14 იანვარი 2020 - 19:00

რა დაავადებაა სისტემური წითელი მგლურა, რომელსაც სელენა გომესი და ტონი ბრექსტონი ებრძვიან? 

წითელი მგლურა

ფოტო: Shutterstock.com

სისტემური წითელი მგლურა ქრონიკული აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის დიაგნოსტირებაც საკმაოდ რთულია. მას ახლავს ანთებითი პროცესი, რომელსაც სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილის დაზიანება შეუძლია. ეს შეიძლება იყოს კანი, ნაღველი, ტვინი, გული ან სახსრები. ბოლო პერიოდში წითელ მგლურა საკმაოდ აქტუალური გახდა. ამ დაავადების მქონე პაციენტებს შორის არიან ცნობილი ადამიანებიც, მაგალითად, სელენა გომესი და ტონი ბრექსტონი.

სისტემური წითელი მგლურას შემთხვევაში ორგანიზმი საკუთარ თავს მართლაც ებრძვის??

იმუნური სისტემა, როგორც წესი, ორგანიზმს ბაქტერიებისგან, ვირუსებისგან, საკუთარი ძველი და არასაჭირო უჯრედებისგან იცავს. სისტემური წითელი მგლურას მქონე ადამიანების იმუნური სისტემა კი ჯანმრთელ ქსოვილებს ესხმის თავს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმუნური სისტემის ანტისხეულები და უჯრედები დაავადების თანმხლები სიმპტომების განვითარებაზე პირდაპირ ან ირიბად ზემოქმედებენ. თუმცა სისტემური წითელი მგლურას წარმოქმნის ზუსტი მიზეზი უცნობია. მიჩნეული, რომ ამ დაავადებას რამდენიმე ფაქტორის კომბინაცია იწვევს. ეს შეიძლება იყოს გენეტიკური მიდრეკილება, იმუნური დარღვევა, იმუნურ სისტემაზე ჰორმონების გავლენა (მგლურას პროვოცირება შეუძლია სექსუალურ მომწიფებას, მშობიარობას, მენოპაუზას) და ულტრაიისფერი გამოსხივება.

სისტემურ წითელ მგლურას კანის უჯრედების დაზიანება შეუძლია. ამ დროს საკუთარი ქსოვილების მიმართ დიდი რაოდენობით ანტისხეულები გამოიყოფა, დაავადების გამოწვევა და გამწვავება შეუძლია.

რატომ ჰქვია დაავადებას „წითელი მგლურა“?

ითვლება, რომ ეს სახელწოდება ჯერ კიდევ XII საუკუნეში გაჩნდა, როდესაც ექიმმა როჯერიუსმა გამოიყენა სიტყვა lupus (ლათინურიდან ითარგმნება როგორც „მგელი“) იმისათვის, რომ სახეზე ეროზიული დაზიანებები აღეწერა, რაც გარეგნულად მგლის ნაკბენს ჰგავდა.

სისტემური წითელი მგლურა მხოლოდ ქალებს ემართებათ? 

არა, მაგრამ ეს დაავადება ქალებში უფრო ხშირად შეინიშნება. სისტემური წითელი მგლურას შემთხვევების მიხედვით, ერთ კაცზე 4-დან 12 ქალი მოდის. უმრავლეს შემთხვევაში ეს ფაქტები 20-25 და 30-39 წლის ქალებში ფიქსირდება. გარდა ამისა, კაცებში მგლურა თავისებურად ვლინდება. ამ დროს პროგნოზი, როგორც წესი, უფრო მძიმეა, ვიდრე მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში.

როგორ ვლინდება ეს დაავადება? 

ექიმები ამბობენ, რომ მსოფლიოში არ არსებობს ორი ადამიანი, რომელთაც ერთი და იგივე სიმპტომები ექნებოდათ. მეტ-ნაკლებად ხშირ გამოვლინებებს შორის არის დაღლილობა, სხეულის წონის მკვეთრი ცვლილება, ტკივილი კუნთებში, ციებ-ცხელება (37,8 °C-ზე მაღალი ტემპერატურა), წითელი გამონაყარი სახესა (ცხვირსა და ლოყებზე პეპლის ფორმით) და სხეულის სხვა ნაწილებზე. ზუსტი დიაგნოზის დასმა მხოლოდ და მხოლოდ ექიმს შეუძლია. სპეციალისტს უნდა მიმართოთ აუცილებლად და ოპერატიულად, თუ გაქვთ გამონაყარი, მუდმივი ტკივილი, დაღლილობა და ციებ-ცხელება. 

მგლურას შეუძლია ადამიანის ფიზიკური და სოციალური აქტიურობის შეზღუდვა. თუმცა ადრეული დიაგნოსტიკა პაციენტს ასეთი შედეგების ალბათობის შემცირებაში, ცხოვრების ხარისხისა და პროგნოზის გაუმჯობესებაში ეხმარება.

მართალია, რომ მგლურა ხშირად ამა თუ იმ ინფექციაში ან კიბოში ერევათ?

დიახ, ეს შეცდომა საკმაოდ ხშირია. საქმე ის არის, რომ მგლურას სიმპტომები (განსაკუთრებით ადრეული) შეიძლება სხვა დაავადებების გამოვლინებებს ემთხვეოდეს. ამიტომაც მხოლოდ გარეგნული თავისებურებებით დაავადების დიაგნოსტირება შეუძლებელია. ამავდროულად, არ არსებობს რაიმე ერთი ანალიზი ან გამოკვლევა, რომლის დახმარებითაც დიაგნოზის დასმა იქნებოდა შესაძლებელი. საამისოდ ექიმმა შეიძლება სისხლის ანალიზი, რენტგენი, ექოკარდიოგრაფია და სხვა გამოკვლევები დანიშნოს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ სისტემურ წითელ მგლურას ძირითადად რევმატოლოგი მკურნალობს.

შესაძლებელია თუ არა მგლურასგან განკურნება? 

არა, მგლურასგან განკურნების პრეპარატი არ არსებობს, მაგრამ სიმპტომების კონტროლირება და მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია. მკურნალობისადმი მიდგომა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვლინდება დაავადება კონკრეტული ადამიანის შემთხვევაში. უნდა გვახსოვდეს, რომ თერაპიას მხოლოდ მკურნალი ექიმი ნიშნავს.

მგლურას მქონე ქალებისთვის დაფეხმძიმება საშიშია? 

მგლურა ფეხმძიმობისთვის უკუჩვენებას არ წარმოადგენს. თუმცა ამ დაავადების მქონე ქალების ორსულობა საკმაოდ დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. ამ საფრთხეების შესამცირებლად ექიმი რეკომენდაციას უწევს ფეხმძიმობის წინასწარ დაგეგმვას, რაც გინეკოლოგსა და მკურნალ ექიმთან ამ საკითხის დეტალურ განხილვას ითვალისწინებს.

მგლურას მქონე ადამიანებმა თავიანთი ცხოვრების წესი უნდა შეცვალონ? 

დიახ. ექიმები მათ მოწევის შეწყვეტას ურჩევენ. ეს მავნე ჩვევა დაავადების აქტიურ მიმდინარეობასთან არის დაკავშირებული. ასევე მნიშვნელოვანია მგლურას მქონე ადამიანები მზეს მოერიდონ, რადგან ულტრაიისფერ სხივებს სიმპტომებისა და დაავადების გამწვავება შეუძლიათ. გარდა ამისა, საჭიროა რეგულარული ვარჯიში. ის ადამიანს ეხმარება, ფიზიკური აქტიურობა შეინარჩუნოს, გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკი შეამციროს და საბოლოოდ, პაციენტის თვითშეგრძნება გააუმჯობესოს.

სხვა თემები