17 დეკემბერი 2020 - 14:23

ბრიტანეთი სავაჭრო ხელშეკრულების გარეშე ევროკავშირის დატოვებისთვის ემზადება. რატომ ვერ შეთანხმდნენ მხარეები?

ფოტო: shutterstock.com

2020 წლის 31 დეკემბერს სრულდება გარდამავალი პერიოდი, როდესაც დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება შეუძლიათ. დიდ ბრიტანეთსა და მის მთავარ პარტნიორს შორის ეკონომიკური კავშირები სწორედ ამ დოკუმენტით უნდა მოწესრიგდეს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირზე დიდი ბრიტანეთის მთლიანი ექსპორტისა და იმპორტის თითქმის ნახევარი მოდის. 


თუმცა ამ შეთანხმების პერსპექტივები საკმაოდ ბუნდოვანია. ორმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დეკემბერში უშედეგოდ დასრულდა. 2020 წლის 13 დეკემბერს ეს საკითხი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა  განიხილეს. მხარეებმა კონკრეტულ შედეგს ვერ მიაღწიეს, თუმცა პრინციპულად შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. იმავდროულად, გაზეთ The Times- ის წყარო ირწმუნება, რომ მხარეების შეთანხმების შანსი 20% -ზე მეტი არ არის და ევროკავშირის მიერ წაყენებულ პირობებს ბრიტანეთი მიუღებლად მიიჩნევს.

და რით არის ეს პირობები ასეთი ცუდი?

ამ მიმართულებით არსებულ ყველაზე პრობლემატურ თემაზე მოლაპარაკებების მორიგი (ასევე ჩავარდნილი) რაუნდის წინ, 2020 წლის ოქტომბერში, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა.  ეს არის მომავალ სავაჭრო პარტნიორებს შორის სტანდარტების ერთიანობა და კომერციული თევზჭერის პოლიტიკა. ის ფაქტი, რომ "სუვერენულ" ბრიტანეთში წარმოების სტანდარტები მნიშვნელოვნად უნდა გადახედილიყო, ცნობილი ჯერ კიდევ ოფიციალურ Brexit-მდე (2020 წლის 1 თებერვალს გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის ხელშეკრულების გაფორმებით დაიწყო) გახდა. თუმცა ევროკავშირი ამტკიცებს, რომ მის ყოფილ წევრ-ქვეყანასთან უბაჟო ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მისაღწევად, ახალი ბრიტანული სტანდარტები ევროპულსმაქსიმალურად უნდა შეესაბამებოდეს. 


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბრიუსელის მიერ ლონდონისთვის აბსურდული კანონების (მაგალითად, ბანანის მაქსიმალურად დასაშვები სიმრუდე ან ოფიციანტის დეკოლტეს სიღრმის ზღვარი) თავს მოხვევაზე კონსერვატიული და ევროსკეპტიკური გაზეთები Brexit- მდე გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ 90-იან წლებში წერდნენ. 2016 წლის არჩევნების წინ კი  ბრიტანელებისათვის უცხო სტანდარტების დაწესების თემა გახდა სწორედ ევროკავშირის დატოვების მომხრეთა პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ბორის ჯონსონი Brexit-ის სააგიტაციო კამპანიის ერთ- ერთი ყველაზე თვალსაჩინო და აშკარა ფიგურაა. მან პირადად რამდენჯერმე გაიმეორა ზედმეტად მოხრილი ბანანის ისტორია, რომლის ჭამასაც თითქოს ევროპელი ბიუროკრატები ბრიტანელებს უკრძალავენ. ჯონსონი ამ პუნქტის დათმობას ბოლომდე არ http://rustavi2.ge/kaთანხმდება. 


რაც შეეხება თევზჭერას, ევროკავშირში, რომლის წევრიც ბოლო დრომდე გაერთიანებული სამეფოც იყო, ზოგადი პოლიტიკა მოქმედებს. აღნიშნული სტანდარტის შესაბამისად,  წევრ ქვეყნებს ზღვის პროდუქტების მოპოვება ევროკავშირის მთლიანი სანაპირო ზოლის გასწვრივ მხოლოდ გარკვეული კვოტების დაცვით შეუძლიათ. გამონაკლისს ცალკეული სახელმწიფოების ტერიტორიული წყლები წარმოადგენს. 2021 წლის 1-ელი იანვრიდან გაერთიანებული სამეფო გახდება სახელმწიფო, რომელიც ათასობით კილომეტრ სანაპირო ზოლს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან იზიარებს და ახალი პოლიტიკის შემუშავებაა საჭირო. პრობლემა ის არის, რომ ევროკავშირი თევზჭერის პუნქტის შეტანას ერთიანი სავაჭრო ხელშეკრულების ტექსტში დაჟინებით მოითხოვს, ბრიტანელებს კი სურთ, რომ ამ საკითხზე ცალკე შეთანხმება გაფორმდეს, რათა საკუთარი საზღვაო რესურსები თავად გააკონტროლონ და ყოფილ მოკავშირეებთან არ გაიზიარონ. 


თუ როგორ მიმდინარეობს ამ საკითხზე გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები, ბრიტანული გაზეთების პირველივე გვერდებიდან ჩანს. სტატიებში ნათქვამია, რომ სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების წარუმატებლობის შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტის ოთხი კატარღა მზად არის სუვერენული ბრიტანული წყლები ფრანგული ტრაულერების (თევზსაჭერი გემი) შემოჭრისგან დაიცვას.

შემდეგ რა იქნება? 

როგორც ჩანს, ბორის ჯონსონს საბოლოოდ გადაწყვეტილი აქვს, რომ ევროკავშირის პირობებს არ დათანხმდეს, თუნდაც ამას პირველადი მოხმარების პროდუქტების დეფიციტი მოჰყვეს. ბრიტანული მედია იუწყება, რომ სუპერმარკეტებმა სასურსათო მარაგის შექმნა დაიწყეს, რადგან, პანდემიის პირველი თვეების მსგავსად, მომხმარებელთა მოთხოვნის მასობრივ ზრდას, რომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მედიკამენტების, სხვა სამედიცინო მასალებისა და ვაქცინების ექვსკვირიანი მარაგის შექმნა დაევალათ. 

სხვა თემები