26 ნოემბერი 2019 - 16:19

რა იწვევს ფსიქიკურ აშლილობას? ასეთი პაციენტი საშიშია?  

ფსიქიკური აშლილობა

ფოტო: Shutterstock.com

მენტალური დარღვევები ამა თუ იმ შეზღუდულ შესაძლებლობას ავითარებს. მას ხშირად ფსიქიკური დარღვევა (ფსიქიკური აშლილობა) განაპირობებს. თუმცა ეს ავტომატური პროცესი არ არის და განსხვავებული ფორმები აქვს. ფსიქიკური დარღვევის ზოგიერთი სახეობა ხანმოკლეა და მას, როგორც წესი, სერიოზული შედეგები არ ახლავს. არსებობს სხვა ფორმები, რომლებიც ქრონიკული ხდება და ადამიანის ყოველდღიურობას დრამტულად ცვლის.

ვინ მიიჩნევა მენტალური დარღვევის მქონე პაციენტად?

შეზღუდული შესაძლებლობა სოციალური ცნებაა. ამ კატეგორიაში ხვდება ადამიანი, თუ ავადმყოფობის ან ტრავმის გამო არ ან მხოლოდ დიდი ძალისხმევით შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, სწავლა, მუშაობა და კომუნიკაცია. შესაძლოა, პანიკურმა შეტევამ, დეპრესიამ, შიზოფრენიამ (ზოგიერთ შემთხვევაში) და ბიპოლარულმა აშლილობამ ადამიანის ზემოთ ჩამოთვლილ შესაძლებლობებზე გავლენა არც მოახდინოს. ასეთ შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის დადგენისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს. 

მენტალური დარღვევის მქონედ მიიჩნევა პაციენტი რომელსაც მძიმე ფორმის ქრონიკული ფსიქიკური აშლილობა აქვს. ეს შიზოფრენიის, გონებრივი ჩამორჩენილობის, თავის ქალისა და ტვინის ტრავმის, ინსულტისა და დემენციის მქონე ადამიანებს ეხებათ. მენტალურ დარღვევას ბიპოლარული აშლილობის მძიმე ფორმა და ხშირი ინტენსივობის დეპრესიასაც იწვევს. ამასთან,  ნელოვანია გვახსოვდეს, რომ მას ხელს უწყობს არა თავად აშლილობა, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვისი დახმარების მუდმივი საჭიროება. ოფიციალურ დოკუმენტებში ამას შრომისუნარიანობის შეზღუდვა ჰქვია.

ასეთი პაციენტები თავიანთ მდგომარეობას აცნობიერებენ? 

იმ ადამიანების უმრავლესობა, რომელიც ფსიქიკური აშლილობის გამო მენტალური დარღვევების მქონეთა კატეგორიაში მოხვდა, ამ მდგომარეობას აცნობიერებს. თუმცა ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამიანების ნაწილი ამას ვერ ხვდება. როგორც წესი, ასეთ პაციენტებს მეხსიერებისა და ინტელექტის დაბალი კოეფიციენტი აქვთ (მაგალითად, დემენციის დროს) და ამ შემთხვევაში მათთვის სოციაური სტატუსის შეხსენება ყველაზე ნაკლები პრობლემაა.

ასეთ ადამიანთან საუბრისას როგორ უნდა მოვიქცე?

არ არის აუცილებელი, რომ ფსიქიკური დარღვევა ადამიანთან კომუნიკაციის დროს შესამჩნევი იყოს. თუმცა თუ  თქვენ თანამოსაუბრის მდგომარეობა წინასწარ იცით, სჯობს გამოკითხვა გადადოთ იმ დროისთვის, როდესაც მას უფრო დაუახლოვდებით. ქრონიკული ფსიქიკური დარღვევა ადამიანს ხშირად ახალგაზრდას ან ზრდასრულ ასაკში უვითარდება. პაციენტი შეიძლება ფიზიკურად ჯანმრთელად გამოიყურებოდეს, მაგრამ შიზოფრენიის თანმხლები დაქვეითებული აზროვნების გამო შრომის უუნარო იყოს.

მენტალური დარღვევების მქონე ადამიანებს ოჯახის შექმნა და შვილის აღზრდა შეუძლიათ? 

მენტალური დარღვევების მქონე ადამიანებს შეუძლიათ როგორც დაქორწინება, ისე შვილების აღზრდა. თუმცა ყველა ასე არ იქცევა და ამის მიზეზი არა მხოლოდ დაავადება, არამედ სტიგმატიზაციაა. 

სოციალურ სტატუსზე დაფუძნებული ნებისმიერი აკრძალვა დისკრიმინაციაა. მენტალური დარღვევა და შრომის უუნარობა სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანს ნორმალური ცხოვრებისა და ოჯახის შექმნის შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეს. ჯანმრთელობა და წარმატებული ოჯახური ცხოვრება პირდაპირ დაკავშირებული სულაც არ არის. ბოლოს და ბოლოს, არსებობს უამრავი ჯანმრთელი და შრომისუნარიანი ადამიანი, რომლებიც თავიანთი შვილების აღზრდას ვერ უმკლავდებიან და უფრო მეტიც, მათ ვნებენ.

მძიმე ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამიანებსაც აქვთ იგივე მოთხოვნილებები, რაც დანარჩენებს. თუ მათ სურთ პირადი ცხოვრება ჰქონდეთ, ისინი ამას იმსახურებენ. სექსი დადებითი ემოციების მნიშვნელოვანი წყარო და ურთიერთობის გამყარების ძირითად საშუალებათაგანია და ეს ეხებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც. 
მნიშვნელოვანი ფაქტორია ფსიქიკური პრობლემების მქონე ბავშვებისა და მოზარდების სექსუალური განათლებაც. აქ საქმე ეხება არა მხოლოდ კონტრაცეფციის წესების ცოდნას, არამედ უმეტესწილად საკუთარი სხეულის შესწავლასა და სექსუალური უსაფრთხოების დაცვას. გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვი ან მოზარდი ადვილად შეიძლება გახდეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი და გარკვეული ცოდნა მას ამ რისკების შემცირებაში დაეხმარება.

მენტალური დარღვევების მქონე ბავშვებისთვის ინკლუზიური განათლება საჭიროა?

ინკლუზიური განათლების წარმატება მოსწავლეების/სტუდენტებისა და მასწავლებელის მიმღებლობაზეა დამოკიდებული. ამის გარეშე ინკლუზიურ განათლებას არა სარგებლის, არამედ ზიანის მოტანა შეუძლია. 

სხვა ბავშვების მშობლები შეიძლება შიშობდნენ, რომ მასწავლებელი მეტ ყურადღებას უთმობს განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეს, რაც სხვებზე პირდაპირპროპორციულად აისახება ან დისციპლინა დაირღვევა. ამაზე ორი პასუხი არსებობს. 

პირველ რიგში, დისციპლინის დარღვევა და სხვებისთვის ხელის შეშლა ფსიქიკურად ჯანმრთელ ბავშვსაც შეუძლია. მეორე მხრივ, ინკლუზიური განათლება არა მარტო პედაგოგებისა და კლასის სათანადო მომზადებას მოითხოვს, არამედ ეს თავად ბავშვსაც ეხება. ფსიქიკური დარღვევების მქონე ყველა ბავშვს არ შეუძლია ჩვეულებრივ სკოლაში სწავლა. ასეთი კატეგორიისთვის შემუშავებულია სწავლების სპეციალური პროგრამა, მათ შორის- ინდივიდუალური.

სამაგიეროდ, თუ ინკლუზიური განათლება კარგად არის დაგეგმილი, ასეთი კლასის მოსწავლეები იღებენ უნიკალურ სიციალურ გამოცდილებას, კომუნიკაციისა და ემოციური რეგულაციის უნარებსაც ავითარებენ. სწავლის პროცესი ხომ მხოლოდ ცოდნის მიღებას არ ნიშნავს, ის სოციალურ უნარებსაც მოიცავს და რთული სათქმელია, რომელი უფრო მნიშვნელოვანია.

მენტალური დარღვევა სრულ შრომისუუნარობას ნიშნავს? 

არა. შრომისუუნარობა იურიდიული კატეგორიას მიეკუთვნება. ის გულისხმობს, რომ ადამიანს არ შეუძლია საკუთარი ქმედებების კონტროლი და მისი მნიშვნელობის გაგება. ის სასამართლო-ფსიქიკური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება. მენტალური დარღვევების ქონა შრომისუუნარობას ავტომატურად სულაც არ ნიშნავს.

რატომ ემართება ადამიანს მენტალური დარღვევა? 

როგორც წესი, მენტალური დარღვევების მიზეზი ქრონიკული დაავადება ხდება. ის იწვევს შეუქცევად პროცესს, რომელიც თავის ტვინის სტრუქტურასა და ფუნქციონირებას ცვლის. მაგალითად, შიზოფრენიის თანმხლები სიმპტომების ნაწილთან - ჰალუცინაციასთან გამკლავება წამლების საშუალებითაც შეიძლება. თუმცა სხვა გამოვლინებებზე, როგორიცაა აზროვნების სპეციფიკური დარღვევა და ემოციის სიჭარბე, ნეიროლეპტიკები სუსტად ან საერთოდ ვერ ზემოქმედებენ. დემენცია და ალცჰაიმერი მეხსიერებასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და თვითმომსახურების უნარების დაქვითებას იწვევს. ამის გამო ასაკოვან ადამიანს მუდმივი დახმარება სჭირდება და შშმ პირის სტატუსი აქვს მინიჭებული.

დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, გამოიყოფა ფსიქიკური დარღვევების ჯგუფი, რომელთა შემთხვევაშიც თავის ტვინი ნორმალურად არ ვითარდება. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ტრავმა, ნერვული სისტემის დაავადება (ეპილეფსია), მეტაბოლური დარღვევა (ფენილკეტონურია), დაუნის სინდრომი და სხვა. ასეთი დარღვევის მქონე პაცინტებს ხშირად აქვთ ათვისების, ახალი უნარების შეძენის, დამოუკიდებლად ცხოვრებისა და მუშაობის პრობლემა.

ასეთი პაციენტი საშიშია?

არ არსებობს კვლევა, რომლის მიხედვითაც დადგენილია, რომ  მენტალური დარღვევების მქონე ადამიანები უფრო საშიშები არიან, ვიდრე დანარჩენები. კვლევებით დადგინდა, რომ ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამიანი უფრო ხშირად ხდება ძალადობის მსხვერპლი, ვიდრე - მოძალადე. ეს არის მოწყვლადი ჯგუფი, რომელსაც დაცვა და საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

როგორ დავეხმაროთ მენტალური დარღვევების მქონე ადამიანს ან მის ახლობელს?

მენტალური დარღვევების მქონე ყველა ადამიანს სჭირდება მუდმივი დახმარება. ბევრი მათგანი თავად უმკლავდება ყოველდღიურ საქმეებს, თუმცა უფრო რთული დავალებების შესრულებაში დახმარება სჭირდებათ, ისევე როგორც თითოეულ ჩვენგანს. საკმარისია მათ აგრძნობინოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად ხართ, დაეხმაროთ. 

იგივე პრინციპი მოქმედებს ნათესავებთან მიმართებით. თუ თქვენ ხედავთ, რომ მენტალური დარღვევების მქონე ადამიანის ოჯახის წევრი მისი მოვლით გადაღლილია, საკმარისია უთხრათ: „დაღლილად გამოიყურები. დახმარება თუ დაგჭირდა, აქ ვარ.“ უნდა გახსოვდეთ, რომ მათთვის დახმარების პირდაპირ შეთავაზება შეიძლება დამამცირებელიც იყოს.

სხვა თემები