15 ნოემბერი 2020 - 11:29

როგორ გამოიყურება Xbox Series X-ი და რა საერთო აქვს მას თავის წინამორბედთან

ფოტო: shutterstock.com

10 ნოემბერს ახალი თაობის კონსოლი - Xbox Series X- ი გამოვიდა. ის რამდენჯერმე უფრო პროდუქტიულია, ვიდრე ამჟამინდელი თაობის კონსოლები Xbox One X და PS4 Pro. ეს იმას ნიშნავს, რომ თამაშები კიდევ უფრო სწრაფად ჩაიტვირთება და გამომსახველობა ბევრად უკეთესი ექნება.

რას მოიცავს Xbox Series X-ის კომპლექტაცია?

-    კონსოლს; 
-    2 მეტრის სიგრძის HDMI სადენს, რაც აუცილებელია, რათა კონსოლი ტელევიზორს დაუკავშირდეს; 
-    ერთ უსადენო გეიმპედს, რომელსაც წყვილი ბატარეა მოჰყვება;
-    დენის სადენს.


კონსოლი პირდაპირ ყუთიდან მუშაობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს თამაშის დასაწყებად დამატებით არაფრის ყიდვა არ სჭირდება. იმ შემთხვევის გარდა, თუ თქვენ მეგობრებისთვის დამატებითი კონტროლერები, უფრო გრძელი HDMI სადენი ან მეხსიერების გაფართოება არ გჭირდებათ. გაითვალისწინეთ, რომ გარკვეულ მომენტში, თანამედროვე თამაშებისთვის მოწყობილობაში ჩამონტაჟებული 1-ტერაბაიტიანი SSD შეიძლება საკმარისი არ იყოს.
 

როგორ გამოიყურება Xbox Series X-ი?

ახალი Xbox-ის სიმაღლე 30,1 სანტიმეტრია, ხოლო გვერდითი კიდეების სიგანე- 15,1 სანტიმეტრი. მისი წონა დაახლოებით 4,5 კილოგრამს შეადგენს. კონსოლი იმაზე პატარაა, ვიდრე ფოტოებზე ჩანდა, თუმცა მაინც უჩვეულოდ გამოიყურება. ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუ მას Xbox One X- ს შევადარებთ. 


Series X-ი როგორც ჰორიზონტალურ, ისე ვერტიკალურ მდგომარეობაში მუშაობს. მოწყობილობას კიდეებზე აქვს მცირე ზომის ფეხები, ამიტომაც ის ნებისმიერ მდგომარეობაში სტაბილურია. ერთ-ერთ კიდეზე დამაგრებულია მწვანე შეფერილობის დაბოლოება, რომელსაც კონსოლის გაგრილების ფუნქცია აქვს. მთლიანობაში  Xbox Series X-ი მოცულობითი სულაც არ არის  და ინტერიერშიც ადვილად ჯდება. თუმცა შეიძლება ზოგს ოთახში მცირე გადაწყობა ან უფრო შესაფერისი ტელევიზორის სადგამის შეძენა დასჭირდეს.  


Series X-ს წინა მხარეს აქვს დისკის ჩასადები, ჩართვისა და კონტროლერთან შეერთების ღილაკები, USB-პორტი. უკანა პანელზეა HDMI-ის შემაერთებელი, ორი USB-პორტი, ინტერნეტ-სადენის, კვების ბლოკის სადენისა და მეხსიერების გაფართოების სლოტის შემაერთებლები.

რა საერთო აქვს Xbox Series X-ს თავის წინამორბედთან?

გარეგნულად, ახალი გეიმპედი ძველს ძალიან ჰგავს. თუმცა მას ანალოგებზე, ტრიგერებზე, ბამპერებსა და სახელურებზე უფრო სასიამოვნო საფარი აქვს. ცენტრში კი კიდევ ერთი ღილაკი გამოჩნდა - ეს არის Share, როგორც PS4– ის შემთხვევაში. ის კონსოლიდან ვიდეოს გადაწერაზეა პასუხისმგებელი.

სხვა თემები