12 მარტი 2024 - 16:24

რა შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა ვეტინგმა - ალბანური მოდელის ანატომია, როგორ დაეხმარა ობამას ადმინისტრაცია ჯორჯ სოროსის ფონდს ალბანეთში, რათა სოციალისტურ მთავრობას მოეპოვებინა „სრული კონტროლი მართლმსაჯულებაზე“

დღეს ქვეყანაში აქტიურად განიხილება ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის საკითხი. მმართველი გუნდი ქართულ სასამართლო სისტემაში ვეტინგის ანუ ალბანური მოდელის გამოყენებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, რადგან  ვეტინგის არა მხოლოდ ფორმალურად ქვეყნის კონსტიტუციას, არამედ ის პირველ რიგში, ზოგად კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება“,- აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

საინტერესოა რას გვთავაზობს ოპოზიცია

ალბანეთში მიმდინარე ვეტინგის პროცესი 2016 წლიდან დაიწყო. შემოწმების პროცესი მოსამართლეებსა და პროკურორებს სამი კრიტერიუმის გამოყენებით სწავლობს: მათი ქონების კანონიერება, პროფესიული მდგომარეობა და შესაძლო კავშირები ორგანიზებულ დანაშაულთან.

ალბანეთში აღნიშნული პროცესის დაწყებიდან მალევე 2017 წლის მარტში, აშშ-ს სენატორების 6- კაციანმა ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა სენატორი მაილ ლი, გაუგზავნა წერილი მაშინდელ სახელმწიფო მდივანს რექს ტილერსონს, რომელშიც სთხოვდნენ გამოეძიებინა ბრალდებები, რომ აშშ-ს მთავრობა იყენებდა გადასახადის გადამხდელთა თანხებს ალბანეთში სოროსის დასახმარებლად. წერილის თანახმად, „ფონდი ღია საზოგადოება ალბანეთმა“ და მისმა ექსპერტებმა, USAID-ის დაფინანსებით, შეიმუშავეს საკამათო სტრატეგიის დოკუმენტი ალბანეთის სასამართლო რეფორმისთვის. ლიდერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს „რეფორმები“ საბოლოო მიზნად ისახავს მოაპოვებინოს პრემიერ-მინისტრს და მემარცხენე ცენტრისტულ მთავრობას სრული კონტროლი მართლმსაჯულებაზე“.

„საგანგაშო აქტივობების მოდელი ამ არამდგრად რეგიონში“ - სწორედ ასე აღწერეს სენატორებმა მაშინ ალბანეთში არსებული ვითარება.

ალბანეთის პარლამენტში კი ოპოზიციის ლიდერებმა სტრატეგიას „სოროსის მიერ დაფინანსებული რეფორმა“ უწოდეს.

რესპუბლიკელი სენატორების მიერ სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან წერილის გაგზავნიდან ზუსტად 1 წელიწადში Judicial Watch-ი აქვეყნებს ჩანაწერებს, სადაც ნათქვამია, რომ სწორედ ობამას ადმინისტრაცია დაეხმარა ჯორჯ სოროსის ფონდს ალბანეთში მემარცხენე პოლიტიკური აქტივობების დაფინანსებაში. 

„ობამამ USAID-ის მეშვეობით გამოიყენა აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა თანხები სოროსის ჯგუფის მცდელობების მხარდასაჭერად, რათა ალბანეთის სოციალისტურ მთავრობას მოეპოვებინა „სრული კონტროლი მართლმსაჯულებაზე“.

გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ორგანიზაცია Judicial Watch-მა მოიპოვა 32-გვერდიანი ჩანაწერები, რომლებიდანაც ჩანს, რომ ობამას ადმინისტრაციამ აშშ-ს გადასახადის გადამხდელთა თანხები გადაუგზავნა ჯგუფს, რომლის უკან დგას მილიარდერი ჯორჯ სოროსი. ჯგუფმა ფული გამოიყენა ალბანეთში მემარცხენე პოლიტიკური აქტივობებისათვის, მათ შორის, ქვეყნის სოციალისტურ მთავრობასთან სამუშაოდ, უაღრესად საკამათო სასამართლო „რეფორმის“ ხელშეწყობისთვის. ჩანაწერები ასევე დეტალურად აჩვენებს, თუ როგორ ეხმარებოდა სოროსის ჯგუფი სახელმწიფო დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელთა თანხებით დაფინანსების მოსაპოვებლად სხვა ჯგუფების მიერ წარმოდგენილი საგრანტო აპლიკაციების გადახედვაში. (ჩანაწერები მოპოვებულია 2017 წლის 26 მაისს, ინფორმაციის თავისუფლები აქტის (FOIA) მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარებისა სააგენტოს (USAID) წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელის ფარგლებში).

დოკუმენტები აჩვენებს, რომ USAID-ის თანხები მიემართებოდა სააგენტოს სამოქალაქო საზოგადოების პროექტის გავლით, რათა მხარი დაეჭირა ალბანეთში სოროსის მემარცხენე ღია საზოგადოების ფონდისთვის, უფრო კონკრეტულად სოროსის სამოქმედო მცდელობებისთვის სოციალისტურ მთავრობას უფრო დიდი კონტროლი მოეპოვებინა მართლმსაჯულებაზე. როგორც მოხსენებიდან ჩანს, USAID-მა 2016 წელს 9 მილიონი აშშ დოლარი გადასცა კამპანიას „მართლმსაჯულებაზე ყველასთვის“, რომელსაც ზედამხედველობს სოროსის „აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტი“.

ამასთან, Judicial Watch-ის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერები შეიცავს 2016 წლის აპრილის თვის ინფორმაციას ტირანაში აშშ-ის საელჩოსგან, რომლის მიხედვითაც ვლინდება, რომ საელჩომ სოროსის ღია საზოგადოების ფონდთან ერთად „დაასპონსორა“ გამოკითხვა ალბანეთის მოქალაქეებში „სასამართლო რეფორმის ცოდნის, მხარდაჭერისა და მოლოდინების“ გასაზომად. სოროსის ჯგუფის გამოკითხვის თანახმად, „გამოკითხულთა 91% ან „მთლიანად მხარს უჭერს“ ან „მეტ-ნაკლებად მხარს უჭერს“ სასამართლო რეფორმის საჭიროებას“. გამოკითხვას არ დაუზუსტებია, თუ რა სახის რეფორმას ისახავდა მიზნად სოროსის ჯგუფი. გარდა ამისა, 2017 წლის თებერვლის ჩანაწერები აჩვენებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოიყენა გადასახადის გადამხდელთა თანხები ღია საზოგადოების ფონდთან ერთად სასამართლო რეფორმაზე მეორე გამოკითხვის დასაფინანსებლად, რაც არსებითად გაამყარებდა ალბანეთის მთავრობის მემარცხენეთა კონტროლს. მოხსენების თანახმად, აშშ-ს საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სექტორი და ღია საზოგადოების ფონდი „თითოეული გამოყოფდა თანხებს ადგილობრივი ორგანიზაციისათვის სასამართლო რეფორმის მცდელობებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩასატარებლად“. Judicial Watch-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ ობამას ადმინისტრაციის მემკვიდრეობა, ალბანეთში აშშ-ს ელჩი დონალდ ლუ, მჭიდროდ არის დაკავშირებული სოროსთან და ალბანეთის სოციალისტურ მთავრობასთან. 2017 წლის მაისში, ლუმ ხელი შეუწყო ოპოზიციური პარტიის გეგმებისთვის ძირის გამოთხრას გაეპროტესტებინათ მომავალი საპარლამენტო არჩევნები, განაცხადა რა, რომ აშშ ცნობს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, იმ შემთხვევაშიც, თუ ოპოზიციური პარტიები უარს იტყვიან მონაწილეობაზე. ლუ აშშ-ს პრესაში აღწერილია, როგორც „ალბანეთის სასამართლო რეფორმების გამწევი ძალა“.

„ალბანეთის სოციალისტური მთავრობის მიერ მხარდაჭერილ მემარცხენე მილიარდერ ჯორჯ სოროსთან პირდაპირი საიდუმლო შეთანხმებით ობამას ადმინისტრაციამ ჩუმად დახარჯა აშშ-ს გადასახადის გადამხდელთა სულ მცირე 9 მილიონი აშშ დოლარი. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა დაუშვა სოროსის ჯგუფის დახმარება გადასახადის გადამხდელთა თანხების სხვა ჯგუფებისთვის მიმართვაში“, - განაცხადა სასამართლო დამკვირვებლის პრეზიდენტმა ტომ ფიტონმა

სხვადასხვა დროს გავრცელებულ ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ „ნაცმოძრაობის“ მიერ მოწონებულმა, ალბანეთში მართლმსაჯულების სისტემის „გასაუმჯობესებლად“ მიმდინარე ვეტინგის პროცესმა ქვეყნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ დააყენა და უცხო ქვეყნების გავლენების ქვეშ მოაქცია. სწორედ ესაა გლობალური ომის პარტიის დავალებებით მოქმედი რადიკალური ოპოზიციის მიზანიც. დღეს, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მთავარი ძალისხმევა სწორედ სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვისა და მისი გაძლიერებისაკენ იყოს მიმართული.

სტატია მომზადებულია Judicial Watch-ის და FoxNew-ის მიხედვით.

სხვა თემები