09 დეკემბერი 2020 - 10:54

რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენმა ვებგვერდმა შეუფერხებლად იმუშაოს

ფოტო: shutterstock.com

უპირველეს ყოვლისა, თუ გსურთ ვებგვერდი ინტერნეტში განათავსოთ, ამისთვის ჰოსტინგი გჭირდებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ქირაობთ სივრცეს სერვერზე, რომელიც სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებს და თქვენი ვებგვერდის მონაცემებს ინტერნეტში უშვებს. მაგალითად, როდესაც ესა თუ ის მომხმარებელი ბრაუზერის საძიებო ველში ვებგვერდის სახელს მიუთითებს, ჰოსტინგი მას, მოთხოვნის შესაბამისად, ყველა საჭირო ინფორმაციას გადასცემს. იქნება ეს ტექსტები, სურათები, ფაილები და სხვ.

ეს მომსახურება უფასოა? 

კარგი ჰოსტინგისთვის გადახდა მოგიწევთ. უფასოს არ აქვს ტექნიკური მხარდაჭერა, თუმცა მასში შეიძლება მომხმარებლებისთვის ბევრი რეკლამა იყოს თავმოყრილი. როგორც წესი, ამ კატეგორიის ჰოსტინგისადმი საძიებო სისტემებსა და პოტენციურ მომხმარებლებს დაბალი ნდობა აქვთ. შეიძლება ითქვას, რომ ასეთ შემთხვევაში თქვენი ვებგვერდი როგორღაც იმუშავებს. მაგალითად, Google-იამცირებს ვებგვერდებს, თუ მათ სერვერებთან დაკავშირება ხანგრძლივი პროცესია. ასე რომ, ზოგიერთ შემთხვევაში, ნელი და არასტაბილური ჰოსტინგის სწრაფით შეცვლამ შეიძლება საძიებო ველში ვებგვერდის რანჟირებაზე გავლენა იქონიოს.

გასაგებია. მსურს შესაფერისი ჰოსტინგი ვიპოვო. საიდან დავიწყო? 

განსაზღვრეთ პროექტის მიზნები და ამოცანები. პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, თქვენი ვებგვერდით აუდიტორიის რა ნაკადი დაინტერესდება. იქნება ეს ახალი ამბების პორტალი თუ ონლაინ მაღაზია? სწორედ ამაზეა დამოკიდებული, ვებგვერდი რომელ პლატფორმაზე იმუშავებს. ამისათვის კი იწერება ინდივიდუალური კოდი ან იქმნება ისეთი CMS სისტემების საშუალებით, როგორიც არის WordPress-ი, Joomla, OpenCart-ი. თუ ერთ-ერთ ამ სისტემაზე იმუშავებთ, მაშინ პარამეტრები არ გეცოდინებათ, თუმცა ამის მიუხედავად ვებგვერდი მაინც იფუნქციონირებს. 


მეორე მხრივ, უნდა გაიგოთ ტექნიკური მოთხოვნები, შეაფასოთ საიტის მოცულობა და შეადგინოთ გარკვეული პროგნოზი, გაიზრდება თუ არა თქვენი პროდუქტი უახლოეს პერიოდში. ყურადღება მიაქციეთ პროგრამული უზრუნველყოფის წარმოდგენილ ვერსიებს: სულ ცოტა, ეს არის PHP, მისი მოდულები და MySQL. თუ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მკვეთრი მატება მოსალოდნელია, მაშინ უნდა დარწმუნდეთ, რომ დისკზე საკმარისი ადგილი ნამდვილად გაქვთ ან ეს ზრდა საერთოდ შესაძლებელია.

რამდენი ნიუანსია! როგორ გავიგო, რომ პროვაიდერი ნორმალურია? 

არსებობს ერთი ეგრეთ წოდებული ლაიფჰაკი: რაც უფრო დიდი ხანია, რაც კომპანია ბაზარზეა და რაც უფრო ადეკვატურია მისი ვებგვერდი, მით უფრო შეგიძლიათ მას ენდოთ. როგორც წესი, ასეთ კომპანიებს აქვთ მომსახურების სხვადასხვა ტარიფი მკაფიო აღწერილობით, 24-საათიანი მხარდაჭერითა და ფაქტობრივად, ნულოვანი ალბათობით, რომ თავიანთ ვალდებულებებს აღარ შეასრულებენ.

შეიძლება უფრო დეტალურად გავიგო, რა ტიპის ჰოსტინგებიი არსებობს? 

სპეციალისტები ჰოსტინგის 4 ძირითად ტიპს გამოჰყოფენ: 


-     ვირტუალური ჰოსტინგი, რომელიც ყველაზე პოპულარული და იაფია. ის გამოსადეგია მცირე პროექტებისთვის: ეგრეთ წოდებული ლენდინგი პროდუქციის აღწერით ან ბლოგი. ამის გაკეთება ახალბედა მომხმარებელსაც კი შეუძლია. ამ შემთხვევაში უფრო ადვილია ვებგვერდზე მუშაობა, დომენის მართვა და ზოგადად, კონფიგურაციაც გაცილებით მარტივია. თუმცა აქ მხოლოდ ძირითად ფუნქციონალს უნდა დაეყრდნოთ. 
-    CMS ჰოსტინგი არის ვირტუალური ჰოსტინგი, რომელიც ოპტიმიზებულია CMS- ზე მუშაობისთვის (ვებგვერდის შინაარსის შექმნა, რედაქტირება და მართვა). ასეთი ჰოსტინგის შემთხვევაში, პარამეტრებზე ფიქრი არ მოგიწევთ. 
-    ვირტუალური სერვერი VDS / VPS, რომელსაც იყენებენ დიდი მოცულობის ინფორმაციისა და ინტენსიური ტრეფიკების მქონე პოპულარული ვებგვერდები. ის შეეფერება დიდ ინტერნეტ-მაღაზიებსა და ისეთ არასტანდარტულ პროექტებს, როგორიცაა Windows-ის ან Linux-ის აპლიკაციები. 
-    ბოლო არის ფიზიკურად გამოყოფილი სერვერი. ეს არის თქვენი საკუთარი ლოკალური სერვერი, რომელსაც ჰოსტინგ-კომპანიის პროფესიული მხარდაჭერა ახლავს. როგორც წესი, ამ ტიპის სერვერებს იყენებენ დიდი კომპანიები, რომელთათვისაც იზოლაცია და მაღალი პროდუქტიულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ბევრჯერ ახსენეთ ტექნიკური მხარდაჭერა. ეს ამდენად მნიშვნელოვანია? 

დიახ. გაუმართაობის შემთხვევაში, ტექნიკური მხარდაჭერის რეაგირების სიჩქარეზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად დაუბრუნდება ვებგვერდი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს. თუ თქვენ ონლაინ მაღაზია გაქვთ, ტექნიკური სპეციალისტის ცუდი მუშაობის გამო, შეიძლება შემოსავალი დაკარგოთ. ასევე შეგიძლიათ პროვაიდერის ხარისხი ტექნიკური მხარდაჭერით განსაზღვროთ: თუ ის კარგია, ეგრეთ წოდებული საფორთიც უფასო და 24-საათიანი ექნება. თუ კომპანიას ასეთი შეთავაზება არ აქვს, მაშინ უმჯობესია, ამ მომსახურებისთვის დამატებით გადაუხადოთ.
 

და თუ ჩემი პროექტი გაიზრდება, ჰოსტინგის შეცვლა შემიძლია? 

დიახ, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამაზე წინასწარ უნდა იფიქროთ. პროვაიდერი, როგორც წესი, გირჩევთ ტარიფს, რომელიც ფუნქციონალური თვალსაზრისით, სულ ცოტა, ორჯერ მეტია, ვიდრე მოცემულ ეტაპზე გჭირდებათ. მაგალითად, თუ გაქვთ ტანსაცმლის ონლაინ მაღაზია, რომელსაც თვეში დაახლოებით 10 ათასი ვიზიტორი ჰყავს, დიდი ალბათობით, გარკვეული პერიოდის შემდეგ დაემატება ბლოგი, კორპორაციული ვებგვერდი და რამდენიმე ლენდინგი პროდუქციის სარეკლამო გაშვებისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე დააზუსტოთ "ზრდის შემთხვევაში" მომსახურების უფრო სერიოზული ტიპები, როგორიცაა ვირტუალური ან ფიზიკური სერვერები მონაცემთა შესანახად. 

სხვა თემები