22 ნოემბერი 2021 - 09:24

Series 7- „ჭკვიანი საათი“ მათთვის, ვისაც დიდი ხანია სურს სწრაფი დატენვის რეჟიმი და უფრო დიდი ეკრანი. ახალი Apple Watch-ის მოკლე მიმოხილვა

ფოტო: apple.com

Apple-მა Apple Watch Series 7-ის ახალი მოდელი გამოუშვა. თუმცა როგორც ექსპერტები ამბობენ, Series 6-თან შედარებით განსხვავება არც ისე დიდია. მოკლედ გიყვებით, ვის შეიძლება ახალი საათი მოეწონოს, რით სჯობს ის შარშანდელ ვერსიას და საჭიროა თუ არა, მისი სასწრაფოდ შეძენა.
 

რით სჯობს ახალი Apple Watch-ი შარშანდელს?

Apple Watch-მა მორიგი მცირე განახლება მიიღო. შესაბამისად, მისი სასწრაფოდ შეძენა საჭირო სულაც არ არის (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი საათი ძალიან მოძველებულია). თუ თქვენ  „ჭკვიანი საათი“ საერთოდ არ გაქვთ, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ Series 7 ამ ეტაპისთვის საუკეთესო არჩევანია. მით უმეტეს, თუ ის უნდა აჩუქოთ ხანდაზმულ ნათესავს ან მხედველობის პრობლემების მქონე ახლობელს, რომლებსაც უფრო დიდი შრიფტი და ეკრანი სჭირდებათ. 


Series 7-ის დისპლეი შარშანდელ მოდელს დაახლოებით 20%-ით აღემატება, კორპუსის მოცულობა კი თხელი ჩარჩოების წყალობით თითქმის იგივეა. გარდა ამისა, საათის ფლაგმანი ვერსია საშუალებას იძლევა, შეტყობინებებს ვირტუალური კლავიატურის გამოყენებით უპასუხოთ. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს ყველაზე აუცილებელი ფუნქცია სულაც არ არის. კლავიატურა საკმარისად დიდი და კომფორტული სულაც არ არის, ამიტომაც ტექსტების კარნახი ვერბალური გზით ისევ ისე უფრო მარტივია ან უბრალოდ შეგიძლიათ თანამოსაუბრეს ხმოვანი მესიჯით უპასუხოთ, თუ ეს მას დისკომფორტს არ უქმნის. 


გარდა ამისა, Apple-მა Series 7-ისთვის შექმნა ორი ახალი ექსკლუზიური ციფერბლატი, რომელიც ეკრანის მოცულობის მაქსიმუმს ითვისებს. მათ სასარგებლოს ვერ უწოდებ, მაგრამ უდავოდ ლამაზია. რაც შეეხება ბატარეას, აქ ყველაფერი არც ისე მარტივია. Series 7  მუდმივად ჩართულ რეჟიმში დაახლოებით 19-20 საათს ძლებს. თითქმის იგივე მაჩვენებელი აქვს Series 6-საც. 


თუმცა სხვა საქმეა ის, რომ ახალ Apple Watch-ს სწრაფი დატენვის ფუნქცია აქვს. საათს მოჰყვება USB-C კაბელი დამტენი „ბლინით“. ათ წუთში მისი დატენვა დაახლოებით 20-25%-ით არის შესაძლებელია. ეს ბევრად გაუადვილებს ცხოვრებას მათ, ვისაც დამტენი სულ ავიწყდება. 

კიდევ რა უპირატესობა აქვს Series 7-?

-    მტვრისა და ბზარებისგან დაცვა;
-    მუდმივად ჩართული ეკრანის რეჟიმი;
-    შეგიძლიათ ისარგებლოთ ელექტროკარდიოგრაფიული აპლიკაციითა და სისხლში ჟანგბადის შემცველობის გამზომი მოწყობილობით, რომელიც საათშია ჩაყენებული;
-    შეგიძლიათ იცურაოთ ისე, რომ ახალი Apple Watch-ი არ მოიხსნათ;
-    ის გატყობინებთ როგორც ძალიან დაბალ პულსს, ასევე - მაღალ გულისცემას;
-    მას შეუძლია დაადგინოს, დაეცა თუ არა მფლობელი და საჭიროების შემთხვევაში ექსტრემალური გამოძახება შეუძლია. 


თუ ეს ყველაფერი ნამდვილად არ გჭირდებათ, შეგიძლიათ ყურადღება მიაქციოთ Apple Watch SE-ის საათების ბიუჯეტურ მოდელს. ის უფრო იაფია, მაღაზიებშიც ადვილად იპოვით და რაც მთავარია, მუშაობს როგორც საათი!
 

სხვა თემები