09 მაისი 2024 - 23:40

ჯინ შარპის „არაძალადობრივი წინააღმდეგობის 198 მეთოდი“

ამერიკელი სოციოლოგის ჯინ შარპის ნაშრომთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია „დიქტატურიდან დემოკრატიამდე“, რომელიც ნამდვილ სახელმძღვანელოდ იქცა რევოლუციურად განწყობილი პოლიტიკოსებისთვის მთელ მსოფლიოში, არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა „ფერადი რევოლუციების“ მოყვარულთათვის შარპის სამტომეულის მეორე წიგნი „არაძალადობრივი მოქმედების პოლიტიკა“ (The Politics of Nonviolent Action), რომელიც ავტორმა მაჰათმა განდის სწავლებისა და მარტინ ლუთერ კინგის ფილოსოფიის ინდივიდუალურ ინტერპრეტაციად და რევოლუციური რეცეპტების ერთგვარ კრებულად აქცია.

„არაძალადობრივი წინააღმდეგობის 198 მეთოდი“

მოცულობითი „ინსტრუქცია“ შარპმა რამდენიმე თავად დაყო და ქვეთავებში გააერთიანა „არაძალადობრივი ბრძოლის“ 198 პუნქტი, რომელთა გამოყენება მისივე რეკომენდაციით დამოუკიდებლადაც შეიძლება და კომბინირებულადაც.


 

არაძალადობრივი პროტესტისა და დარწმუნების მეთოდები

   * ოფიციალური განცხადებები -
1. საჯარო გამოსვლები
2. საპროტესტო ან მხარდამჭერი წერილები
3. ორგანიზაციებისა და დაწესებულებების დეკლარაციები
4. ცნობილი ადამიანების მიერ ხელმოწერილი საჯარო განცხადებები
5. ბრალდებებისა და განზრახვების დეკლარაციები
6. ჯგუფური ან მასობრივი პეტიციები.

   * ფართო აუდიტორიასთან კომუნიკაცია -  
7. ლოზუნგები, კარიკატურები და სიმბოლოები 
8. დროშები, პლაკატები და თვალსაჩინო ვიზუალური საშუალებები 
9. ბუკლეტები, ბროშურები და წიგნები 
10. გაზეთები და ჟურნალები 
11. ფირზე ჩანაწერები, ფირფიტები, რადიო და ტელევიზია 
12. წარწერები ჰაერში (თვითმფრინავებით) და ადგილზე (ნიადაგის მოხვნით, მცენარეების დარგვით და ქვებით)

   * ჯგუფური აქციები -
13. დეპუტაციები
14. სატირული დაჯილდოება
15. ჯგუფური ლობი 
16. პიკეტირება 
17. ფსევდოარჩევნები

   * სიმბოლური საზოგადოებრივი აქციები -
18. დროშების გამოფენა, სიმბოლური ფერის ნივთების გამოყენება
19. სიმბოლოების ტარება
20. ლოცვა და ღვთისმსახურება
21. სიმბოლური ნივთების გადაცემა
22. პროტესტის ნიშნად გაშიშვლება 
23. საკუთარი ქონების განადგურება 
24. ცეცხლის (ჩირაღდნების, სანთლების) სიმბოლური დანთება 
25. პორტრეტების გამოფენა
26. ხატვა პროტესტის ნიშნად  
27. ქუჩის ახალი ნიშნების დაყენება და სახელების გადარქმევა
28 სიმბოლური ხმები და ბგერები 
29. მიწების სიმბოლური „ათვისება“ 
30. უხეში ჟესტები

   * ზეწოლა ცალკეულ ფიზიკურ პირებზე-
31. თანამდებობის პირთა „ფეხდაფეხ დევნა“ 
32. ოფიციალური პირების დაცინვა 
33. ჯარისკაცებთან „დაძმობილება“ 
34. ღამისთევა (მორიგეობა)

   * თეატრი და მუსიკა -
35. იუმორისტული პაროდიები
36. პიესების და მუსიკალური ნაწარმოებების დადგმა
37. სიმღერა

   * პროცესიები -
38. მსვლელობები
39. აღლუმები
40. რელიგიური პროცესიები
41. პილიგრიმობა
42. ავტოკოლონები

   * მიცვალებულთათვის პატივის მიგება-მოხსენიება -
43. პოლიტიკური გლოვა 
44. სიმბოლური დაკრძალვა 
45. საჩვენებელი დაკრძალვა 
46. ღვთისმსახურება სასაფლაოებზე

   * საჯარო შეკრებები - 
47. საპროტესტო ან მხარდამჭერი აქციები
48. საპროტესტო მიტინგები 
49. ფარული საპროტესტო აქციები 
50. სემინარები

   * წასვლა და უარყოფა -
51. დემონსტრაციული უკანდახევა 
52. დუმილი 
53. უარის თქმა დაჯილდოებაზე 
54. ზურგის შექცევა
 

სოციალურ თანამშრომლობაზე უარის თქმის მეთოდები

   * ცალკეულ ინდივიდთა ოსტრაკიზმი -
55. სოციალური ბოიკოტი 
56. შერჩევითი სოციალური ბოიკოტი 
57. უარის თქმა ცოლ-ქმრული მოვალეობების შესრულებაზე („ლისისტრატეს“ მიხედვით) 
58. უარის თქმა ურთიერთობაზე 
59. ღვთისმსახურების შეწყვეტა 

   * უარი წეს-ჩვეულებებზე, მუშაობასა და სოციალურ ღონისძიებებში მონაწილეობაზე -
60. სოციალური და სპორტული აქტივობების შეწყვეტა 
61. საჯარო ღონისძიებების ბოიკოტირება 
62. სტუდენტური გაფიცვები 
63. საზოგადოებრივი დაუმორჩილებლობა 
64. საზოგადოებრივ ორგანიზაციებში წევრობის შეჩერება 

   * სოციალურ სისტემას ჩამოშორება -
65. უარის თქმა სახლიდან გასვლაზე 
66. სრულად უარის თქმა პირად თანამშრომლობაზე 
67. მომსახურე პერსონალის სამსახურიდან უნებართვოდ წასვლა 
68. თავშესაფარში დაბინავება 
69. საცხოვრებელი ადგილის კოლექტიურად დატოვება 
70. ემიგრაცია პროტესტის ნიშნად („ჰიჯრა“)

ეკონომიკურ თანამშრომლობაზე უარის თქმის მეთოდები: ეკონომიკური ბოიკოტი

   * მომხმარებელთა აქციები -
71. მომხმარებელთა ბოიკოტი
72. უარის თქმა ბოიკოტირებული პროდუქტის გამოყენებაზე
73. ასკეტიზმის პოლიტიკა
74. უარის თქმა ქირის გადახდაზე 
75. უარის თქმა ქირაობაზე 
76. საერთო ეროვნული სამომხმარებლო ბოიკოტი 
77. საერთაშორისო სამომხმარებლო ბოიკოტი 

   * მუშებისა და მწარმოებლების მოქმედებები - 
78. მუშათა ბოიკოტი 
79. მწარმოებელთა ბოიკოტი

   * შუამავალთა აქციები -
80. მომწოდებელთა და შუამავალთა ბოიკოტი  

   * მესაკუთრეთა და მენეჯერთა აქციები - 
81. მოვაჭრეთა ბოიკოტი 
82. უარის თქმა ქონების გაქირავებასა და გაყიდვაზე 
83. ლოკაუტი (წარმოების შეწყვეტა მესაკუთრის მიერ) 
84. უარის თქმა სამრეწველო დახმარებაზე 
85. მოვაჭრეთა საყოველთაო გაფიცვა 

   * ფინანსური რესურსების მფლობელთა აქციები -
86. საბანკო დეპოზიტების გატანა 
87. უარის თქმა ჰონორარის, ანაზღაურების, საშემოსავლო გადასახადის გადახდაზე 
88. უარის თქმა ვალის და პროცენტის გადახდაზე 
89. ფონდებისა და სესხების გამკაცრება 
90. უარის თქმა გადასახადების გადახდაზე 
91. უარის თქმა ხელფასის მიღებაზე 

   * მთავრობის მოქმედებები -
92. შიდა ემბარგო 
93. მოვაჭრეთა „შავი სიები“
94. მომწოდებელთა საერთაშორისო ემბარგო 
95. მყიდველთა საერთაშორისო ემბარგო 
96. საერთაშორისო სავაჭრო ემბარგო

ეკონომიკურ თანამშრომლობაზე უარის თქმის მეთოდები: გაფიცვა

   * სიმბოლური გაფიცვები -
97. საპროტესტო გაფიცვა
98. სწრაფად წასვლა ანუ „ელვა-გაფიცვა“

   * სასოფლო-სამეურნეო გაფიცვები -
99. გლეხთა გაფიცვა
100. სასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმებულთა გაფიცვა

   * განსაკუთრებულ ჯგუფთა გაფიცვები -
101. უარის თქმა იძულებით მუშაობაზე
102. პატიმართა გაფიცვა
103. ხელოსანთა გაფიცვა
104. პროფესიული გაფიცვა

   * სამრეწველო გაფიცვები -
105. ისტებლიშმენტის გაფიცვა 
106. სამრეწველო გაფიცვა 
107. სოლიდარობის გაფიცვა 

   * შეზღუდული გაფიცვები -
108. ნაწილობრივი გაფიცვა 
109. „ბამპერული“ (შერჩევითი, მონაცვლეობითი) გაფიცვა 
110. სამუშაო ტემპის შემცირება 
111. „ინსტრუქციის მკაცრი დაცვით“ მუშაობა 
112. მუშაობაზე უარის თქმა ავადმყოფობის მომიზეზებით
113. გაფიცვა სამსახურის საკუთარი ნებით დატოვებით
114. შეზღუდული გაფიცვა 
115. შერჩევითი გაფიცვა

   * მრავალდარგობრივი გაფიცვები -
116. გავრცელებული გაფიცვები 
117. საყოველთაო გაფიცვები

   * გაფიცვისა და საწარმოების ეკონომიკური დახურვის კომბინირება -
118. მუშაობისა და ვაჭრობის შეჩერება („ჰარტალი“) 
119. ეკონომიკური საქმიანობის სრულად შეწყვეტა. 

პოლიტიკურ თანამშრომლობაზე უარის თქმის მეთოდები

   * უარის თქმა ხელისუფლების მხარდაჭერაზე -
120. უარის თქმა ხელისუფლებისადმი ლოიალობის გამოხატვაზე 
121. საზოგადოებრივი მხარდაჭერის უარყოფა 
122. ლიტერატურა და სიტყვით გამოსვლები წინააღმდეგობის გაწევის მოწოდებით

   * მოქალაქეების უარი ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე -
123. საკანონმდებლო ორგანოების ბოიკოტირება
124. არჩევნების ბოიკოტირება
125. უარის თქმა სახელმწიფო უწყებებში მუშაობასა და საჯარო თანამდებობების დაკავებაზე 
126. სამთავრობო უწყებების, სააგენტოების და სხვა ორგანოების ბოიკოტირება 
127. სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საკუთარი ნებით წასვლა 
128. ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციების ბოიკოტირება 
129. უარის თქმა პოლიციელთა დახმარებაზე დამყარდეს წესრიგი 
130. საკუთრების ნიშნებისა და საგზაო ნიშნების მოხსნა
131. უარის თქმა ოფიციალური და თანამდებობის პირების დანიშვნის მიღებაზე 
132. უარის თქმა არსებული ინსტიტუტების დაშლაზე 

   * სამოქალაქო მორჩილების ალტერნატივა -
133. უხალისო და ნელი მორჩილება 
134. დაუმორჩილებლობა პირდაპირი ზედამხედველობის არარსებობის შემთხვევაში 
135. სახალხო დაუმორჩილებლობა 
136. შენიღბული დაუმორჩილებლობა 
137. მიტინგის ან შეკრების დაშლის ბრძანების უგულებელყოფა, არ შესრულება
138. მჯდომარე გაფიცვა
139. სამხედრო სამსახურში გაწვევასა და დეპორტაციაზე უარის თქმა 
140. გაქცევა, მიმალვა და ყალბი დოკუმენტების დამზადება 
141. „უსამართლო“ კანონების მიმართ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა

   * სამთავრობო პერსონალის აქციები -
142. შერჩევითი უარი ხელისუფლების წარმომადგენელთა დახმარებაზე 
143. ბრძანების და ინფორმაციის ბლოკირება 
144. უწყებათა მუშაობის შეფერხება 
145. საყოველთაო უარის თქმა ადმინისტრაციულ თანამშრომლობაზე 
146. უარის თქმა სასამართლო თანამშრომლობაზე 
147. განზრახ არაეფექტურად მუშაობა და შერჩევითი უარის თქმა აღმასრულებელ ორგანოებთან თანამშრომლობაზე 
148. ამბოხება 
 
   * მთავრობის შიდა აქციები -
149. ფსევდო-სამართლებრივი (ლეგალური) ხრიკები და შეფერხებები 
150. მცირე სამთავრობო უწყებების მიერ უარის თქმა თანამშრომლობაზე

   * მთავრობის საერთაშორისო აქციები
151. ცვლილებები დიპლომატიურ და სხვა წარმომადგენლობებში
152. დიპლომატიური ღონისძიებების შეფერხება და გაუქმება
153. დიპლომატიური აღიარებისგან თავის შეკავება
154. დიპლომატიური ურთიერთობების გაუარესება 
155. საერთაშორისო ორგანიზაციების დატოვება 
156. უარის თქმა საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობაზე 
157. საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გაძევება

არაძალადობრივი ჩარევის მეთოდები

   * ფსიქოლოგიური ჩარევა -
158. საკუთარი თავის გაწირვა (თვითდაწვა, დახრჩობა და ა.შ.) 
159. შიმშილობა - ა) შიმშილობა მორალური ზეწოლით, ბ) მშიერი გაფიცვა, გ) შიმშილობა „სატიაგრაჰა“ ანალოგიით
160. „შებრუნებული“ („უკუღმართი“) სასამართლო (ბრალდებულის მიერ სასამართლო პროცესის გამოყენება    ბრალმდებელთათვის ბრალის წაყენებისთვის)
161. ოპონენტის არაძალადობრივი ფსიქოლოგიური დაღლა

   * ფიზიკური ჩარევა -
162. ერთ ადგილას ჯდომა 
163. ერთ ადგილას დგომა 
164. უარის თქმა სატრანსპორტო საშუალების დატოვებაზე 
165. რასობრივი სეგრეგაციის შემთხვევაში სეგრეგირებული ლოკაციების გამოყენება 
166. ერთ ადგილას სიარული 
167. ლოცვა სეგრეგირებულ ეკლესიებში 
168. არაძალადობრივი მსვლელობები საკუთრების (ქონების) გადაცემის მოთხოვნით 
169. არაძალადობრივი საჰაერო ფრენები ოპონენტების მიერ კონტროლირებულ ზონებში 
170. არაძალადობრივი შესვლა აკრძალულ ზონებში 
171. ოპონენტის ძალადობის ან სხვა მოქმედების არაძალადობრივად ხელის შეშლა საკუთარი სხეულით (ფსიქოლოგიური  ზემოქმედება) 
172. არაძალადობრივი ბლოკირება საკუთარი სხეულით (ფიზიკური ზემოქმედება) 
173. არაძალადობრივი ოკუპაცია 

   * სოციალური ჩარევა -
174. ახალი სოციალური წესრიგის დამყარება 
175. შენობების განზრახ გადატვირთვა 
176. გზების გადაკეტვა, ბლოკირება 
177. დაუსრულებლი სიტყვით გამოსვლები 
178. სამოყვარულო (თვითშემოქმედებითი) წარმოდგენები ქუჩაში 
179. ალტერნატიული სოციალური ინსტიტუტები 
180. ალტერნატიული საკომუნიკაციო სისტემები

   * ეკონომიკური ჩარევა -
181. საპირისპირო გაფიცვა 
182. სამუშაოს დასრულების შემდეგ უარის თქმა სამსახურის დატოვებაზე 
183. მიწის არაძალადობრივი მიტაცება 
184. უარის თქმა ბლოკირების ბრძანების შესრულებაზე
185. ყალბი ფულის დამზადება პოლიტიკური მოტივით 
186. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქონლის გამაფრთხილებელი მასობრივი შეძენა 
187. ძვირფასი ნივთების ჩამორთმევა 
188. დემპინგი 
189. ფირმების, უწყებების შერჩევითი პატრონაჟი
190. ალტერნატიული ბაზრები 
191. ალტერნატიული სატრანსპორტო სისტემები 
192. ალტერნატიული ეკონომიკური ინსტიტუტები

   * პოლიტიკური ჩარევა -
193. ადმინისტრაციული სისტემის ზედმეტად გადატვირთვა 
194. საიდუმლო აგენტების მხილება 
195. დაპატიმრების პროვოცირება
196. „ნეიტრალური კანონებისადმი“ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა 
197. მუშაობა თანამშრომლობის გარეშე 
198. ორმაგი სუვერენიტეტი და პარალელური მთავრობის შექმნა.


 

სხვა თემები