05 ივლისი 2022 - 14:30

მედიის ინფორმაციით, მოლდოვა ბუნებრივი აირისა და ელექტრომომარაგების გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშეა

ფოტო: shutterstock.com

ცნობილი მოლდოველი ჟურნალისტის, ვალერი დემიდეცკის შეფასებით, ხელისუფლება სათაგურსა და გეოპოლიტიკური გადაწყობის ხაფანგში აღმოჩნდა, რის გამოც ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია, რაც ბუნებრივ აირსა და მომსახურების სხვა სფეროებში ფასების ზრდას უკავშირდება. მისი თქმით, იმ სქემას, რომელშიც ახლა ქვეყანა აღმოჩნდა, თავად მოლდოველები მოითხოვდნენ, კერძოდ, ევროპულ ფასებს, რასაც მოლდოვის ეკონომიკა ვერ გაუმკლავდებოდა კრედიტის გარეშე. ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ჟურნალისტმა „ტივისი 21-ის“ ეთერში სტუმრობისას ისაუბრა.

ამასთან, მოლდოვა ბუნებრივი აირისა და ელექტრომომარაგების გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშეა. ოფიციალური კიშინიოვი რუსული ენერგომატარებლების ალტერნატიულ გზებზე მოლაპარაკებას ვერ ახერხებს. „ნეზავისიმაია გაზეტას“ ცნობით, სააქციო საზოგადოება „მოლდოვაგაზმა“ რესპუბლიკის მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ბუნებრივი აირი დავალიანების გამო 1 აგვისტოდან გაითიშება.
 მოლდოვის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანას გაზზე მაღალი ფასის გამო რთული ზამთარი ელოდება. მოლდოვაში ენერგორესურსების ღირებულება, შარშანდელთან შედარებით, თითქმის სამჯერ გაიზარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ფასების ასეთი ზრდა საერთაშორისო ბაზარზე საწვავის გაძვირებამ გამოიწვია, რაც, თავის მხრივ, უკრაინაში საგანგებო მდგომარეობამ და რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებულმა სანქციებმა განაპირობა.

 

 

 

სხვა თემები