19 ნოემბერი 2020 - 10:22

როგორ გავრეცხო სწორად? აქაც რამე წესი არსებობს?

ფოტო: shutterstock.com

რა თქმა უნდა, წესი ყველაფერს აქვს. სწორად გარეცხვა აუცილებელია არა მხოლოდ იმისთვის, რომ ნივთი სუფთა იყოს, არამედ იმისთვისაც, რომ არ გაფუჭდეს - არ შედგეს, არ გაუფერულდეს ან სხვა ქსოვილისგან ფერი არ გადაუვიდეს. რა არის ის აუცილებელი რეკომენდაციები, რომლებიც რეცხვის დროს უნდა გავითვალისწინოთ?

ახლა გვირჩევთ, რომ იარლიყი ყურადღებით წავიკითხოთ, არა?

გამოიცანით! სწორედ ეტიკეტზე გამოსახული სიმბოლოები გკარნახობენ, თქვენს ტანსაცმელს როგორ უნდა მოუაროთ, რათა პირვანდელი იერსახე შეუნარჩუნოთ. მაგალითად, შეიძლება თუ არა მათი გარეცხვა და გაშრობა მანქანაში, არის თუ არა რეკომენდებული მათეთრებლის გამოყენება ან დაუთოება. თითოეულ ამ სიმბოლოს თავისი მნიშვნელობა აქვს. თუმცა იარლიყზე არ არის ინფორმაცია, რამდენად ხშირად შეიძლება ამა თუ იმ ნივთის გარეცხვა. აქ მოცემულია რამდენიმე ძირითადი წესი: ჯინსის შარვალი სამი წყვილი წინდის მოხმარების შემდეგ უნდა გარეცხოთ, ისევე როგორც პიჟამა; ყოველი ჩაცმის შემდეგ - მაისურები, პერანგები, საცურაო კოსტიუმები და აბრეშუმის ნაწარმი. რა თქმა უნდა, საცვლები და წინდებიც ამავე კატეგორიაშია.

ყველაფერს 30-გრადუსიან რეჟიმში ვრეცხავ, რათა ქსოვილი არ შეილახოს. ეს სწორია? 

სულაც არა. ისეთი ქსოვილისთვის, როგორიც მატყლი და აბრეშუმია, ცივი ან ოდნავ თბილი წყალი ნამდვილად ერთადერთი სწორი გამოსავალია, რათა მათი ხარისხი არ შეილახოს. თუმცა მაღალი ტემპერატურა ჭუჭყს უკეთ უმკლავდება. მაგალითად, ბაქტერიები მხოლოდ 60 გრადუსსა და უფრო მაღალ მაჩვენებელს ვერ უძლებენ. ამიტომაც უმჯობესია, ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია ყურადღებით წაიკითხოთ - ამა თუ იმ ქსოვილზე რა ტემპერატურაა რეკომენდებული და კარგი იქნება, თუ მას დაიცავთ. თუ ასე მოიქცევით, ერთის მხრივ, თქვენი ქაშმირის სვიტერი არ შედგება და ფერადი მაისური არ გაუფერულდება, მეორე მხრივ კი, ისინი ოპტიმალურად გაირეცხება.


სწორედ ამავე მიზეზით, ყოველგვარი დახარისხების გარეშე ტანსაცმლის სარეცხ მანქანაში შეყრა, რეკომენდებული არ არის. გარეცხვის წინ ისინი ფერისა და ქსოვილის ტიპის მიხედვით უნდა დაალაგოთ. ასე რომ, თეთრი, შავი და წითელი ფერის ტანსაცმელი ცალ-ცალკე უნდა გარეცხოთ, პასტელური და არც თუ ისე მკვეთრი ფერის ქსოვილი კი - ერთად. უმჯობესია, ერთმანეთისგან განაცალკევოთ აბრეშუმი და ბამბა, ქაშმირი და სინთეტიკა, რადგან თითოეულ მათგანს წყლის განსხვავებული ტემპერატურა სჭირდება. კიდევ ერთი რჩევაა ექსპერტებისგან, რომ სხვადასხვა ზომის სამოსი (მაგალითად, წინდები და შარვლები) ერთად გარეცხოთ. ასე ნივთები უფრო თავისუფლად დატრიალდება და უკეთ გაირეცხება.

სარეცხ ფხვნილსაც აქვს მნიშვნელობა? 

ეს რეცხვის დანიშნულებაზეა დამოკიდებული. თუ ტანსაცმელს უბრალოდ ჭუჭყი და უსიამოვნო სუნი უნდა მოაცილოთ, ნებისმიერი ფხვნილი, სითხე ან კაფსულა გამოგადგებათ. ცხიმისა და ზეთის ლაქების მოსაშორებლად უნივერსალური თხევადი საშუალებები განსაკუთრებით ეფექტიანია. გარდა ამისა, ისინი შეიძლება სარეცხი მანქანის ჩართვამდე კონკრეტული ჭუჭყიანი მონაკვეთის წინასწარ გასარეცხად გამოიყენოთ. ეს საქმეს უფრო გაგიადვილებთ. ჩვეულებრივი სარეცხი ფხვნილები ჭუჭყს (მისი ყველაზე პირდაპირი მნიშვნელობით) კარგად აშორებს, ამიტომაც ისინი სააგარაკე ან საბავშვო ტანსაცმლის გასარეცხად გამოგადგებათ. ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული ფერისა და ტიპის ქსოვილს შესაბამისი სარეცხი საშუალება მოუძებნოთ, რათა გარეცხვის შემდეგ მან პირვანდელი იერსახე შეინარჩუნოს. მთავარია, ისინი საჭირო რაოდენობით გამოიყენოთ (როგორც წესი, ეს შეფუთვაზეა მითითებული). თუ სარეცხ საშუალებას ზედმეტი რაოდენობით გამოიყენებთ, რეცხვის დრო და დახარჯული წყლის რაოდენობა გაიზრდება, ხოლო თუ პირიქით - დააკლებთ, სათანადოდ არ გაირეცხება.

რაც შეეხება დამარბილებელ სურნელოვან საშუალებებს?

დამარბილებელი სურნელოვანი სითხე სარეცხი ფხვნილის დამხმარე საშუალებდ ითვლება. ის ჭუჭყს არ ებრძვის, მაგრამ სხვა, მთელ რიგ მნიშვნელოვან დავალებას ასრულებს. მაგალითად, ის ქსოვილს არბილებს, დაუთოების პროცესს ამარტივებს, ტანსაცმელსა თუ თეთრეულს სასიამოვნო სუნს სძენს, გაშრობის დროს ამცირებს და ტანსაცმელს სტატიკურ დაელექტროებას აშორებს. როგორც წესი, დამარბილებელი საშუალებები თხევადი ფორმით გამოდის და მას სარეცხი მანქანის სპეციალურ განყოფილებაში ასხამენ. გამოყენების წესი შეფუთვაზეა მითითებული და უმჯობესია, სწორედ აღნიშნული რეკომენდაციები დაიცვათ.

ბავშვის ტანსაცმელი როგორ გავრეცხო?

შეგიძლიათ ბავშვისა და ზრდასრულის ტანსაცმელი ერთი და იმავე სარეცხი საშუალებით გარეცხოთ, თუ ეს არასრულწლოვნის კანის გაღიზიანებას არ იწვევს. ამისათვის შეგიძლიათ ესა თუ ის ფხვნილი ბავშვის რომელიმე ნივთზე გამოსცადოთ. თუ მას რეაქცია არ ექნა, თქ   ვენი არჩევანი გამოსადეგია. სპეციალისტები სარეცხი საშუალებების თხევად ვერსიას გვირჩევენ: ის ტანსაცმელს ჩვეულებრივ ფხvნილზე გაცილებით მარტივად შორდება, ამიტომაც ბავშვის მგრძნობიარე კანზე ნაკლები ზემოქმედება აქვს.

სარეცხ მანქანაზეც უნდა ვიზრუნო?

დიახ, თუმცა ხშირად განსაკუთრებული ძალისხმევა საჭირო სულაც არ არის. სარეცხ მანქანაში ბაქტერიები რომ არ მომრავლდნენ, ის რეცხვის დასრულებისთანავე უნდა გამოათავისუფლოთ. ბევრ სარეცხ მანქანას აქვს სპეციალური რეჟიმი, რომელიც  წყალს მაღალ ტემპერატურაზე აცხელებს და მიკრობებს ანადგურებს. თუ ეს ინსტრუქციით არ არის აკრძალული, შეგიძლიათ ანტიბაქტერიული კომპონენტებისგან შემდგარი სპეციალური საშუალებები გამოიყენოთ. ისინი სარეცხ მანქანას კონსტრუქციას უნარჩუნებენ და ამავდროულად, ნადებისა და მიკრობებისგან იცავენ.

სხვა თემები