03 თებერვალი 2021 - 20:08

რას წარმოადგენს ანდროიდის მოწინავე ვერსია - Samsung Galaxy S21 და რა საერთო აქვს მას Iphone-თან? 

ფოტო: shutterstock.com

S21 სერიის ყველა ვერსიას, რომელიც S21-ს, S21 პლუსსა და S21 Ultra-ს (განსხვავდება ზომის, კამერების მუშაობისა და რაოდენობის მიხედვით) მოიცავს, დამტენი მოწყობილობა არ მოჰყვება. ეს იმას ნიშნავს, რომ კაბელი არის, მაგრამ ადაპტერი - არა. თუმცა Apple-მა ადაპტერებზე ჯერ კიდევ 2020 წელს უარი თქვა და ეს ტენდენცია ყველა ახალი ტელეფონის შემთხვევაში ასე გაგრძელდება.


ამავდროულად, S21-ის შემთხვევა iPhone-ებთან შედარებით, უკეთესია. სამსუნგის ტელეფონები USB Type-C კონექტორით არის აღჭურვილი. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ალბათ უკვე გაქვთ დამტენი საშუალება ასეთი მოწყობილობებისთვის - Nintendo Switch-ისგან, ტაბლეტის ან ლეპტოპისგან. შესაბამისად, დამატებითი კაბელის წაღება, როგორც ეს iPhone- ის შემთხვევაში ხდება, აღარ დაგჭირდებათ. 


გარდა ამისა, S21-ს მეხსიერების ბარათის სლოტი არ აქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ მოწყობილობის მეხსიერების გაზრდა შეუძლებელია. ეს ფაქტორი საკმაოდ საგანგაშოდ ჟღერს, რადგან სამსუნგის ტელეფონები ვიდეოს 8K,  სურათებს კი RAW ფორმატში იღებენ, რაც დიდ ადგილს იკავებს. 
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ Galaxy S21 Ultra-ს სტილუსი აქვს. ის ტელეფონის კორპუსის მარცხენა მხარეს არსებულ ჩაღრმავებაში იმალება. ამიტომაც S21 Ultra-ს კორპუსი კიდევ უფრო დიდია. შესაბამისად, ხელის გულზე მისი მოთავსება საკმაოდ რთულია. გარდა ამისა, ტელეფონის კორპუსი ასიმეტრიულია, რადგან სტილუსის მოსათავსებელი ჯიბის გამო მისი მარცხენა მხარე მარჯვენაზე შესამჩნევად დიდია.


Galaxy S21-ს კიდევ ერთი ნაკლი აქვს. როდესაც სტილუსი იხსნება, კორპუსის კიდეები ცერა და საჩვენებელ თითებს შორის სივრცეში უსიამოვნოდ იჭრება და მოწყობილობის ხელში დაჭერა უბრალოდ მოუხერხებელია. ამიტომაც სპეციალისტების შეფასებით, სტილუსის ქონა აუცილებლობას სულაც არ წარმოადგენს, რადგან მასზე გაცილებით მნიშვნელოვანია მობილურის კომფორტულად მოხმარება.


ზოგადად, S21 Ultra-ს კამერის ბლოკის დიზაინი საკმაოდ თავისებურია. ის შესამჩნევად ამობურცულია - იმდენად, რომ თუ ტელეფონს მაგიდაზე ეკრანით ზემოთ დადებთ, ის იყანყალებს. მას აქვს ოთხი კამერა (ფართოკუთხოვანი, ძირითადი, 3x-ზუმიანი ტელეფოტო და ცალკე ტელეობიექტივი 10x ზუმით), ფოკუსის გასაუმჯობესებელი ერთი სენსორი და ფლეშ-განათება. ასე რომ, ისინი, ვისაც ახალ iPhone- ებზე კამერების ბლოკი აფრთხობდა, Samsung- ის ფლაგმანებით აღფრთოვანებული აშკარად ვერ დარჩებიან. 


IPhone-ებისგან განსხვავებით, S21 Ultra-ს სახის ამომცნობ სისტემაში უსაფრთხოების რამდენიმე დონე აქვს. ერთ-ერთ მათგანზე, კერძოდ, დაჩქარებული შემოწმების რეჟიმში, კამერამ შეიძლება იმუშაოს მაშინაც კი, თუ მას თქვენს ფოტოს აჩვენებთ (ამიტომაც ეს ვარიანტი რეკომენდებული ნამდვილად არ არის). 


თუმცა თუ კორონავირუსის პანდემიასა და პირბადეების ტარების აუცილებლობას გავითვალისწინებთ, საუკეთესო გამოსავალი თითის ანაბეჭდის სკანერის ჩართვა იქნება. ის პირდაპირ ეკრანში იმალება და არა კორპუსის ღილაკზე, როგორც- iPhone-ისა და iPad-ის შემთხვევაში, თუმცა თქვენ ამას ვერასდროს შეამჩნევთ. სკანერი ძალიან სწრაფად მუშაობს. გარდა ამისა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ტელეფონის განბლოკვისთვის ნიღბის მოხსნა არ დაგჭირდებათ. სიმართლე რომ ითქვას, ეს ფუნქცია iPhone-ების Face ID-ს ძალიან აკლია. ამიტომაც მომხმარებლები ამბობენ, რომ ახალი სამსუნგის პროდუქტით კოვიდრეალობაში ცხოვრება გარკვეულწილად შემსუბუქდა.

კიდევ რა სასარგებლო ფუნქციები აქვს Samsung Galaxy S21-ს?

S21 Ultra კიდევ ერთი სასარგებლო თვისებით  გამოირჩევა. ეს არის ეკრანის ადაპტაციის სიხშირის 120 ჰერცამდე გაზრდის საშუალება. უახლეს IPhones-ებსაც კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 60 ჰერცამდე აქვთ, 120-ჰერციანი მხარდაჭერა მხოლოდ iPad Pro-ს გააჩნია. ეს განსხვავება შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს. S21 Ultra-ს შემდეგ ისეთი შეგრძნებაა, თითქოს 12 Pro Max-ი მენიუებსა და ვებგვერდებზე გადასვლისას ცოტათი ნელდება, თუმცა ეს ასე არ არის.


ამავდროულად, S21 Ultra არის Samsung-ის პირველი ტელეფონი, რომელსაც ერთდროულად შეუძლია სიხშირის 120-ჰერციანი მატება და ეკრანის მაღალი რეზოლუციით - WQHD + (3200 × 1440) გაფართოება. ასევე შესაძლებელია უფრო მცირე გარჩევადობის მქონე სხვა ორი რეჟიმის არჩევა და ამით ტელეფონის ელემენტის დაზოგვა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ტელეფონის ეკრანი ფერების პალიტრის თვალსაზრისით, თითქმის უნიკალურია. როგორც ამბობენ, აღნიშნულ მოწყობილობაში YouTube-ისა და სერიალების ყურება თუ კომიქსების კითხვა მთელი სიამოვნებაა. 


კამერებთან დაკავშირებითაც ყველაფერი შესანიშნავად არის. როგორც ამბობენ, S21 Ultra ამ მიმართულებით iPhone 12 Pro Max- ზე უარესი არაფრით არის, თუნდაც ეს ღამის რეჟიმს ეხებოდეს. კადრებს შორის განსხვავება თითქოს არის. თუმცა მათთვის, ვინც ფოტოგრაფიით პროფესიული კუთხით არ არის დაკავებული, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს აშკარა იყოს (თუმცა S21 Ultra- ს კადრები ცოტათი უფრო ნათელია). 


დაბოლოს, ბატარეის შესახებ. ბევრისთვის ტელეფონის არჩევისას ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრია. S21 Ultra-ს შემთხვევაში საქმე არც ისე მარტივად არის: მოწყობილობის ბატარეის აქტივობის ხანგრძლივობა არჩეულ პარამეტრებზეა  დამოკიდებული. მაგალითად, ტელეფონი რა რეზოლუციაზე და ეკრანის განახლების რომელი სიჩქარით მუშაობს. 


ეჭვგარეშეა, რომ S21 Ultra შესანიშნავი ტელეფონია. ის გთავაზობთ უფრო მეტ ვარიანტს (და მეტ მოქნილობას) ზოგიერთ ასპექტში, ვიდრე - Iphone 12 Pro Max-ი. თუმცა იმის თქმა, რომ  ერთი მეორეზე უკეთესია, არასწორი იქნებოდა. ორივე მოწყობილობა შესანიშნავად შეასრულებს ყველა იმ  ფუნქციას, რაც ტელეფონს 2021 წელს  სჭირდება, განსხვავება კი მხოლოდ ნიუანსებშია.

სხვა თემები