07 აგვისტო 2019 - 20:00

რუხი, შავი თუ თეთრი? ყველაფერი, რაც პურის შესახებ უნდა იცოდეთ!

პური

ფოტო: Shutterstock.com

პროდუქტებს ტრადიციულად „კარგ“ და „ცუდ“ პროდუქტებად ჰყოფენ. ამასთან, მაგალითად, რძეს, მაკარონს, კარტოფილს და პურს ხშირად უსამართლოდ „ცუდ“ პროდუქტებს მიაკუთვნებენ ხოლმე. მართალია თუ არა, რომ თეთრი პური ასუქებს, ღირს თუ არა საფუარიან პურზე უარის თქმა და უგლუტენო ფუნთუშების ყიდვა?

რომელი პური სჯობს - რუხი, შავი თუ მთელმარცვლოვანი?

თქვენ რომელიც გირჩევნიათ. ნებისმიერი პურის (მათ შორის თეთრის) ჭამა მნიშვნელოვანია, რადგან ის ნახშირწყლებს შეიცავს: ისინი ორგანიზმს ავსებენ და ენერგიას მატებენ. მაგალითად ექსპერტები, რეკომენდაციას უწევენ მთელმარცვლიანი ფქვილისგან გამომცხვარ პურს. მას იღებენ მთლიანი მარცვლისგან, რომელიც სრულადაა დაფქვილი, რის გამოც ასეთი პური მდიდარია უჯრედისით, B ჯგუფის ვიტამინებით და სხვა ნივთიერებებით.

ჭვავის ფქვილი უჯრედისის და ვიტამინების კარგ წყაროდ მიიჩნევა - მათი რაოდენობა დამოკიდებულია ნაფქვავზე. ხორბლის ფქვილი, რომლისგანაც ჩვენთვის ყველასთვის ცნობილ თეთრ ფქვილს აწარმოებენ, ასევე ამარაგებს ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით, თუმცა უჯრედისი მასში ნაკლებია.

უჯრედისი აგვარებს კუჭნაწლავის ტრაქტის გამართულ მუშაობას, ასევე ამცირებს მე-2 ტიპის შაქრის დიაბეტის და გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას. მაგრამ მისი მნიშვნელობის შესახებ ცოტამ თუ იცის და შესაბამისად ცოტას ლაპარაკობენ. სხვა შემთხვევაში ბევრი ადამიანი არ შეჭამდა მას ნორმაზე ნაკლებს.

თეთრი პური ასუქებს?

არა. ჩვეულებრივ, ადამიანები არა კონკრეტული პროდუქტისგან, არამედ იმისგან სუქდებიან, რომ რაციონში ძალიან ბევრი კალორია აქვთ. სწორი კვება გულისხმობს დაბალანსებულ და მარავალფეროვან მენიუს, და არა „ცუდ“ საჭმელზე უარის თქმას. რთული დასაჯერებელია, მაგრამ დიდი რაოდენობით „კარგი“ პროდუქტების მიღებაც საზიანოა. თუ ადამიანს თეთრი პური უყვარს, სჯობს ის რაციონში შეიტანოს. სხვაგვარად, მისი კვებითი ქცევა შეიძლება მოიშალოს: აკრძალვებს როგორც წესი ზღვარგადასული ჭამა და ამის გამო, სინანულის განცდა მოსდევს.

ბევრი დიეტა პურზე უარის თქმას გულისხმობს. ეს სწორია?

მედიცინის თვალსაზრისით, დიეტა - განსაკუთრებული კვებაა, რომელსაც ექიმი მკურნალობისთვის ან დაავადების პროფილაქტიკისთვის ნიშნავს. ასეთი დიეტები საერთაშორისო რეკომენდაციებს და სამეცნიერო კვლევებს ეფუძნება. მაგალითად, ცელიაკიის დროს ექიმმა პაციენტს შეიძლება ურჩიოს რაციონიდან არა პურის, არამედ ყველა იმ პროდუქტის ამოღება, რომელიც გლუტენს შეიცავს. თუ ადამიანი ჯანმრთელია, სპეციალური დიეტები მას არ სჭირდება - საკმარისია მრავალფეროვან კვებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაცვა, რომლებიც ახლოსაა ხმელთაშუაზღვისპირულ დიეტასთან. ამ დიეტის ფარგლებში პურიც და სხვა მარცვლოვანი პროდუქტებიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია.

თუ დიეტაში გახდომის მიზნით კვების შეზღუდვა იგულისხმება, ასეთი პროცესი ექიმმა-დიეტოლოგმა უნდა არეგულიროს და აკონტროლოს. ამასთან, რაციონიდან სრულად ამოღება იმ პროდუტების, რომლებიც პაციენტს უყვარს, რეკომენდებული არ არის.

პურში დამატებული საფუარი ჯანმრთელობას ვნებს?

არა. ის, რომ საფუარი თიტქოს ნეგატიურად აისახება ორგანიზმზე და დაავადებებს იწვევს, მოროგი მითია. ჯერ ერთი, პურის ცხობის დროს საფუარი კვდება: ეს ხდება 60°-ზე, მაშინ როდესაც პურს ბევრად მაღალ ტემპერატურაზე აცხობენ. მეორეც, ის B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს. ზოგიერთი მათგანი საკმარისად მდგრადია მაღალი ტემპერატურის მიმართ, რაც ფაქტობრივად იმის შანსია, რომ საფუარით გამომცხვარი პური ვიტამინების დამატებითი წყარო აღმოჩნდეს.

საუზმეზე ბუტერბროდის მიღება კარგი აზრია?

დიახ! სტერეოტიპების მიუხედავად, ბუტერბროდი შეიძლება დაბალანსებული რაციონის ნაწილად იქცეს - ყველაფერი დამოკიდებულია რაოდენობასა და შიგთავსზე. ბიტერბროდის შიგთავსებად კარგი ვარიანტებია: ბოსტნეული, მწვანილი, თევზი, ზღვისპროდუქტები, ქათამი, ავოკადო.

მართალია, რომ პური, რომელიც გლუტენს შეიცავს, მავნებელია?

მხოლოდ ნაწილობრივ. ცელიაკია - იშვიათი მდგომარეობაა: ის მოსახლეობის დაახლოებით 1%-ს აქვს. ჯანმრთელი ადამიანისთვის გლუტენზე უარის თქმას აზრი არ აქვს - „უგლუტენო“ პროდუქტებში შეიძლება იყოს მეტი შაქარი, კალორია, ცხიმი და ნაკლები ცილა, ზოგ შემთხვევაში კი უჯრედისიც. ზოგჯერ, უსიამოვნო სიმპტომები, როგორებიცაა მუცლის შებერვა, მუცლის ტკივილი, გაზების დაგროვება შესაძლოა გაჩნდეს პურში არსებული გარკვეული ნახშირწყლების მიუღებლობის გამო. ასეთი რეაქცია განსაკუთრებით ხშირია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის პირობებში. დიაგნოზის დასმის შემდეგ ასეთ პაციენტებს ურჩევენ ხოლმე დიეტას, რომელიც ნაკლებად შეიცავს სწორედ მსგავს ნახშირწყლებს (FODMAP).

დღეში რამდენი პურის ჭამა შეიძლება?

რთული სათქმელია. რეკომენდაციები იმის შესახებ, ამა თუ იმ ჯგუფის პროდუქტი რამდენი უნდა იყოს რაციონში, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად, სქესზე, ასაკსა და ფიზიკურ აქტივობაზე. კალორიების საშუალოდ 45-65% უნდა მოდიოდეს ნახშირწყლებზე, ხოლო ნახევარი მთელმარცვლოვან პროდუქტებზე. ზრდასრულებისთვის რეკომენდებულია დღეში 25-დან 38-გრამამდე უჯრედისი.

პურის ყიდვის დროს რას უნდა მივაქციო ყურადღება?

მის შემადგენლობას. სტანდარტული ინგრედიენტებია: წყალი, ფქვილი, საფუარი და მარილი. ზოგჯერ მწარმოებლები უარს ამბობენ საფუარსა და ფქვილზე, ამასთან პურის ტექსტურა შენარჩუნებულია. სხვა კომპონენტები გამომცხვარი პროდუქტის მარკასა და სახეობაზეა დამოკიდებული.

პური სწორად როგორ შევინახო?

შეიძლება ოთახის ტემპერატურაზე. მეორე ვარიანტია - საყინულეში მისი გაყინვა 18° ტემპერატურაზე (უკეთესია გეომეტრიულ შეფუთვაში), თუ იცით, რომ არ შეჭამთ პურს ვარგისიანობის ვადის გასვლამდე.

თუ პროდუქტს ობი მოეკიდა, ექპერტების რჩევაა არ გარისკოთ და ასეთი პური აღარ მიირთვათ.

წყარო: Meduza

სხვა თემები