15 ივნისი 2021 - 12:40

ელისო ბოლქვაძე: ჩვენი მისწრაფებაა წარმოვაჩინოთ ქართული კულტურა და გავაცნოთ მსოფლიოს, რომ საქართველოს თვითმყოფადი შემოქმედებითი მუხტი შთაგონებული იყო ევროპული ღირებულებებით

ელისო ბოლქვაძე

ელისო ბოლქვაძე

ელისო ბოლქვაძე - ქვეყნისთვის მოწოდებული ქართველი ხელოვანი - ამ სათაურით  პოპულარული ფრანგული  ჟურნალი Challenges პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის შესახებ სტატიას აქვეყნებს. 


“ჩვენი მისწრაფებაა წარმოვაჩინოთ ქართული კულტურა და გავაცნოთ მსოფლიოს, რომ საქართველოს თვითმყოფადი შემოქმედებითი მუხტი შთაგონებული იყო ევროპული ღირებულებებით”,- ციტირებს უმრავლესობის დეპუტატს სტატიის ავტორი ანნ-მარი როკო, რომლის თქმით, წარმატებული კარიერის მქონე არტისტის შემოქმედებითი ცხოვრება თავიდანვე დაუკავშირდა პარიზს.

პოლიტიკური კარიერა 2012 წელს დაიწყო, გასული წლის დეკემბრში აირჩიეს დეპუტატად. ცნობილი პიანისტის მიზანია კულტურული ხიდების გაბმა მის ქვეყანასა და ევროკავშირს შორის

“როგორ დაუახლოვდე ევროპას?”

ქართველი პიანისტი, ელისო ბოლქვაძე, პირველი ოფიციალური ვიზიტით პარიზს ეწვია, როგორც დეპუტატი, ბოლო არჩევნებში მიღებული მანდატის განსახორციელებლად.


2020 წლის დეკემბერში პარტია "ქართული ოცნების "სიით არჩეული, მრავალი საერთაშორისო პრემიის ლაურეატი, მათ შორის, საფრანგეთში 1995 წელს მარგარიტა ლონგის სახელობის საერთაშორისო კონკურსის პრიზის მფლობელი, თავის მისიად  თვლის  საქართველოსა და ევროკავშირს შორის კულტურული ურთიერთოების გაძლიერებას.


საქართველოს ამბიციური მიზნია  მომზადდეს საქართველოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რომელიც ოფიციალურად  2024 წელს წარდგება.

“ჩვენი მისწრაფებაა წარმოვაჩინოთ ქართული კულტურა და გავაცნოთ მსოფლიოს, რომ საქართველოს თვითმყოფადი შემოქმედებითი მუხტი შთაგონებული იყო ევროპული ღირებულებებით”,- გვიხსნის წარმატებული კარიერის მქონე არტისტი, რომლის შემოქმედებითი ცხოვრება თავიდანვე დაუკავშირდა პარიზს.


4 წლის ასაკში ნიჭიერთა ათწლედში ჩაირიცხა, ხოლო 7 წლის ასაკში უკვე წარდგა მაყურებლის წინაშე და პირველად დაუკრა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.


თბილისის კონსერვატორიის დამთავრებისთანავე, ახალგაზრდა პიანისტს მოუსმინა საერთაშორისო ფონდ SOS Talents-ების პრეზიდენტმა მიშელ სონიმ, რომელმაც სამუშაოდ მიიწვია საფრანგეთსა და ავსტრიაში.


“სწრაფად ვისწავლე ფრანგული, ვინაიდან აბსოლიტური სმენა მაქვს, ამბობს ელისო ბოლქვაძე, მაგრამ არ მქონდა ბევრი  დრო გრამატიკას ჩავრღმავებოდი - გაგვანდო ქალბატონმა ელისომ.

“საფრანგეთი ჩემი მეორე სამშობლოა”


პროკოფიევის, ლისტის და მოცარტის შემსრულებელს მჭიდრო კავშირი აქვს პარიზთან, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილს, 2018 წელს არჩეულ საქართველოს პრეზიდენტს, საფრანგეთში ქართული ემიგრაციის შთამომავალს, რომელიც საქართველოში დაბრუნებამდე დიდხანს ემსახურებოდა ფრანგულ დიპლომატიას.


"საფრანგეთი ჩემი მეორე სამშობლოა” აცხადებს ელისო ბოლქვაძე. 2012 წელს, აფუძნებს ბათუმის მუსიკალურ ფესტივალს, სადაც ყოველწლიურად, შავი ზღვის სანაპიროზე, მასპინძლობს “დიდ არტისტებს და  ახალგაზრდა ტალანტებს".


ფესტივალი ასევე მოიცავს სოციალურ-საგანმანათლებლო პროგრამას ბავშვებისთვის. “ მივხვდი, რომ არტისტს უამრავი ემოციის გაზიარება შეუძლია საზოგადოებისთვის”, - ამბობს ელისო ბოლქვაძე.


მისი საზოგადოებრივი ინიციატივების მხარდასაჭერად, 2015 წელს იუნესკომ მშვიდობის არტისტის წოდება მიანიჭა ისევე, როგორც შერლი ბესის, სელინ დიონს, ან კიდევ ჟილბერტო ჟილს.


პიანისტისთვის, რომელმაც გამოსცადა მძიმე წლები, როცა საქართველო იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის 1991-1992 წლებში, ეს ბევრს ნიშნავდა.


“მე მხოლოდ 22 წლის ვიყავი ამ დროს და არასოდეს დამავიწყდება სახლების თავზე გადაფრენილი თვითმფრინავების  საშინელი ხმაური“, - იხსენებს ელისო ბოლქვაძე. სწორედ ეს ფაქტორი გახდა მნიშვნელოვანი  ჩემი მომავალი საზოგადოებივი ჩართულობის და მოგვიანებით  კი პარიზში, იუნესკოს მშვიდობის არტისტის მაღალი ტიტული მომანიჭეს.


როგორც საქართველოს პარლამენტის ახლად შექმნილი კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ამიერიდან იმედი აქვს, რომ შეძლებს დადებითი  წვლილი შეიტანოს  ქვეყნის ევროკავშირში სამომავლო გაწევრიანების პროცესში.


მას უკვე დაგეგმილი აქვს კონცერტები, თანამშრომლობა რადიოებთან და სხვადასხვა სატელევიზიო არხებთან. “ქვეყანას ბევრი საამაყო აქვს-მაგალითად ქართულ ღვინო  და მისი განუმეორებელი ისტორია. ასევე, ცნობილი ხელოვანები, სპორტსმენები, კომპოზიტორები, რაც მსოფლიომ უკეთ უნდა გაიცნოს.


ქვეყნის ევროპული სვლა დიდი გამოწვევაა, მიუხედავად იმისა, რომ ასოცირების ხელშეკრულებას უკვე მოეწერა ხელი 2014 წელს ბრიუსელსა და თბილისს შორის.

ბალტიის ქვეყნების ევროკავშირში გაერთიანების კვალდაკვალ

ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკამ, რომლის მოსახლეობაც 4 მილიონს შეადგენს, ურთულესი პერიოდები გაიარა, მათ შორის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული ომები ტერიტორიული მთლიანობისთვის.

ქვეყანა  კი ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარეობს.


ელისო ბოლქვაძე მოთმინებით და რუდუნებით ქსოვს ქვეყნებს შორის კავშირს და განსაკუთრებით აკვირდება  ბალტიის ქვეყნების გამოცდილებას, რომლებიც 2003 შეუერთდნენ ევროკავშირს, 50-წლიანი საბჭოთა წნეხის შემდეგ.


მიუხედავად ამ პოლიტიკური და საერთაშორისო  ჩართულობისა, არტისტი ბოლომდე არ თმობს თავის კარიერას. “ვიტოვებ რამდენიმე კონცერტს, ვერ წარმომიდგენია ცხოვრება მუსიკის გარეშე ”, - ამბობს ელისო ბოლქვაძე. ამ ზაფხულს, რამდენიმე კონცერტს გამართავს იტალიაში, მანამდე კი მიემგზავრება მონაკოში, სადაც მიწვეულია ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის  მონტე-კარლოს პიანო მასტერის ჟიურის წევრად.

ანნ-მარი როკო, 14/06/2021

სხვა თემები