23 აგვისტო 2019 - 23:34

რატომ არის ზღვაზე დასვენებისთვის საუკეთესო დრო სექტემბერი და ოქტომბერი?

ხავერდოვანი სეზონი

საბერძნეთი

ფოტო: Shutterstock.com

გამოთქმა „ხავერდოვანი სეზონი“ XX საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. ასე უწოდებდნენ შუა გაზაფხულის რამდენიმე კვირას, როდესაც ბეწვის ტანსაცმლის უფრო მსუბუქი, ხავერდის სამოსით ჩანაცვლება ხდებოდა შესაძლებელი. 1920 წლისათვის ხავერდოვანი სეზონი სექტემბერ-ოქტომბერს შეარქვეს. მას შემდეგ ხავერდოვანი სეზონი ზღვაზე დასვენებისთვის საუკეთესო პერიოდად მიიჩნევა.

ზაფხულის გახანგრძლივება შესაძლებელია

ცოტას თუ უნდა ზამთრის გახანგრძლივება, მაგრამ ზაფხული არასდროს საკმარისი არ არის. ზღვაზე დასვენება კარგი საშუალებაა შემოდგომის ციებ-ცხელებისგან გასაქცევად. გარდა ამისა, შემოდგომაზე ცხელ ქვეყნებში კლიმატი უფრო მსუბუქი ხდება და ღირშესანიშნაობების დათვალიერებაც ბევრად სასიამოვნოა.

შემოდგომაზე ცოტა ტურისტია

შემოდგომის დასაწყისში შვებულებების სეზონი მთავრდება - კურორტებზე ცოტა ხალხია, პლაჟებზე კი ბევრი თავისუფალი ადგილი. ეს დრო ოჯახთან ერთად დასვენებისთვის ოპტიმალური დროა. გზამკვლევებიც არსებობს ბავშვებთან ერთად მოგზაურობისთვის, რომ პატარებმაც არ მოიწყინონ და მშობლებმაც დაისვენონ. როგორც მწერალი ჯესიკა გროუზი წერს The New York Times-ში, გაზრდასთან ერთად ჩივილები, პრეტენზიები და ჩხუბები არსად ქრება, ამიტომ მოზარდებთან ერთად დასვენება შესაძლოა ისეთივე რთული იყოს, როგორც პირველკლასელებთან.

ზღვა ისევ თბილია, მზე კი არააგრესიული

ზაფხულში დასვენება - სიცხე და მწველი მზეა. დამწვრობა და რუჯი მნიშვნელოვნად ზრდის კანის კიბოს რისკს. ზოგიერთი ტიპის სხივი შუშიდანაც აღწევს და კანის ადრეულ დაბერებას უწყობს ხელს (იხ. დამადასტურებელი ფაქტი). ამიტომ ექიმების რეკომენდაციაა 10-დან 16 საათამდე პირდაპირ მზის სხივებს სრულად მოერიდოთ. 

სამაგიეროდ, შემოდგომის დასაწყისში დამწვრობის ალბათობა ბევრად დაბალია. მზე ნაკლებად აგრესიულია, ზღვა კი ჯერ კიდევ თბილი - ბანაობა შეიძლება. თუმცა, მზისგან დამცავ კრემზე უარის თქმა მაინც არ ღირს. თუ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და როგორ გამოვიყენოთ ის სწორად, ამ ინსტრუქციაში შეგიძლიათ წაიკითხოთ. მთავარია, ყოველთვის წაისვათ კრემი კანის მოშიშვლებულ ადგილებზე, ყურის ნიჟარების, კისრის და მუხლების ჩათვლით. ბავშვებს მზისგან დამცავი სათვალეები სჭირდებათ, ასევე თხელი ქუდი ან ფართოფარფლიანი შლაპა. იდეალურ შემთხვევაში ის უნდა ფარავდეს არამხოლოდ სახეს, არამედ კისერსაც. ბავშვს წაუსვით მზისგან დამცავი საშუალება SPF15 და უფრო მაღალი კოეფიცინტით და ხელახლა გააკეთეთ ეს ყოველი ბანაობის შემდეგ (მიუხედავად იმისა, ის წყალგამძლეა თუ არა).

შემოდგომაზე ზღვაზე დასვენება უფრო იაფია, ვიდე ზაფხულში

აგვისტოსთვის საკორურტო მიმართულებების უმრავალესობაზე ფასები პიკს აღწევს და შემოდგომისთვის კლებას იწყებს. ეს ეხება თვითმფრინავის ბილეთებსაც, საცხოვრებელსაც და ექსკურსიებსაც (გამონაკლისია მხოლოდ ტაილანდი, ვიეტნამი და ინდოეთი). სასტუმროების ზოგიერთი მფლობელი ამგვარად ცდილობს ამინდის თავისებურებების კომპენსირებას. მაგალითად, დომინიკის რესპუბლიკასა და კვიპროსზე შემოდგომა წვიმიანი სეზონია, კრეტაზე კი - ჭექა-ქუხილებია. სხვები ფასებს ამცირებენ ნომრების ფონდის შესავსებად. ტურისტების ძირითადი ნაწილი შემოდგომაზე სახლში ბრუნდება, ამიტომ ამ დროს მომგებიან ფასად ნომრის შოვნა წინასწარი მოძიების გარეშეც შესაძლებელია. გარდა ამისა, სასტუმროები უპრობლემოდ უცვლიან კლინტებს ნომრებს უფრო კომფორტულ ოთახებზე თანხის დამატების გარეშეც.

შემოდგომაზე ბევრი ფესტივალი ტარდება

ხშირად, სწორედ შემოდგომის დასაწყისს ემთხვევა ზეიმების და ფესტივალების პერიოდი, რომელზე დასწრებაც უნდა მოასწროთ. მაგალითად, იტალიურ ქალაქ პერუჯაში იწყება შოკოლადის ფესტივალი, ნიუ-მექსიკოში - საჰაერო ბურთებს ფესტივალი, ბერლინში - შუქის ფესტივალი, მიუნხენში - ოქტობერფესტი. შემოდგომა ასევე თევზეულის და ხილის სეზონია. ახალი პროდუქტების ყიდვა ადგილობრივ ბაზრებზე შეიძლება.

სხვა თემები