28 ივლისი 2020 - 19:50

Houston chronicle: საქართველოში გათამაშებული ამბავი - როგორ შეეცადა ჰიუსტონური პატარა ნავთობკომპანია შებრძოლებოდა ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოს  

ფოტო: Facebook

საქართველოში გათამაშებული ამბავი: როგორ შეეცადა ჰიუსტონური პატარა ნავთობკომპანია შებრძოლებოდა ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოს - ამ სათაურით გამოცემა Houston chronicle სტატიას აქვეყნებს.

ვაშინგტონი: მაისში ტეხასელი სენატორები ჯონ კორნინი და ტედ კრუზი სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოსა და ხაზინის მდივანს სტივ მნუჩინს ჰიუსტონიდან ნაკლებად ცნობილი ნავთობკომპანიის სახელით წერდნენ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში - საქართველოში - გაუარესებულ სიტუაციაზე.

კომპანია Frontera Resources საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტის გაწყვეტის პირას იყო, რათა კასპიის ზღვის შორიახლოს ნავთობისა და გაზის რეზერვებზე ემუშავა. კრუზისა და კორნინის თქმით, რაც კომპანია Frontera-ში ხდებოდაგეოპოლიტიკური მნიშვნელობისიყო და რეგიონში რუსულ გავლენაზე  მეტყველებდა, რითაც საფრთხე შეექმნებოდა შეერთებული შტატების პოლიტიკას საქართველოშისტაბილურობისა და ენერგო-დამოუკიდებლობისამოცანების მიღწევაში დახმარებასთან დაკავშირებით და დასავლური ორიენტაციის კონტექსტში.

თუმცა, წერილში ერთი დეტალი იყო გამორჩენილი: კრედიტორების დევნის საგნად ქცეული კომპანია Frontera 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდა საქართველოში ნავთობის საბადოების აღმოჩენას, თუმცა წარმატების ნიშნები მცირე იყო.

მაინც, ორი თვის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ კომპანია Frontera- საქმიანობის კონფისკაცია გადადო  და ეს იმით განმარტა, რომკომპანიასთან დავის საქმეში სახელმწიფოს აბსოლუტურად მყარი პოზიციის მიუხედავად, მიუღებელია ჩრდილი მიადგეს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას“.

როგორ მოახერხა პატარა კომპანიამ Frontera, რომელიცგალერია თბილისისსავაჭრო ცენტრის გვერდით მყოფ შენობაში პატარა ოფისიდან ოპერირებს, კონგრესის უმაღლესი ეშელონების ძალაუფლება გამოეყენებინა საქართველოს მთავრობასთან წარმოებულ დავაში არის ამბავი, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ იღებს სათავეს, გასდევს დემოკრატიულ რევოლუციებს საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად და სრულდება ჰიდრავლიკური რევოლუციით, რამაც აქამდე მიუწვდომელ კლდეში ახალი ნავთობსაბადოები გამოაჩინა.

ჰიდრავლიკური მეთოდი ვითარდება რუსეთის ავტორიტარული განზრახვის პარალელურად, რომელიც ყოფილ საბჭოთა ტერიტორიებზე გავლენის დაბრუნებას ლამობს, ხოლო დასავლეთი ამ ამბიციების შეკავებას ცდილობს. ეს ყოველივე ტეხასური პოლიტიკისა და ბიზნესის გამოჩენილი მოთამაშეების კასტას გულისხმობს, რა თქმა უნდა ფულთან ერთად, რაც ნავთობისა და გაზის საერთო ჯამში პოტენციურად დიდ აღმოჩენას უკავშირდება.

მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი 1991 წელს დაიშალა, შეერთებული შტატების ხელისუფლების ოფიციალური პირები და საქმოსნები საბჭოთა რესპუბლიკებს - მათ შორის საქართველოს - მიაწყდნენ, რადგან სახელმწიფოს მიერ მართული ინდუსტრიები - მათ შორის ენერგეტიკაკარს უხსნიდა უცხოელ ინვესტორებს. მათ შორის აღმოჩნდა ბილ უაიტი, კლინტონის ადმინისტრაციაში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, რომელსაც 2000-იანი წლების შუა პერიოდში ჰიუსტონის მერის თანამდებობაც ეკავა.

ვაშინგტონიდან კატების ველურ თამაშებამდე

უაიტს თავად უნდოდა, რომ ნავთობი მოეპოვებინა, თუმცა 1995 წელს, საქართველოს პრეზიდენტთან - ედუარდ შევარდნაძესთან - კავშირების მქონე კლინტონის ადმინისტრაციის დატოვების შემდეგ, პარტნიორული ურთიერთობა დაამყარა დინო ნიკანდროსთან, რომელიც კომპანია Conoco- გენერალური დირექტორის თანამდებობიდან პენსიაზე ახალი გასული იყო, და ნიკანდროსის შვილ სტივთან, რომელიც მას კომპანია Conoc- საერთაშორისო ჭაბურღილების საქმიანობების მართვაში ეხმარებოდა. მათ ერთად შექმნეს კომპანია Frontera. მასში კაპიტალდაბანდება განახორციელა ლოიდ ბენსტენმაც, რომელიც ადრე ხაზინის უფროსი, ხოლო შემდეგ ტეხასის სენატორი იყო.

ყოფილ მაღალჩინოსანთა გუნდი აქცენტს განვითარებად ბაზრებზე აკეთებდა და ყურადღება მიპყრობილი ჰქონდა ბოლივიის, მექსიკისა და უკრაინისკენ, სანამ ყოფილი საბჭოთა კავშირის ჭაბურღილებზე გააკეთებდნენ არჩევანს საქართველოს კარუს აუზში. უაიტის განცხადებითის ნახშირწყალბადის ერთერთი უძველესი აუზია დედამიწაზე“. მისმა კომპანიამ საქართველოს მთავრობასთან 1997 წელს გააფორმა კონტრაქტი კარუს აუზში ნავთობმომპოვებელი საქმიანობის წარმოების შესახებ, თუმცა დიდი დრო არ დასჭირდა იმის გაცნობიერებას, რომ სირთულის წინაშე აღმოჩდნენ.

ჩვენი გეოლოგი მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ამ კლდოვან მასას მნიშვნელოვანი პოტენციალი ჰქონდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ დიდი წნევის ქვეშაც ძალიან რთული გასაბურღი იყო და ბევრ საფრთხესთან ასოცირდებოდაგანაცხადა უაიტმა და დასძინა, რომსაბჭოთა მუშაკებს 40 ჭაბურღილი ჰქონდათ აქ და ყოველმა მათგანმა ნიადაგქვეშა ნარჩენები ან სხვა პრობლემები დატოვა“.

უაიტი 2000-იანი წლების დასაწყისში ჩამოშორდა კომპანია Frontera- ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის მართვას და ჰიუსტონში საინვესტიციო კომპანიას WEDGE Group ჩაუდგა სათავეში, რითაც ნავთობკომპანია სტივ ნიკანდროსის ხელში აღმოჩნდა. ის კი კომპანია Conoco- ყოფილი ხელმძღვანელი იყო და მალევე გახდა უმსხვილესი რესპუბლიკელი დონორი.

ნიკანდროსი სამრეწველო დარგის ლეგენდის შვილი და უმსხვილესი ამერიკული ნავთობკომპანიის პირველი უცხოელი გენერალური დირექტორი იყო. ის შეესწრო ჯორჯ . მიტჩელის აღზევებას. ამ უკანასკნელს ნავთობის ჰიდრავლიკური წესით მოპოვებისმამადიცნობენ და ათწლეულები აქვს დახარჯული იმაზე ფიქრში, თუ როგორ შეიძლება ბუნებრივი აირის მოპოვება ფიქალის კლდოვანი მასისგან. ნიკანდროსი ამ მეთოდის გამოყენებაზე ფიქრობდა საქართველოს ნავთობის საბადოს ამ რთულად-გასაბურღ ტერიტორიაზე.

კომპანიის აქციების თავდაპირველი საჯარო შეთავაზება 2005 წელს მოხდა, რის შედეგადაც 80 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება მოხერხდა. ამგვარად აღმოჩნდა კომპანია Frontera ალტერნატიულ საინვესტიციო ბაზარზე, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟის ქვე-ბაზარია და იქ მცირე ზომის, თუმცა რისკიანი საწარმოების აქციებით ვაჭრობენ. ნიკანდროსის მონაყოლით ასე იწყება ექსპერიმენტების გრძელი პერიოდი. კომპანია Frontera ჰიდრავლიკური წესით ახდენდა ფიქალის ჭაბურღილის გაკეთებას, შემდეგ ხდებოდა მისი წარუმატებლობის თვითმხილველი, აანალიზებდა შეცდომებს და კვლავ თავიდან იწყებდა იგივეს კეთებას.

განგება შენს წინააღმდეგ როდესაც მიდის, სწორედ ასე ხდება: ჯერ ახდენ ჰიდრავლიკურ ბურღვას და არაფერი გამოგდის; მიღებული გამოცდილებიდან სწავლობ; აკვირდები და ცდილობ თავიდან გააკეთო - ამჯერად სწორად; კვლავ ცდილობ; და ეს კვლავ უსასრულობამდე გრძელდებაამბობს ნიკანდროსი და დასძენსთან, მიწოდების ჯაჭვში პრობლემებს აწყდები. ეს ხომ ტეხასი არ არის. როდესაც დავიწყეთ ჰიდრავლიკური წესით ფიქალის ჭაბურღილების კეთება, შესაბამისი ტექნიკა ადგილზე არ იშოვებოდა. მათი ჩამოყვანა გვიწევდა ევროპიდან და კიდევ უფრო შორეული ადგილებიდან“.

საქართველოში ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობის შემდეგ, კომპანია Frontera- უსუსური მტკიცებულებები მოიპოვა კარუს აუზის კლდოვანი მასიდან ნავთობის საბადოების და მოპოვების რენტაბელური პოტენციალის შესახებ. თან დროც იწურებოდა.

გადარჩენისთვის ბრძოლა

კონტრაქტის რამდენჯერმე გახანგრძლივების შემდეგ - 2018 წელს - საქართველოს მთავრობამ დაიწყო თითქმის 2000 კვ. მეტრზე გადაჭიმულ მიწაზე ბურღვის უფლების გამოთხოვის პროცესი, რომელიც თავის დროზე კომპანია Fronter- ჰქონდა მინიჭებული. საქმე არბიტრაჟის მუდმივმოქმედ სასამართლოში წარიმართა, რომელიც ნიდერლანდებში მოქმედი დამოუკიდებელი ორგანოა.

წლის განმავლობაში კომპანია Frontera- თითო აქციის ფასი, რომლებიც წლების განმავლობაში სტაბილური ვარდნის პროცესში იყო, 40 ცენტზე ნაკლებამდე დაეცა და ალტერნატიული საინვესტიციო ბაზრის კვოტირების სისტემიდან მოიხსნა. მისმა უმსხვილესმა კრედიტორმა - ნავთობკომპანიის პრობლემური ვალის შემძენმა კალიფორნიელმა ინვესტორმა - სტივენ ჰოუპმაკომპანიის ლიკვიდაცია გადაწყვიტა და განაცხადა, რომ კომპანია Frontera ოთხი წლის განმავლობაში ვერ ახერხებდა 2012 წელს ვალების აუქციონზე ჰოუპის მიერ მოპოვებული 14 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის დაბრუნებას.

როცა საწარმო თითქოსდა მუშაობს, ამით ის დროს იგებს ფულის დასაბრუნებლად, რაც არასოდეს ხდებააცხადებს ჯონ კორნველი, სტივენ ჰოუპის ადვოკატი ჰიუსტონიდან და იქვე დასძენსშეიძლება ისეთი რამ ხდება, რაც ჩვენ არ გვესმის, ან სასოწარკვეთილებისგან ცდილობენ სიცოცხლე ხელოვნურად გაუხანგრძლივონ მრავალი წლის წინ გაკეთებულ საკმაოდ დიდ ინვესტიციას“.

ორი ათწლეულის განმავლობაში კომპანიამ Frontera Resources საქართველოში დიდი აფიშირების გარეშე მოახერხა მუშაობა. ქვეყანაში პრინციპში არ არსებობს ნავთობისა და გაზის წარმოება, თუმცა ის კასპიის ზღვის ნავთობის საბადოებიდან ევროპისკენ მიმავალი მილსადენებისთვის მნიშვნელოვან სახმელეთო მარშრუტს წარმოადგენს.

ყოველივე ეს გასული წლის ზამთარში შეიცვალა კომპანია Frontera-სთვის, როდესაც 990-მდე თანამშრომელმა გაფიცვა მოაწყო საქართველოში და წლების განმავლობაში მიუღებელი ხელფასები მოითხოვა. საქართველოს სოლიდარობის ქსელიდან (პროფკავშირიდან) აქციის ორგანიზატორის სოფიკო ჯაფარიძის ინფორმაციით, კომპანიას თანამშრომლების მიმართ 11 თვის ხელფასი მართებს. გაფიცვამ და დროის გაწელვამ კიდევ უფრო გაზარდა საქართველოს მთავრობის მოუთმენლობა, რადგან კომპანია Frontera- ვერ შეძლო დიდი ხნის წინ დადებული პირობის შესრულება და ნავთობისა და ბუნებრივი აირის დიდი ოდენობით მოპოვება.

გადარჩენის საკითხი როდესაც დადგა, კომპანია Frontera შეტევაზე გადავიდა და ხმა მიაწვდინა ამერიკელ პოლიტიკოსებს, რომლებიც განსაზღვრავენ მიიღებს თუ არა საქართველო ყოველწლიურად 130 მილიონი აშშ დოლარის საგარეო დახმარებას.

კომპანია Frontera- ხელმძღვანელებმა იცოდნენ, რომელი ღილაკისთვის დაეჭირათ თითი. Frontera- ქართველმა გენერალურმა დირექტორმა ზაზა მამულაიშვილმა რადიო ინტერვიუში განაცხადა, რომ გაფიცვაქართული ოცნებისჩანერგილმა ადამიანებმა მოაწყვეს, ხოლო ნიკანდროსმა სპეკულირება დაიწყო, რომ თითქოს მთავრობა კომპანია Frontera- ნავთობის საბადოების კონფისკაციას და რუსული ენერგო გიგანტისროსნეფტისთვისან ჩინური ანდა ირანული ინტერესების გამტარებლებისთვის გადაცემასცდილობდა.

კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოკავშირე

საბჭოთა კავშირიდან 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ-დასავლეთ აზიის გზაჯვარედინზე მყოფი საქართველო შეერთებული შტატებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მოკავშირედ მიიჩნევა ამ ორ რეგიონში რუსეთის გავლენის შესამცირებლად მიმართული ძალისხმევის კონტექსტში.

საქართველოს პრო-დასავლური მიმართულება 2012 წელს ხელისუფლებაში მოსულიქართული ოცნებისმმართველობის პერიოდშიც გრძელდება. ის მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და რუსეთში საელჩო მას შემდეგ არ გააჩნია, რაც 2008 წელს ქართულ ტერიტორიაზე პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შემოიჭრა.

რატომ წავა საქართველო ამერიკის წინააღმდეგ?“ აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი ინტერვიუში და დასძენსჩვენ ვცდილობთ ამერიკული კომპანიების მოზიდვას საქართველოში. ეს მთავრობის ერთერთი მთავარი ამოცანაა“.

თუმცა კომპანია Frontera- მონათხრობი ამბავი საქართველოში რუსეთის გავლენების ტყვეობაში მოქცევის შესახებ ვაშინგტონში რესპუბლიკელებს შორის ფართოდ გავრცელდა. სწორედ ამ სეგმენტში ახორციელებდა კომპანია დიდი დოზით ლობირებასა და პოლიტიკურ კონტრიბუციებს.

ჰიუსტონში 2016 წლიდან პოლიტიკური მიზნებისთვის თანხების სისტემატიურმა შემომწირველმა ნიკანდროსმა და კომპანია Frontera- სხვა ხელმძღვანელმა პირებმა ფედერალური კამპანიებისთვის 180 000 აშშ დოლარზე მეტის მობილიზება მოახერხეს და თითქმის მთლიანი თანხა რესპუბლიკურ პარტიას მოახმარეს. ეს ინფორმაცია პროაქტიული პოლიტიკის ცენტრმა გაარკვია, რომელიც არაპარტიული, არაკომერციული ჯგუფია და პოლიტიკაში ფულის მიმოცვლას აკვირდება.

იმავე პერიოდში კომპანია Frontera- თითქმის 500 000 აშშ დოლარი დახარჯა კონგრესში ლობისტურ საქმიანობაზე. შედარებისთვის ვიტყვით, რომ ასევე ჰიუსტონურმა ნავთობკომპანიამ EOG Resources, რომლის საბაზრო ღირებულება 29.4 მილიარდი აშშ დოლარია, 2016 წლიდან მოყოლებული 20 000 აშშ დოლარი მოახმარა ფედერალურ ლობისტურ საქმიანობას.

იანვარში ჰიუსტონელი რესპუბლიკელი პიტ ოლსონი წარმომადგენელთა პალატის წინაშე გამოვიდა დაქართული ოცნებისლიდერი მილიარდელი ბიძინა ივანიშვილიპუტინის მარიონეტადმოიხსენია.

კომპანია Frontera- დიდებული სამუშაო ადგილები შექმნა ამერიკასა და საქართველოშიაცხადებდა ოლსონი და დასძენდამან თავისუფლება შექმნა!“

ოლსონმა, რომელიც საკუთარი ვადის ამოწურვის შემდეგ კონგრესს დატოვებს, 2018 წელს გამართულ ხელახალ არჩევნებში შემოწირულობების სახით 5700 აშშ დოლარი აქვს მიღებული კომპანია Frontera-სგან. მისი ყოფილი აპარატის უფროსი კომპანია Frontera- ვაშინგტონის ლობისტური ფირმის Cornerstone Government Affairs-ის სახელით წარმოადგენს.

საქართველოს მთავრობას ასევე აკრიტიკებდნენ რესპუბლიკელები ბრაიან ბაბინი, ჯოუდი არინგტონი და მარკვეინ მალინი. თითოუელი მათგანის საარჩევნო კამპანიის შემომწირველი იყო კომპანია Frontera. არ არის გასაკვირი, რომ არც ისინი და არც ოლსონი, კრუზი ან კორნინი დასთანხმდებოდნენ ინტერვიუს იმის შესახებ, თუ რატომ ალაპარაკდნენ კომპანია Frontera- სახელით.

რესპუბლიკელების მიერ დახატული სურათი უპირისპირდება საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას, რომელიც მსოფლიო ბანკის რეიტინგში მეშვიდე ადგილს იკავებს ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით და ამ ნიშნით მხოლოდ ერთი ადგილით ჩამორჩება შეერთებულ შტატებს.

მათი პრო-დასავლური ორიენტაცია არასოდეს შერყეულააცხადებს აღმოსავლეთ ევროპაში აშშ- სამხედრო და ყოფილი დიპლომატი ბობ ჰამილტონი, რომელიც ახლა ვაშინგტონში საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელია. „რაცქართული ოცნებისმთავრობამ გააკეთა იყო პრაგმატული ურთიერთობების დამყარება რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ. ამან დასავლეთში საქართველოს ზოგიერთ პარტნიორს აფიქრებინა, რომ საქართველო პრო-რუსული ხდებოდა“.

აპრილში საქართველოს მთავრობამ გამარჯვება მოიპოვა, როდესაც საერთაშორისო არბიტრაჟის განჩინებით დადგინდა, რომ კომპანია Frontera- დარღვეული ჰქონდა კონტრაქტის პირობები, რადგან ვერ დაამტკიცა, რომ იმაზე მეტი ნავთობისა და გაზის მოპოვება იყო შესაძლებელი, ვიდრე ქართველი ოფიციალური პირების ინფორმაციით იყო მოპოვებული საბჭოთა დროინდელ ნავთობის საბადოებში.

კომპანია Frontera- მთავრობისთვის 8.2 მილიონი აშშ დოლარის გადახდა და თითქმის ყველა მიწის ნაკვეთის დაბრუნება დაევალა, რომელიც ბურღვის უფლებით ჰქონდა ორი ათწლეულის წინ მიღებული.

თუმცა, კომპანია Frontera არ აპირებს წასვლას. ის ამტკიცებს, რომ განჩინებით არ მოეთხოვებათ ყველა აქტივის დათმობა, რომელთა ღირებულება გადახდისთვის დათქმული დღის დადგომის იმედს აღემატება.

კომპანია Frontera- უახლესი ფინანსური ანალიზით, რომელიც საინვესტიციო ფირმის WH Ireland მიერ 2017 წელს ჩატარდა, კომპანია მანამდე არსებული ნავთობის საბადოებიდან წელიწადში დაახლოებით 55 000 ბარელ ნავთობს მოიპოვებდა.  მსხვილი ნავთობ კომპანიების შემთხვევაში საკითხი შეიძლება მცირედით განსხვავდებოდეს, თუმცა არსებული ფასებით ეს წელიწადში 2.2 მილიონი აშშ დოლარი გამოდის.

მცირე წარმოებისთვის საკმარისი ნავთობია აქ და 100 ადამიანის დასაქმებაც შესაძლებელიააცხადებს პროფკავშირებიდან აქციის ორგანიზატორი ჯაფარიძე და დასძენსეს არ არის ის დიდი ნავთობი, რაზეც კომპანია Frontera საუბრობდა, მაგრამ რაღაც ხომ არის“.

​​​​​​​ვნება და ძიება

საქართველოს მთავრობა შემდეგი კვირიდან კომპანია Frontera- ნავთობ საბადოების ჩამორთმევის საკითხზე მუშაობდა, თუმცა ამისათვის პოლიტიკურ ლიდერებს აშშ კონგრესის წარმომადგენელთა გამოწვევა უწევდათ, რაც ძვირადღირებული პროტესტი გამოვიდოდა.

წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო ასიგნებების კომიტეტი ორპარტიულ კანონპროექტს იხილავს საბიუჯეტო ხარჯების შესახებ, რომელიც მოიცავს საკანონმდებლო დათქმას აშშ- დახმარების პაკეტიდან $20 მილიონის დაკავების შესახებ სანამ საქართველოს მთავრობა არ დაამტკიცებს, რომ მუშაობსდემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერებაზედაკერძო სექტორში სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფაზე“.

საქართველოს მთავრობის განცხადება ნავთობკომპანიის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის გეგმიდან უკან დახევის შესახებ მინიმუმ დროებითი გადავადებაა Frontera-სთვის, რასაც იმედოვნებენ, რომ თავიანთ სასიკეთოდ გამოიყენებენ. ნიკანდროსი, რომელიც ახლა უკვე 60 წლისაა და ჰიუსტონის მემორიალ ჰაითსის უბანში ცხოვრობს, აცხადებს, რომ დიდი აღმოჩენა ძალიან მალე იხილავს დღის შუქს. მას უბრალოდ მეტი დრო სჭირდება ამის დასამტკიცებლად.

რაღაც სარგებელი ხომ უნდა ვნახოთ ამ ძიების ვნებათა ღელვიდან  და დაბანდებული ფულიდანაცხადებს ის და დასძენსშეხედეთ ტეხასელ ჯორჯ მიტჩელს. თითქმის 25 წელი დასჭირდა მას იმაში გასარკვევად, თუ როგორ უნდა გამოეყენებინა ბარნეტის ფიქალი დასახული მიზნის მისაღწევად“.

სხვა თემები