი

26 მარტი 2019, 23:08

კულტურა

მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი გარდაიცვალა

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი გარდაიცვალა. ის 87 წლის იყო. მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია imedinews-ს მისმა ახლობლებმა დაუდასტურეს. მანამდე მსახიობის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში ნოდარ მგალობლიშვილის შვილმა დაწერა

დიეტა

26 მარტი 2019, 22:58

ტექნოლოგიები

წლიურად ადამიანი 3-დან 5 კილოგრამამდე შხამქიმიკატებს ჭამს

დღეს ადამიანები ძირითადად გადამუშავებული საკვები პროდუქტებით იკვევებიან, გადამუშავების დროს კი პროდუქტი კარგავს დადებით ნივთიერებებს და იძენს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ამერიკელმა ექიმმა ამისგან თავის დასაღწევად ჰიბრიდული დიეტა შექმნა.

26 მარტი 2019, 22:52

ეკონომიკა

Ford-ი რუსეთის ბაზრიდან გასვლას განიხილავს

ამერიკული ავტო კონცერნი Ford-ი რუსეთის ბაზრიდან გასვლას გეგმავს. საუბარია ყველა ერთობლივი საწარმოს გასვლაზე და რუსეთში ექსპორტის შეწყვეტაზე. თუმცა განიხილება უფრო მსუბუქი ვარიანტებიც. კერძოდ, რუსეთის ბაზარზე მონაწილეობის შემცირება.

ახალი ზელანდია

26 მარტი 2019, 22:31

მსოფლიო

ახალ ზელანდიაში შტორმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ სამანქანო ხიდი წაიღო. ვიდეო

ძლიერი წვიმისა და შტორმის შედეგად ახალ ზელანდიაში, ქალაქ ფრანც ჯოზეფთან ახლოს საავტომობილო ხიდი დაზიანდა, ადიდებულმა მდინარე ხიდი დაანგრია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ქალაქის მერმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ლუ ვეია

26 მარტი 2019, 22:20

მსოფლიო

ჩინეთში მთავარი ინტერნეტ ცენზორი კორუფციის ბრალდებით ციხეში ჩასვეს

ჩინეთში, ქრთამის აღების ბრალდებით მთავარი ინტერნეტ ცენზორი გაასამართლეს. ქალაქ ნინბოს სასამართლომ 59 წლის ლუ ვეიას, რომელიც ჩინეთის სახელმწიფო კანცელარიის ინტერნეტ -ინფორმაციის განყოფილებას ხელმძღვანელობდა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე ის 3 მილიონი იუანით(447 ათასი დოლარი) დააჯარიმეს.

სალომე ზურაბიშვილი

26 მარტი 2019, 22:04

კულტურა

სალომე ზურაბიშვილი: დე კირიკოს გამოფენა ნამდვილი საჩუქარია ქართული საზოგადოებისათვის

პრეზიდენტის განცხადებით, ნიშანდობლივია, რომ იტალია აკეთებს იმას, რისთვისაც მთელი ევროპა ემზადება, რომ 2019 წელი ევროპის კულტურული სეზონი გახდეს საქართველოში, რაც ყველაზე უფრო მეტი დაახლოება ევროპასთან. დღეს ეროვნულ გალერეაში ჯორჯო დე კირიკოს გამოფენა გაიხსნა.

მამუკა მდინარაძე

26 მარტი 2019, 21:51

საქართველო

რა ეწერა მდინარაძის შეტყობინებაში, რომელიც მან შემთხვევით ბესელიას გაუგზავნა

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ თქვა რა ეწერა მესიჯში, რომელიც მან შეცდომით ეკა ბესელიას გაუგზავნა. "მესიჯში ეწერა, რომ 2016 წელს ბიძინა ივანიშვილი პარტიის ხელმძღვანელს ურჩევდა, ეკა ბესელია სიაში საერთოდ არ მოხვედრილიყო", - თქვა მდინარაძემ.

ჰენრი ტესენგი

26 მარტი 2019, 21:47

მსოფლიო

ლოს-ანჯელესში აშშ-ის ყველაზე ხანდაზმული მოქალაქე მოკვდა

ლოს-ანჯელესში 111 წლის კაცი მოკვდა, რომელიც აშშ-ში ყველაზე ხანდაზმულ მოქალაქედ ითვლებოდა. ჰენრი ტესენგი აღ იღებდა ალკოჰოლს, ნარკოტიკებს და არ ეწეოდა სიგარეტს. ზომიერად იკვებებოდა და სვამდა მულტი ვიტამინებს.

იაპონია

26 მარტი 2019, 21:37

ტაბლოიდი

9 საინტერესო ფაქტი იაპონური საგზაო წესებისა და მძღოლების შესახებ

იაპონიაში 75 წელს გადაცილებულ მძღოლებს საქარე მინაზე სპეციალური ნიშანი აქვთ დაკრული. ეს აუცილებელია. ამ ქვეყანაში მანქანის ქონაც ძვირადღირებული სიამოვნებაა. ტექშემოწმება, გადასახადი და დაზღვევა წელიწადში 1500-ზე მეტი დოლარი ჯდება.

26 მარტი 2019, 21:23

ტაბლოიდი

მესიმ iPhone ოქროთი შეამკო და ცოლ-შვილის სახელებით გააფორმა

ესპანური საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ საკუთარი სმარტფონის გარსი სუფთა ოქროთი დაფარა. ამის გარდა iPhone XS Max-ი რომლის ფასიც 1300 ევროა, სპორტსმენმა „ბარსელონას“ ემბლემით და ცოლ-შვილის სახელებით გააფორმა.

ინტერნეტი

26 მარტი 2019, 21:06

საქართველო

ინტერნეტის ხარისხის გაზომვის შემდეგ კომუნიკაციების კომისიაში საჩივრები უკვე შევიდა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ახალი ვიდეორგოლი გაავრცელა, რომელიც ინტერნეტ მომხმარებლებისთვის არის განკუთვნილი. მიზანი იმ ხარისხის გაკონტროლებაა, რომელიც წესით, თქვენს მიერ გადახდილი თანხის ადექვატური უნდა იყოს.

ირაკლი კობახიძე

26 მარტი 2019, 20:58

საქართველო

ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პარლამენტისა და სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეები პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს და პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ირაკლი კობახიძე ასევე შეხვდება ალექსანდრ ვუჩიჩს და პრემიერმინისტრს ანა ბრნაბიჩს.

ოჯახში ძალადობა

26 მარტი 2019, 20:52

საქართველო

მუშაობს თუ არა შემაკავებელი ორდერი ოჯახური ძალადობის შემთხვევებში

მუშაობს თუ არა შემაკავებელი ორდერი ოჯახში ძალადობის შემთხვევებში, ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახური დასკვნას აქვეყნებს. 59-გვერდიანი დოკუმენტის მიხედვით, გარკვეული ხარვეზები იკვეთება, მათ შორის მხვერპლის განრიდების სისტემაში. პრობლემის მინიმუმადე დაყვანას აანონსებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

სიმონ მაისურაძე

26 მარტი 2019, 20:37

სპორტი

ქართველი მწვრთნელი ირლანდიის რაგბის აკადემიაში მიიწვიეს

ვეტერანი რაგბის მოთამაშე, ეროვნული აკადემიისა და თბილისის „ლოკომოტივის“ მწვრთნელი სიმონ მაისურაძე, სამუშაოდ ირლანდიის რაგბის აკადემიაში მიიწვიეს.სიმონ მაისურაძე ირლანდიის აკადემიაში ვან ზილის მიწვევით მოხვდა.

26 მარტი 2019, 20:25

საქართველო

27-28 მარტს სტრასბურგში საქართველოს შესახებ მორიგ დოკუმენტს მიიღებენ

"მე ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ "სამხრეთ ოსეთი" და აფხაზეთი განუყოფელი ნაწილია საქართველოსი, მისი კონსტიტუციური სივრცის", - ამის შესახებ კი ევროპარლამენტარმა ანდრეს მამიკინსმა განაცხადა. ტუნე კელამის განცხადებით, ის რაც რუსეთმა საქართველოში გააკეთა, ევროპისთვის განგაშის ზარი იყო.

26 მარტი 2019, 20:17

საქართველო

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყდა

რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის იმპორტი შეწყდა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ვებგვერდის მონაცემებით, რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება აფხაზეთში აღარ ხდება და რეგიონი მთლიანად ენგურჰესზე გამომუშავებული ენერგიით მარაგდება.

ჯასი სმოლეტი

26 მარტი 2019, 20:09

კულტურა

პროკურატურამ ჯასი სმოლეტს ყველა ბრალდება მოუხსნა

პროკურატურამ მსახიობსა და მუსიკოსს ჯასი სმოლეტს ყველა ბრალდება მოუხსნა. მას რასისტული და ჰომოფობიური თავდასხმის ინსცენირება ბრალდებოდა. სერიალ Empire-ის მსახიობი ჩიკაგოს სასამართლოში გამართულ პროცესს ესწრებოდა, რომელზეც მოსამართლემ საქმის დახურვის შესახებ გამოაცხადა.

სმოლენსკთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ფრაგმენტები

26 მარტი 2019, 19:58

მსოფლიო

ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ფრაგმენტებზე ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი აღმოაჩინეს

9 წლის წინ სმოლენსკთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ფრაგმენტებზე ასაფეთქებელი ნივთირებების კვალი აღმოაჩინეს. ამის შესახებ პოლონეთის რადიო იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, Ту-154-ის ფრაგმენტებს ექსპერტიზა ბრიტანეთის სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიაში ჩაუტარდა.

მაშველები

26 მარტი 2019, 19:52

ძალოვნები

მაშველებმა რიონიდან 11 წლის ბიჭი უვნებლად გამოიყვანეს

ქუთაისში მეხანძრე-მაშველებმა მდინარე რიონიდან 11 წლის ბიჭი უვნებლად გამოიყვანეს. არასრულწლოვანი მდინარეში წყლის მოულოდნელი მოვარდნის გამო, ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე შემორჩა და ნაპირზე დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა.